პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაიხურება თუ არა დათო ქაცარავასთვის ქართული ტელევიზიების კარი
დაიხურება თუ არა დათო ქაცარავასთვის ქართული ტელევიზიების კარი

დათო ქა­ცა­რა­ვა და სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი "იმე­დის დი­ლი­დან" ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის ის­ტო­რი­ა­ში. ელ­ტონ ჯო­ნის ოჯა­ხის შე­სა­ხებ გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის გამო ქარ­თველ­მა ტე­ლე­წამ­ყვა­ნებ­მა სამ­სა­ხუ­რი ისე და­ტო­ვეს, რომ ბო­დი­შის მოხ­და ერთი წა­მი­თაც არ უფიქ­რი­ათ. დათო ქა­ცა­რა­ვა მი­იჩ­ნევს, რომ ბო­დი­შის მო­სახ­დე­ლი არა­ფე­რი უთ­ქვამთ და არც არა­ვინ შე­უ­რა­ცხყ­ვი­ათ.

- რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ორი გა­მო­სა­ვა­ლი შე­მოგ­თა­ვა­ზათ, ან ბო­დი­ში უნდა მო­გე­ხა­დათ ან გეთ­ქვათ, რომ ეს მხო­ლოდ თქვე­ნი და სა­ლო­მეს პი­რა­დი მო­საზ­რე­ბა იყო.

- ის ვერ­სია, რომ ჩვენ შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს, ბო­დი­ში მოგ­ვე­ხა­და, ჩვე­ნი მხრი­დან არც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. ჩემი და სა­ლო­მეს პო­ზი­ცია ამ კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე იმ­დე­ნად მკა­ფიო იყო, რომ არც შეც­დო­მად და არც და­ნა­შა­უ­ლად, არც რა­ი­მე კა­ნონ­დარ­ღვე­ვად არ გან­გვი­ხი­ლავს ჩვე­ნი ეს გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი. ჩვენ აქეთ ვი­ყა­ვით შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლე­ბი შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ით და შე­სა­ბა­მი­სად, იმ­დე­ნად მკა­ფი­ოდ და­ვა­ფიქ­სი­რეთ ჩვე­ნი პო­ზი­ცია ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან, რომ მათ­გან არც წა­მო­სუ­ლა შე­თა­ვა­ზე­ბა ბო­დი­შის მოხ­და­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ვერ­სი­ას, ანუ გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის პი­რად მო­საზ­რე­ბად და­ფიქ­სი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს მე და სა­ლო­მემ გა­ვა­კე­თეთ ჩვე­ნი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბით, რომ ეს იყო მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი. პრინ­ციპ­ში, ამით ეს გა­უ­გებ­რო­ბა უნდა ამო­წუ­რუ­ლი­ყო, მაგ­რამ ასე არ მოხ­და.

- ვის­თან გქონ­დათ შეხ­ვედ­რა მე­ნე­ჯმენ­ტი­დან?

- არ­ხის მე­ნე­ჯმენ­ტთან ერ­თად შევ­ხვდით ეთი­კის საბ­ჭოს, რო­მე­ლიც "იმედ­თან" შე­იქ­მნა. "იმე­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­დან შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბო­და რეზო სა­ყე­ვა­რიშ­ვი­ლი, მისი მო­ად­გი­ლე გია ბახ­ტა­ძე, მთე­ლი ბორ­დის შე­მად­გენ­ლო­ბა და ეთი­კის საბ­ჭო. მე და სა­ლო­მემ არ მი­ვი­ღეთ შე­ნიშ­ვნა მათ­გან, რად­გან კი­დევ ერთხელ ვთქვით, რომ ელ­ტონ ჯონ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვე­ნი აზრი გა­მოვ­თქვით, რო­მელ­საც არ და­ურ­ღვე­ვია სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მო­რა­ლურ-ეთი­კუ­რი ნორ­მებ­საც შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. მად­ლო­ბა ღმერ­თს, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის მი­სა­ღე­ბი, რომ ბავ­შვს ორი მამა ჰყავ­დეს და ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბაც არ არის მი­ღე­ბუ­ლი. ჩვენს გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ში შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, ეს, უბ­რა­ლოდ, ჩვე­ნი აზრი იყო. გან­სა­კუთ­რე­ბულ მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი სოსო ცის­კა­რიშ­ვილს, მან მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რა, სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც მო­ვიდ­ნენ მი­ნი­სა­სა­მარ­თლოს ჩა­ტა­რე­ბის გან­წყო­ბით, თუმ­ცა მე და სა­ლო­მემ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ვე­ცით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სი­ტყვი­ე­რად ამ­ბობ­დნენ, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის­თვის მო­ვე­დი­თო, შეხ­ვედ­რა ლექ­ცი­ას და­ემ­სგავ­სა.

ჩვე­ნი ბოლო ეთე­რის შემ­დეგ, კერ­ძოდ, 18 იან­ვრის მერე, აგ­ვეკ­რძა­ლა ეთერ­ში გას­ვლა, სა­ნამ სი­ტუ­ა­ცია არ გა­ირ­კვე­ო­და. რას გუ­ლის­ხმობ­და ეს გარ­კვე­ვა, ალ­ბათ, გა­სა­გე­ბია.

- რა გა­მო­სა­ვა­ლი შე­მოგ­თა­ვა­ზეს, თუკი ბო­დიშს არ მო­იხ­დი­დით?

- მათ ისიც კი არ უნ­დო­დათ, ლა­კო­ნი­უ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა რომ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. პი­რად სა­უბ­რებ­ში გვი­თხრეს, რომ გან­ცხა­დე­ბა მი­სა­ღე­ბი და კარ­გი იყო, მაგ­რამ აღი­ნიშ­ნა, რომ ეს არ იყო საკ­მა­რი­სი. სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ კონ­ტრაქ­ტი "იმედ­თან" გა­ფორ­მე­ბუ­ლი არ გვქო­ნია, ეს ამ­ბა­ვი ჰა­ერ­შია გა­მო­კი­დე­ბუ­ლი. მუ­შა­ო­ბა დე­კემ­ბრის შუა რი­ცხვე­ბი­დან და­ვი­წყეთ, რო­დე­საც "იმე­დის დი­ლის" რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და­ი­წყო. ფაქ­ტობ­რი­ვად, ყო­ველ­დღი­უ­რად გავ­დი­ო­დით რე­პე­ტი­ცი­ებს და 14 იან­ვრი­დან ეთერ­ში გა­ვე­დით. გვი­თხრეს, კონ­ტრაქტს აღარ გა­გიგ­რძე­ლებ­თო და სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­მელ კონ­ტრაქტს გუ­ლის­ხმობ­დნენ (იღი­მის).

- სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად მოხ­და, რომ ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბი ამ მი­ზე­ზით გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

- არა მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზი­ის, არა­მედ ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა. ჩვენს გან­ცხა­დე­ბას ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი შე­არ­ქვეს, მაგ­რამ ამას არ ვე­თან­ხმე­ბით. ვი­საც უნდა, ასე და­არ­ქვას. პირ­ვე­ლად მოხ­და, რომ ასე­თი კო­მენ­ტა­რის შემ­დეგ გა­უშ­ვეს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მით უმე­ტეს, ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან, მა­შინ, რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და თა­ვი­სუ­ფალ აზ­რზე. ეს მარ­თლაც შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო. რა თქმა უნდა, ეს არის და­ში­ნე­ბის მე­თო­დი. არ ვიცი, რო­გორ გი­თხრათ, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან ცუდი სიმპტო­მია, აშ­კა­რად იზღუ­დე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი აზრი გარ­კვე­ულ თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. არა მხო­ლოდ იზღუ­დე­ბა, არა­მედ ის­ჯე­ბა კი­დეც. ვში­შობ, ეს არ იყოს და­სა­წყი­სი სა­მა­გა­ლი­თო დას­ჯი­სა. კი­დევ იტყვით? იგი­ვე და­გე­მარ­თე­ბათ.

რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში და მე­ცხოვ­რა და­სავ­ლურ ქვე­ყა­ნა­ში, შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­მედ­გი­ნა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეთ რა­მეს ვერც ვი­ფიქ­რებ­დი. მინ­და გა­გახ­სე­ნოთ კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც ჩვენ გა­ვა­კე­თეთ. ძა­ლი­ან უნდა მო­ენ­დო­მე­ბი­ნა ვინ­მეს, რომ იქ შე­უ­რა­ცხყო­ფა და­ე­ნა­ხა. სი­უ­ჟე­ტი შე­ე­ხე­ბო­და ელ­ტონ ჯონს, მე ვთქვი, "გულ­წრფე­ლად მე­ცო­დე­ბა ელ­ტონ ჯო­ნის სუ­რო­გა­ტი შვი­ლე­ბი". ახ­ლაც მე­ცო­დე­ბა, ორი მა­მის ხელ­ში რომ იზ­რდე­ბი­ან, რაც გა­ურ­კვე­ვე­ლია, სა­ლო­მემ და­ა­მა­ტა, რომ "ნამ­დვი­ლად არ შურს ამ ბავ­შვე­ბის, რომ გა­იზ­რდე­ბი­ან, ორი მამა ეყო­ლე­ბათ". აშ­კა­რად არ აქვთ იმ ბავ­შვებს არა­ფე­რი შე­სა­შუ­რი მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასე­თი მდი­და­რი მშობ­ლე­ბი ჰყავთ. აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, არა­მედ ის ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც კა­ცობ­რი­ო­ბამ აქამ­დე მო­აღ­წია. ამ გა­მო­ნათ­ქვა­მით ჩვენ ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბე­ბი და­ვი­ცა­ვით.

- რამ­დე­ნა­დაც ვიცი, თქვენ "იდენ­ტო­ბამ" გი­ჩივ­ლათ, რო­მე­ლიც უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბებს იცავს.

- არ ვიცი, ვინ არის მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი. აქამ­დე ამ ტი­პის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ჩემ­თვის უც­ნო­ბი იყო, რო­გო­რიც გახ­ლავთ "იდენ­ტო­ბა". ახლა გა­ვე­ცა­ნი მათ.

- თქვენ გარ­შე­მო ალ­ბათ არი­ან არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი. რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვთ მათ­და­მი?

- მარ­თლაც არი­ან, ზო­გი­ერ­თთან ვმე­გობ­რობ კი­დეც და არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ მაქვს. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მათი არ­ჩე­ვა­ნია, რო­მე­ლიც მე ამ შემ­თხვე­ვა­ში არ მე­ხე­ბა. რო­დე­საც სა­უ­ბა­რია ტო­ლე­რან­ტო­ბა­ზე, მე ვარ ტო­ლე­რან­ტი, მაგ­რამ გარ­კვე­ულ ზღვრამ­დე. რო­დე­საც იწყე­ბა პრო­პა­გან­და, აგი­ტა­ცია, ირ­ღვე­ვა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც კა­ცობ­რი­ო­ბა მრა­ვა­ლი წე­ლია, ცხოვ­რობს, ვგუ­ლის­ხმობ ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბას და ბავ­შვე­ბის ყო­ლას ამ წყვი­ლე­ბის მიერ, ეს უკვე სცდე­ბა სა­ზღვარს და ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. სა­ნამ ამ ზღვრამ­დე მი­ვალთ, პრობ­ლე­მა არ არ­სე­ბობს და კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ.

- იქ­ნებ, ისიც მათი პი­რა­დი არ­ჩე­ვა­ნია, რომ შვი­ლე­ბი ჰყავ­დეთ?

- რო­გორ არის მათი პი­რა­დი არ­ჩე­ვა­ნი? ისი­ნი ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბებს არ­ღვე­ვენ. საფ­რან­გეთ­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში რომ ვცხოვ­რობ­დე, ალ­ბათ, სხვა მენ­ტა­ლი­ტე­ტი მექ­ნე­ბო­და. ალ­ბათ დავ­ფიქ­რდე­ბო­დი, მეთ­ქვა თუ არა ის ფრა­ზა ელ­ტონ ჯონ­ზე, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბას კრძა­ლავს, შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი გან­ცხა­დე­ბა არის კა­ნო­ნი­ე­რი და არა­ვის უფ­ლე­ბებს არ არ­ღვევს. ვისი უფ­ლე­ბა და­ვარ­ღვიე?

- ელ­ტონ ჯო­ნის.

- მა­შინ მი­ჩივ­ლოს მან!..

- რო­დე­საც თქვე­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ამ­ბა­ვი პო­პუ­ლა­რულ სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტალ "ამ­ბე­ბი ჯიზე" გა­მოქ­ვეყ­ნდა, ბევ­რი მხარ­დამ­ჭე­რი კო­მენ­ტა­რი მი­ი­ღეთ. თქვენ­მა ახ­ლობ­ლებ­მა რა გი­თხრეს?

- ჩემი ახ­ლობ­ლე­ბის 95%-მა მხა­რი და­მი­ჭი­რა და გა­მამ­ხნე­ვა, თა­ნად­გო­მა აღ­მით­ქვეს. რაც შე­ე­ხე­ბა "ამ­ბე­ბი ჯის" კო­მენ­ტა­რებს, ყვე­ლა წა­ვი­კი­თხე და მად­ლო­ბას ვუხ­დი მხარ­და­ჭე­რის­თვის. ვინც გაგ­ვაკ­რი­ტი­კა, მათ მად­ლო­ბას ვერ ვე­ტყვი, მაგ­რამ მათ თა­ვი­ან­თი აზრი აქვთ. ამის გამო პა­სუხს ვე­რა­ვის ვერ მოვ­თხოვ, უბ­რა­ლოდ, არის რამ­დე­ნი­მე შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რი, თუ ეს უნ­დათ, ჯო­ბია, პი­რა­დად მნა­ხონ და მო­მა­ყე­ნონ შე­უ­რა­ცხყო­ფა, რა­ზეც ასე­ვე პი­რა­დად გავ­ცემ პა­სუხს და და­მერ­წმუ­ნეთ, ეს არ მო­ე­წო­ნე­ბათ (იღი­მის).

- ხომ შე­გეძ­ლოთ, ბო­დი­ში მო­გე­ხა­დათ და მარ­ტი­ვად მო­გეგ­ვა­რე­ბი­ნათ ეს სა­კი­თხი?

- რა­ტომ უნდა მოგ­ვე­ხა­და ბო­დი­ში? არ მი­ვიჩ­ნევ, რომ ბო­დი­ში გვქონ­და მო­სახ­დე­ლი. რამ­დენ­ჯე­რაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, იმ­დენ­ჯერ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ არა­ნა­ი­რი კა­ნო­ნი არ დაგ­ვირ­ღვე­ვია. ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ნორ­მე­ბი­თა და ქარ­ტი­ით აპე­ლი­რე­ბენ. კარ­გად წა­ი­კი­თხონ, იქ რა წე­რია, შე­უ­რა­ცხყო­ფის ელე­მენ­ტებს უნდა შე­ი­ცავ­დეს გან­ცხა­დე­ბა, რაც არ ყო­ფი­ლა. ბავ­შვე­ბის მო­მა­ვა­ლი კი გვა­წუ­ხებს და კვლავ შეგ­ვა­წუ­ხებს. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ბო­დი­შის მოხ­და. კი­დევ ერთხელ რომ ყო­ფი­ლი­ყო ეს ეთე­რი, ამ სი­ტყვებს კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ­დი.

- თქვე­ნი კო­ლე­გე­ბის­გან მი­ი­ღეთ თა­ნად­გო­მა?

- რა თქმა უნდა. და­გი­სა­ხე­ლებთ რამ­დე­ნი­მე მათ­განს, ჩემი მე­გობ­რე­ბი და ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან - ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, ნო­დარ მე­ლა­ძე, დიმა ობო­ლა­ძე, ლე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და აღარ გა­ვაგ­რძე­ლებ ჩა­მოთ­ვლას. ბევ­რი მხარ­დამ­ჭე­რი გვყავს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წრე­ებ­ში. დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ამ ამ­ბავს.

- ჩი­ვილს არ აპი­რებთ?

- ამ ეტაპ­ზე სი­ტუ­ა­ცი­ას და­ვაკ­ვირ­დე­ბით. გა­მო­რი­ცხვით არა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავთ. ჩი­ვი­ლის გან­წყო­ბა არ გვქო­ნია.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, ეთი­კის საბ­ჭოს წევ­რებ­სა და თქვენ შო­რის რა ტი­პის სა­უ­ბა­რი შედ­გა?

- იქ იყ­ვნენ შო­რე­ნა შა­ვერ­დაშ­ვი­ლი, ლია მუ­ხა­შავ­რია და ზვი­ად ქო­რი­ძე. მათი ხელ­მო­სა­ჭი­დი იყო ჩვე­ნი ორი გა­მო­ნათ­ქვა­მი და იმ არა­სამ­თავ­რო­ბოს გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ეწე­რა, თურ­მე რო­გო­რი ცუდი ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბი გვყავს. ჩვენ­თვის ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" მე­ნე­ჯმენ­ტი იმ­დე­ნად სუს­ტი აღ­მოჩ­ნდა, ვერ გა­უძ­ლო ამ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ზე­წო­ლას.

- რო­გორც ჩანს, ამ­გვა­რი არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი არ­ცთუ სუსტ ძა­ლას წარ­მო­ად­გე­ნენ.

- სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვით და­ნარ­ჩე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უფ­ლე­ბებს არ­ღვე­ვენ. ხომ არ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც და­ი­ცავ­და ზო­გა­დად სა­ზო­გა­დო­ე­ბის უფ­ლე­ბებს ამ­გვა­რი არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ?!.

- სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! გაქვთ?

- ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე მაქვს და დიდი ხნის ფიქ­რის შემ­დეგ დავ­თან­ხმდი "იმე­დის დი­ლის" შე­მო­თა­ვა­ზე­ბას. გარ­და იმი­სა, რომ კა­ნო­ეს ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლა­ვართ, ასე­ვე სპორ­ტუ­ლი კომ­პლექ­სის ბიზ­ნეს­გან­ვი­თა­რე­ბის დი­რექ­ტო­რი ვარ.

მა­ის­ში "რენ­ტი­ვი­ზე" გავა ფილ­მი, რო­მელ­შიც ახ­ლა­ხან გა­და­მი­ღეს, იქ ცუდ პო­ლი­ცი­ელს ვა­სა­ხი­ე­რებ. რუ­სე­თი­დან კვლავ მაქვს შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! ერთ-ერთ მთა­ვარ როლ­ზე ბო­ე­ვი­კის ტი­პის ფილმში, სა­დაც უნდა ვი­თა­მა­შო ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლი სპეც­რაზ­მე­ლი. ვე­ლო­დე­ბი, რომ აქ­ტი­უ­რი სა­ჯო­მარ­დო სე­ზო­ნი და­ი­წყე­ბა, რა­შიც აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ვერ­თვე­ბი. თავს უსაქ­მუ­რად არ ვგრძნობ, ამი­ტო­მაც არ ვიცი, დავ­თან­ხმდე­ბი თუ არა შე­მო­თა­ვა­ზე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! შემ­თხვე­ვა­ში რო­მე­ლი­მე არხთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. მე­ეჭ­ვე­ბა, რომ რო­მე­ლი­მე არხი ისე­ვე მო­იქ­ცეს, რო­გორც "იმე­დის" ტოპ­მე­ნე­ჯმენ­ტი მო­იქ­ცა, მაგ­რამ არ ვიცი, შე­საძ­ლოა, ახლა პერ­სო­ნა ნონ-გრა­ტა გავ­ხდე ჩემი ასე­თი ხის­ტი პო­ზი­ცი­ის­თვის და ჩემ­თვის ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის კარი და­ი­ხუ­როს, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, რომ ჩემს საქ­ცი­ელს ერთი წა­მი­თაც არ ვნა­ნობ.

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დაიხურება თუ არა დათო ქაცარავასთვის ქართული ტელევიზიების კარი

დაიხურება თუ არა დათო ქაცარავასთვის ქართული ტელევიზიების კარი

დათო ქაცარავა და სალომე გოგიაშვილი "იმედის დილიდან" ჰომოფობიური განცხადებების გამო გაათავისუფლეს. ეს არის პირველი შემთხვევა ქართული ტელევიზიის ისტორიაში. ელტონ ჯონის ოჯახის შესახებ გამოთქმული მოსაზრებების გამო ქართველმა ტელეწამყვანებმა სამსახური ისე დატოვეს, რომ ბოდიშის მოხდა ერთი წამითაც არ უფიქრიათ. დათო ქაცარავა მიიჩნევს, რომ ბოდიშის მოსახდელი არაფერი უთქვამთ და არც არავინ შეურაცხყვიათ.

-  რამდენადაც ვიცი, ხელმძღვანელობამ ორი გამოსავალი შემოგთავაზათ, ან ბოდიში უნდა მოგეხადათ ან გეთქვათ, რომ ეს მხოლოდ თქვენი და სალომეს პირადი მოსაზრება იყო.

-  ის ვერსია, რომ ჩვენ შემოგვთავაზეს, ბოდიში მოგვეხადა, ჩვენი მხრიდან არც განიხილებოდა. ჩემი და სალომეს პოზიცია ამ კონფლიქტის დაწყებისთანავე იმდენად მკაფიო იყო, რომ არც შეცდომად და არც დანაშაულად, არც რაიმე კანონდარღვევად არ განგვიხილავს ჩვენი ეს გამონათქვამები. ჩვენ აქეთ ვიყავით შეურაცხყოფილები შექმნილი სიტუაციით და შესაბამისად, იმდენად მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ტელეკომპანიის ხელმძღვანელობასთან, რომ მათგან არც წამოსულა შეთავაზება ბოდიშის მოხდაზე. რაც შეეხება მეორე ვერსიას, ანუ გამონათქვამების პირად მოსაზრებად დაფიქსირებასთან დაკავშირებით, ეს მე და სალომემ გავაკეთეთ ჩვენი კონსტრუქციული განცხადებით, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოსაზრებები. პრინციპში, ამით ეს გაუგებრობა უნდა ამოწურულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.

-  ვისთან გქონდათ შეხვედრა მენეჯმენტიდან?

-  არხის მენეჯმენტთან ერთად შევხვდით ეთიკის საბჭოს, რომელიც "იმედთან" შეიქმნა. "იმედის" ხელმძღვანელობიდან შეხვედრას ესწრებოდა რეზო საყევარიშვილი, მისი მოადგილე გია ბახტაძე, მთელი ბორდის შემადგენლობა და ეთიკის საბჭო. მე და სალომემ არ მივიღეთ შენიშვნა მათგან, რადგან კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ ელტონ ჯონთან დაკავშირებით ჩვენი აზრი გამოვთქვით, რომელსაც არ დაურღვევია საქართველოს კანონმდებლობა და ჩვენს ქვეყანაში მორალურ-ეთიკური ნორმებსაც შეესაბამებოდა. მადლობა ღმერთს, დღეს საქართველოში არ არის მისაღები, რომ ბავშვს ორი მამა ჰყავდეს და ერთსქესიანთა ქორწინებაც არ არის მიღებული. ჩვენს გამონათქვამებში შეურაცხმყოფელი არაფერი ყოფილა, ეს, უბრალოდ, ჩვენი აზრი იყო. განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი სოსო ცისკარიშვილს, მან მხარი დაგვიჭირა, სხვებისგან განსხვავებით, რომლებიც მოვიდნენ მინისასამართლოს ჩატარების განწყობით, თუმცა მე და სალომემ ამის საშუალება არ მივეცით. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვიერად ამბობდნენ, რეკომენდაციებისთვის მოვედითო, შეხვედრა ლექციას დაემსგავსა.

ჩვენი ბოლო ეთერის შემდეგ, კერძოდ, 18 იანვრის მერე, აგვეკრძალა ეთერში გასვლა, სანამ სიტუაცია არ გაირკვეოდა. რას გულისხმობდა ეს გარკვევა, ალბათ, გასაგებია.

-  რა გამოსავალი შემოგთავაზეს, თუკი ბოდიშს არ მოიხდიდით?

-  მათ ისიც კი არ უნდოდათ, ლაკონიურად ჩამოყალიბებული განცხადება რომ გაგვეკეთებინა. პირად საუბრებში გვითხრეს, რომ განცხადება მისაღები და კარგი იყო, მაგრამ აღინიშნა, რომ ეს არ იყო საკმარისი. საინტერესოა ისიც, რომ კონტრაქტი "იმედთან" გაფორმებული არ გვქონია, ეს ამბავი ჰაერშია გამოკიდებული. მუშაობა დეკემბრის შუა რიცხვებიდან დავიწყეთ, როდესაც "იმედის დილის" რეპეტიციები დაიწყო. ფაქტობრივად, ყოველდღიურად გავდიოდით რეპეტიციებს და 14 იანვრიდან ეთერში გავედით. გვითხრეს, კონტრაქტს აღარ გაგიგრძელებთო და საინტერესოა, რომელ კონტრაქტს გულისხმობდნენ (იღიმის).

-  საქართველოს ტელევიზიის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ტელეწამყვანები ამ მიზეზით გათავისუფლდნენ.

-  არა მხოლოდ ტელევიზიის, არამედ ზოგადად, საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა. ჩვენს განცხადებას ჰომოფობიური შეარქვეს, მაგრამ ამას არ ვეთანხმებით. ვისაც უნდა, ასე დაარქვას. პირველად მოხდა, რომ ასეთი კომენტარის შემდეგ გაუშვეს თანამშრომლები, მით უმეტეს, ტელევიზიიდან, მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ აზრზე. ეს მართლაც შოკისმომგვრელი იყო. რა თქმა უნდა, ეს არის დაშინების მეთოდი. არ ვიცი, როგორ გითხრათ, მაგრამ ეს ძალიან ცუდი სიმპტომია, აშკარად იზღუდება თავისუფალი აზრი გარკვეულ თემებთან დაკავშირებით. არა მხოლოდ იზღუდება, არამედ ისჯება კიდეც. ვშიშობ, ეს არ იყოს დასაწყისი სამაგალითო დასჯისა. კიდევ იტყვით? იგივე დაგემართებათ.

რომ არ ვყოფილიყავი საქართველოში და მეცხოვრა დასავლურ ქვეყანაში, შეიძლება წარმომედგინა, მაგრამ საქართველოში ასეთ რამეს ვერც ვიფიქრებდი. მინდა გაგახსენოთ კომენტარი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ. ძალიან უნდა მოენდომებინა ვინმეს, რომ იქ შეურაცხყოფა დაენახა. სიუჟეტი შეეხებოდა ელტონ ჯონს, მე ვთქვი, "გულწრფელად მეცოდება ელტონ ჯონის სუროგატი შვილები". ახლაც მეცოდება, ორი მამის ხელში რომ იზრდებიან, რაც გაურკვეველია, სალომემ დაამატა, რომ "ნამდვილად არ შურს ამ ბავშვების, რომ გაიზრდებიან, ორი მამა ეყოლებათ". აშკარად არ აქვთ იმ ბავშვებს არაფერი შესაშური მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მდიდარი მშობლები ჰყავთ. აქ მნიშვნელოვანია არა მატერიალური მდგომარეობა, არამედ ის ინსტიტუციური ღირებულებები, რომლებითაც კაცობრიობამ აქამდე მოაღწია. ამ გამონათქვამით ჩვენ ბავშვების უფლებები დავიცავით.

-  რამდენადაც ვიცი, თქვენ "იდენტობამ" გიჩივლათ, რომელიც უმცირესობების უფლებებს იცავს.

-  არ ვიცი, ვინ არის მისი ხელმძღვანელი. აქამდე ამ ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციები ჩემთვის უცნობი იყო, როგორიც გახლავთ "იდენტობა". ახლა გავეცანი მათ.

-  თქვენ გარშემო ალბათ არიან არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები. როგორი დამოკიდებულება გაქვთ მათდამი?

-  მართლაც არიან, ზოგიერთთან ვმეგობრობ კიდეც და არანაირი პრობლემა არ მაქვს. პირადი ცხოვრება მათი არჩევანია, რომელიც მე ამ შემთხვევაში არ მეხება. როდესაც საუბარია ტოლერანტობაზე, მე ვარ ტოლერანტი, მაგრამ გარკვეულ ზღვრამდე. როდესაც იწყება პროპაგანდა, აგიტაცია, ირღვევა ღირებულებები, რომლებითაც კაცობრიობა მრავალი წელია, ცხოვრობს, ვგულისხმობ ერთსქესიანთა ქორწინებას და ბავშვების ყოლას ამ წყვილების მიერ, ეს უკვე სცდება საზღვარს და ჩემთვის მიუღებელია. სანამ ამ ზღვრამდე მივალთ, პრობლემა არ არსებობს და კარგი დამოკიდებულება მაქვს არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების მიმართ.

-  იქნებ, ისიც მათი პირადი არჩევანია, რომ შვილები ჰყავდეთ?

-  როგორ არის მათი პირადი არჩევანი? ისინი ბავშვების უფლებებს არღვევენ. საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში რომ ვცხოვრობდე, ალბათ, სხვა მენტალიტეტი მექნებოდა. ალბათ დავფიქრდებოდი, მეთქვა თუ არა ის ფრაზა ელტონ ჯონზე, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობა ერთსქესიანთა ქორწინებას კრძალავს, შესაბამისად, ჩემი განცხადება არის კანონიერი და არავის უფლებებს არ არღვევს. ვისი უფლება დავარღვიე?

-  ელტონ ჯონის.

-  მაშინ მიჩივლოს მან!..

-  როდესაც თქვენი გათავისუფლების ამბავი პოპულარულ საინფორმაციო პორტალ "ამბები ჯიზე" გამოქვეყნდა, ბევრი მხარდამჭერი კომენტარი მიიღეთ. თქვენმა ახლობლებმა რა გითხრეს?

-  ჩემი ახლობლების 95%-მა მხარი დამიჭირა და გამამხნევა, თანადგომა აღმითქვეს. რაც შეეხება "ამბები ჯის" კომენტარებს, ყველა წავიკითხე და მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის. ვინც გაგვაკრიტიკა, მათ მადლობას ვერ ვეტყვი, მაგრამ მათ თავიანთი აზრი აქვთ. ამის გამო პასუხს ვერავის ვერ მოვთხოვ, უბრალოდ, არის რამდენიმე შეურაცხმყოფელი კომენტარი, თუ ეს უნდათ, ჯობია, პირადად მნახონ და მომაყენონ შეურაცხყოფა, რაზეც ასევე პირადად გავცემ პასუხს და დამერწმუნეთ, ეს არ მოეწონებათ (იღიმის).

-  ხომ შეგეძლოთ, ბოდიში მოგეხადათ და მარტივად მოგეგვარებინათ ეს საკითხი?

-  რატომ უნდა მოგვეხადა ბოდიში? არ მივიჩნევ, რომ ბოდიში გვქონდა მოსახდელი. რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავიმეორებ, რომ არანაირი კანონი არ დაგვირღვევია. ჟურნალისტური ეთიკის ნორმებითა და ქარტიით აპელირებენ. კარგად წაიკითხონ, იქ რა წერია, შეურაცხყოფის ელემენტებს უნდა შეიცავდეს განცხადება, რაც არ ყოფილა. ბავშვების მომავალი კი გვაწუხებს და კვლავ შეგვაწუხებს. წარმოუდგენელია ამ საკითხთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდა. კიდევ ერთხელ რომ ყოფილიყო ეს ეთერი, ამ სიტყვებს კიდევ გავიმეორებდი.

-  თქვენი კოლეგებისგან მიიღეთ თანადგომა?

-  რა თქმა უნდა. დაგისახელებთ რამდენიმე მათგანს, ჩემი მეგობრები და ძალიან კარგი ადამიანები არიან - ნანუკა ჟორჟოლიანი, ნოდარ მელაძე, დიმა ობოლაძე, ლევან ჯავახიშვილი და აღარ გავაგრძელებ ჩამოთვლას. ბევრი მხარდამჭერი გვყავს ჟურნალისტების წრეებში. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს.

-  ჩივილს არ აპირებთ?

-  ამ ეტაპზე სიტუაციას დავაკვირდებით. გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავთ. ჩივილის განწყობა არ გვქონია.

-  საინტერესოა, ეთიკის საბჭოს წევრებსა და თქვენ შორის რა ტიპის საუბარი შედგა?

-  იქ იყვნენ შორენა შავერდაშვილი, ლია მუხაშავრია და ზვიად ქორიძე. მათი ხელმოსაჭიდი იყო ჩვენი ორი გამონათქვამი და იმ არასამთავრობოს განცხადება, სადაც ეწერა, თურმე როგორი ცუდი ტელეწამყვანები გვყავს. ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ტელეკომპანია "იმედის" მენეჯმენტი იმდენად სუსტი აღმოჩნდა, ვერ გაუძლო ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ზეწოლას.

-  როგორც ჩანს, ამგვარი არასამთავრობოები არცთუ სუსტ ძალას წარმოადგენენ.

-  სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვით დანარჩენი საზოგადოების უფლებებს არღვევენ. ხომ არ გაგვეკეთებინა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაიცავდა ზოგადად საზოგადოების უფლებებს ამგვარი არასამთავრობოების წინააღმდეგ?!.

-  სხვა ტელევიზიებიდან შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გაქვთ?

-  ძალიან ბევრი საქმე მაქვს და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ დავთანხმდი "იმედის დილის" შემოთავაზებას. გარდა იმისა, რომ კანოეს ფედერაციის თავმჯდომარე გახლავართ, ასევე სპორტული კომპლექსის ბიზნესგანვითარების დირექტორი ვარ.

მაისში "რენტივიზე" გავა ფილმი, რომელშიც ახლახან გადამიღეს, იქ ცუდ პოლიციელს ვასახიერებ. რუსეთიდან კვლავ მაქვს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ერთ-ერთ მთავარ როლზე ბოევიკის ტიპის ფილმში, სადაც უნდა ვითამაშო ჩრდილოკავკასიელი სპეცრაზმელი. ველოდები, რომ აქტიური საჯომარდო სეზონი დაიწყება, რაშიც აუცილებლად ჩავერთვები. თავს უსაქმურად არ ვგრძნობ, ამიტომაც არ ვიცი, დავთანხმდები თუ არა შემოთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! შემთხვევაში რომელიმე არხთან თანამშრომლობას. მეეჭვება, რომ რომელიმე არხი ისევე მოიქცეს, როგორც "იმედის" ტოპმენეჯმენტი მოიქცა, მაგრამ არ ვიცი, შესაძლოა, ახლა პერსონა ნონ-გრატა გავხდე ჩემი ასეთი ხისტი პოზიციისთვის და ჩემთვის ტელევიზიების კარი დაიხუროს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემს საქციელს ერთი წამითაც არ ვნანობ.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები