პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას სთხოვს ზუზუ ბიძინა ივანიშვილს
რას სთხოვს ზუზუ ბიძინა ივანიშვილს

ზუ­ზუს­თვის, იმა­ვე ზაზა ბეჟაშ­ვი­ლის­თვის პა­ე­მან­ზე თა­ი­გუ­ლით ხელ­ში მის­ვლა და სა­სურ­ველ ქალ­თან ერ­თად ქუ­ჩა­ში ხელ­კა­ვით სე­ირ­ნო­ბა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. რო­გორც გვი­თხრა, ქალს "სხვა­ნა­ი­რი" ზრახ­ვე­ბის გა­რე­შე, შინ ეპა­ტი­ჟე­ბა. ცხო­ვე­ლე­ბის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი გახ­ლავთ. ვირ­თხებს ვერ იტან­და, მაგ­რამ მღრღნე­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­და­ცე­მის ნახ­ვის შემ­დეგ, მათ­ზე წარ­მოდ­გე­ნა შე­ეც­ვა­ლა. გვი­თხრა: სა­ინ­ტე­რე­სო და მა­ზა­ლო არ­სე­ბე­ბი ყო­ფი­ლა­ნო...

ახ­ლა­ხან ზუზუ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ობ­თან - მა­ნა­ნა აბ­რა­მიშ­ვილ­თან და ნიკა რა­მიშ­ვილ­თან ერ­თად მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილმში გა­და­ი­ღეს...

- გოგა ოსე­ფაშ­ვი­ლის­გან, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტად გა­მეც­ნო, ვრცე­ლი წე­რი­ლი მი­ვი­ღე. ის მწერ­და, რომ ფილ­მის გა­და­ღე­ბა სურ­და და სურ­ვი­ლი ჰქონ­და, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო. როცა ამ ადა­მი­ანს შევ­ხვდი, მივ­ხვდი, რომ სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბას­თან მქონ­და საქ­მე. ამი­ტომ ყო­ველ­გვა­რი ხვეწ­ნა-მუ­და­რის გა­რე­შე დავ­თან­ხმდი მის წი­ნა­და­დე­ბას. უფრო მე­ტიც: ფილმში ქა­ლის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ობს - მა­ნა­ნა აბ­რა­მიშ­ვილ­საც ვთხო­ვე. მა­ნა­ნა მენ­დო და დამ­თან­ხმდა. ფილ­მის პირ­ვე­ლი­ვე მა­სა­ლის ნახ­ვი­სას მივ­ხვდით, რომ გო­გას ჩვენ კი არ და­ვეხ­მა­რეთ, პი­რი­ქით - მე და მა­ნა­ნას ის დაგ­ვეხ­მა­რა, რად­გან ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო გვქონ­და. ფილ­მი დე­ტექ­ტი­უ­რი ფან­ტას­ტი­კის ჟანრს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. გო­გამ თა­ვი­სი ნა­მუ­შე­ვა­რი ინ­ტერ­ნეტ­ში გა­ნა­თავ­სა. ვფიქ­რობ, იჩ­ქა­რა, რად­გან როცა ფილ­მი სა­ფეს­ტი­ვა­ლოდ უნ­დათ, ჯერ ფეს­ტი­ვალ­ზე გზავ­ნი­ან და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ათავ­სე­ბენ ინ­ტერ­ნეტ­ში... გო­გას წარ­მა­ტე­ბას ვუ­სუ­რებ!

- რო­გორ ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ და­თან­ხმდე­ბი?

- ბა­ნა­ლუ­რია, მაგ­რამ ალ­ბათ პორ­ნოგ­რა­ფი­ულ ფილმში ვერ ვი­თა­მა­შებ­დი. თუმ­ცა, როცა კარგ რე­ჟი­სორ­თან გაქვს საქ­მე, ამ ჟანრ­შიც შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯვა. მოკ­ლედ, არ­სე­ბობს რე­ჟი­სო­რე­ბის კა­ტე­გო­რია, რო­მელ­თა შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­საც არ დავ­თან­ხმდე­ბო­დი.

- შენს ცხოვ­რე­ბა­ში არის თუ არა ისე­თი რამ, რაც არ გინ­და, რომ პრე­სა­ში და­ი­ბეჭ­დოს?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ყო­ველ­თვის ზედ­მე­ტად გუ­ლახ­დი­ლი ვარ, ასე­თი რა­ღაც მა­ინც არის...

- ვთქვათ, შენ­გან და­წუ­ნე­ბუ­ლი რე­ჟი­სო­რი გი­რე­კავს და ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და­ჟი­ნე­ბით გთხოვს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შენ შე­სა­ხებ მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბე­ლი მა­სა­ლის პრე­სის­თვის გა­და­ცე­მით გე­მუქ­რე­ბა...

- შან­ტაჟს მი­წყობს? ჩემი აზ­რით, როცა ადა­მი­ა­ნი ასე­თი რა­მით გე­მუქ­რე­ბა, ადრე თუ გვი­ან, მუ­ქა­რას მა­ინც შე­ას­რუ­ლებს. ამი­ტო­მაც ვე­ტყვი: მიდი, ბიჭი, "გა­აჟ­ღე­რე" ის, რაც გინ­და-მეთ­ქი...

- "ბიჭი" - რა­ტომ, იქ­ნებ ქა­ლია?

- რა­ტომ­ღაც, ჯერ ქალ რე­ჟი­სორ­თან არ მი­მუ­შა­ვია...

- რე­ჟი­სორ­მა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა რა ფორ­მით უნდა შე­მოგ­თა­ვა­ზოს, რომ და­გი­თან­ხმოს?

- საქ­მი­სად­მი მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ზოგს უბ­რა­ლოდ, ფილ­მის გა­და­ღე­ბა უნდა, ამ­ბავ­ზე ანუ სი­უ­ჟეტ­ზე მერე ფიქ­რობს. ჩემი აზ­რით, ეს და­ნა­შა­უ­ლია. ერთ ოთახ­ში, უბ­რა­ლო კა­მე­რით ისე­თი ფილ­მის გა­და­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ოს და­ა­ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ფილ­მის გა­და­ღე­ბის მი­ზა­ნი მსოფ­ლი­ოს და­ინ­ტე­რე­სე­ბა არ უნდა იყოს.

- ანეკ­დო­ტებ­თან რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვს?

- მე­ზი­ზღე­ბა ანეკ­დო­ტის მოს­მე­ნაც და მო­ყო­ლაც! ვერც ვე­რას­დროს ვი­მახ­სოვ­რებ. სა­მა­გი­ე­როდ, ჩემს ძმას უყ­ვარს ანეკ­დო­ტე­ბის მო­ყო­ლა. ჰოდა, ასეთ დროს იმა­ზე ვი­ცი­ნი, რომ მოს­მე­ნილ­ზე არ მე­ცი­ნე­ბა, მას კი ჰგო­ნია, რომ მის ნა­ამ­ბობ­ზე ვხა­ლი­სობ; ამი­ტომ მიყ­ვე­ბა და მიყ­ვე­ბა გა­უ­თა­ვებ­ლად...

- ვთქვათ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ შენ ურ­ჩევ, რო­მელ ანეკ­დოტს მოჰ­ყვეს სა­ჯა­როდ...

- ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ანეკ­დო­ტებს ჰყვე­ბა?! არც კი მო­მის­მე­ნია... თუ "ამ­ხე­ლა" ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და­მაბ­რა­ლებს, - ზუზუ ანეკ­დო­ტებს მირ­ჩევ­სო, - ვერ გე­ტყვი, რომ მე­წყი­ნე­ბა. ისე კი, ვთხოვ, ანეკ­დო­ტე­ბის შერ­ჩე­ვას ნუ "და­მი­ჩე­მებს". ჯო­ბია, ბა­ტონ ბი­ძი­ნას ის უთხრათ, რომ 8 წე­ლია, ქი­რით ვცხოვ­რობ, არა­და, წლის სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი ვარ ევ­რო­პა­ში. ძველ მთავ­რო­ბა­ზე წუ­წუ­ნი არ მიყ­ვარს, მაგ­რამ მახ­სოვს, ეს წარ­მა­ტე­ბა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ არც მო­მი­ლო­ცა: კვიპ­რო­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე 140 ფილ­მი იყო წარ­დგე­ნი­ლი. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რამ­დე­ნი ევ­რო­პე­ლი მსა­ხი­ო­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­და? ჰოდა, მათ შო­რის "ოქ­როს აფ­რო­დი­ტე" მა­მა­კა­ცის რო­ლის სა­უ­კე­თე­სოდ შეს­რუ­ლე­ბის­თვის (ფილმში - "გან­ყო­ფი­ლე­ბა") მხო­ლოდ მე გად­მომ­ცეს. დღეს­დღე­ო­ბით კი სა­სა­ცი­ლო თან­ხის ფა­სად, 8 მარტს ერთ-ერთი სა­ღა­მოს წამ­ყვა­ნი უნდა ვიყო. ძა­ლი­ან მა­ზა­ლო სი­ტუ­ა­ცი­აა...

- ერთი დღით რო­მელ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნას ისურ­ვებ­დი?

- იმ­დე­ნად კარ­გი პრო­ფე­სია მაქვს, სულ ვამ­ბობ: არა­ნა­ი­რი არ ვარ, რად­გან შე­მიძ­ლია, ყვე­ლა­ნა­ი­რი ვიყო-მეთ­ქი. ბევ­რი ცნო­ბი­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბის როლს შე­ვას­რუ­ლებ­დი, რე­ა­ლო­ბა­ში კი ჩემი ცხოვ­რე­ბაც მე­ყო­ფა - პრობ­ლე­მე­ბი­თა და სა­ინ­ტე­რე­სო თუ უინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბით.

- ვთქვათ, შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის სხე­ულ­ში გა­იღ­ვი­ძე...

- დავ­ფიქ­რდე­ბო­დი. შო­რე­ნას ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ. კარ­გი, ლა­მა­ზი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი გო­გოა. ალ­ბათ, მის ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღა­ცებს ცო­ტა­თი გა­მო­ვას­წო­რებ­დი; იმით და­ვი­წყებ­დი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უფრო შე­მოქ­მე­დე­ბი­თად "მი­ვაწ­ვდი­დი" ჩემს თავს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შო­რე­ნა უფრო მე­ტად ნი­ჭი­ე­რია, ვიდ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბა იც­ნობს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე ხდე­ბა: ვი­ღა­ცას მხო­ლოდ კო­მე­დი­ურ ჟანრ­ში ხე­და­ვენ, ვი­ღა­ცას - ერო­ტი­კულ­ში. რე­ჟი­სო­რი რომ ვიყო, შო­რე­ნას არა­ე­რო­ტი­კულ როლ­ზე მოვ­სინ­ჯავ­დი და ბევ­რად ერო­ტი­კუ­ლი გა­მოჩ­ნდე­ბო­და...

- შო­რე­ნას თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს რო­გორ და­უძ­ვრე­ბო­დი ხე­ლი­დან?

- ერთ გო­გო­ნას­თან "ვძმა­კა­ცობ", რო­მელ­საც ასე­თი რამ ემარ­თე­ბო­და: სამ­სა­ხურს იშო­ვი­და - კარგ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ნავ­დნენ, მერე კი შინ ტი­რი­ლით ბრუნ­დე­ბო­და, - უფ­რო­სი "და­მე­პად­ხო­და", გა­მეპ­რან­ჭაო. ვუ­თხა­რი, - მა­შინ და­ი­ღუ­პე­ბი, შე დე­გე­ნე­რა­ტო, როცა აღა­რა­ვინ გა­გეპ­რან­ჭე­ბა, რა­მეს არ გაგ­რძნო­ბი­ნებს, თო­რემ ახლა უნდა გი­ხა­რო­დეს-მეთ­ქი (იცი­ნის). ჰოდა, შო­რე­ნა­საც უხა­რო­დეს, ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი რომ ჰყავს...

- ზუზუ, ვთქვათ, რო­მან­ტი­კულ ვახ­შამ­ზე შენ­თვის სა­სურ­ვე­ლი ქალი ჩან­თი­დან ძა­ფის გორ­გალს იღებს, ქსო­ვას იწყებს და გე­უბ­ნე­ბა: ყუ­რა­დღე­ბას ნუ მო­მაქ­ცევ, ამ ჯემპრის მკლავს ჩა­ვამ­თავ­რე­ბო...

- არა­ორ­დი­ნა­რუ­ლია, მო­მე­წო­ნა! იცი, გა­აჩ­ნია, ამას რო­გორ გა­ა­კე­თებს. თუ ფა­ჩუ­ჩი აქვს და­სამ­თავ­რე­ბე­ლი და "წინ­და თავ­ზე და­მახ­ვია", არ მო­მე­წო­ნე­ბა, მაგ­რამ თუკი გა­მა­ღი­მებს, რა­ტო­მაც არა? რად­გა­ნაც რო­მან­ტი­კულ ვახ­შამ­ზე ქსო­ვას იწყებს, ე.ი. ცოტა "დარ­ტყმუ­ლი" იქ­ნე­ბა, მე კი ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მი­ზი­დავს. ხში­რად აღ­მი­ნიშ­ნავს: როცა ვინ­მე­ზე ვამ­ბობ, - "აფ­რენს"-მეთ­ქი, ეს ჩემ­გან დიდი კომ­პლი­მენ­ტია! აბა, რა უნდა ქნას, ბო­კა­ლი სხვა­ნა­ი­რად და­ი­ჭი­როს, ტუ­ჩე­ბი გა­მიპ­რუ­წოს?!.

- ვთქვათ, ქსო­ვას პირ­ველ­სა­ვე შეხ­ვედ­რა­ზე იწყებს...

- აბა, მე­ო­რე და მე­სა­მე შეხ­ვედ­რა­ზე წინ­დის ქსო­ვა რომ და­ი­წყოს, უკვე ნერ­ვებს მო­მიშ­ლის. ასე­თი საქ­ცი­ე­ლი პირ­ველ რო­მან­ტი­კულ ვახ­შამ­ზეა სა­ინ­ტე­რე­სო, ოღონდ - ხაზს ვუს­ვამ: გა­აჩ­ნია, ამას რო­გორ გა­ა­კე­თებს...

- რე­ა­ლუ­რად, შენი თან­დას­წრე­ბით, ქალს არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი საქ­ცი­ე­ლი თუ ჩა­უ­დე­ნია?

- ჩემ­თან შეხ­ვედ­რას რომ და­თან­ხმდა, ეს უკვე არა­ორ­დი­ნა­რუ­ლია (იცი­ნის).

- ვთქვათ, შენი სახ­ლის ეზო­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი დო­მი­ნოს თა­მა­შო­ბენ და შენც გე­პა­ტი­ჟე­ბი­ან...

- ვი­ფიქ­რებ, რომ ეზო­ში დო­მი­ნოს მო­თა­მა­შე­ე­ბი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილს უბ­რა­ლოდ, მი­ვამ­სგავ­სე. ისე, დო­მი­ნო არ მიყ­ვარს და შე­სა­ბა­მი­სად, მათ მი­პა­ტი­ჟე­ბას არ მი­ვი­ღებ. აი, ნარ­დზე - დავ­ფიქ­რდე­ბო­დი...

- ვთქვათ, შენი ყვე­ლა­ზე სან­დო მე­გო­ბა­რი 1 დღით, უკა­ნო­ნოდ და­ჭე­რი­ლი შვლის ნუკ­რის მოვ­ლას გთხოვს, რად­გან თა­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლი საქ­მის გამო ქა­ლა­ქი­დან მი­ემ­გზავ­რე­ბა.

- აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვუვ­ლი. ხან­და­ხან ცხო­ვე­ლე­ბი უფრო მიყ­ვარს, ვიდ­რე - ადა­მი­ა­ნე­ბი. თუკი ცხო­ველს უვლი, ეს და­ნა­შა­უ­ლია? ზოგ­ჯერ ეს კა­ნო­ნე­ბი მა­გი­ჟებს, რა. აბა, რა უნდა ვქნა, ნუკ­რი ტყე­ში "ჩა­ვა­ბა­რო"?.. ისე, მო­ი­ცა, ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა შვლის ნუკ­რი და­ი­ჭი­რა და ჩუ­მად მო­მიყ­ვა­ნა?

- ეგ არ ვიცი, მაგ­რამ ეს ცხო­ვე­ლი შინ უკა­ნო­ნოდ ჰყავ­და...

- თუ ვიცი, რომ ნუკ­რი უნდა მოკ­ლას, თა­ვად იმ მე­გო­ბარს მოვ­კლავ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მენ­დო­ბა! ვი­საც შვლის ნუკ­რი მოკ­ლუ­ლი ჰყავს, ის არა­ა­და­მი­ა­ნად მი­მაჩ­ნია! ვე­რაფ­რით ამიხ­სნია, ნა­დი­რო­ბა­ში რა "კა­ი­ფია"? მგო­ნი, ში­ნა­გა­ნად ცხო­ველ­თა დამ­ცვე­ლი ვარ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ნუკრს უყუ­რებ­დე, შემ­დეგ ია­რა­ღი ეს­რო­ლო და მისი ბარ­კა­ლი მი­ირ­თვა?!

- ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი ხარ?

- არა, მაგ­რამ კვე­ბა­ზე დი­დად არ ვგიჟ­დე­ბი. ხან­და­ხან მო­ნა­დი­რე­ე­ბი ისეთ ამ­ბებს ჰყვე­ბი­ან და თან - ამით ამა­ყო­ბენ, რომ პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა მიჩ­ნდე­ბა...

- ვთქვათ, დი­ლით ლა­მაზ, მაგ­რამ შენ­თვის უც­ნობ მან­დი­ლო­სან­თან ერ­თად იღ­ვი­ძებ...

- ასე­თი რამ მომ­ხდა­რა (იცი­ნის)... ისიც არ მხსო­მე­ბია, ღა­მით რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სო იყო თუ არა...

- ვთქვათ, ახალ­გაღ­ვი­ძე­ბულს, გო­გო­ნა გსაყ­ვე­დუ­რობს: რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ქორ­წი­ნე­ბის ღა­მეს ასე დამ­თვრა­ლი­ყა­ვიო?

- ცოლი შე­მირ­თავს? ნუ, რა­ღას ვი­ზამთ? წარ­სულ­ში ქექ­ვას რა აზრი აქვს? ცხოვ­რე­ბა უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ. სხვა­თა შო­რის, წარ­სულ­ში არას­დროს ვი­ქე­ქე­ბი...

- და­ბო­ლოს, შენი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ რას გვე­ტყვი?

- მოს­კოვ­ში გამ­გზავ­რე­ბას და "მი­მი­ნოს" რი­მე­იქ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვგეგ­მავ. ასე­ვე, თე­ატ­რის რე­ჟი­სორ­თან - გაგა გო­შა­ძეს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ვა­პი­რებ.

- წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებ!

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

რას სთხოვს ზუზუ ბიძინა ივანიშვილს

რას სთხოვს ზუზუ ბიძინა ივანიშვილს

ზუზუსთვის, იმავე ზაზა ბეჟაშვილისთვის პაემანზე თაიგულით ხელში მისვლა და სასურველ ქალთან ერთად ქუჩაში ხელკავით სეირნობა, წარმოუდგენელია. როგორც გვითხრა, ქალს "სხვანაირი" ზრახვების გარეშე, შინ ეპატიჟება. ცხოველების დიდი მოყვარული გახლავთ. ვირთხებს ვერ იტანდა, მაგრამ მღრღნელების შესახებ გადაცემის ნახვის შემდეგ, მათზე წარმოდგენა შეეცვალა. გვითხრა: საინტერესო და მაზალო არსებები ყოფილანო...

ახლახან ზუზუ რუსთაველის თეატრის მსახიობთან - მანანა აბრამიშვილთან და ნიკა რამიშვილთან ერთად მოკლემეტრაჟიან ფილმში გადაიღეს...

- გოგა ოსეფაშვილისგან, რომელიც ახალგაზრდა კინემატოგრაფისტად გამეცნო, ვრცელი წერილი მივიღე. ის მწერდა, რომ ფილმის გადაღება სურდა და სურვილი ჰქონდა, მასში მონაწილეობა მიმეღო. როცა ამ ადამიანს შევხვდი, მივხვდი, რომ საინტერესო პიროვნებასთან მქონდა საქმე. ამიტომ ყოველგვარი ხვეწნა-მუდარის გარეშე დავთანხმდი მის წინადადებას. უფრო მეტიც: ფილმში ქალის როლის შესრულება რუსთაველის თეატრის მსახიობს - მანანა აბრამიშვილსაც ვთხოვე. მანანა მენდო და დამთანხმდა. ფილმის პირველივე მასალის ნახვისას მივხვდით, რომ გოგას ჩვენ კი არ დავეხმარეთ, პირიქით - მე და მანანას ის დაგვეხმარა, რადგან ძალზე საინტერესო სამუშაო გვქონდა. ფილმი დეტექტიური ფანტასტიკის ჟანრს მიეკუთვნება. გოგამ თავისი ნამუშევარი ინტერნეტში განათავსა. ვფიქრობ, იჩქარა, რადგან როცა ფილმი საფესტივალოდ უნდათ, ჯერ ფესტივალზე გზავნიან და მხოლოდ ამის შემდეგ ათავსებენ ინტერნეტში... გოგას წარმატებას ვუსურებ!

- როგორ ფილმში მონაწილეობას არ დათანხმდები?

- ბანალურია, მაგრამ ალბათ პორნოგრაფიულ ფილმში ვერ ვითამაშებდი. თუმცა, როცა კარგ რეჟისორთან გაქვს საქმე, ამ ჟანრშიც შეიძლება საკუთარი ძალების მოსინჯვა. მოკლედ, არსებობს რეჟისორების კატეგორია, რომელთა შემოთავაზებასაც არ დავთანხმდებოდი.

- შენს ცხოვრებაში არის თუ არა ისეთი რამ, რაც არ გინდა, რომ პრესაში დაიბეჭდოს?

- მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებთან ყოველთვის ზედმეტად გულახდილი ვარ, ასეთი რაღაც მაინც არის...

- ვთქვათ, შენგან დაწუნებული რეჟისორი გირეკავს და ფილმში მონაწილეობას დაჟინებით გთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ შესახებ მაკომპრომეტირებელი მასალის პრესისთვის გადაცემით გემუქრება...

- შანტაჟს მიწყობს? ჩემი აზრით, როცა ადამიანი ასეთი რამით გემუქრება, ადრე თუ გვიან, მუქარას მაინც შეასრულებს. ამიტომაც ვეტყვი: მიდი, ბიჭი, "გააჟღერე" ის, რაც გინდა-მეთქი...

- "ბიჭი" - რატომ, იქნებ ქალია?

- რატომღაც, ჯერ ქალ რეჟისორთან არ მიმუშავია...

- რეჟისორმა თანამშრომლობა რა ფორმით უნდა შემოგთავაზოს, რომ დაგითანხმოს?

- საქმისადმი მის დამოკიდებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგს უბრალოდ, ფილმის გადაღება უნდა, ამბავზე ანუ სიუჟეტზე მერე ფიქრობს. ჩემი აზრით, ეს დანაშაულია. ერთ ოთახში, უბრალო კამერით ისეთი ფილმის გადაღება შეიძლება, რომელიც მთელ მსოფლიოს დააინტერესებს, მაგრამ ფილმის გადაღების მიზანი მსოფლიოს დაინტერესება არ უნდა იყოს.

- ანეკდოტებთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- მეზიზღება ანეკდოტის მოსმენაც და მოყოლაც! ვერც ვერასდროს ვიმახსოვრებ. სამაგიეროდ, ჩემს ძმას უყვარს ანეკდოტების მოყოლა. ჰოდა, ასეთ დროს იმაზე ვიცინი, რომ მოსმენილზე არ მეცინება, მას კი ჰგონია, რომ მის ნაამბობზე ვხალისობ; ამიტომ მიყვება და მიყვება გაუთავებლად...

- ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ შენ ურჩევ, რომელ ანეკდოტს მოჰყვეს საჯაროდ...

- ბატონი ბიძინა ანეკდოტებს ჰყვება?! არც კი მომისმენია... თუ "ამხელა" ბიძინა ივანიშვილი დამაბრალებს, - ზუზუ ანეკდოტებს მირჩევსო, - ვერ გეტყვი, რომ მეწყინება. ისე კი, ვთხოვ, ანეკდოტების შერჩევას ნუ "დამიჩემებს". ჯობია, ბატონ ბიძინას ის უთხრათ, რომ 8 წელია, ქირით ვცხოვრობ, არადა, წლის საუკეთესო მსახიობი ვარ ევროპაში. ძველ მთავრობაზე წუწუნი არ მიყვარს, მაგრამ მახსოვს, ეს წარმატება კულტურის სამინისტრომ არც მომილოცა: კვიპროსის საერთაშორისო კინოფესტივალზე 140 ფილმი იყო წარდგენილი. წარმოგიდგენიათ, რამდენი ევროპელი მსახიობი მონაწილეობდა? ჰოდა, მათ შორის "ოქროს აფროდიტე" მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის (ფილმში - "განყოფილება") მხოლოდ მე გადმომცეს. დღესდღეობით კი სასაცილო თანხის ფასად, 8 მარტს ერთ-ერთი საღამოს წამყვანი უნდა ვიყო. ძალიან მაზალო სიტუაციაა...

- ერთი დღით რომელ ცნობილ ადამიანად ყოფნას ისურვებდი?

- იმდენად კარგი პროფესია მაქვს, სულ ვამბობ: არანაირი არ ვარ, რადგან შემიძლია, ყველანაირი ვიყო-მეთქი. ბევრი ცნობილი, ისტორიული პიროვნების როლს შევასრულებდი, რეალობაში კი ჩემი ცხოვრებაც მეყოფა - პრობლემებითა და საინტერესო თუ უინტერესო მოვლენებით.

- ვთქვათ, შორენა ბეგაშვილის სხეულში გაიღვიძე...

- დავფიქრდებოდი. შორენას ძალიან ვაფასებ. კარგი, ლამაზი და მიზანდასახული გოგოა. ალბათ, მის ცხოვრებაში რაღაცებს ცოტათი გამოვასწორებდი; იმით დავიწყებდი, რომ საზოგადოებას უფრო შემოქმედებითად "მივაწვდიდი" ჩემს თავს. დარწმუნებული ვარ, შორენა უფრო მეტად ნიჭიერია, ვიდრე საზოგადოება იცნობს. საქართველოში ასე ხდება: ვიღაცას მხოლოდ კომედიურ ჟანრში ხედავენ, ვიღაცას - ეროტიკულში. რეჟისორი რომ ვიყო, შორენას არაეროტიკულ როლზე მოვსინჯავდი და ბევრად ეროტიკული გამოჩნდებოდა...

- შორენას თაყვანისმცემლებს როგორ დაუძვრებოდი ხელიდან?

- ერთ გოგონასთან "ვძმაკაცობ", რომელსაც ასეთი რამ ემართებოდა: სამსახურს იშოვიდა - კარგ თანამდებობაზე დანიშნავდნენ, მერე კი შინ ტირილით ბრუნდებოდა, - უფროსი "დამეპადხოდა", გამეპრანჭაო. ვუთხარი, - მაშინ დაიღუპები, შე დეგენერატო, როცა აღარავინ გაგეპრანჭება, რამეს არ გაგრძნობინებს, თორემ ახლა უნდა გიხაროდეს-მეთქი (იცინის). ჰოდა, შორენასაც უხაროდეს, ბევრი თაყვანისმცემელი რომ ჰყავს...

- ზუზუ, ვთქვათ, რომანტიკულ ვახშამზე შენთვის სასურველი ქალი ჩანთიდან ძაფის გორგალს იღებს, ქსოვას იწყებს და გეუბნება: ყურადღებას ნუ მომაქცევ, ამ ჯემპრის მკლავს ჩავამთავრებო...

- არაორდინარულია, მომეწონა! იცი, გააჩნია, ამას როგორ გააკეთებს. თუ ფაჩუჩი აქვს დასამთავრებელი და "წინდა თავზე დამახვია", არ მომეწონება, მაგრამ თუკი გამაღიმებს, რატომაც არა? რადგანაც რომანტიკულ ვახშამზე ქსოვას იწყებს, ე.ი. ცოტა "დარტყმული" იქნება, მე კი ასეთი ადამიანები მიზიდავს. ხშირად აღმინიშნავს: როცა ვინმეზე ვამბობ, - "აფრენს"-მეთქი, ეს ჩემგან დიდი კომპლიმენტია! აბა, რა უნდა ქნას, ბოკალი სხვანაირად დაიჭიროს, ტუჩები გამიპრუწოს?!.

- ვთქვათ, ქსოვას პირველსავე შეხვედრაზე იწყებს...

- აბა, მეორე და მესამე შეხვედრაზე წინდის ქსოვა რომ დაიწყოს, უკვე ნერვებს მომიშლის. ასეთი საქციელი პირველ რომანტიკულ ვახშამზეა საინტერესო, ოღონდ - ხაზს ვუსვამ: გააჩნია, ამას როგორ გააკეთებს...

- რეალურად, შენი თანდასწრებით, ქალს არაორდინარული საქციელი თუ ჩაუდენია?

- ჩემთან შეხვედრას რომ დათანხმდა, ეს უკვე არაორდინარულია (იცინის).

- ვთქვათ, შენი სახლის ეზოში მიხეილ სააკაშვილი და შალვა ნათელაშვილი დომინოს თამაშობენ და შენც გეპატიჟებიან...

- ვიფიქრებ, რომ ეზოში დომინოს მოთამაშეები მიხეილ სააკაშვილსა და შალვა ნათელაშვილს უბრალოდ, მივამსგავსე. ისე, დომინო არ მიყვარს და შესაბამისად, მათ მიპატიჟებას არ მივიღებ. აი, ნარდზე - დავფიქრდებოდი...

- ვთქვათ, შენი ყველაზე სანდო მეგობარი 1 დღით, უკანონოდ დაჭერილი შვლის ნუკრის მოვლას გთხოვს, რადგან თავად აუცილებელი საქმის გამო ქალაქიდან მიემგზავრება.

- აუცილებლად მოვუვლი. ხანდახან ცხოველები უფრო მიყვარს, ვიდრე - ადამიანები. თუკი ცხოველს უვლი, ეს დანაშაულია? ზოგჯერ ეს კანონები მაგიჟებს, რა. აბა, რა უნდა ვქნა, ნუკრი ტყეში "ჩავაბარო"?.. ისე, მოიცა, ჩემმა მეგობარმა შვლის ნუკრი დაიჭირა და ჩუმად მომიყვანა?

- ეგ არ ვიცი, მაგრამ ეს ცხოველი შინ უკანონოდ ჰყავდა...

- თუ ვიცი, რომ ნუკრი უნდა მოკლას, თავად იმ მეგობარს მოვკლავ, რომელიც ძალიან მენდობა! ვისაც შვლის ნუკრი მოკლული ჰყავს, ის არაადამიანად მიმაჩნია! ვერაფრით ამიხსნია, ნადირობაში რა "კაიფია"? მგონი, შინაგანად ცხოველთა დამცველი ვარ. როგორ შეიძლება, ნუკრს უყურებდე, შემდეგ იარაღი ესროლო და მისი ბარკალი მიირთვა?!

- ვეგეტარიანელი ხარ?

- არა, მაგრამ კვებაზე დიდად არ ვგიჟდები. ხანდახან მონადირეები ისეთ ამბებს ჰყვებიან და თან - ამით ამაყობენ, რომ პროტესტის გრძნობა მიჩნდება...

- ვთქვათ, დილით ლამაზ, მაგრამ შენთვის უცნობ მანდილოსანთან ერთად იღვიძებ...

- ასეთი რამ მომხდარა (იცინის)... ისიც არ მხსომებია, ღამით რაიმე საინტერესო იყო თუ არა...

- ვთქვათ, ახალგაღვიძებულს, გოგონა გსაყვედურობს: როგორ შეიძლება, ქორწინების ღამეს ასე დამთვრალიყავიო?

- ცოლი შემირთავს? ნუ, რაღას ვიზამთ? წარსულში ქექვას რა აზრი აქვს? ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ. სხვათა შორის, წარსულში არასდროს ვიქექები...

- დაბოლოს, შენი შემოქმედებითი გეგმების შესახებ რას გვეტყვი?

- მოსკოვში გამგზავრებას და "მიმინოს" რიმეიქში მონაწილეობას ვგეგმავ. ასევე, თეატრის რეჟისორთან - გაგა გოშაძესთან თანამშრომლობას ვაპირებ.

- წარმატებას გისურვებ!

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება