პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანა მელქაძე: "ადამიანის ხასიათს მისი ფეხსაცმელი ზუსტად წარმოაჩენს"
ნანა მელქაძე: "ადამიანის ხასიათს მისი ფეხსაცმელი ზუსტად წარმოაჩენს"

რუბ­რი­კა "სტი­ლის" სტუ­მა­რია დი­ზა­ი­ნე­რი ნანა მელ­ქა­ძე, რო­მე­ლიც სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში ათი წლის წინ გა­მოჩ­ნდა და არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. დე­ფი­ლე "ცნო­ბი­ლი ქა­ლე­ბი პო­დი­უმ­ზე" პირ­ვე­ლად სწო­რედ მან ჩა­ა­ტა­რა თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში, ბო­ლოს კი ენ­გუ­რის ხიდ­ზე გა­მარ­თა სა­კუ­თა­რი კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა.

- ნანა, რო­გო­რი სა­მო­სია 2013 წლის გა­ზა­ფხულ­ზე მო­დუ­რი?

- წელს მო­დუ­რია ნა­თე­ლი ფე­რე­ბი, ასე­ვე - ლურ­ჯის გრა­და­ცი­ე­ბი, რო­გორც წინა წლებ­ში. სა­მო­სის სტი­ლი კი უფრო სპორ­ტულ-კლა­სი­კუ­რის ნა­ზა­ვია - მა­ღალ­წე­ლი­ა­ნი და თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლის შარ­ვლე­ბი, დახ­ვე­წი­ლი კა­ბე­ბი და ცოტა გრძე­ლი პი­ჯა­კე­ბი.

- თქვენ თუ ით­ვა­ლის­წი­ნებთ მო­დის ტენ­დენ­ცი­ებს?

- რა თქმა უნდა, ვით­ვა­ლის­წი­ნებ, მაგ­რამ ყო­ველ­თვის იმას ვიც­ვამ, რაც მიხ­დე­ბა. ზამ­თარ­ში უფრო შარ­ვა­ლი მაც­ვია, გა­ზა­ფხულ­ზე კი - კაბა. თუ წვე­უ­ლე­ბა­ზე მივ­დი­ვარ, ერთი დღით ადრე ვი­კე­რავ კა­ბას. სულ ჩემი შექ­მნი­ლი სა­მო­სი მაც­ვია. ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბი­დან კი მომ­წონს "არ­მა­ნი", მისი სა­მო­სი ყო­ველ­თვის დახ­ვე­წი­ლია.

- რო­მე­ლი აქ­სე­სუ­ა­რი მოგ­წონთ გან­სა­კუთ­რე­ბით?

- სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბის, ფეხ­საც­მლი­სა და ჩან­თის გა­რე­შე სა­მო­სი არ არის ეფექ­ტუ­რი. უპი­რა­ტე­სო­ბას ვა­ნი­ჭებ ისეთ აქ­სე­სუ­ა­რებს, რომ­ლე­ბიც ჩემს სა­ხეს უხ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს სა­ყუ­რე­ე­ბი და ბეჭ­დე­ბი. ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ათს კი ზუს­ტად წარ­მო­ა­ჩენს ფეხ­საც­მე­ლი, ამი­ტომ ყვე­ლამ თა­ვი­სი ხა­სი­ა­თის შე­სა­ტყვი­სი ფეხ­საც­მე­ლი უნდა ჩა­იც­ვას. მე ყო­ველ­თვის მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელ­სა და სა­შუ­ა­ლო ზო­მის ჩან­თებს ვა­ტა­რებ.

- ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თუ შე­იც­ვა­ლა ქარ­თვე­ლე­ბის ჩაც­მის კულ­ტუ­რა?

- ქარ­თვე­ლე­ბი ყო­ველ­თვის გე­მოვ­ნე­ბით იმო­სე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, უცხო­ეთ­მა მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა და ახლა უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბი­ან თა­ვი­ანთ გა­რეგ­ნო­ბას. წვე­უ­ლე­ბა­ზე ჯინ­სით აღარ და­დი­ან, უფრო კლა­სი­კუ­რად იმო­სე­ბი­ან, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია შავი, მაგ­რამ თან­და­თან უფრო ფე­რად სა­მოსს ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ.

- ვის მი­იჩ­ნევთ გე­მოვ­ნე­ბი­ან მან­დი­ლოს­ნად?

- ბევ­რი გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ქა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ძა­ლი­ან მომ­წონს რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქა­რ­თვე­ლი პრო­დი­უ­სერ­ის, მაია ყი­ფი­ა­ნის ჩა­ცმუ­ლო­ბა, აგ­რ­ეთვე, კრის­ტი ყიფ­ში­ძის სტ­ილიც, ძა­ლი­ან დახვ­ეწი­ლია და ყვე­ლა­ფერი უხ­დე­ბა. მომ­წონს "მა­ესტროს" ახა­ლი­ ამ­ბე­ბის წამ­ყვა­ნის, ნინო თო­ლო­რ­და­ვას ჩა­ც­მ­ულო­ბა. მას გე­მოვ­ნებ­ით შერ­ჩე­უ­ლი პი­ჯა­კე­ბი აც­ვია ეთერ­ში და ინდ­ივი­დუ­ა­ლურ სტ­ილ­საც არ კარ­გავს.

გა­მო­ვარ­ჩევ პრე­მი­ერ-მი­ნისტ­რის მე­უღ­ლეს, ქალ­ბა­ტონ ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძეს - მას ყო­ველ­თვ­ის სა­თა­ნა­დოდ აც­ვია.

- პირვ­ელი ლე­დის შემო­სვის სტილ­ზე რას იტყვით?

- სან­დრა რუ­ლოვსს, ალ­ბათ, მოს­წონს ის სტი­ლი და ფე­რე­ბი, რო­გორ­საც ირ­ჩევს, მაგ­რამ პირ­ველ ლე­დის უფრო კლა­სი­კუ­რად ჩაც­მას ვურ­ჩევ­დი. ვურ­ჩევ, ასე­ვე, მყვი­რა­ლა ფე­რის სა­მოსს მო­ე­რი­დოს.

- რო­გორ მა­კი­აჟს ამ­ჯო­ბი­ნებთ?

- სი­სა­და­ვის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ, ამი­ტომ, გა­მომ­წვე­ვი მა­კი­ა­ჟი და ჩაც­მუ­ლო­ბა ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

- პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ა­ზე რა აზ­რის ხართ?

- გა­რეგ­ნო­ბას წარ­მა­ტე­ბის­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მაგ­რამ თუ ფი­ზი­კუ­რი დე­ფექ­ტი არ გაქვს, უმ­ჯო­ბე­სია, ისე­თი გა­რეგ­ნო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნო, რო­გო­რიც უფალს მო­უ­ცია. არ მომ­წონს ერ­თნა­ი­რი ნაკ­ვთე­ბი და გა­დატ­კე­ცი­ლი სა­ხე­ე­ბი.

- რო­გორ ახერ­ხებთ ერ­თდრო­უ­ლად ფორ­მა­ში ყოფ­ნას და საქ­მის კე­თე­ბას?

- დი­ლა­ო­ბით მოკ­ლე ხან­ში ვი­წეს­რი­გებ თავს, თა­ვი­სუფ­ლად ვა­ხერ­ხებ შვი­ლე­ბის მოვ­ლა­საც და საქ­მის კე­თე­ბა­საც. არ დავ­დი­ვარ სპორ­ტულ დარ­ბა­ზე­ბში, დღის გა­ნმ­ავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი საქ­მე მაქვს და და­მა­ტე­ბით ვარ­ჯი­ში აღარ მჭირ­დე­ბა. ქა­ლი ლა­მა­ზად რომ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, ამის­თვის ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. უკ­რა­ი­ნე­ლი ბე­ბია მყავ­და, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ არ და­დი­ო­და სა­ლონ­ში, მაგ­რამ ყო­ველ­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, ში­ნა­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით უვ­ლი­და თმა­საც და სა­ხის კან­საც.

თმის ცვენ­ის სა­წი­ნა­ა­ღმდე­გო რე­ც­ეპტი დიზ­აი­ნერ ნანა მელ­ქა­ძის­გან: ერთი კვერ­ცხის გუ­ლში ავუ­რი­ოთ 1 ს/კ თაფ­ლი და 1 ს/კ სუფ­თა კო­ნი­ა­კი, ეს ნა­ზა­ვი უნდა შე­ვი­ზი­ლოთ თმის ძი­რებ­ში და ერთ სა­ათ­ში ჩა­მო­ვი­ბა­ნოთ წყალ­ში ჩა­წუ­რუ­ლი ერთი ლი­მო­ნის წვე­ნით. აჩე­რებს ცვე­ნას და თმას უფრო ბზინ­ვა­რეს ხდის.

ესა­უბ­რა თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ნანა მელქაძე: "ადამიანის ხასიათს მისი ფეხსაცმელი ზუსტად წარმოაჩენს"

ნანა მელქაძე: "ადამიანის ხასიათს მისი ფეხსაცმელი ზუსტად წარმოაჩენს"

რუბრიკა "სტილის" სტუმარია დიზაინერი ნანა მელქაძე, რომელიც სამოდელო სფეროში ათი წლის წინ გამოჩნდა და არაერთი წარმატებული პროექტიც განახორციელა. დეფილე "ცნობილი ქალები პოდიუმზე" პირველად სწორედ მან ჩაატარა თუმანიშვილის სახელობის თეატრში, ბოლოს კი ენგურის ხიდზე გამართა საკუთარი კოლექციის ჩვენება.

- ნანა, როგორი სამოსია 2013 წლის გაზაფხულზე მოდური?

- წელს მოდურია ნათელი ფერები, ასევე - ლურჯის გრადაციები, როგორც წინა წლებში. სამოსის სტილი კი უფრო სპორტულ-კლასიკურის ნაზავია - მაღალწელიანი და თავისუფალი სტილის შარვლები, დახვეწილი კაბები და ცოტა გრძელი პიჯაკები.

- თქვენ თუ ითვალისწინებთ მოდის ტენდენციებს?

- რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ, მაგრამ ყოველთვის იმას ვიცვამ, რაც მიხდება. ზამთარში უფრო შარვალი მაცვია, გაზაფხულზე კი - კაბა. თუ წვეულებაზე მივდივარ, ერთი დღით ადრე ვიკერავ კაბას. სულ ჩემი შექმნილი სამოსი მაცვია. ცნობილი ბრენდებიდან კი მომწონს "არმანი", მისი სამოსი ყოველთვის დახვეწილია.

- რომელი აქსესუარი მოგწონთ განსაკუთრებით?

- სწორად შერჩეული აქსესუარების, ფეხსაცმლისა და ჩანთის გარეშე სამოსი არ არის ეფექტური. უპირატესობას ვანიჭებ ისეთ აქსესუარებს, რომლებიც ჩემს სახეს უხდება. განსაკუთრებით მიყვარს საყურეები და ბეჭდები. ადამიანის ხასიათს კი ზუსტად წარმოაჩენს ფეხსაცმელი, ამიტომ ყველამ თავისი ხასიათის შესატყვისი ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვას. მე ყოველთვის მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და საშუალო ზომის ჩანთებს ვატარებ.

- ბოლო წლების განმავლობაში თუ შეიცვალა ქართველების ჩაცმის კულტურა?

- ქართველები ყოველთვის გემოვნებით იმოსებოდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, უცხოეთმა მოახდინა გავლენა და ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ გარეგნობას. წვეულებაზე ჯინსით აღარ დადიან, უფრო კლასიკურად იმოსებიან, რაც მისასალმებელია. ისევ აქტუალურია შავი, მაგრამ თანდათან უფრო ფერად სამოსს ამჯობინებენ.

- ვის მიიჩნევთ გემოვნებიან მანდილოსნად?

- ბევრი გემოვნებიანი ქალია საქართველოში. ძალიან მომწონს რუსეთში მოღვაწე ქა­რ­თველი პროდიუსერ­ის, მაია ყიფიანის ჩა­ცმულობა, აგ­რ­ეთვე, კრისტი ყიფშიძის სტ­ილიც, ძალიან დახვ­ეწილია და ყვე­ლა­ფერი უხდება. მომწონს "მაესტროს" ახალი­ ამბების წამ­ყვანის, ნინო თო­ლო­რ­დავას ჩა­ც­მ­ულობა. მას გემოვნებ­ით შერჩეული პიჯაკები აცვია ეთერში და ინდ­ივიდუალურ სტ­ილსაც არ კარგავს.

გამოვარჩევ პრემიერ-მინისტ­რის მეუღლეს, ქალბატონ ეკატერინე ხვედელიძეს - მას ყოველთვ­ის სათანადოდ აცვია.

- პირვ­ელი ლედის შემო­სვის სტილზე რას იტყვით?

- სანდრა რულოვსს, ალბათ, მოსწონს ის სტილი და ფერები, როგორსაც ირჩევს, მაგრამ პირველ ლედის უფრო კლასიკურად ჩაცმას ვურჩევდი. ვურჩევ, ასევე, მყვირალა ფერის სამოსს მოერიდოს.

- როგორ მაკიაჟს ამჯობინებთ?

- სისადავის მოყვარული ვარ, ამიტომ, გამომწვევი მაკიაჟი და ჩაცმულობა ჩემთვის მიუღებელია.

- პლასტიკურ ქირურგიაზე რა აზრის ხართ?

- გარეგნობას წარმატებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თუ ფიზიკური დეფექტი არ გაქვს, უმჯობესია, ისეთი გარეგნობა შეინარჩუნო, როგორიც უფალს მოუცია. არ მომწონს ერთნაირი ნაკვთები და გადატკეცილი სახეები.

- როგორ ახერხებთ ერ­თდროულად ფორმაში ყოფნას და საქმის კეთებას?

- დილაობით მოკლე ხანში ვიწესრიგებ თავს, თა­ვი­სუფლად ვახერხებ შვი­ლების მოვლა­საც და საქმის კეთებასაც. არ დავდივარ სპორტულ დარბაზე­ბში, დღის გა­ნმ­ავლობაში უამრავი საქმე მაქვს და დამატებით ვარჯიში აღარ მჭირდება. ქა­ლი ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, ამისთვის ძვირად ღირებული პროდუქცია არ არის აუცილებელი. უკრაინელი ბებია მყავდა, რომელიც საერთოდ არ დადიოდა სალონში, მაგრამ ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებოდა, შინაური საშუალებებით უვლიდა თმასაც და სახის კანსაც.

თმის ცვენ­ის საწინა­ა­ღმდეგო რე­ც­ეპტი დიზ­აინერ ნანა მელქაძისგან: ერთი კვერცხის გუ­ლში ავურიოთ 1 ს/კ თაფლი და 1 ს/კ სუფთა კონიაკი, ეს ნაზავი უნდა შევიზილოთ თმის ძირებში და ერთ საათში ჩამოვიბანოთ წყალში ჩაწურული ერთი ლიმონის წვენით. აჩერებს ცვენას და თმას უფრო ბზინვარეს ხდის.

ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება