პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უზენაესი სასამართლო მოსამართლის დიპლომთან დაკავშირებით მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე საუბრობს
 უზენაესი სასამართლო მოსამართლის დიპლომთან დაკავშირებით მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე საუბრობს

სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო მო­სა­მარ­თლე ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძის იუ­რი­დი­ულ დიპ­ლომ­თან და­კავ­ში­რე­ბით ახალ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე სა­უბ­რობს.

რო­გორც უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პრესს­პი­კერ­მა ნა­თია ცხა­და­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, 27 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძი­სა და მო­სა­მარ­თლის მაია გი­გა­უ­რის იუ­რი­დი­ულ გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ცხა­და­ი­ას თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ემ­ყა­რე­ბო­და იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მიერ იმ დრო­ის­თვის გა­მოკ­ვლე­უ­ლი ფაქ­ტე­ბი­სა და მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ანა­ლიზს, ხოლო სა­კი­თხის შეს­წავ­ლა მოხ­და ად­ვო­კატ ალექ­სან­დრე ალა­დაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

პრესს­პი­კე­რის გან­ცხა­დე­ბით, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ზუს­ტე­ბის მიზ­ნით და­მა­ტე­ბით და­ინ­ტე­რეს­და იმ საქ­მის დე­ტა­ლე­ბით, რო­მე­ლიც ასე­ვე შე­ე­ხე­ბო­და მო­სა­მარ­თლე ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძის იუ­რი­დი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­სა და მის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს.

"საქ­მის მა­სა­ლე­ბის გა­მო­თხო­ვი­სა და ანა­ლი­ზის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა მე­ტად სა­ყუ­რა­დღე­ბო გა­რე­მო­ე­ბე­ბი. კერ­ძოდ, ალექ­სან­დრე ალა­დაშ­ვილ­მა თა­ვის გან­ცხა­დე­ბას ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძის დიპ­ლო­მის ასლთან ერ­თად და­ურ­თო ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სას­წავ­ლო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის წე­რი­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ აღ­ნიშ­ნულ წე­რილ­ში გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი გა­კე­თე­ბუ­ლია არა უშუ­ა­ლოდ ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძის, არა­მედ სხვა პი­რის სა­ხელ­ზე გა­ცე­მულ დიპ­ლომ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ში­ნა­არ­სობ­რი­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და ეხე­ბა 2001-2005 სას­წავ­ლო წელს, მა­შინ რო­დე­საც ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძეს 1995-1998 წლებ­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა", - გან­მარ­ტა ცხა­და­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ყო­ვე­ლი­ვე ზემო აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­სე­ბობს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი, რომ ად­გი­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს. კერ­ძოდ, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ას, რის გა­მოც უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას რე­ა­გი­რე­ბას სთხოვს.

ამას­თან, ცხა­და­ი­ას თქმით, მო­სა­მარ­თლე მაია გი­გა­უ­რის იუ­რი­დი­ულ გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით საქ­მის და­მა­ტე­ბი­თი შეს­წავ­ლა ჯერ არ მომ­ხდა­რა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

უზენაესი სასამართლო მოსამართლის დიპლომთან დაკავშირებით მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე საუბრობს

 უზენაესი სასამართლო მოსამართლის დიპლომთან დაკავშირებით მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე საუბრობს

საქართველოს უზენაესი სასამართლო მოსამართლე ბესარიონ ალავიძის იურიდიულ დიპლომთან დაკავშირებით ახალ გარემოებებზე საუბრობს.

როგორც უზენაეს სასამართლოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრესსპიკერმა ნათია ცხადაიამ განაცხადა, 27 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გააკეთა განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ბესარიონ ალავიძისა და მოსამართლის მაია გიგაურის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით.

ცხადაიას თქმით, აღნიშნული განცხადება ემყარებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ იმ დროისთვის გამოკვლეული ფაქტებისა და მოქმედი კანონმდებლობის ანალიზს, ხოლო საკითხის შესწავლა მოხდა ადვოკატ ალექსანდრე ალადაშვილის განცხადების საფუძველზე.

პრესსპიკერის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მედიასაშუალებებში გავრცელებული ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის დაზუსტების მიზნით დამატებით დაინტერესდა იმ საქმის დეტალებით, რომელიც ასევე შეეხებოდა მოსამართლე ბესარიონ ალავიძის იურიდიულ განათლებასა და მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

"საქმის მასალების გამოთხოვისა და ანალიზის შედეგად გამოიკვეთა მეტად საყურადღებო გარემოებები. კერძოდ, ალექსანდრე ალადაშვილმა თავის განცხადებას ბესარიონ ალავიძის დიპლომის ასლთან ერთად დაურთო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ წერილში გამოთქმული მოსაზრებები გაკეთებულია არა უშუალოდ ბესარიონ ალავიძის, არამედ სხვა პირის სახელზე გაცემულ დიპლომთან დაკავშირებით, რომელიც შინაარსობრივად განსხვავებულია და ეხება 2001-2005 სასწავლო წელს, მაშინ როდესაც ბესარიონ ალავიძეს 1995-1998 წლებში აქვს მიღებული განათლება", - განმარტა ცხადაიამ.

მისივე თქმით, ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ადგილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, მტკიცებულების ფალსიფიკაციას, რის გამოც უზენაესი სასამართლო საქართველოს მთავარ პროკურატურას რეაგირებას სთხოვს.

ამასთან, ცხადაიას თქმით, მოსამართლე მაია გიგაურის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით საქმის დამატებითი შესწავლა ჯერ არ მომხდარა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ