პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გლობალ ტვ"-ს ანტენის გამო ოზურგეთში ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს
"გლობალ ტვ"-ს ანტენის გამო ოზურგეთში ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ შე­მო­სავ­ლე­ბის და­ფარ­ვის მი­ზე­ზით, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მაშ­ტა­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა 16 000 -ზე მეტ ოჯახს შე­უ­წყვი­ტა. თუმ­ცა მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი დახ­მა­რე­ბე­ბის მა­სი­ურ შე­ჩე­რე­ბამ­დეც იყო. ასე­თი ოჯა­ხე­ბი­დან ერთ-ერ­თია ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ოზურ­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ნატო ვა­და­ჭ­კო­რია, რო­მელ­საც მე­უღ­ლე და 2 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ყავს. მისი მე­უღ­ლე სე­ზო­ნუ­რად, მხო­ლოდ თხი­ლის სე­ზონ­ზე მუ­შა­ობს. სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭერ ოჯახს რამ­დე­ნი­მე თვის წინ, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ და­ე­ნიშ­ნათ, რა­საც ისი­ნი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხრი­დან გად­მო­ბი­რე­ბას უკავ­ში­რე­ბენ. თუმ­ცა, რად­გან ოჯახ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა არც ამის შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა, დახ­მა­რე­ბა შე­უ­წყვი­ტეს, მი­ზე­ზი კი სა­ჩუქ­რად მი­ღე­ბუ­ლი "გლო­ბა­ლო ტვ" - ის ან­ტე­ნა და­უ­სა­ხე­ლეს. შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ოჯა­ხი დახ­მა­რე­ბის აღ­დგე­ნის მო­ლო­დინ­შია.

"რამ გა­ნა­პი­რო­ბა ჩემი გამ­დიდ­რე­ბა, უფა­სო ან­ტე­ნებ­მა? გვინ­დო­და სა­ჩივ­რის და­წე­რაც, მაგ­რამ არც ამის ნება მოგ­ვცეს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში და წა­მო­ვე­დით სახ­ლში იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლე­ბი. რა ვქნა, დავ­ტო­ვო ჩემი პა­ტა­რა შვი­ლე­ბი და თურ­ქეთ­ში წა­ვი­დე სა­მუ­შა­ოდ? ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იმე­დი მქონ­და, ამ­დე­ნი ხანი გა­ვუ­ძე­ლით გა­ჭირ­ვე­ბას, მუ­ქა­რას, ზე­წო­ლას, დამ­ცი­რე­ბას და ეგაა სა­მარ­თა­ლი და უკე­თე­სო­ბა, რომ პუ­რის ფუ­ლიც წაგ­ვარ­თვეს? მო­ვი­თხოვ, გა­მო­ი­ძი­ონ ჩემი საქ­მე რამ­დე­ნად კა­ნო­ნი­ე­რად მო­მიხ­სნეს დახ­მა­რე­ბა. ვთხოვ ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ დაგ­ვა­საქ­მონ სად­მე ან მე ან ჩემი მე­უღ­ლე, რომ შვი­ლე­ბი გა­მოვ­კვე­ბოთ, ნუ ჩაგ­ვიქ­რო­ბენ იმე­დის ნა­პერ­წკალს, რო­მელ­საც ამ­დე­ნი ხა­ნია ვე­ლო­დით", - აცხა­დებს ნატო ვა­და­ჭ­კო­რია.

სრუ­ლი ვერ­სია

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"გლობალ ტვ"-ს ანტენის გამო ოზურგეთში ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

"გლობალ ტვ"-ს ანტენის გამო ოზურგეთში ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

სოციალური მომსახურების სააგენტომ შემოსავლების დაფარვის მიზეზით, მთელი საქართველოს მაშტაბით სოციალური დახმარება 16 000 -ზე მეტ ოჯახს შეუწყვიტა. თუმცა მსგავსი შემთხვევები დახმარებების მასიურ შეჩერებამდეც იყო. ასეთი ოჯახებიდან ერთ-ერთია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში მცხოვრები ნატო ვადაჭკორია, რომელსაც მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი ყავს. მისი მეუღლე სეზონურად, მხოლოდ თხილის სეზონზე მუშაობს. სოციალური დახმარება, "ქართული ოცნების" მხარდამჭერ ოჯახს რამდენიმე თვის წინ, წინასაარჩევნოდ დაენიშნათ, რასაც  ისინი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გადმობირებას უკავშირებენ. თუმცა, რადგან ოჯახმა პოლიტიკური შეხედულება არც ამის შემდეგ შეიცვალა, დახმარება შეუწყვიტეს, მიზეზი კი საჩუქრად მიღებული "გლობალო ტვ" - ის ანტენა დაუსახელეს. შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახი დახმარების აღდგენის მოლოდინშია.

"რამ განაპირობა ჩემი გამდიდრება, უფასო ანტენებმა? გვინდოდა საჩივრის დაწერაც, მაგრამ არც ამის ნება მოგვცეს სოციალური მომსახურების სააგენტოში და წამოვედით სახლში იმედგაცრუებულები. რა ვქნა, დავტოვო ჩემი პატარა შვილები და თურქეთში წავიდე სამუშაოდ? ახალი ხელისუფლების იმედი მქონდა, ამდენი ხანი გავუძელით გაჭირვებას, მუქარას, ზეწოლას, დამცირებას და ეგაა სამართალი და უკეთესობა, რომ პურის ფულიც წაგვართვეს? მოვითხოვ, გამოიძიონ ჩემი საქმე რამდენად კანონიერად მომიხსნეს დახმარება. ვთხოვ ახალ ხელისუფლებას, რომ დაგვასაქმონ სადმე ან მე ან ჩემი მეუღლე, რომ შვილები გამოვკვებოთ, ნუ ჩაგვიქრობენ იმედის ნაპერწკალს, რომელსაც ამდენი ხანია ველოდით", - აცხადებს ნატო ვადაჭკორია.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა