პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ბეჟაშვილი - კეთილი ნების შემთხვევაში, თანხმობის მიღწევის ყველა წინაპირობა არსებობს
ლევან ბეჟაშვილი - კეთილი ნების შემთხვევაში, თანხმობის მიღწევის ყველა წინაპირობა არსებობს

კე­თი­ლი ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თან­ხმო­ბის მიღ­წე­ვის ყვე­ლა წი­ნა­პი­რო­ბა არ­სე­ბობს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნალ­სი­ტებს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რმა ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი აღორ­ძი­ნე­ბის ფონ­დის პრე­ზენ­ტა­ცი­ას ეს­წრე­ბა.

ბეჟაშ­ვი­ლი ამ კო­მენ­ტა­რით ხვალ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შო­რის და­გეგ­მილ შეხ­ვედ­რას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი დე­პუ­ტა­ტი აცხა­დებს, შეხ­ვედ­რა­ზე გან­ხილ­ვის თემა იქ­ნე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც დღეს პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რია. "ეს ეხე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლე­ბის შე­წყვე­ტას და ა.შ. ვფიქ­რობ, ხვა­ლინ­დე­ლი შეხ­ვედ­რა უნდა შედ­გეს. გან­წყო­ბა პო­ზი­ტი­უ­რია და ყვე­ლა წი­ნა­პი­რო­ბა არ­სე­ბობს, კე­თი­ლი ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თან­ხმო­ბის მიღ­წე­ვის", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა.

ბეჟაშ­ვი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის გან­ცხა­დე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა ერთ-ერთი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რის შე­ხე­დუ­ლე­ბებს ეხე­ბო­და.

ბეჟაშ­ვი­ლის თქმით, ეს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რი ცნო­ბი­ლია, რო­გორც ФСБ-სთან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მყო­ფი და მას თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი გეგ­მე­ბი აქვს აზერ­ბა­ი­ჯან­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბეჟაშ­ვი­ლის აზ­რით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნის შე­ხე­დუ­ლე­ბებს წარ­მო­ად­გენ­და.

"არა­ვინ ეჭვქვეშ არ აყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის კე­თილ­მე­ზობ­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებს, რო­მელ­მაც ბოლო წლებ­ში არ­ნა­ხულ მას­შტა­ბებს მი­აღ­წია. საფრ­თხე­ე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, არ არის რე­ა­ლუ­რი, ჩემი აზ­რით, თუმ­ცა, ვი­ღა­ცის თა­ვებ­ში ესე­თი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი რომ იხარ­შე­ბა, ჩვენ­გან გან­სა­კუთ­რე­ბით პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას ითხოვს", - გან­მარ­ტა ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ლევან ბეჟაშვილი - კეთილი ნების შემთხვევაში, თანხმობის მიღწევის ყველა წინაპირობა არსებობს

ლევან ბეჟაშვილი - კეთილი ნების შემთხვევაში, თანხმობის მიღწევის ყველა წინაპირობა არსებობს

კეთილი ნების შემთხვევაში, თანხმობის მიღწევის ყველა წინაპირობა არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალსიტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში დემოგრაფიული აღორძინების ფონდის პრეზენტაციას ესწრება.

ბეჟაშვილი ამ კომენტარით ხვალ, ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა.

როგორც უმცირესობის წევრი დეპუტატი აცხადებს, შეხვედრაზე განხილვის თემა იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება და ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც დღეს პოლიტიკურ ჭრილში აქტუალურია. "ეს ეხება საკონსტიტუციო რეფორმების განხორციელებას, პოლიტიკური ზეწოლების შეწყვეტას და ა.შ. ვფიქრობ, ხვალინდელი შეხვედრა უნდა შედგეს. განწყობა პოზიტიურია და ყველა წინაპირობა არსებობს, კეთილი ნების შემთხვევაში თანხმობის მიღწევის", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით აზერბაიჯანული მხარის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადება ერთ-ერთი აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ლიდერის შეხედულებებს ეხებოდა.

ბეჟაშვილის თქმით, ეს ოპოზიციონერი ლიდერი ცნობილია, როგორც ФСБ-სთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი და მას თავისი პოლიტიკური გეგმები აქვს აზერბაიჯანში განსახორციელებელი, აქედან გამომდინარე, ბეჟაშვილის აზრით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება სწორედ ამ ადამიანის შეხედულებებს წარმოადგენდა.

"არავინ ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, რომელმაც ბოლო წლებში არნახულ მასშტაბებს მიაღწია. საფრთხეები, ბუნებრივია, არ არის რეალური, ჩემი აზრით, თუმცა, ვიღაცის თავებში ესეთი შეხედულებები რომ იხარშება, ჩვენგან განსაკუთრებით პრევენციული ღონისძიებების გატარებას ითხოვს", - განმარტა ლევან ბეჟაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა