Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მზად ვარ, პროკურატურას ლევან ჭოლაძისა და ლევან ბეჟაშვილის კრიმინალური საქმიანობის შესახებ ყველა დოკუმენტი წარვუდგინო"
"მზად ვარ, პროკურატურას ლევან ჭოლაძისა და ლევან ბეჟაშვილის კრიმინალური საქმიანობის შესახებ ყველა დოკუმენტი წარვუდგინო"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ნო­დარ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი დაგ­ვი­კავ­შირ­და და კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელ პირ­თა შე­სა­ხებ დღემ­დე გა­უხ­მა­უ­რე­ბელ ფაქ­ტებ­ზე გვე­სა­უბ­რა.

- ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 2005 წელს და­ი­წყო. რო­დე­საც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი და­ა­წე­სა და სა­მე­დი­ცი­ნო კო­ლე­ჯის გა­მოც­და­ჩა­ბა­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, სას­წავ­ლებ­ლე­ბი­დან გა­მო­ყა­რეს, მათ შო­რის იყო ჩემი ერ­თა­დერ­თი შვი­ლიც. მშობ­ლებ­მა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გავ­მარ­თეთ პარ­ლა­მენ­ტის წინ. სწო­რედ ამ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს სამ­სა­ხუ­რი­დან. გა­ვა­სა­ჩივ­რე და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აღ­მად­გი­ნა კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის იმ­ჟა­მინ­დელ­მა თავ­მჯდო­მა­რემ, აწ გარ­დაც­ვლილ­მა ზუ­რაბ სო­სე­ლი­ამ. 2007 წელს კი ისევ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით გა­მა­თა­ვი­სუფ­ლა კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რედ ძმე­ბი ბეჟუ­აშ­ვი­ლე­ბის პრო­ტექ­ცი­ით და­ნიშ­ნუ­ლმა არა­კომ­პე­ტენ­ტურ­მა ლე­ვან ჭო­ლა­ძემ. თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის უთ­ქვამს, ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი უნდა წა­ვი­დეს კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტი­დან, ის ჩვე­ნი­ა­ნი არ არი­სო. მან სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლა­ზე 600 კაცს და­ა­წე­რი­ნა გან­ცხა­დე­ბა. თუმ­ცა მე არ დავ­წე­რე და ამი­ტო­მაც გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს. როცა ესეც გა­ვა­სა­ჩივ­რე სა­სა­მარ­თლო­ში, ლე­ვან ჭო­ლა­ძემ მო­სა­მარ­თლეს და­უ­რე­კა, ნო­დარ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი არ აღად­გი­ნოო. მო­სა­მარ­თლემ კი გა­ნუ­ცხა­და, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მი­ვი­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­სო.

- შე­გიძ­ლი­ათ და­ა­სა­ხე­ლოთ იმ მო­სა­მარ­თლის გვა­რი?

- ქალ­ბა­ტო­ნი ლელა ცა­ნა­ვა. მან თვი­თონ მი­თხრა, ლე­ვან ჭო­ლა­ძემ და­მი­რე­კა, მაგ­რამ კა­ნო­ნი­ერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღე­ბო. ჭო­ლა­ძე ბეჟუ­აშ­ვი­ლე­ბის ზურ­გით იყო გა­თა­მა­მე­ბუ­ლი და ათას სი­სა­ძაგ­ლეს სჩა­დი­ო­და უწყე­ბა­ში. როცა კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ი­ნიშ­ნა, კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბას ფან­ჯრე­ბის ალუ­მი­ნის ჩარ­ჩო­ე­ბი ჩა­მოხ­სნა და ჯარ­თში ჩა­ა­ბა­რა, აღე­ბუ­ლი თან­ხა - 500 ათა­სი დო­ლა­რი - ჯი­ბე­ში ჩა­ი­დო, თუმ­ცა კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ლა­ცა­ბი­ძემ თან­ხა და­აბ­რუ­ნე­ბი­ნა და ლე­ვან ჭო­ლა­ძემ მით­ვი­სე­ბუ­ლი თან­ხა პრე­ზი­დენ­ტის "ხა­ზი­ნა­ში" ჩა­რი­ცხა. ხოლო როცა ჭო­ლა­ძემ შე­ა­მოწ­მა გუ­რი­ის მხა­რე­ში გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბა და დარ­ღვე­ვე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მას ამ დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა და­ლა­ქიშ­ვილ­მა ქრთა­მად ერთი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­დას­ცა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ამ გა­ჟო­ნა და ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა მას პატ­რუ­ლი და­ა­ყე­ნა თავ­ზე, სა­ბო­ლო­ოდ კი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი წა­არ­თვა. და­ჭე­რას ბეჟუ­აშ­ვი­ლებ­მა გა­და­არ­ჩი­ნეს. ამის შემ­დეგ ჭო­ლა­ძემ შე­ა­მოწ­მა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი, სა­დაც ასე­ვე დარ­ღვე­ვე­ბი აღ­მოჩ­ნდა. კონ­კრე­ტუ­ლად კი, წყლის ტა­რი­ფი 10-ჯერ იყო გაზ­რდი­ლი, კუბ.მ-ზე - 36 თეთ­რი იყო, ბაჩო ახა­ლა­ი­ას კი 4 ლა­რად ჰქონ­და გა­ფორ­მე­ბუ­ლი. დარ­ღვე­ვა ყო­ველ­წლი­უ­რად 8 მი­ლი­ონ ლარს აღ­წევ­და. ჭო­ლა­ძემ ახა­ლა­ი­ას ამ ფაქ­ტის და­მალ­ვის სა­ნაც­ვლოდ დი­დძა­ლი თან­ხა მოს­თხო­ვა. ახა­ლა­ი­ე­ბი მი­უ­ვარ­დნენ ჭო­ლა­ძეს და აგი­ნეს. თუმ­ცა ჭო­ლა­ძე და­ჟი­ნე­ბით ითხოვ­და "კუთ­ვნილ" ფულს. ამა­სო­ბა­ში ახა­ლა­ი­ებ­მა ნა­ცად მე­თოდს მი­მარ­თეს ჭო­ლა­ძის ჩა­მო­სა­ცი­ლებ­ლად. მი­უგ­ზავ­ნეს მას ფა­რუ­ლი კა­მე­რით აღ­ჭურ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც ჭო­ლა­ძე დაჰ­პირ­და, დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად დაგ­ნიშ­ნა­ვო. შემ­დეგ და­უ­წყო არ­ში­ყი და კა­ბი­ნეტ­ში­ვე მო­უნ­დო­მა სექ­სი. ესეც, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ახა­ლა­ი­ე­ბის გეგ­მის ნა­წი­ლი იყო. ახა­ლა­ი­ე­ბის მიგ­ზავ­ნილ­მა ქალ­ბა­ტონ­მა ყვე­ლა­ფე­რი ისე წარ­მარ­თა, თით­ქოს ჭო­ლა­ძე მას ძა­ლას ატან­და, ჩა­ი­წე­რა ეს ყვე­ლა­ფე­რი და ახა­ლა­ი­ებს გა­დას­ცა. ახა­ლა­ი­ებ­მა ჭო­ლა­ძე და­ა­შან­ტა­ჟეს - ან სას­წრა­ფოდ გა­დად­გე­ბი, ანდა ამ ჩა­ნა­წერს პრე­ზი­დენ­ტთან მი­ვი­ტან­თო. ბეჟუ­აშ­ვი­ლებ­მა ჭო­ლა­ძეს ვე­ღარ უშ­ვე­ლეს და ამ ამ­ბი­დან ორ კვი­რა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა.

- რა­საც ახლა ჰყვე­ბით, რით შეგი­ძლი­ათ და­ამ­ტკი­ცოთ?

- მარ­თა­ლია, აღარ ვმუ­შა­ობ კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა­ში, მაგ­რამ იქ ჩემი ბევ­რი მე­გო­ბა­რია და ყვე­ლა­ფერ­ზე მაქვს დო­კუ­მენ­ტუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. თუ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ლე­ვან ჭო­ლა­ძის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბით, მზად ვარ, მათ­თან ვი­თა­ნამ­შრომ­ლო... ჭო­ლა­ძის "ტრა­დი­ცია" კი ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა გა­ნაგ­რძო: შე­მოწ­მე­ბის აქ­ტებს, სა­დაც სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის გაფ­ლან­გვაა ასა­ხუ­ლი, გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო" და­ა­დო. ბეჟაშ­ვილ­მა ვი­თომ გა­ნი­ხი­ლა სამ­სა­ხურ­ში ჩემი აღ­დგე­ნის სა­კი­თხი და მხო­ლოდ ერთი თვის ხელ­ფა­სის ანა­ზღა­უ­რე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა. მან არ შე­ას­რუ­ლა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რად­გან მე სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი ვი­ყა­ვი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სის გამო. ბეჟაშ­ვილ­მა და­წე­რა, რომ თით­ქოს ის დე­პარ­ტა­მენ­ტი გა­ა­უქ­მა, სა­დაც მე ვმუ­შა­ობ­დი. ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი ჭო­ლა­ძის­გან არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა. ის კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ამ­ჟა­მინ­დელ ხელ­მძღვა­ნელ ლაშა თორ­დი­ა­ზეც ახ­დენს გავ­ლე­ნას, სამ­სა­ხურ­ში რომ არ აღ­მად­გი­ნონ.

- მა­ინც რა­ტომ გებ­რძვით ასე ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი?

- იმი­ტომ, რომ მე მი­მიწ­ვდე­ბა ხელი ყვე­ლა იმ დო­კუ­მენტზე, რომ­ლე­ბი­თაც მისი კრი­მი­ნა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა დას­ტურ­დე­ბა. გა­დავ­წყვი­ტე, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს წარ­ვუდ­გი­ნო ყვე­ლა ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ბეჟაშ­ვი­ლის კრი­მი­ნა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე მაქვს. და­ვა­სა­ხე­ლებ მხო­ლოდ ერთ ფაქტს: არ­სე­ბობს შპს "ნოვა", რო­მე­ლიც სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებს და სა­სა­მარ­თლოს ყვე­ლა შე­ნო­ბა "ნო­ვამ" გა­ა­რე­მონ­ტა. ეს შპს და­ა­ფუძ­ნეს ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა და კონ­სტან­ტი­ნე კუბ­ლაშ­ვილ­მა, "ნო­ვას" მო­წი­ლე იყო ბეჟაშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლე თარ­ხნიშ­ვი­ლი და და­ვით ბაქ­რა­ძის ნა­თე­სა­ვი, ვინ­მე დევი ვე­ფხვა­ძე. რო­გორც ვიცი, ამ კონ­კრე­ტულ ფაქტს ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია იძი­ებს. გარ­და ამი­სა, ბეჟაშ­ვილ­მა კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან 500 ათა­სი ლარი ნაც­მოძ­რა­ო­ბის ან­გა­რიშ­ზე გა­და­რი­ცხა.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენტ­თან შე­იქ­მნა "ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი" რო­მე­ლიც 2010 წელს და­ა­ფუძ­ნეს ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვილ­მა, ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რატ­მა მაგ­და ანი­კაშ­ვილ­მა და ვინ­მე ჭე­ლი­ძემ. ლე­ვან ჭო­ლა­ძემ ამ ფონდს გა­და­უ­რი­ცხა მი­ლი­ო­ნი ლარი და ეს გრძელ­დე­ბო­და ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­შიც. მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვეა და ამას დო­კუ­მენ­ტე­ბით და­ვამ­ტკი­ცებ.

- ლაშა თორ­დი­ას თუ შეხ­ვდით?

- ლაშა თორ­დი­ას შევ­ხვდი, მაგ­რამ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და პა­სუ­ხიც შე­სა­ბა­მი­სი გამ­ცა. მას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის გა­და­სა­ცე­მი აქ­ტე­ბი დღე­საც უჯ­რა­ში უდევს, პარ­ლა­მენ­ტარ­მა თინა ხი­და­შელ­მა კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტას ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­მარ­თა, გა­ნე­ხი­ლათ ჩემი სა­კი­თხი, მაგ­რამ თორ­დი­ამ აბ­და­უბ­და პა­სუ­ხი გას­ცა. ვა­პი­რებ ბრძო­ლას და ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბას. ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ა­ში მაქვს შე­ტა­ნი­ლი სა­ჩი­ვა­რი და ვე­ლო­დე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას.

კო­მენ­ტა­რის­თვის კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რეს ლე­ვან ბეჟაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით, მაგ­რამ მან ჩვენს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარს არ უპა­სუ­ხა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სა­ერ­თოდ გა­მორ­თო ტე­ლე­ფო­ნი.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევრ ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვილ­თან კი ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი ასე წა­რი­მარ­თა:

- ქალ­ბა­ტო­ნო ჩი­ო­რა, კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ერთ-ერთი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლე ნო­დარ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა მოგ­ვა­წო­და კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის მა­სა­ლე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ თქვენ 2010 წელს და­ა­ფუძ­ნეთ "ინ­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი". იმ­ხა­ნად თქვენ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი იყა­ვით და ეს ფონ­დი სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბით ფი­ნანსდე­ბო­და - კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ან­გა­რი­ში­დან ყო­ველ­წლი­უ­რად მი­ლი­ო­ნი ლარი ერი­ცხე­ბო­და...

- ვერ გა­ვი­გე, რა ფონ­დზეა ლა­პა­რა­კი. კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის ნათ­ქვამ­ზე მე რა კო­მენ­ტა­რი უნდა გა­ვა­კე­თო?

- ჩვენ ხელთ გვაქვს კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის მა­სა­ლე­ბი, დო­კუ­მენ­ტე­ბი...

- მე არ გავ­ცნო­ბი­ვარ დო­კუ­მენტს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ.

- შეგ­ხვდე­ბით, წარ­მო­გიდ­გენთ დო­კუ­მენტს, გა­ე­ცა­ნით და შემ­დეგ ისა­უბ­რეთ...

- მე არ გავ­ცნო­ბი­ვარ დო­კუ­მენტს და კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ...

ესა­უბ­რა და­რე­ჯან ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom

"მზად ვარ, პროკურატურას ლევან ჭოლაძისა და ლევან ბეჟაშვილის კრიმინალური საქმიანობის შესახებ ყველა დოკუმენტი წარვუდგინო"

"მზად ვარ, პროკურატურას ლევან ჭოლაძისა და ლევან ბეჟაშვილის კრიმინალური საქმიანობის შესახებ ყველა დოკუმენტი წარვუდგინო"

რამდენიმე დღის წინ კონტროლის პალატის ადგილობრივი ბიუჯეტის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ნოდარ ლიპარტელიანი დაგვიკავშირდა და კონტროლის პალატის ყოფილ ხელმძღვანელ პირთა შესახებ დღემდე გაუხმაურებელ ფაქტებზე გვესაუბრა.

- ჩემი პოლიტიკური დევნა სააკაშვილის ხელისუფლებამ 2005 წელს დაიწყო. როდესაც განათლების სამინისტრომ აბიტურიენტებისთვის ეროვნული გამოცდები დააწესა და სამედიცინო კოლეჯის გამოცდაჩაბარებული სტუდენტები, სასწავლებლებიდან გამოყარეს, მათ შორის იყო ჩემი ერთადერთი შვილიც. მშობლებმა საპროტესტო აქცია გავმართეთ პარლამენტის წინ. სწორედ ამ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო გამათავისუფლეს სამსახურიდან. გავასაჩივრე და სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, თანამდებობაზე აღმადგინა კონტროლის პალატის იმჟამინდელმა თავმჯდომარემ, აწ გარდაცვლილმა ზურაბ სოსელიამ. 2007 წელს კი ისევ პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლა კონტროლის პალატის თავმჯდომარედ ძმები ბეჟუაშვილების პროტექციით დანიშნუ­ლმა არაკომპეტენტურმა ლევან ჭო­ლა­ძემ. თანამშრომლებისთვის უთქვამს, ლი­პარტელიანი უნდა წავიდეს კონტროლის პალატიდან, ის ჩვენიანი არ არისო. მან სამსახურიდან წასვლაზე 600 კაცს დააწერინა განცხადება. თუმცა მე არ დავწერე და ამიტომაც გამათავისუფლეს. როცა ესეც გავასაჩივრე სასამართლოში, ლევან ჭოლაძემ მოსამართლეს დაურეკა, ნოდარ ლიპარტელიანი არ აღადგინოო. მოსამართლემ კი განუცხადა, კანონის ფარგლებში მივიღებ გადაწყვეტილებასო.

- შეგიძლიათ დაასახელოთ იმ მოსამართლის გვარი?

- ქალბატონი ლელა ცანავა. მან თვითონ მითხრა, ლევან ჭოლაძემ დამირეკა, მაგრამ კანონიერ გადაწყვეტილებას მივიღებო. ჭოლაძე ბეჟუაშვილების ზურგით იყო გათამამებული და ათას სისაძაგლეს სჩადიოდა უწყებაში. როცა კონტროლის პალატის ხელმძღვანელად დაინიშნა, კონტროლის პალატის მრავალსართულიან შენობას ფანჯრების ალუმინის ჩარჩოები ჩამოხსნა და ჯართში ჩააბარა, აღებული თანხა - 500 ათასი დოლარი - ჯიბეში ჩაიდო, თუმცა კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ლაცაბიძემ თანხა დააბრუნებინა და ლევან ჭოლაძემ მითვისებული თანხა პრეზიდენტის "ხაზინაში" ჩარიცხა. ხოლო როცა ჭოლაძემ შეამოწმა გურიის მხარეში გზების დეპარტამენტის მუშაობა და დარღვევები გამოავლინა, როგორც ამბობენ, მას ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დალაქიშვილმა ქრთამად ერთი მილიონი დოლარი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა და ქრთამის აღების ფაქტზე ვანო მერაბიშვილმა მას პატრული დააყენა თავზე, საბოლოოდ კი მილიონი დოლარი წაართვა. დაჭერას ბეჟუაშვილებმა გადაარჩინეს. ამის შემდეგ ჭოლაძემ შეამოწმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, სადაც ასევე დარღვევები აღმოჩნდა. კონკრეტულად კი, წყლის ტარიფი 10-ჯერ იყო გაზრდილი, კუბ.მ-ზე - 36 თეთრი იყო, ბაჩო ახალაიას კი 4 ლარად ჰქონდა გაფორმებული. დარღვევა ყოველწლიურად 8 მილიონ ლარს აღწევდა. ჭოლაძემ ახალაიას ამ ფაქტის დამალვის სანაცვლოდ დიდძალი თანხა მოსთხოვა. ახალაიები მიუვარდნენ ჭოლაძეს და აგინეს. თუმცა ჭოლაძე დაჟინებით ითხოვდა "კუთვნილ" ფულს. ამასობაში ახალაიებმა ნაცად მეთოდს მიმართეს ჭოლაძის ჩამოსაცილებლად. მიუგზავნეს მას ფარული კამერით აღჭურვილი საზოგადოებისთვის ცნობილი ქალბატონი, რომელსაც ჭოლაძე დაჰპირდა, დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაგნიშნავო. შემდეგ დაუწყო არშიყი და კაბინეტშივე მოუნდომა სექსი. ესეც, რასაკვირველია, ახალაიების გეგმის ნაწილი იყო. ახალაიების მიგზავნილმა ქალბატონმა ყველაფერი ისე წარმართა, თითქოს ჭოლაძე მას ძალას ატანდა, ჩაიწერა ეს ყველაფერი და ახალაიებს გადასცა. ახალაიებმა ჭოლაძე დააშანტაჟეს - ან სასწრაფოდ გადადგები, ანდა ამ ჩანაწერს პრეზიდენტთან მივიტანთო. ბეჟუაშვილებმა ჭოლაძეს ვეღარ უშველეს და ამ ამბიდან ორ კვირაში თანამდებობიდან გადადგა.

- რასაც ახლა ჰყვებით, რით შეგი­ძლიათ დაამტკიცოთ?

- მართალია, აღარ ვმუშაობ კონტროლის პალატაში, მაგრამ იქ ჩემი ბევრი მეგობარია და ყველაფერზე მაქვს დოკუმენტური მტკიცებულებები. თუ სამართალდამცავები დაინტერესდებიან ლევან ჭოლაძის დანაშაულებრივი საქმიანობით, მზად ვარ, მათთან ვითანამშრომლო... ჭოლაძის "ტრადიცია" კი ლევან ბეჟაშვილმა განაგრძო: შემოწმების აქტებს, სადაც საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაა ასახული, გრიფი "საიდუმლო" დაადო. ბეჟაშვილმა ვითომ განიხილა სამსახურში ჩემი აღდგენის საკითხი და მხოლოდ ერთი თვის ხელფასის ანაზღაურებით შემოიფარგლა. მან არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან მე სააკაშვილის ხელისუფლებისთვის მიუღებელი ვიყავი განსხვავებული პოლიტიკური თვალსაზრისის გამო. ბეჟაშვილმა დაწერა, რომ თითქოს ის დეპარტამენტი გააუქმა, სადაც მე ვმუშაობდი. ლევან ბეჟაშვილი ჭოლაძისგან არაფრით განსხვავდება. ის კონტროლის პალატის ამჟამინდელ ხელმძღვანელ ლაშა თორდიაზეც ახდენს გავლენას, სამსახურში რომ არ აღმადგინონ.

- მაინც რატომ გებრძვით ასე ლევან ბეჟაშვილი?

- იმიტომ, რომ მე მიმიწვდება ხელი ყველა იმ დოკუმენტზე, რომლებითაც მისი კრიმინალური საქმიანობა დასტურდება. გადავწყვიტე, სამართალდამცავებს წარვუდგინო ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ბეჟაშვილის კრიმინალურ საქმიანობაზე მაქვს. დავასახელებ მხოლოდ ერთ ფაქტს: არსებობს შპს "ნოვა", რომელიც სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს და სასამართლოს ყველა შენობა "ნოვამ" გაარემონტა. ეს შპს დააფუძნეს ლევან ბეჟაშვილმა და კონსტანტინე კუბლაშვილმა, "ნოვას" მოწილე იყო ბეჟაშვილის მოადგილე თარხნიშვილი და დავით ბაქრაძის ნათესავი, ვინმე დევი ვეფხვაძე. როგორც ვიცი, ამ კონკრეტულ ფაქტს ფინანსური პოლიცია იძიებს. გარდა ამისა, ბეჟაშვილმა კონტროლის პალატის სარეზერვო ფონდიდან 500 ათასი ლარი ნაცმოძრაობის ანგარიშზე გადარიცხა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტ­თან შეიქმნა "ინსტიტუციონალური განვითარების ფონდი" რომელიც 2010 წელს დააფუძნეს ნაციონალების წარმომადგენელმა ჩიორა თაქთაქიშვილმა, ქრისტიან-დემოკრატმა მაგდა ანიკაშვილმა და ვინმე ჭელიძემ. ლევან ჭოლაძემ ამ ფონდს გადაურიცხა მილიონი ლარი და ეს გრძელდებოდა ლევან ბეჟაშვილის მმართველობის პერიოდშიც. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ლევან ბეჟაშვილი დამნაშავეა და ამას დოკუმენტებით დავამტკიცებ.

- ლაშა თორდიას თუ შეხვდით?

- ლაშა თორდიას შევხვდი, მაგრამ არაპროფესიონალია და პასუხიც შესაბამისი გამცა. მას სამართალდამცველებისთვის გადასაცემი აქტები დღესაც უჯრაში უდევს, პარლამენტარმა თინა ხიდაშელმა კონტროლის პალატას ოფიციალურად მიმართა, განეხილათ ჩემი საკითხი, მაგრამ თორდიამ აბდაუბდა პასუხი გასცა. ვაპირებ ბრძოლას და ლევან ბეჟაშვილის გამოაშკარავებას. ყველა ინსტანციაში მაქვს შეტანილი საჩივარი და ველოდები სამართლიანობის აღდგენას.

კომენტარისთვის კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს ლევან ბეჟაშვილს დავუკავშირდით, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა, მოგვიანებით კი საერთოდ გამორთო ტელეფონი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრ ჩიორა თაქთაქიშვილთან კი ჩვენი საუბარი ასე წარიმართა:

- ქალბატონო ჩიორა, კონტროლის პალატის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის ყოფილმა მოადგილე ნოდარ ლიპარტელიანმა მოგვაწოდა კონტროლის პალატის მასალები, სადაც ჩანს, რომ თქვენ 2010 წელს დააფუძნეთ "ინტიტუციონალური განვითარების ფონდი". იმხანად თქვენ პარლამენტის წევრი იყავით და ეს ფონდი სახელმწიფო სახსრებით ფინანსდებოდა - კონტროლის პალატის ანგარიშიდან ყოველწლიურად მილიონი ლარი ერიცხებოდა...

- ვერ გავიგე, რა ფონდზეა ლაპარაკი. კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომლის ნათქვამზე მე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?

- ჩვენ ხელთ გვაქვს კონტროლის პალატის მასალები, დოკუმენტები...

- მე არ გავცნობივარ დოკუმენტს და აქედან გამომდინარე, კომენტარს არ გავაკეთებ.

- შეგხვდებით, წარმოგიდგენთ დოკუმენტს, გაეცანით და შემდეგ ისაუბრეთ...

- მე არ გავცნობივარ დოკუმენტს და კომენტარს ვერ გავაკეთებ...

ესაუბრა დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ