სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიმიტრი ტატიშვილი - ჩვენს ქვეყანაში მსახიობობით გამდიდრებული კაცი არ მინახავს
დიმიტრი ტატიშვილი - ჩვენს ქვეყანაში მსახიობობით გამდიდრებული კაცი არ მინახავს

"რუს­თა­ვი 2"-ის უც­ვლელ ხმა­სა და მა­ყუ­რებ­ლე­ბის საყ­ვა­რელ მსა­ხი­ობს დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვილს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვეს­ტუმ­რე. ინ­ტერ­ვი­უს და­წყე­ბამ­დე იმის ნახ­ვაც მო­ვას­წა­რი, რო­გორ იწე­რე­ბა მისი ხმა კადრს მიღ­მა. თა­ვი­სი სა­ხა­სი­ა­თო ტემ­ბრით უც­ნო­ბი ტექ­სტი ერთი ამო­სუნ­თქვით, უშეც­დო­მოდ წა­ი­კი­თხა, ეს პრო­ცე­სი კი სცე­ნა­ზე მდგა­რი მსა­ხი­ო­ბის შე­მოქ­მე­დე­ბით წვას უფრო ჰგავ­და.

დი­მიტ­რის მშობ­ლე­ბი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი იყ­ვნენ - გოგი ტა­ტიშ­ვი­ლი და ზიზი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი. ჯერ კი­დევ, სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ დიმა და მისი დები, რო­დე­საც მშობ­ლე­ბის გა­რე­შე დარ­ჩნენ, მაგ­რამ გა­ვი­და წლე­ბი და დედ-მა­მის მშობ­ლი­უ­რი თე­ატ­რის სცე­ნი­დან ისიც წა­რუდ­გა მა­ყუ­რე­ბელს. თე­ატ­რა­ლუ­რი სპექ­ტაკ­ლე­ბი და ტე­ლე­რო­ლე­ბი ფილ­მებ­სა და სე­რი­ა­ლებ­ში: "ქა­ღალ­დის ტყვია", "ჭამა და სექ­სი", "დე­ტექ­ტი­ვე­ბი", "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი", პირ­ვე­ლი არ­ხის მე­გაპ­რო­ექ­ტი "ოკუ­პა­ცია", რომ­ლის გა­მოც 17 ქვე­ყა­ნა შე­მო­ი­ა­რა და, რა თქმა უნდა, მის მიერ გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი "ექი­მი ჰა­უ­სი", რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად მას­თან ასო­ცირ­დე­ბა, ის მთა­ვა­რი მი­ზე­ზე­ბია, რომ­ლის გა­მოც მა­ყუ­რებ­ლებს ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან უყ­ვართ დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი.

ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მით და­ვი­წყე.

ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი

- ისე­თი პერ­სო­ნა­ჟი გვინ­და სე­რი­ალ­ში შე­ვიყ­ვა­ნოთ, შენ რომ ითა­მა­შებ კარ­გა­დო, - და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი ტექ­სტით და­მი­რე­კეს. რო­გორც მსა­ხი­ო­ბის­თვის, სა­ინ­ტე­რე­სოა დემ­ნას როლი, თუმ­ცა მე დი­დად არ მომ­წონს მისი ზოგი საქ­ცი­ე­ლი. ჩემი პრო­ფე­სია ამით არის სა­ინ­ტე­რე­სო, რომ სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნის თა­მა­ში მი­წევს, ხან­და­ხან ჩემ­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის. ისე­თი იდი­ო­ტიც მი­თა­მა­შია, ჭექა-ქუ­ხი­ლის რომ ეში­ნია. გა­და­ღე­ბე­ბის პრო­ცე­სი, სა­ერ­თოდ, ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვი" - ეს ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბი ძა­ლი­ან მომ­წონს. სწო­რად აზ­როვ­ნე­ბენ, იცი­ან, რა უნ­დათ და რო­გორ მი­აღ­წი­ონ ამას. წლი­დან წლამ­დე ხვე­წენ ნა­მუ­შევ­რებს. ეს ნიშ­ნავს, რომ სწორ გზა­ზე დგა­ნან. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან მუ­შა­ო­ბა ყო­ველ­თვის მსი­ა­მოვ­ნებს. ფუ­ჭად არ იხარ­ჯე­ბა დრო და ენერ­გია - ეს ორი და­სა­ფა­სე­ბე­ლი რამ. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მსა­ხი­ო­ბო­ბით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი კაცი არ მი­ნა­ხავს, უბ­რა­ლოდ, ვცდი­ლობთ, ვა­კე­თოთ ჩვე­ნი საქ­მე, რაც გვე­ვა­ლე­ბა.

ახა­ლი წლის შემ­დეგ, სი­უ­ჟე­ტი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მით გან­ვი­თარ­დე­ბა, რო­მე­ლიც იან­ვრის პირ­ველ რი­ცხვებ­ში გა­მო­ვა. ჩა­ნა­ფიქ­რი ასე­თია - სა­დაც დამ­თავ­რდე­ბა ფილ­მი, იქი­დან გაგ­რძელ­დე­ბა მე­სა­მე სე­ზო­ნი.

დემ­ნას ად­გი­ლას ალ­ბათ, და­ახ­ლო­ე­ბით მა­სა­ვით მო­ვიქ­ცე­ო­დი, მაგ­რამ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ნაკ­ლე­ბად და­ი­ჩაგ­რე­ბო­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც სე­რი­ა­ლი შე­იყ­ვა­რა მა­ყუ­რე­ბელ­მა, ის არის, რომ ამ პერ­სო­ნა­ჟებ­ში სა­კუ­თარ თავს ან ახ­ლობ­ლებს პო­უ­ლო­ბენ. დემ­ნას გმი­რი შე­იძ­ლე­ბა, ცო­ტა­თი მეც და­მემ­სგავ­სა, თუ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე კონ­კრე­ტუ­ლი სცე­ნის­თვის უფრო სხარ­ტი და შე­სა­ფე­რი­სი რეპ­ლი­კა და­ი­ბა­დე­ბა, ვამ­ბობთ ხოლ­მე. სცე­ნა­რის­ტი და რე­ჟი­სო­რი არ გვზღუ­და­ვენ, მთა­ვა­რია, რომ არ­სე­ბობს სი­უ­ჟე­ტუ­რი ხაზი და ჩარ­ჩო­ე­ბი.

ექი­მი ჰა­უ­სი

რო­დე­საც "რუს­თა­ვი 2"-ში ეს სე­რი­ა­ლი მო­ი­ტა­ნეს, პირ­და­პირ თქვეს, რომ მე უნდა გა­მეხ­მო­ვა­ნე­ბი­ნა. სა­ერ­თოდ, მხო­ლოდ მხატ­ვრულ ფილ­მებს ან ამე­რი­კულ-ევ­რო­პულ სე­რი­ა­ლებს ვახ­მო­ვა­ნებ, ამის გამო ბევ­რი კარ­გი ფილ­მი მაქვს ნა­ნა­ხი. ჰა­უ­სის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ჰიუ ლორი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე შრო­მა­შია, მას ამით ვგა­ვარ. სკო­ლა დამ­თავ­რე­ბუ­ლი არ მქონ­და, როცა ჩემს საქ­მე­ში ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი. ჰიუს უფრო გა­უ­მარ­თლა - "ჰა­უ­სის" ერთ სე­რი­ა­ში ოთხას ათას დო­ლარს იღებს. მუ­სი­კო­სია. ისე­თი მუ­სი­კა უყ­ვარს, რაც მე - როკი და ჯაზი. თა­ვი­სი ბენ­დი ჰყავს. სამ­წუ­ხა­როდ, მე არ მაქვს ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ ამით გა­ვირ­თო თავი, თუმ­ცა სი­ა­მოვ­ნე­ბით მე­ყო­ლე­ბო­და. ჰიუც წერს მუ­სი­კას. მეც და­მი­წე­რია. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის ერთი სპექ­ტაკ­ლი, - "ქა­მუ­შა­ძის გა­ჭირ­ვე­ბა" მუ­სი­კა­ლუ­რად გა­ვა­ფორ­მე. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა დად­გა და იმი­ტომ გავ­ბე­დე. ბევ­რი ვი­ცი­ნე მერე - აფი­შა­ზე ეწე­რა - კომ­პო­ზი­ტო­რი დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი. მეტ­ჯერ აღარ "მი­თავ­ხე­დია". რო­დე­საც სპექ­ტაკლს თე­მურ ჩხე­ი­ძე დგამს, ცოტა მე­ტიჩ­რო­ბად მი­მაჩ­ნია, მი­ვი­დე და ვუ­თხრა, ბა­ტო­ნო თე­მურ, მო­დით, მუ­სი­კას მე დავ­წერ-მეთ­ქი. როლ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ყო­ველ­თვის მიჩ­ნდე­ბა ჩე­მე­უ­ლი ვერ­სია, ამ სპექ­ტაკლს ან ტე­ლეპ­რო­ექტს რო­გო­რი მუ­სი­კა მო­უხ­დე­ბო­და.

ცხოვ­რე­ბა მუ­სი­კა­ში

მე­ლო­დი­ე­ბი სულ მიტ­რი­ა­ლებს თავ­ში, ხან - ჩემი, ხან - სხვი­სი. ბავ­შვო­ბი­დან, რო­დე­საც ჩემი მე­გობ­რე­ბი ლექ­სებს წერ­დნენ ან ხა­ტავ­დნენ, მე - სულ მე­ლო­დი­ე­ბი მომ­დი­ო­და აზ­რად. ხან­და­ხან, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა გა­რე­მო­ში ვარ და ჩემ­ში სულ სხვა­ნა­ი­რი მე­ლო­დია ჟღერს. აუ­დი­ტო­რი­ას რომ ეს­მო­დეს, ალ­ბათ, ძა­ლი­ან შევ­რცხვე­ბო­დი (იცი­ნის). დიდი დის­კომ­ფორ­ტია, რო­დე­საც ისეთ ად­გი­ლას ვარ, სა­დაც ის მუ­სი­კაა, რო­მე­ლიც არ მომ­წონს. საყ­ვა­რე­ლი მუ­სი­კო­სე­ბი!? - ბით­ლე­ბი, ერიკ კლაპ­ტო­ნი, რო­ლინგ სტო­უნ­ზი, ქვი­ნი... ბევ­რის ჩა­მოთ­ვლა მო­მი­წევს. სა­ერ­თოდ, მუ­სი­კა მა­გა­რი რა­მეა, ჯა­დოს­ნუ­რი ძალა აქვს.

"დე­ტექ­ტი­ვე­ბი" შრო­მა­ტე­ვა­დი და ამა­ვე დროს, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სე­რი­ა­ლი იყო. წყვი­ლი სე­რია, ფაქ­ტობ­რი­ვად, თითო ფილ­მი გა­მო­ვი­და, სულ - 16. გა­და­ღე­ბე­ბი მრა­ვალ სხვა­დას­ხვა და უჩ­ვე­უ­ლო ად­გი­ლას გვქონ­და. ვალ­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი გვე­თა­მა­შა. მგო­ნი, ეს შევ­ძე­ლით, რად­გან ხალ­ხმა ეს პერ­სო­ნა­ჟე­ბი შე­იყ­ვა­რა. პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დღემ­დე თა­ვი­სი­ა­ნე­ბად გვთვლი­ან და გვე­სალ­მე­ბი­ან.

სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სია მაქვს. ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა, მაგ­რამ ეჭვი მე­პა­რე­ბა, რომ ისე­თი რამ მოხ­დეს, ჩემი პრო­ფე­სი­ის მი­მართ ინ­ტე­რე­სი დავ­კარ­გო. მა­გა­ლი­თად, არ წა­ვალ პო­ლი­ტი­კა­ში, არ მი­მაჩ­ნია სუფ­თა საქ­მედ. ყვე­ლა­ფერ­ზე მაქვს ჩემი აზრი, ბევ­რი მახ­სოვს და შე­მიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დო, ვინ რისი გამ­კე­თე­ბე­ლია, მაგ­რამ ამა­ში არ ჩა­ვე­რე­ვი.

მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი

მსა­ხი­ო­ბო­ბა ბავ­შვო­ბი­დან­ვე მინ­დო­და. ეს ამ­ბა­ვი მა­მა­ჩემ­მა, თურ­მე, ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძეს უთხრა და როცა ერთხელ მას­თან სტუმ­რად წა­მიყ­ვა­ნა, ვე­რი­კომ ჩემი სა­დღეგ­რძე­ლო და­ლია და გზა და­მი­ლო­ცა. ეს ჩემ­თვის უდი­დე­სი ემო­ცია იყო. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში 1990 წელს მოვ­ხვდი - თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ. მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის ჯგუფ­ში ვსწავ­ლობ­დი, 18 წლი­სა ორი წლით ჯარ­ში წა­მიყ­ვა­ნეს ბე­ლო­რუ­სი­ა­ში. იქ ძა­ლი­ან დიდი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე და ერთი ახლო მე­გო­ბა­რიც შე­ვი­ძი­ნე, ვის­თა­ნაც დღემ­დე ვახ­ლობ­ლობ. პირ­ვე­ლად მოვ­ხვდი გა­რე­მო­ში, სა­დაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი უცხო იყო და არც ერთი კომ­პო­ნენ­ტი, რა­საც ვე­ხე­ბო­დი, არ იყო კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ჩემ მი­მართ. სა­ინ­ტე­რე­სო იყო ამ ყვე­ლაფ­რის გა­და­ლახ­ვა. მა­ნამ­დე ცი­ნი­კუ­რი ვი­ყა­ვი, ჯარ­ში მივ­ხვდი, რომ ცი­ნიზ­მით ცხოვ­რე­ბა არ ღირს. კი­დევ ბევრ რა­მეს მივ­ხვდი იქ, ეს თემა შორს წაგ­ვიყ­ვანს...

მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში თე­მურ ჩხე­ი­ძემ მი­მიყ­ვა­ნა. ვერ ვი­ტყვი, რომ ჩემი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რის გზა თა­ვი­დან­ვე ია-ვარ­დით იყო მო­ფე­ნი­ლი... თე­ატ­რში რომ მი­ვე­დი, მე­გო­ნა, მორ­ჩა, მი­ვე­დი, მე ვარ, რაც ვარ და ჩემი თა­ო­ბის სხვა მსა­ხი­ო­ბე­ბი დარ­ჩნენ უსაქ­მოდ (იცი­ნის)! მე­ცო­დე­ბოდ­ნენ, თქვე სა­წყლე­ბო, რაც მო­ას­წა­რით - გე­ყო­ფათ, ახლა მე მო­ვე­დი-მეთ­ქი; მაგ­რამ ერთ-ორ რე­პე­ტი­ცი­ას რომ და­ვეს­წა­რი, მივ­ხვდი რომ ჯერ არა­ფე­რიც არ ვი­ცო­დი. ცხოვ­რე­ბამ და­მა­ნახ­ვა, რომ არა­სო­დეს არ უნდა გე­თა­კი­ლე­ბო­დეს რჩე­ვა - არც თა­ნა­ტო­ლის­გან, არც უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნის­გან. თუ რამე არ იცი - უნდა ის­წავ­ლო. ბოლო წლებ­ში სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი მაქვს.

პე­და­გო­გებ­ში ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა: მიშა თუ­მა­ნიშ­ვი­ლი, რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე, ან­ზორ ქუ­თა­თე­ლა­ძე და თე­მურ ჩხე­ი­ძე. მათ­გან უამ­რა­ვი რამ ვის­წავ­ლე: და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საქ­მის მი­მართ, რა არის მსა­ხი­ო­ბი, რა იმ­პულ­სე­ბი უნდა მო­დი­ო­დეს მის­გან, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა ჰქონ­დეს რე­ჟი­სორ­თან... რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მი­ხა­ილ კო­ზა­კო­ვი იყო ჩა­მო­სუ­ლი, მის სპექ­ტაკლ "თო­ლი­ა­ში" ვი­თა­მა­შე. ბევ­რი რამ მომ­ცა ამ ორმა თვემ, დიდი ოს­ტა­ტი იყო.

თე­ატ­რი ჩემი მშობ­ლე­ბის გამო ჩემ­თვის ყო­ველ­თვის ახ­ლო­ბე­ლი იყო, თუმ­ცა მა­შინ გო­გის და ზი­ზის შვი­ლი ვი­ყა­ვი, ახლა კი - დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი. მა­მა­ჩე­მი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სუ­რა­თის წინ, რო­გორც ხატ­თან, ისე ლო­ცუ­ლობ­და. წლე­ბის შემ­დეგ ეკ­ლე­სი­ამ მარ­თლაც, წმინ­და­ნად შე­რა­ცხა ილია. ასე­თი ეროვ­ნუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბით ვიზ­რდე­ბო­დი და ალ­ბათ, ამი­ტომ საბ­ჭო­თა იდე­ო­ლო­გია არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ჩემ­თან ახ­ლოს.

მხი­ა­რუ­ლი ამ­ბე­ბი

ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ერთი როლი - ალექ­სან­დრ ლო­ბო­ვი, სპექ­ტაკ­ლი­დან "მა­რა­დი ქმა­რი", სა­დაც შუა ჩხუ­ბის დროს, ჭექა-ქუ­ხი­ლის­გან შე­ში­ნე­ბუ­ლი ეს პერ­სო­ნა­ჟი მა­გი­დის ქვეშ იმა­ლე­ბა. პრო­ექტ "ოკუ­პა­ცი­ის" ქუ­ჩა­ში გა­და­ღე­ბი­სას, გამ­ვლე­ლი რუ­სე­ბი კა­მე­რის წინ ხში­რად "მა­ი­მუ­ნობ­დნენ." ერთხელ, ორი გოგო კა­მე­რას და­ეჭყა­ნა, ორიც - მე. მე­ო­რედ ვი­ღა­ცამ გა­ი­ხუმ­რა - აა, იუ­თუბ? მე, ცოტა გაბ­რა­ზე­ბულ­მა ამ­დე­ნი ჩა­რე­ვით, ვუ­პა­სუ­ხე: ნეტ, პორ­ნო-ჯი!

"ქა­ღალ­დის ტყვი­ა­ში" მღვდელს ვა­სა­ხი­ე­რებ­დი. ქუ­ჩა­ში ვი­ყა­ვით და ახალ­გაზ­რდა ქა­ლიშ­ვი­ლი მო­მი­ახ­ლოვ­და ღი­მი­ლით, თავი და­ხა­რა და დამ­ლო­ცე­თო, მთხო­ვა. გულ­და­წყვე­ტილ­მა ამომ­ხე­და, რომ არ დავ­ლო­ცე და მერე კა­მე­რის­კენ ვა­ნიშ­ნე. ერთი კაცი მო­ვი­და და ხელ­ზე სცა­და ეკოც­ნა. ერთ-ერთი ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში რომ ვი­დე­ქი, ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი შე­მოს­ვლი­სას შეკ­რთა, ნეტა, ეს ვინ არის, აქ რა უნ­დაო.

შინ

ჩემი მე­უღ­ლე მაია ცხვე­დი­ა­ნი, ჩემი დის თა­ნა­კურ­სე­ლი იყო, ფი­ლო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე ერ­თად სწავ­ლობ­დნენ, ერთ დღეს ჩვენ­თან მო­ვი­და, ჯა­რი­დან ახალ­ჩა­მო­სულ­მა ასე გა­ვი­ცა­ნი და ორი წელი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. 22 წლი­სამ ცო­ლად მო­ვიყ­ვა­ნე. 23 წე­ლია ცოლ-ქმა­რი ვართ, ესე იგი, ცხოვ­რე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი მაქვს მას­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი. ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე, შენ­ზე ჭკვი­ა­ნი ვარ-მეთ­ქი. რა­ტო­მო? - იმი­ტომ, რომ შენ მო­გიყ­ვა­ნე ცო­ლად-მეთ­ქი (იცი­ნის). ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი წლებ­მა გა­აძ­ლი­ე­რა, ერ­თგუ­ლე­ბა, მე­გობ­რო­ბა, თა­ნად­გო­მა და დიდი ახ­ლობ­ლო­ბის გრძნო­ბაა. არ მახ­სოვს და არც ვიცი, რო­გო­რი იყო ის დრო, როცა მა­ი­ას გა­რე­შე ვცხოვ­რობ­დი. ტყუ­პი გო­გო­ნა გვყავს, ქეთი და ანა. ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რეს, ერ­თმა - ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის გან­ხრით, მე­ო­რემ - იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი. რო­გო­რი მამა ვარ? - სა­მარ­თლი­ა­ნი!

მა­ყუ­რებ­ლის სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი მაძ­ლევს ძა­ლას, ვი­თა­მა­შო, ყინ­ვა­სა თუ თა­კა­რა მზე­ში, ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯო და გა­ვა­კე­თო, რაც შე­მიძ­ლია. ეს სუნ­თქვაა, რო­გორც ერ­თმა თქვა, რაც უფრო მეტს ამო­ი­სუნ­თქავ, მეტი ჰა­ე­რი ჩაგ­დის ფილ­ტვებ­ში.

მკი­თხველს ვუ­ლო­ცავ ახალ წელს და ვუ­სურ­ვებ, სიყ­ვა­რუ­ლით ეცხოვ­როთ. ერ­თმა­ნეთს მეტი პა­ტი­ვის­ცე­მით, სიყ­ვა­რუ­ლი­თა და გა­გე­ბით უნდა მო­ვე­კი­დოთ, ყვე­ლას თა­ვი­სი სი­მარ­თლე აქვს. ცალ­სა­ხად "ბო­რო­ტი" ან "კე­თი­ლი" მხო­ლოდ ზღაპ­რებ­ში არი­ან. ამ­ქვეყ­ნად კი ყვე­ლა ღმერ­თის შვი­ლე­ბი ვართ. სხვი­სი და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა ყო­ველ­თვის ად­ვი­ლია, სა­კუ­თარ თავ­ში ჯო­ბია ჩა­ვი­ხე­დოთ, ვი­პო­ვოთ ძალა და დავძლი­ოთ ის აგ­რე­სია, რო­მე­ლიც ბოლო წლებ­ში დაგ­როვ­და.

თა­მუ­ნა თო­დუა

ყო­ველ­თვი­უ­რი ჟურ­ნა­ლი "ბო­მონ­დი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

დიმიტრი ტატიშვილი - ჩვენს ქვეყანაში მსახიობობით გამდიდრებული კაცი არ მინახავს

დიმიტრი ტატიშვილი - ჩვენს ქვეყანაში მსახიობობით გამდიდრებული კაცი არ მინახავს

"რუსთავი 2"-ის უცვლელ ხმასა და მაყურებლების საყვარელ მსახიობს დიმიტრი ტატიშვილს ტელევიზიაში ვესტუმრე. ინტერვიუს დაწყებამდე იმის ნახვაც მოვასწარი, როგორ იწერება მისი ხმა კადრს მიღმა. თავისი სახასიათო ტემბრით უცნობი ტექსტი ერთი ამოსუნთქვით, უშეცდომოდ წაიკითხა, ეს პროცესი კი სცენაზე მდგარი მსახიობის შემოქმედებით წვას უფრო ჰგავდა.

დიმიტრის მშობლები მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები იყვნენ - გოგი ტატიშვილი და ზიზი ზალდასტანიშვილი. ჯერ კიდევ, სრულიად ახალგაზრდები იყვნენ დიმა და მისი დები, როდესაც მშობლების გარეშე დარჩნენ, მაგრამ გავიდა წლები და დედ-მამის მშობლიური თეატრის სცენიდან ისიც წარუდგა მაყურებელს. თეატრალური სპექტაკლები და ტელეროლები ფილმებსა და სერიალებში: "ქაღალდის ტყვია", "ჭამა და სექსი", "დეტექტივები", "ჩემი ცოლის დაქალები", პირველი არხის მეგაპროექტი "ოკუპაცია", რომლის გამოც 17 ქვეყანა შემოიარა და, რა თქმა უნდა, მის მიერ გახმოვანებული "ექიმი ჰაუსი", რომელიც მუდმივად მასთან ასოცირდება, ის მთავარი მიზეზებია, რომლის გამოც მაყურებლებს ძალიან, ძალიან უყვართ დიმიტრი ტატიშვილი.

ჩვენი საუბარი ყველაზე აქტუალური თემით დავიწყე.

ჩემი ცოლის დაქალები

- ისეთი პერსონაჟი გვინდა სერიალში შევიყვანოთ, შენ რომ ითამაშებ კარგადო, - დაახლოებით ასეთი ტექსტით დამირეკეს. როგორც მსახიობისთვის, საინტერესოა დემნას როლი, თუმცა მე დიდად არ მომწონს მისი ზოგი საქციელი. ჩემი პროფესია ამით არის საინტერესო, რომ სხვადასხვა ადამიანის თამაში მიწევს, ხანდახან ჩემგან რადიკალურად განსხვავებული პიროვნებების. ისეთი იდიოტიც მითამაშია, ჭექა-ქუხილის რომ ეშინია. გადაღებების პროცესი, საერთოდ, ფორმულა კრეატივი" - ეს ნიჭიერი ახალგაზრდები ძალიან მომწონს. სწორად აზროვნებენ, იციან, რა უნდათ და როგორ მიაღწიონ ამას. წლიდან წლამდე ხვეწენ ნამუშევრებს. ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგანან. პროფესიონალებთან მუშაობა ყოველთვის მსიამოვნებს. ფუჭად არ იხარჯება დრო და ენერგია - ეს ორი დასაფასებელი რამ. ჩვენს ქვეყანაში მსახიობობით გამდიდრებული კაცი არ მინახავს, უბრალოდ, ვცდილობთ, ვაკეთოთ ჩვენი საქმე, რაც გვევალება.

ახალი წლის შემდეგ, სიუჟეტი მხატვრული ფილმით განვითარდება, რომელიც იანვრის პირველ რიცხვებში გამოვა. ჩანაფიქრი ასეთია - სადაც დამთავრდება ფილმი, იქიდან გაგრძელდება მესამე სეზონი.

დემნას ადგილას ალბათ, დაახლოებით მასავით მოვიქცეოდი, მაგრამ, რასაკვირველია, ნაკლებად დაიჩაგრებოდა შეყვარებული. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სერიალი შეიყვარა მაყურებელმა, ის არის, რომ ამ პერსონაჟებში საკუთარ თავს ან ახლობლებს პოულობენ. დემნას გმირი შეიძლება, ცოტათი მეც დამემსგავსა, თუ გადასაღებ მოედანზე კონკრეტული სცენისთვის უფრო სხარტი და შესაფერისი რეპლიკა დაიბადება, ვამბობთ ხოლმე. სცენარისტი და რეჟისორი არ გვზღუდავენ, მთავარია, რომ არსებობს სიუჟეტური ხაზი და ჩარჩოები.

ექიმი ჰაუსი

როდესაც "რუსთავი 2"-ში ეს სერიალი მოიტანეს, პირდაპირ თქვეს, რომ მე უნდა გამეხმოვანებინა. საერთოდ, მხოლოდ მხატვრულ ფილმებს ან ამერიკულ-ევროპულ სერიალებს ვახმოვანებ, ამის გამო ბევრი კარგი ფილმი მაქვს ნანახი. ჰაუსის როლის შემსრულებელი, ჰიუ ლორი ძალიან ნიჭიერი ადამიანია. პატარაობიდანვე შრომაშია, მას ამით ვგავარ. სკოლა დამთავრებული არ მქონდა, როცა ჩემს საქმეში ვიყავი ჩართული. ჰიუს უფრო გაუმართლა - "ჰაუსის" ერთ სერიაში ოთხას ათას დოლარს იღებს. მუსიკოსია. ისეთი მუსიკა უყვარს, რაც მე - როკი და ჯაზი. თავისი ბენდი ჰყავს. სამწუხაროდ, მე არ მაქვს ფუფუნება, რომ ამით გავირთო თავი, თუმცა სიამოვნებით მეყოლებოდა. ჰიუც წერს მუსიკას. მეც დამიწერია. მარჯანიშვილის თეატრის ერთი სპექტაკლი, - "ქამუშაძის გაჭირვება" მუსიკალურად გავაფორმე. ჩემმა მეგობარმა დადგა და იმიტომ გავბედე. ბევრი ვიცინე მერე - აფიშაზე ეწერა - კომპოზიტორი დიმიტრი ტატიშვილი. მეტჯერ აღარ "მითავხედია". როდესაც სპექტაკლს თემურ ჩხეიძე დგამს, ცოტა მეტიჩრობად მიმაჩნია, მივიდე და ვუთხრა, ბატონო თემურ, მოდით, მუსიკას მე დავწერ-მეთქი. როლზე მუშაობისას ყოველთვის მიჩნდება ჩემეული ვერსია, ამ სპექტაკლს ან ტელეპროექტს როგორი მუსიკა მოუხდებოდა.

ცხოვრება მუსიკაში

მელოდიები სულ მიტრიალებს თავში, ხან - ჩემი, ხან - სხვისი. ბავშვობიდან, როდესაც ჩემი მეგობრები ლექსებს წერდნენ ან ხატავდნენ, მე - სულ მელოდიები მომდიოდა აზრად. ხანდახან, აბსოლუტურად სხვა გარემოში ვარ და ჩემში სულ სხვანაირი მელოდია ჟღერს. აუდიტორიას რომ ესმოდეს, ალბათ, ძალიან შევრცხვებოდი (იცინის). დიდი დისკომფორტია, როდესაც ისეთ ადგილას ვარ, სადაც ის მუსიკაა, რომელიც არ მომწონს. საყვარელი მუსიკოსები!? - ბითლები, ერიკ კლაპტონი, როლინგ სტოუნზი, ქვინი... ბევრის ჩამოთვლა მომიწევს. საერთოდ, მუსიკა მაგარი რამეა, ჯადოსნური ძალა აქვს.

"დეტექტივები" შრომატევადი და ამავე დროს, ძალიან საინტერესო სერიალი იყო. წყვილი სერია, ფაქტობრივად, თითო ფილმი გამოვიდა, სულ - 16. გადაღებები მრავალ სხვადასხვა და უჩვეულო ადგილას გვქონდა. ვალდებული ვიყავით, რეალური პოლიციელები გვეთამაშა. მგონი, ეს შევძელით, რადგან ხალხმა ეს პერსონაჟები შეიყვარა. პოლიციის თანამშრომლები დღემდე თავისიანებად გვთვლიან და გვესალმებიან.

საინტერესო პროფესია მაქვს. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ისეთი რამ მოხდეს, ჩემი პროფესიის მიმართ ინტერესი დავკარგო. მაგალითად, არ წავალ პოლიტიკაში, არ მიმაჩნია სუფთა საქმედ. ყველაფერზე მაქვს ჩემი აზრი, ბევრი მახსოვს და შემიძლია ვივარაუდო, ვინ რისი გამკეთებელია, მაგრამ ამაში არ ჩავერევი.

მარჯანიშვილის თეატრი

მსახიობობა ბავშვობიდანვე მინდოდა. ეს ამბავი მამაჩემმა, თურმე, ვერიკო ანჯაფარიძეს უთხრა და როცა ერთხელ მასთან სტუმრად წამიყვანა, ვერიკომ ჩემი სადღეგრძელო დალია და გზა დამილოცა. ეს ჩემთვის უდიდესი ემოცია იყო. მარჯანიშვილის თეატრში 1990 წელს მოვხვდი - თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ. მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში ვსწავლობდი, 18 წლისა ორი წლით ჯარში წამიყვანეს ბელორუსიაში. იქ ძალიან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე და ერთი ახლო მეგობარიც შევიძინე, ვისთანაც დღემდე ვახლობლობ. პირველად მოვხვდი გარემოში, სადაც აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი უცხო იყო და არც ერთი კომპონენტი, რასაც ვეხებოდი, არ იყო კეთილგანწყობილი ჩემ მიმართ. საინტერესო იყო ამ ყველაფრის გადალახვა. მანამდე ცინიკური ვიყავი, ჯარში მივხვდი, რომ ცინიზმით ცხოვრება არ ღირს. კიდევ ბევრ რამეს მივხვდი იქ, ეს თემა შორს წაგვიყვანს...

მარჯანიშვილის თეატრში თემურ ჩხეიძემ მიმიყვანა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი სამსახიობო კარიერის გზა თავიდანვე ია-ვარდით იყო მოფენილი... თეატრში რომ მივედი, მეგონა, მორჩა, მივედი, მე ვარ, რაც ვარ და ჩემი თაობის სხვა მსახიობები დარჩნენ უსაქმოდ (იცინის)! მეცოდებოდნენ, თქვე საწყლებო, რაც მოასწარით - გეყოფათ, ახლა მე მოვედი-მეთქი; მაგრამ ერთ-ორ რეპეტიციას რომ დავესწარი, მივხვდი რომ ჯერ არაფერიც არ ვიცოდი. ცხოვრებამ დამანახვა, რომ არასოდეს არ უნდა გეთაკილებოდეს რჩევა - არც თანატოლისგან, არც უფროსი ადამიანისგან. თუ რამე არ იცი - უნდა ისწავლო. ბოლო წლებში საინტერესო სამუშაო პირობები მაქვს.

პედაგოგებში ძალიან გამიმართლა: მიშა თუმანიშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, ანზორ ქუთათელაძე და თემურ ჩხეიძე. მათგან უამრავი რამ ვისწავლე: დამოკიდებულება საქმის მიმართ, რა არის მსახიობი, რა იმპულსები უნდა მოდიოდეს მისგან, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს რეჟისორთან... რამდენიმე წლის წინ, მიხაილ კოზაკოვი იყო ჩამოსული, მის სპექტაკლ "თოლიაში" ვითამაშე. ბევრი რამ მომცა ამ ორმა თვემ, დიდი ოსტატი იყო.

თეატრი ჩემი მშობლების გამო ჩემთვის ყოველთვის ახლობელი იყო, თუმცა მაშინ გოგის და ზიზის შვილი ვიყავი, ახლა კი - დიმიტრი ტატიშვილი. მამაჩემი ილია ჭავჭავაძის სურათის წინ, როგორც ხატთან, ისე ლოცულობდა. წლების შემდეგ ეკლესიამ მართლაც, წმინდანად შერაცხა ილია. ასეთი ეროვნული სულისკვეთებით ვიზრდებოდი და ალბათ, ამიტომ საბჭოთა იდეოლოგია არასოდეს ყოფილა ჩემთან ახლოს.

მხიარული ამბები

ძალიან მიყვარდა ერთი როლი - ალექსანდრ ლობოვი, სპექტაკლიდან "მარადი ქმარი", სადაც შუა ჩხუბის დროს, ჭექა-ქუხილისგან შეშინებული ეს პერსონაჟი მაგიდის ქვეშ იმალება. პროექტ "ოკუპაციის" ქუჩაში გადაღებისას, გამვლელი რუსები კამერის წინ ხშირად "მაიმუნობდნენ." ერთხელ, ორი გოგო კამერას დაეჭყანა, ორიც - მე. მეორედ ვიღაცამ გაიხუმრა - აა, იუთუბ? მე, ცოტა გაბრაზებულმა ამდენი ჩარევით, ვუპასუხე: ნეტ, პორნო-ჯი!

"ქაღალდის ტყვიაში" მღვდელს ვასახიერებდი. ქუჩაში ვიყავით და ახალგაზრდა ქალიშვილი მომიახლოვდა ღიმილით, თავი დახარა და დამლოცეთო, მთხოვა. გულდაწყვეტილმა ამომხედა, რომ არ დავლოცე და მერე კამერისკენ ვანიშნე. ერთი კაცი მოვიდა და ხელზე სცადა ეკოცნა. ერთ-ერთი ეკლესიის ეზოში რომ ვიდექი, ტაძრის წინამძღვარი შემოსვლისას შეკრთა, ნეტა, ეს ვინ არის, აქ რა უნდაო.

შინ

ჩემი მეუღლე მაია ცხვედიანი, ჩემი დის თანაკურსელი იყო, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ერთად სწავლობდნენ, ერთ დღეს ჩვენთან მოვიდა, ჯარიდან ახალჩამოსულმა ასე გავიცანი და ორი წელი შეყვარებულები ვიყავით. 22 წლისამ ცოლად მოვიყვანე. 23 წელია ცოლ-ქმარი ვართ, ესე იგი, ცხოვრების ნახევარზე მეტი მაქვს მასთან გატარებული. ვეუბნები ხოლმე, შენზე ჭკვიანი ვარ-მეთქი. რატომო? - იმიტომ, რომ შენ მოგიყვანე ცოლად-მეთქი (იცინის). ჩვენი სიყვარული წლებმა გააძლიერა, ერთგულება, მეგობრობა, თანადგომა და დიდი ახლობლობის გრძნობაა. არ მახსოვს და არც ვიცი, როგორი იყო ის დრო, როცა მაიას გარეშე ვცხოვრობდი. ტყუპი გოგონა გვყავს, ქეთი და ანა. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი დაამთავრეს, ერთმა - ბიზნესის ადმინისტრირების განხრით, მეორემ - იურიდიული ფაკულტეტი. როგორი მამა ვარ? - სამართლიანი!

მაყურებლის სითბო და სიყვარული მაძლევს ძალას, ვითამაშო, ყინვასა თუ თაკარა მზეში, ბოლომდე დავიხარჯო და გავაკეთო, რაც შემიძლია. ეს სუნთქვაა, როგორც ერთმა თქვა, რაც უფრო მეტს ამოისუნთქავ, მეტი ჰაერი ჩაგდის ფილტვებში.

მკითხველს ვულოცავ ახალ წელს და ვუსურვებ, სიყვარულით ეცხოვროთ. ერთმანეთს მეტი პატივისცემით, სიყვარულითა და გაგებით უნდა მოვეკიდოთ, ყველას თავისი სიმართლე აქვს. ცალსახად "ბოროტი" ან "კეთილი" მხოლოდ ზღაპრებში არიან. ამქვეყნად კი ყველა ღმერთის შვილები ვართ. სხვისი დადანაშაულება ყოველთვის ადვილია, საკუთარ თავში ჯობია ჩავიხედოთ, ვიპოვოთ ძალა და დავძლიოთ ის აგრესია, რომელიც ბოლო წლებში დაგროვდა.

თამუნა თოდუა

ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება