პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალი მამედოვი პრეზიდენტს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის შუღლის გაღვივების მცდელობაში ადანაშაულებს
ალი მამედოვი პრეზიდენტს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის შუღლის გაღვივების მცდელობაში ადანაშაულებს

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის­თვის ქვე­მო ქარ­თლსა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა რე­გი­ო­ნებ­ში სა­დი­კო­ვის გან­ცხა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი , - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევრ ალი მა­მე­დო­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც მან სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­პა­სუ­ხოდ გა­ავ­რცე­ლა.

მა­მე­დო­ვის თქმით, პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ეთ­ნი­კურ და რე­ლი­გი­ურ უმ­ცი­რე­სო­ბებს შო­რის "შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბას ცდი­ლობს და ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცი­ას ხე­ლოვ­ნუ­რად ძა­ბავს, რაც, შე­საძ­ლოა, მთავ­რო­ბის და­თხოვ­ნის სა­ბა­ბად გა­მო­ი­ყე­ნოს".

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­ნაგ­რძობს უპა­სუ­ხის­მგებ­ლო პო­ლი­ტი­კას და გან­ცხა­დე­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. სა­ა­კაშ­ვი­ლის ეს გან­ცხა­დე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა არა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას, არა­მედ პი­რი­ქით, მას­ში იგ­რძნო­ბა პრობ­ლე­მის შექ­მნის სურ­ვი­ლი. ეს არ არის სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლი­სა და პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა, ეს არის ია­ფ­ფა­სი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტრი­გე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის აგო­ნი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც მიზ­ნად ისა­ხავს სა­ქარ­თვე­ლო­ში ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით და­ძა­ბუ­ლო­ბის შე­მო­ტა­ნას. პრე­ზი­დენ­ტმა ასე­ვე იც­რუა, რო­დე­საც რა­ბათ­ში მი­ნა­რე­თე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და, რად­გან იქ მი­ნა­რე­თის მშე­ნებ­ლო­ბა არ მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ქარ­თვე­ლო არის ერთ-ერთი ქვე­ყა­ნა, სა­დაც ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მშვი­დო­ბი­ა­ნად თა­ნა­ცხოვ­რო­ბენ და ერ­თად იღწ­ვი­ან ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ", - ნათ­ქვა­მია მა­მე­დო­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა 28 თე­ბერ­ვალს ბა­ქო­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სეთ­ში შე­იქ­მნა დი­ას­პო­რა გარ­დაბ­ნე­ლი ვინ­მე სა­დი­კო­ვის მე­თა­უ­რო­ბით, რო­მელ­შიც ალე­კბე­რო­ვი და რამ­დე­ნი­მე სხვა მი­ლი­არ­დე­რი შე­იყ­ვა­ნეს.

"მათი მი­ზა­ნია, იმა­ვე სცე­ნა­რით ბრძო­ლა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­რან­ტი პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ, რო­გორც ეს აწარ­მო­ეს სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩევ­ნებ­ზე გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში - ფუ­ლის, ოლი­გარ­ქე­ბის, რუ­სუ­ლი კა­პი­ტა­ლის, შან­ტა­ჟის და სხვა­დას­ხვა პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ სა­დი­კო­ვი გარ­დაბ­ნე­ლია და მან გა­ნა­ცხა­და, რომ იბ­რძო­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­თა ავ­ტო­ნო­მი­ის­თვის", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ალი მამედოვი პრეზიდენტს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის შუღლის გაღვივების მცდელობაში ადანაშაულებს

ალი მამედოვი პრეზიდენტს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის შუღლის გაღვივების მცდელობაში ადანაშაულებს

საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებისთვის ქვემო ქართლსა და საქართველოს სხვა რეგიონებში სადიკოვის განცხადებების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი , - ამის შესახებ ნათქვამია ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრ ალი მამედოვის განცხადებაში, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტის საპასუხოდ გაავრცელა.

მამედოვის თქმით, პრეზიდენტი საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის "შუღლის გაღვივებას ცდილობს და ქვეყანაში სიტუაციას ხელოვნურად ძაბავს, რაც, შესაძლოა, მთავრობის დათხოვნის საბაბად გამოიყენოს".

"მიხეილ სააკაშვილი განაგრძობს უპასუხისმგებლო პოლიტიკას და განცხადებებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. სააკაშვილის ეს განცხადება ემსახურება არა პრობლემის მოგვარებას, არამედ პირიქით, მასში იგრძნობა პრობლემის შექმნის სურვილი. ეს არ არის სახელმწიფო მოხელისა და პრეზიდენტის განცხადება, ეს არის იაფფასიანი პოლიტიკური ინტრიგებით დაკავებული ადამიანის აგონიური განცხადებები, რაც მიზნად ისახავს საქართველოში ეთნიკური ნიშნით დაძაბულობის შემოტანას. პრეზიდენტმა ასევე იცრუა, როდესაც რაბათში მინარეთების მშენებლობის შესახებ განაცხადა, რადგან იქ მინარეთის მშენებლობა არ მიმდინარეობს. საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები საუკუნეების განმავლობაში მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და ერთად იღწვიან ქვეყნის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია მამედოვის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა 28 თებერვალს ბაქოდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთში შეიქმნა დიასპორა გარდაბნელი ვინმე სადიკოვის მეთაურობით, რომელშიც ალეკბეროვი და რამდენიმე სხვა მილიარდერი შეიყვანეს.

"მათი მიზანია, იმავე სცენარით ბრძოლა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გარანტი პრეზიდენტის მიმართ, როგორც ეს აწარმოეს საქართველოს არჩევნებზე გასული წლის ოქტომბერში - ფულის, ოლიგარქების, რუსული კაპიტალის, შანტაჟის და სხვადასხვა პროვოკაციების გამოყენებით. საინტერესო ის არის, რომ სადიკოვი გარდაბნელია და მან განაცხადა, რომ იბრძოლებს საქართველოში აზერბაიჯანელთა ავტონომიისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?