საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართულ-ნორვეგიული სიყვარულის ამბავი - "წინა ცხოვრებაში მეგრელი ვიყავი"
ქართულ-ნორვეგიული სიყვარულის ამბავი - "წინა ცხოვრებაში მეგრელი ვიყავი"

15 წლის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ თით­ქმის არა­ფე­რი იცო­და, მაგ­რამ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს "ჩაკ­რუ­ლოს" მო­უს­მი­ნა და ფიქ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ზე იმ დღი­დან აეკ­ვი­ა­ტა. მალე ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­ვი­და და ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის შეს­წავ­ლა და­ი­წყო. მერე ქარ­თვე­ლი ქალი შე­უყ­ვარ­და, მარ­თლმა­დი­დებ­ლად მო­ი­ნათ­ლა და მას­ზე იქორ­წი­ნა... უკვე 12 წე­ლია, რაც ამ­ბობს, "სა­ქარ­თვე­ლო ჩემი მე­ო­რე სამ­შობ­ლოა". ნორ­ვე­გი­ე­ლი ფოლკ­ლო­რის­ტი, სვენ ვოგე და მისი მე­უღ­ლე, პო­ე­ტი, მხატ­ვა­რი თა­მარ ლო­მი­ძე, ახლა ქარ­თულ-ნორ­ვე­გი­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრო­ბენ.

თა­მა­რი პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­ლო­გი და ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნეა. ამას­თან, 2 პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლის ავ­ტო­რი და არა­ერ­თი პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი. როცა სვენ ვოგე გა­იც­ნო, ნორ­ვე­გი­ა­ში კნუტ ჰამ­სუ­ნი­სა და ჰენ­რიკ იბ­სე­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე მუ­შა­ობ­და.

- მა­შინ ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ ნორ­ვე­გი­ა­ში ბევ­რი არა­ფე­რი იცოდ­ნენ. ამ­ბობ­დნენ, ის საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში შე­მა­ვა­ლი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც ჯერ 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დია მოხ­და, შემ­დეგ - სა­მო­ქა­ლა­ქო ომიო... აღ­მოჩ­ნდა, რომ სვენს ჩემი ერთი ნორ­ვე­გი­ე­ლი მე­გო­ბა­რი იც­ნობ­და. ერ­თმა­ნე­თი სწო­რედ მან გაგ­ვაც­ნო. სვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მო­ვი­და, ან­სამ­ბლ "ლა­შარ­ში" მი­ვიყ­ვა­ნე, გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი გა­ვა­ცა­ნი. ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა გი­ორ­გიმ ას­წავ­ლა.

სვე­ნი:

- ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა სა­ოც­რე­ბაა, ის გულ­სა და გო­ნე­ბა­ში ერ­თდრო­უ­ლად აღ­წევს. როცა ქარ­თულ მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბას უს­მენ, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ქარ­თვე­ლი ხარ თუ ნორ­ვე­გი­ე­ლი, ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად ატყვე­ვებს. "ჩაკ­რუ­ლო" პირ­ვე­ლად ან­სამ­ბლ "რუს­თა­ვის" შეს­რუ­ლე­ბით მო­ვის­მი­ნე და მა­შინ­ვე და­ვინ­ტე­რეს­დი, სად იყო ქვე­ყა­ნა, სა­დაც ასე მღე­როდ­ნენ.

- "ჩაკ­რუ­ლოს" შემ­დეგ ასე­თი­ვე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა თქვენ­ზე კი­დევ რო­მელ­მა სიმ­ღე­რამ მო­ახ­დი­ნა?

- ძნე­ლი სათ­ქმე­ლია. ეს იგი­ვეა, დე­დას ჰკი­თხო, რო­მე­ლი შვი­ლი უფრო გიყ­ვარ­სო? სხვა­დას­ხვა კუ­თხეს თა­ვი­სი სიმ­ღე­რა და კილო აქვს. გუ­რუ­ლი სიმ­ღე­რაც მომ­წონს და სვა­ნუ­რიც. ძა­ლი­ან მიყ­ვარს "წინ­წყა­რო". ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის "ორ­ნა­მენ­ტე­ბის" შეს­წავ­ლა სწო­რედ ამ სიმ­ღე­რით და­ვი­წყე.

- თქვე­ნი ნამ­ღე­რი "წინ­წყა­რო" მოს­მე­ნი­ლი მაქვს, შე­ქე­ბას ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებთ...

- მად­ლო­ბა, ეს მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი სიმ­ღე­რაა. მი­ხა­რია, რომ ჩემი შვი­ლი - ლუ­კაც კარ­გად მღე­რის. "წინ­წყა­როს" ერ­თად ვას­რუ­ლებთ.

- 15 წლის წინ, როცა თქვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ჩა­მოხ­ვე­დით, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში რთუ­ლი პო­ლი­ტი­კურ- ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო. ნორ­ვე­გი­ი­დან აქ სა­ცხოვ­რებ­ლად გად­მოს­ვლა არ გა­გი­ჭირ­დათ?

- პირ­ვე­ლად რომ ჩა­მო­ვე­დი, 2 კვი­რა დავ­რჩი, მე­ო­რედ - ერთი თვე და ასე ნელ-ნელა შე­ვეჩ­ვიე ამ ქვე­ყა­ნას. 1996 წლი­დან 2001 წლამ­დე ჩა­მოვ­დი­ო­დი ხოლ­მე, მცი­რე ხნით ვრჩე­ბო­დი და ისევ უკან, ნორ­ვე­გი­ა­ში ვბრუნ­დე­ბო­დი.

თა­მა­რი:

- შემ­დეგ ნორ­ვე­გი­ა­ში გა­ვემ­გზავ­რე, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში გა­ვი­მარ­ჯვე, ნორ­ვე­გი­ე­ლი მო­ქან­და­კის - გუს­ტავ ვი­გე­ლან­დის სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დია მი­ვი­ღე. მე და სვე­ნი ნორ­ვე­გი­ა­ში დავ­მე­გობ­რდით. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის შემ­დეგ, თვი­თონ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. მოკ­ლედ, ბევ­რი რომ აღარ გა­ვაგ­რძე­ლო, ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა თან­და­თან სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და.

მი­უ­ხე­და­ვად სიყ­ვა­რუ­ლი­სა, თა­მარ­მა სამ­შობ­ლო­დან სა­მუ­და­მოდ წას­ვლა ვერ შეძ­ლო. მი­ზე­ზი მარ­ტი­ვი და გა­სა­გე­ბია. ერთ ლექსში ნორ­ვე­გი­ელ მე­უღ­ლეს სწერს: "შენს სამ­შობ­ლო­ში/ რო­სი­ნან­ტით ვებ­რძვი ქა­რიშ­ხალს,/ აქ ჩემი რაში ზე­ცას სწვდე­ბა,/ სის­ხლი უყი­ვის.../ მგლე­ჯენ, მფლე­თენ და.../ მსანსლა­ვენ და მა­ინც მთე­ლი ვარ,/ იმ­დე­ნი ძალა შემ­რჩე­ნია.../ მტერ­საც ვუ­ღი­მი./ აქა მაქვს მხო­ლოდ ის ჟრჟო­ლა და ისე­თი ცრემ­ლი,/ დამ­წვა­რი მი­წის ოხ­ში­ვა­რით რომ თუთ­ქავს ფიქ­რებს.../ აქ უფ­ლის­ცი­ხე კედ­ლე­ბი­დან მა­ცხუ­ნებს მზეს და.../ და სიზ­მარ-ცხადსაც შე­უც­ნო­ბი დუ­მი­ლით მი­გებს./ მანდ მე ხომ მხო­ლოდ თავს ვუკ­ვდე­ბი,/ მტვე­რი­ვით ვქრე­ბი.../აქ კი სიკ­ვდილ­შიც და­მარ­ხუ­ლი კვლავ ვი­ბა­დე­ბი.../ აქ ნა­მუ­სი­ვით და­მი­ხუ­რავს ვარ­ძი­ის სევ­და/ და ყვე­ლა სათ­ქმელს გუ­მა­ნი­თაც იო­ლად ვხვდე­ბი"...

- ნორ­ვე­გი­ა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. თან, ვამ­ჩნევ­დი, სვენს სა­ქარ­თვე­ლო, ჩვე­ნი კულ­ტუ­რა და ტრა­დი­ცი­ე­ბი ძა­ლი­ან მოს­წონ­და. ერთხელ მთი­უ­ლეთ­ში ვი­ყა­ვით. იქა­უ­რო­ბამ იმ­დე­ნად მო­ხიბ­ლა, ამ­ბობ­და, ჯურ­ხა ვო­გი­ა­უ­რი ვარო. სა­დაც მი­დი­ო­და, ყველ­გან იქა­ურ ქუდს ირ­გებ­და და ახალ გვარს "იღებ­და". კა­ხეთ­ში - ვო­გი­აშ­ვი­ლი, სა­მეგ­რე­ლო­ში - ვო­გია, ხევ­სუ­რეთ­ში - ვო­გი­ა­უ­რი იყო. სვენ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და 12 წე­ლია, რაც ერ­თად ვცხოვ­რობთ.

- ბა­ტო­ნო სვენ, სიმ­ღე­რის გარ­და, ამ ქვე­ყა­ნა­ში კი­დევ რა მოგ­წონთ?

- ძა­ლი­ან მომ­წონს: ქარ­თვე­ლე­ბის თბი­ლი ბუ­ნე­ბა, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა, ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა... ისე მოხ­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი "ჩე­მად" მი­ვიჩ­ნიე, მაგ­რამ ხან­და­ხან ჩემი სამ­შობ­ლოს ნოს­ტალ­გია მი­პყრობს, იქ მშობ­ლე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი მყავს, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო ჩემი მე­ო­რე სამ­შობ­ლოა, ხომ შე­იძ­ლე­ბა, ასე რომ ვთქვა? ბედ­ნი­ე­რი კაცი ვარ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობ.

- ქარ­თვე­ლი ქა­ლის გუ­ლის მო­გე­ბა არ გა­გი­ჭირ­დათ?

- (იცი­ნის) გუ­ლის მო­გე­ბა? ეს რას ნიშ­ნავს (თა­მა­რი მშობ­ლი­ურ ენა­ზე უთარ­გმნის)? სიყ­ვა­რულ­მა ხომ ეროვ­ნე­ბა არ იცის. ჩვენ ერ­თმა­ნე­თის კარ­გად გვეს­მის.

- თქვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თლმა­დი­დებ­ლად მო­ი­ნათ­ლეთ. რა­ტომ?

- დიახ, მცხე­თა­ში, მტკვრი­სა და არაგ­ვის შე­სარ­თავ­თან მო­ვი­ნათ­ლე. მერე ჯვა­რიც და­ვი­წე­რეთ... ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას ადა­მი­ა­ნი ასე მოკ­ლე დრო­ში ვერ მი­ი­ღებს, მაგ­რამ მე ში­ნა­გა­ნად მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ვი­ყა­ვი. ნათ­ლო­ბით კი ეკ­ლე­სი­ამ კარი გა­მი­ღო. ტა­ძარ­ში რომ შევ­დი­ვარ, დიდ მადლს ვგრძნობ.

თა­მა­რი:

- სვენს ხში­რად ვე­უბ­ნე­ბი, წინა ცხოვ­რე­ბა­ში ალ­ბათ ქარ­თვე­ლი იყა­ვი-მეთ­ქი.

სვე­ნი:

- ჰო, მეგ­რე­ლი ვი­ყა­ვი. მეგ­რე­ლე­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი მე­გო­ბა­რი გყავთ?

- რა თქმა უნდა, აქ მცხოვ­რებ უცხო­ე­ლებ­თა­ნაც ვმე­გობ­რობ, მაგ­რამ ქარ­თვე­ლებ­თან - მე­ტად.

- ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლა გა­გი­ჭირ­დათ?

- ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლა იოლი არ არის, გან­სა­კუთ­რე­ბით - გრა­მა­ტი­კის. ჩემი მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­კოა. 1996 წელს ზა­ფხუ­ლის სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი და ქარ­თულ ენას სან­დრა რუ­ლოვსთან ერ­თად ვსწავ­ლობ­დი. სან­დრა ზუს­ტად ისე­თი­ვე ადა­მი­ა­ნად დარ­ჩა, რო­გო­რიც 1996 წელს იყო. ამის გამო ვა­ფა­სებ.

- მინ­და, ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ზეც გკი­თხოთ.

- ოოო! ამა­ზე და­უს­რუ­ლებ­ლად ლა­პა­რა­კი შე­მიძ­ლია (იცი­ნის).

- ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი კერ­ძე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი მოგ­წონთ?

- თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი მომ­წონს, ამი­ტომ პა­სუ­ხის გა­ცე­მა უფრო გა­მი­ად­ვილ­დე­ბა, თუ მკი­თხავთ, რა არ მომ­წონს? ხაშ­ლა­მა არ მიყ­ვარს. ხა­ჭა­პუ­რი ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია. ღომს იმ შემ­თხვე­ვა­ში მი­ვირ­თმევ, თუ კარგ ყველ­თან ერ­თად შე­მომ­თა­ვა­ზე­ბენ. მწვად­ზე, ქა­ბაბ­ზე, ხინ­კალ­ზე ვგიჟ­დე­ბი.

- ქარ­თულ ღვი­ნო­ზე რას იტყვით?

- ქვევ­რის ღვი­ნო მირ­ჩევ­ნია.

- სა­ქარ­თვე­ლოს კარ­გად იც­ნობთ. ქვეყ­ნის რო­მე­ლი კუ­თხე დაგ­რჩათ უნა­ხა­ვი?

- აფხა­ზე­თი და თუ­შე­თი არ მი­ნა­ხავს. ამ ზა­ფხულს თუ­შეთ­ში ვა­პი­რებ წას­ვლას. იმე­დია, აფხა­ზეთ­ში ქარ­თვე­ლე­ბი მალე დაბ­რუნ­დე­ბით და თქვენ­თან ერ­თად მეც მო­ვი­ნა­ხუ­ლებ მას.

თა­მა­რი:

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ მთი­უ­ლეთ­ში ვი­ყა­ვით. სვე­ნი მა­შინ გრძელ თმას ატა­რებ­და. ერთხე­ლაც, შამ­პუ­ნი აიღო, იქვე, პა­ტა­რა ჩანჩქე­რის­კენ წა­ვი­და და ყი­ნუ­ლი­ვით ცივ წყალ­ში ბა­ნა­ო­ბა და­ი­წყო. იმ დროს გზა­ზე ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნი გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც სვენს მი­ა­ძა­ხა - შვი­ლო­ოო! კბი­ლებს და­გაყ­რე­ვი­ნებს ეგ წყა­ლიო (იცი­ნი­ან) და გზა გა­ნაგ­რძო. სვენ­მა ნათ­ქვა­მი ვერ გა­ი­გო, მთხო­ვა, გა­და­მი­თარ­გმნეო. რო­გორ გა­და­მე­თარ­გმნა?

სვე­ნი:

- მა­შინ ქარ­თუ­ლი კარ­გად არ ვი­ცო­დი და გა­ვოც­დი, კბი­ლე­ბი რა­ტომ დამ­ცვივ­დე­ბა-მეთ­ქი? ბოლო დროს ამა თუ იმ გა­მოთ­ქმას უკვე ალღო ავუ­ღე.

თა­მა­რი:

- რომ ჩა­მო­ვი­და, "ლა­შა­რის" ბი­ჭებ­მა პირ­ვე­ლად ქარ­თუ­ლი გი­ნე­ბა ას­წავ­ლეს, გა­მო­გად­გე­ბაო. ერთ დღეს, სო­ფელ­ში მივ­დი­ო­დით, ბა­ზარ­ში პრო­დუქ­ტის შე­სა­ძე­ნად შე­ვი­ა­რეთ, მა­შინ ქურ­დო­ბა ხში­რად ხდე­ბო­და და სვენს ზურგჩან­თი­დან სა­ფუ­ლე ამო­ა­ცა­ლეს. ქურ­დს გა­ე­კი­და და უნდა მო­გეს­მი­ნათ, რა სი­ტყვებს ეძახ­და.

სვე­ნი:

- გა­ვე­კი­დე და სა­ფუ­ლე წა­ვარ­თვი. ქურდმა მი­თხრა, - რომ მცოდ­ნო­და, ქარ­თუ­ლი იცო­დი, არ მოგ­პა­რავ­დიო.

თა­მა­რი:

- ბორ­ჯო­მის რა­ი­ონ­ში, წაღ­ვერ­თან ახ­ლოს არის სო­ფე­ლი ტბა, სა­დაც ბე­ბია-ბა­ბუ­ის და­ნა­ტო­ვა­რი სახ­ლი მაქვს და ზა­ფხუ­ლო­ბით ხში­რად ჩავ­დი­ვართ.

სვე­ნი:

- რომ მოვ­ხუც­დე­ბით, სა­ცხოვ­რებ­ლად სო­ფელ­ში გა­და­ვალთ. ამა­ზე შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი ვართ.

თა­მა­რი:

- მე იქ ახ­ლაც სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვალ, მაგ­რამ ჯერ პი­რო­ბე­ბი უნდა შევ­ქმნა, სახ­ლს შე­კე­თე­ბა სჭირ­დე­ბა. ეს ქვე­ყა­ნა ფეხ­ზე მა­შინ დად­გე­ბა, როცა ხალ­ხი სო­ფელს და­უბ­რუნ­დე­ბა... 2008 წლის ომის დროს, ბავ­შვთან ერ­თად სო­ფელ­ში ვი­ყა­ვი, სვე­ნი თბი­ლის­ში შე­მორ­ჩა, გზა ჩა­ი­კე­ტა და ვე­ღარ წა­მო­ვი­და. მდგო­მა­რე­ო­ბა რომ და­ი­ძა­ბა, ჩვენ­თან შე­მოვ­ლი­თი გზით მა­ინც შეძ­ლო ჩა­მოს­ვლა. მოკ­ლედ, მთე­ლი სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი შე­მო­ი­ა­რა და კი­თხვა-კი­თხვით მო­ვი­და. ძა­ლი­ან მტვრი­ა­ნი, დაღ­ლი­ლი და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კი იყო, მაგ­რამ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი მიყ­ვე­ბო­და: ეს რა სი­ლა­მა­ზე ვნა­ხეო. ტა­ბა­წყურს სა­ო­ცა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­უხ­დე­ნია.

სვე­ნი:

- სა­ოც­რად ლა­მა­ზი ბუ­ნე­ბა ვნა­ხე. ერთხელ ჯა­ვა­ხეთ­ში შო­თა­ო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზეც ვი­ყა­ვით. გა­დავ­წყვი­ტეთ, ეს კუ­თხე დაგ­ვეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა. გა­ვოც­დი, როცა ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ქარ­თუ­ლად ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი და ისი­ნი რუ­სუ­ლად მპა­სუ­ხობ­დნენ (რუ­სუ­ლი ენა არ ვიცი). ქარ­თუ­ლად შეგ­ნე­ბუ­ლად არ მე­ლა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ. ეს ამ­ბა­ვი არ მო­მე­წო­ნა. სა­ქარ­თვე­ლო­ში, პირ­ველ რიგ­ში, ქარ­თუ­ლი ენა უნდა იყოს წინა პლან­ზე წა­მო­წე­უ­ლი.

სვენ­მა და თა­მარ­მა ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია და­ა­არ­სეს, უცხო­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში კულ­ტუ­რულ მოგ­ზა­უ­რო­ბას სთა­ვა­ზო­ბენ და ამით ქვეყ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ეწე­ვი­ან...

სვენ­მა ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბი ნორ­ვე­გი­ელ მე­გობ­რებს ას­წავ­ლა და ან­სამ­ბლი "გი­ორ­გი" ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად, ან­სამ­ბლში 3 ნორ­ვე­გი­ე­ლი და 1 ქარ­თვე­ლი - ბექა სე­ბის­კვე­რა­ძე მღე­როდ­ნენ. ახლა ბე­ქას­თან და სვენ­თან ერ­თად, ირაკ­ლი ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი და პე­ტერ სი­მონ­სე­ნი მღე­რი­ან. სვე­ნი ხალ­ხურ საკ­რა­ვებ­ზე დაკ­ვრა­საც სწავ­ლობს. ან­სამ­ბლ "გი­ორ­გის" ნორ­ვე­გი­ა­ში გას­ტრო­ლი 9 მარტს იწყე­ბა. სულ 5 კონ­ცერ­ტი აქვთ და­გეგ­მი­ლი.

თა­მა­რი:

- ნორ­ვე­გი­ის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ჟურ­ნა­ლის­ტი დაგ­ვი­კავ­შირ­და და გვი­თხრა, მინ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ზე რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მა მო­ვამ­ზა­დოო. და­ვეხ­მა­რეთ და პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა ხე­ვის­ბერ­ზე, მთის ტრა­დი­ცი­ებ­ზე მო­ამ­ზა­და, მე­ო­რე - პო­ლი­ტი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, მე­სა­მე - ქარ­თულ ღვი­ნო­სა და ქარ­თუ­ლი პუ­რის გა­მო­ცხო­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე, მე­ო­თხე - ან­სამ­ბლ "გი­ორ­გი­ზე" და ახლა უნდა გა­ვი­დეს გა­და­ცე­მა ფი­როს­მა­ნის შე­სა­ხებ. ჩვე­ნი ქვეყ­ნით ბევ­რი უცხო­ე­ლი და­ინ­ტე­რეს­და. მინ­და, ას­პინ­ძა­ში შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სიმ­ბო­ლუ­რი მუ­ზე­უ­მი მა­ინც იყოს. შოთა რუს­თა­ვე­ლით რომ ვა­მა­ყობთ, ხომ შე­იძ­ლე­ბა, ტუ­რისტს ერთი მეს­ხუ­რი ოდაც აჩ­ვე­ნო, რო­მელ­საც მისი სა­ხე­ლი ერ­ქმე­ვა? ისე, წლე­ბის წინ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ მი­წისძვრას და­უნ­გრე­ვია. აღ­დგე­ნა­ზე კი არა­ვინ ფიქ­რობს...

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ქართულ-ნორვეგიული სიყვარულის ამბავი - "წინა ცხოვრებაში მეგრელი ვიყავი"

ქართულ-ნორვეგიული სიყვარულის ამბავი - "წინა ცხოვრებაში მეგრელი ვიყავი"

15 წლის წინ, საქართველოს შესახებ თითქმის არაფერი იცოდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს "ჩაკრულოს" მოუსმინა და ფიქრი საქართველოზე იმ დღიდან აეკვიატა. მალე ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა და ხალხური სიმღერის შესწავლა დაიწყო. მერე ქართველი ქალი შეუყვარდა, მართლმადიდებლად მოინათლა და მასზე იქორწინა... უკვე 12 წელია, რაც ამბობს, "საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა". ნორვეგიელი ფოლკლორისტი, სვენ ვოგე და მისი მეუღლე, პოეტი, მხატვარი თამარ ლომიძე, ახლა ქართულ-ნორვეგიული სიყვარულისა და ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობენ.

თამარი პროფესიით ფილოლოგი და ხელოვნებათმცოდნეა. ამასთან, 2 პოეტური კრებულის ავტორი და არაერთი პრემიის ლაურეატი. როცა სვენ ვოგე გაიცნო, ნორვეგიაში კნუტ ჰამსუნისა და ჰენრიკ იბსენის შემოქმედებაზე მუშაობდა.

- მაშინ ჩვენი ქვეყნის შესახებ ნორვეგიაში ბევრი არაფერი იცოდნენ. ამბობდნენ, ის საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყანაა, სადაც ჯერ 9 აპრილის ტრაგედია მოხდა, შემდეგ - სამოქალაქო ომიო... აღმოჩნდა, რომ სვენს ჩემი ერთი ნორვეგიელი მეგობარი იცნობდა. ერთმანეთი სწორედ მან გაგვაცნო. სვენი საქართველოში რომ ჩამოვიდა, ანსამბლ "ლაშარში" მივიყვანე, გიორგი უშიკიშვილი გავაცანი. ქართული ხალხური სიმღერა გიორგიმ ასწავლა.

სვენი:

- ქართული სიმღერა საოცრებაა, ის გულსა და გონებაში ერთდროულად აღწევს. როცა ქართულ მრავალხმიანობას უსმენ, არ აქვს მნიშვნელობა, ქართველი ხარ თუ ნორვეგიელი, ყველას ერთნაირად ატყვევებს. "ჩაკრულო" პირველად ანსამბლ "რუსთავის" შესრულებით მოვისმინე და მაშინვე დავინტერესდი, სად იყო ქვეყანა, სადაც ასე მღეროდნენ.

- "ჩაკრულოს" შემდეგ ასეთივე შთაბეჭდილება თქვენზე კიდევ რომელმა სიმღერამ მოახდინა?

- ძნელი სათქმელია. ეს იგივეა, დედას ჰკითხო, რომელი შვილი უფრო გიყვარსო? სხვადასხვა კუთხეს თავისი სიმღერა და კილო აქვს. გურული სიმღერაც მომწონს და სვანურიც. ძალიან მიყვარს "წინწყარო". ქართული სიმღერის "ორნამენტების" შესწავლა სწორედ ამ სიმღერით დავიწყე.

- თქვენი ნამღერი "წინწყარო" მოსმენილი მაქვს, შექებას ნამდვილად იმსახურებთ...

- მადლობა, ეს მართლაც გამორჩეული სიმღერაა. მიხარია, რომ ჩემი შვილი - ლუკაც კარგად მღერის. "წინწყაროს" ერთად ვასრულებთ.

- 15 წლის წინ, როცა თქვენ საქართველოში პირველად ჩამოხვედით, ჩვენს ქვეყანაში რთული პოლიტიკურ- ეკონომიკური მდგომარეობა იყო. ნორვეგიიდან აქ საცხოვრებლად გადმოსვლა არ გაგიჭირდათ?

- პირველად რომ ჩამოვედი, 2 კვირა დავრჩი, მეორედ - ერთი თვე და ასე ნელ-ნელა შევეჩვიე ამ ქვეყანას. 1996 წლიდან 2001 წლამდე ჩამოვდიოდი ხოლმე, მცირე ხნით ვრჩებოდი და ისევ უკან, ნორვეგიაში ვბრუნდებოდი.

თამარი:

- შემდეგ ნორვეგიაში გავემგზავრე, საერთაშორისო კონკურსში გავიმარჯვე, ნორვეგიელი მოქანდაკის - გუსტავ ვიგელანდის სახელობის სტიპენდია მივიღე. მე და სვენი ნორვეგიაში დავმეგობრდით. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, თვითონ ჩამოვიდა საქართველოში. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩვენი მეგობრობა თანდათან სიყვარულში გადაიზარდა.

მიუხედავად სიყვარულისა, თამარმა სამშობლოდან სამუდამოდ წასვლა ვერ შეძლო. მიზეზი მარტივი და გასაგებია. ერთ ლექსში ნორვეგიელ მეუღლეს სწერს: "შენს სამშობლოში/ როსინანტით ვებრძვი ქარიშხალს,/ აქ ჩემი რაში ზეცას სწვდება,/ სისხლი უყივის.../ მგლეჯენ, მფლეთენ და.../ მსანსლავენ და მაინც მთელი ვარ,/ იმდენი ძალა შემრჩენია.../ მტერსაც ვუღიმი./ აქა მაქვს მხოლოდ ის ჟრჟოლა და ისეთი ცრემლი,/ დამწვარი მიწის ოხშივარით რომ თუთქავს ფიქრებს.../ აქ უფლისციხე კედლებიდან მაცხუნებს მზეს და.../ და სიზმარ-ცხადსაც შეუცნობი დუმილით მიგებს./ მანდ მე ხომ მხოლოდ თავს ვუკვდები,/ მტვერივით ვქრები.../აქ კი სიკვდილშიც დამარხული კვლავ ვიბადები.../ აქ ნამუსივით დამიხურავს ვარძიის სევდა/ და ყველა სათქმელს გუმანითაც იოლად ვხვდები"...

- ნორვეგიაში საცხოვრებლად გადასვლა ძალიან გამიჭირდა. თან, ვამჩნევდი, სვენს საქართველო, ჩვენი კულტურა და ტრადიციები ძალიან მოსწონდა. ერთხელ მთიულეთში ვიყავით. იქაურობამ იმდენად მოხიბლა, ამბობდა, ჯურხა ვოგიაური ვარო. სადაც მიდიოდა, ყველგან იქაურ ქუდს ირგებდა და ახალ გვარს "იღებდა". კახეთში - ვოგიაშვილი, სამეგრელოში - ვოგია, ხევსურეთში - ვოგიაური იყო. სვენმა საქართველოში გადმოსვლის გადაწყვეტილება მიიღო და 12 წელია, რაც ერთად ვცხოვრობთ.

- ბატონო სვენ, სიმღერის გარდა, ამ ქვეყანაში კიდევ რა მოგწონთ?

- ძალიან მომწონს: ქართველების თბილი ბუნება, სტუმართმოყვარეობა, ოჯახის წევრებს შორის დამოკიდებულება... ისე მოხდა, რომ ეს ყველაფერი "ჩემად" მივიჩნიე, მაგრამ ხანდახან ჩემი სამშობლოს ნოსტალგია მიპყრობს, იქ მშობლები, ახლობლები, მეგობრები მყავს, მაგრამ საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა, ხომ შეიძლება, ასე რომ ვთქვა? ბედნიერი კაცი ვარ, რომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ.

- ქართველი ქალის გულის მოგება არ გაგიჭირდათ?

- (იცინის) გულის მოგება? ეს რას ნიშნავს (თამარი მშობლიურ ენაზე უთარგმნის)? სიყვარულმა ხომ ეროვნება არ იცის. ჩვენ ერთმანეთის კარგად გვესმის.

- თქვენ საქართველოში მართლმადიდებლად მოინათლეთ. რატომ?

- დიახ, მცხეთაში, მტკვრისა და არაგვის შესართავთან მოვინათლე. მერე ჯვარიც დავიწერეთ... ვაცნობიერებ, რომ მართლმადიდებლობას ადამიანი ასე მოკლე დროში ვერ მიიღებს, მაგრამ მე შინაგანად მართლმადიდებელი ვიყავი. ნათლობით კი ეკლესიამ კარი გამიღო. ტაძარში რომ შევდივარ, დიდ მადლს ვგრძნობ.

თამარი:

- სვენს ხშირად ვეუბნები, წინა ცხოვრებაში ალბათ ქართველი იყავი-მეთქი.

სვენი:

- ჰო, მეგრელი ვიყავი. მეგრელებით აღფრთოვანებული ვარ.

- საქართველოში ბევრი მეგობარი გყავთ?

- რა თქმა უნდა, აქ მცხოვრებ უცხოელებთანაც ვმეგობრობ, მაგრამ ქართველებთან - მეტად.

- ქართული ენის შესწავლა გაგიჭირდათ?

- ქართული ენის შესწავლა იოლი არ არის, განსაკუთრებით - გრამატიკის. ჩემი მასწავლებელი თაკოა. 1996 წელს ზაფხულის სკოლაში დავდიოდი და ქართულ ენას სანდრა რულოვსთან ერთად ვსწავლობდი. სანდრა ზუსტად ისეთივე ადამიანად დარჩა, როგორიც 1996 წელს იყო. ამის გამო ვაფასებ.

- მინდა, ქართულ სამზარეულოზეც გკითხოთ.

- ოოო! ამაზე დაუსრულებლად ლაპარაკი შემიძლია (იცინის).

- ჩვენი ეროვნული კერძებიდან ყველაზე მეტად რომელი მოგწონთ?

- თითქმის ყველაფერი მომწონს, ამიტომ პასუხის გაცემა უფრო გამიადვილდება, თუ მკითხავთ, რა არ მომწონს? ხაშლამა არ მიყვარს. ხაჭაპური ძალიან გემრიელია. ღომს იმ შემთხვევაში მივირთმევ, თუ კარგ ყველთან ერთად შემომთავაზებენ. მწვადზე, ქაბაბზე, ხინკალზე ვგიჟდები.

- ქართულ ღვინოზე რას იტყვით?

- ქვევრის ღვინო მირჩევნია.

- საქართველოს კარგად იცნობთ. ქვეყნის რომელი კუთხე დაგრჩათ უნახავი?

- აფხაზეთი და თუშეთი არ მინახავს. ამ ზაფხულს თუშეთში ვაპირებ წასვლას. იმედია, აფხაზეთში ქართველები მალე დაბრუნდებით და თქვენთან ერთად მეც მოვინახულებ მას.

თამარი:

- რამდენიმე წლის წინ მთიულეთში ვიყავით. სვენი მაშინ გრძელ თმას ატარებდა. ერთხელაც, შამპუნი აიღო, იქვე, პატარა ჩანჩქერისკენ წავიდა და ყინულივით ცივ წყალში ბანაობა დაიწყო. იმ დროს გზაზე ერთი ადგილობრივი ქალბატონი გამოჩნდა, რომელმაც სვენს მიაძახა - შვილოოო! კბილებს დაგაყრევინებს ეგ წყალიო (იცინიან) და გზა განაგრძო. სვენმა ნათქვამი ვერ გაიგო, მთხოვა, გადამითარგმნეო. როგორ გადამეთარგმნა?

სვენი:

- მაშინ ქართული კარგად არ ვიცოდი და გავოცდი, კბილები რატომ დამცვივდება-მეთქი? ბოლო დროს ამა თუ იმ გამოთქმას უკვე ალღო ავუღე.

თამარი:

- რომ ჩამოვიდა, "ლაშარის" ბიჭებმა პირველად ქართული გინება ასწავლეს, გამოგადგებაო. ერთ დღეს, სოფელში მივდიოდით, ბაზარში პროდუქტის შესაძენად შევიარეთ, მაშინ ქურდობა ხშირად ხდებოდა და სვენს ზურგჩანთიდან საფულე ამოაცალეს. ქურდს გაეკიდა და უნდა მოგესმინათ, რა სიტყვებს ეძახდა.

სვენი:

- გავეკიდე და საფულე წავართვი. ქურდმა მითხრა, - რომ მცოდნოდა, ქართული იცოდი, არ მოგპარავდიო.

თამარი:

- ბორჯომის რაიონში, წაღვერთან ახლოს არის სოფელი ტბა, სადაც ბებია-ბაბუის დანატოვარი სახლი მაქვს და ზაფხულობით ხშირად ჩავდივართ.

სვენი:

- რომ მოვხუცდებით, საცხოვრებლად სოფელში გადავალთ. ამაზე შეთანხმებულები ვართ.

თამარი:

- მე იქ ახლაც სიამოვნებით წავალ, მაგრამ ჯერ პირობები უნდა შევქმნა, სახლს შეკეთება სჭირდება. ეს ქვეყანა ფეხზე მაშინ დადგება, როცა ხალხი სოფელს დაუბრუნდება... 2008 წლის ომის დროს, ბავშვთან ერთად სოფელში ვიყავი, სვენი თბილისში შემორჩა, გზა ჩაიკეტა და ვეღარ წამოვიდა. მდგომარეობა რომ დაიძაბა, ჩვენთან შემოვლითი გზით მაინც შეძლო ჩამოსვლა. მოკლედ, მთელი სამცხე-ჯავახეთი შემოიარა და კითხვა-კითხვით მოვიდა. ძალიან მტვრიანი, დაღლილი და გაღიზიანებული კი იყო, მაგრამ აღფრთოვანებული მიყვებოდა: ეს რა სილამაზე ვნახეო. ტაბაწყურს საოცარი შთაბეჭდილება მოუხდენია.

სვენი:

- საოცრად ლამაზი ბუნება ვნახე. ერთხელ ჯავახეთში შოთაობის დღესასწაულზეც ვიყავით. გადავწყვიტეთ, ეს კუთხე დაგვეთვალიერებინა. გავოცდი, როცა ადგილობრივ მოსახლეობას ქართულად ველაპარაკებოდი და ისინი რუსულად მპასუხობდნენ (რუსული ენა არ ვიცი). ქართულად შეგნებულად არ მელაპარაკებოდნენ. ეს ამბავი არ მომეწონა. საქართველოში, პირველ რიგში, ქართული ენა უნდა იყოს წინა პლანზე წამოწეული.

სვენმა და თამარმა ტურისტული კომპანია დააარსეს, უცხოელებს საქართველოში კულტურულ მოგზაურობას სთავაზობენ და ამით ქვეყნის პოპულარიზაციას ეწევიან...

სვენმა ქართული ხალხური სიმღერები ნორვეგიელ მეგობრებს ასწავლა და ანსამბლი "გიორგი" ჩამოაყალიბა. თავდაპირველად, ანსამბლში 3 ნორვეგიელი და 1 ქართველი - ბექა სებისკვერაძე მღეროდნენ. ახლა ბექასთან და სვენთან ერთად, ირაკლი ჩოლოყაშვილი და პეტერ სიმონსენი მღერიან. სვენი ხალხურ საკრავებზე დაკვრასაც სწავლობს. ანსამბლ "გიორგის" ნორვეგიაში გასტროლი 9 მარტს იწყება. სულ 5 კონცერტი აქვთ დაგეგმილი.

თამარი:

- ნორვეგიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი დაგვიკავშირდა და გვითხრა, მინდა, საქართველოზე რამდენიმე გადაცემა მოვამზადოო. დავეხმარეთ და პირველი გადაცემა ხევისბერზე, მთის ტრადიციებზე მოამზადა, მეორე - პოლიტიკურ მდგომარეობაზე, მესამე - ქართულ ღვინოსა და ქართული პურის გამოცხობის ტექნოლოგიაზე, მეოთხე - ანსამბლ "გიორგიზე" და ახლა უნდა გავიდეს გადაცემა ფიროსმანის შესახებ. ჩვენი ქვეყნით ბევრი უცხოელი დაინტერესდა. მინდა, ასპინძაში შოთა რუსთაველის სახელობის სიმბოლური მუზეუმი მაინც იყოს. შოთა რუსთაველით რომ ვამაყობთ, ხომ შეიძლება, ტურისტს ერთი მესხური ოდაც აჩვენო, რომელსაც მისი სახელი ერქმევა? ისე, წლების წინ ყოფილა, მაგრამ მიწისძვრას დაუნგრევია. აღდგენაზე კი არავინ ფიქრობს...

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"