პარტნიორები:

    გაერო-ს მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება

    გაერო-ს მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება

    დემოგრაფიული აღორძინების ფონდის დაფუძნების მიზანი არის ყველა გაერთიანდეს და თავისი წვლილი შეიტანოს დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის პრეზენტაციის დაწყებამდე განუცხადა.

    მისი ინფორმაციით, გაერო-ს მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება. ხუნდაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ეს 28% მოდის ქართველებზე და ქართულ გენოფონდს საშიშროება ექმნება.

    "ქართულ გენოფონდს ამით ექმნება საშიშროება და ამიერკავკასიაში, წინასწარი მონაცემებით, მოსალოდნელია დაირღვეს ეს ბალანსი, იმიტომ, რომ სომხური მოსახლეობის რიცხოვნობა ამ წელს, გაეროს მონაცემებით, 6%-ით მოიმატებს, ხოლო აზერბაიჯანელების 31%-ით. ჩვენ მოხარული ვართ ნებისმიერი ერის სიმრავლით, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს წინასწარი არასასიამოვნო მონაცემები", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

    მისივე თქმით, ფონდის პოლიტიკა იქნება რეგიონული და მრავალმხრივი. ხუნდაძის განცხადებით, ფონდის ერთ-ერთი ინიციატივა არის ის, რომ წინასწარი გათვლებით მოხდეს ყოველი მესამე ბავშვის დაფინანსება. "ყოველი მესამე ბავშვი იმიტომ, რომ საერთოდ მოსახლეობის რიცხოვნობას მესამე და შემდეგი შვილი განსაზღვრავს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

    მისივე თქმით, ფონდის დაფინანსების წყარო იქნება შემოწირულობებში. რაც შეეხება ბავშვების დაფინანსებას, როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, ეს, წინასწარი ინფორმაციით, იქნება ყოველთვიური დახმარება, თუმცა თანხის რაოდენობა დაზუსტდება.

    "ინტერპრესნიუსი"

    ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"