პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალიტა ჩუბინიძე - "რაც მე და გიორგის გვაკავშირებს, სულ სხვა რამეა და არავისთან ურთიერთობას არ შევადარებ"
სალიტა ჩუბინიძე - "რაც მე და გიორგის გვაკავშირებს, სულ სხვა რამეა და არავისთან ურთიერთობას არ შევადარებ"

უმო­რის­ტი, სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექტ "ჩვე­ნი შოუს" მო­ნა­წი­ლე სა­ლი­ტა ჩუ­ბი­ნი­ძე ცოტა ხნის წინ ასე­ვე იუ­მო­რისტ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­რო­დისტ გი­ორ­გი აფ­ცი­ა­ურს გაჰ­ყვა ცო­ლად. მარ­თა­ლია, სა­ლი­ტა ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ში აღარ მუ­შა­ობს, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­ინც დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. სა­ლი­ტა დღეს "ფსი­ქოს" სტუ­მა­რია:

- ვსწავ­ლობ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტის მე-4 კურ­სზე. მოს­წავ­ლე­ო­ბი­სას დი­რექ­ტორ­მა სკო­ლის მხი­ა­რულ­თა და საზ­რი­ან­თა გუნ­დის კა­პიტ­ნად დამ­ნიშ­ნა და საკ­მაო წარ­მა­ტე­ბა­საც მი­ვაღ­წი­ეთ. რო­დე­საც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე, მივ­ხვდი, რომ რა­ღაც მაკ­ლდა და იმა­საც მივ­ხვდი, რომ ეს "რა­ღაც" სცე­ნა იყო. იმ პე­რი­ოდ­ში წა­ვი­კი­თხე გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც მხი­ა­რულ­თა და საზ­რი­ან­თა კლუ­ბის­თვის ეძებ­დნენ ახალ­გაზ­რდებს. კა-ვე-ენის რამ­დე­ნი­მე წარ­მოდ­გე­ნა­ზე გა­მო­ვე­დი, წამ­ყვა­ნი ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი იყო. მა­ლე­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი2"-დან შე­მომ­თა­ვა­ზეს, რომ "ჩვენს შო­უ­ში" გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, რა­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი.

- ძა­ლი­ან მალე მო­ი­პო­ვე პო­პუ­ლა­რო­ბა...

- უცებ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. არა­და, თავ­და­პირ­ვე­ლად ვი­ფიქ­რე, მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან რო­ლებს მომ­ცემ­დნენ, მაგ­რამ ჩემს გა­მო­ჩე­ნას იმ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა მა­ყუ­რებ­ლის მხრი­დან, რომ გა­მიკ­ვირ­და. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი.

- რომ არა ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე და იუ­მო­რის­ტი, ვინ იქ­ნე­ბო­და პრო­ფე­სი­ით სა­ლი­ტა ჩუ­ბი­ნი­ძე?

- მა­ინც ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ვიტ­რი­ა­ლებ­დი, სცე­ნა­ზე ვიდ­გე­ბო­დი.

- წე­ღან აღ­ნიშ­ნე, მხი­ა­რულ­თა და საზ­რი­ან­თა კლუ­ბის წარ­მოდ­გე­ნე­ბი გი­ორ­გის მიჰ­ყავ­დაო... შეხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე მო­ე­წო­ნე?

- გი­ორ­გის­გან თა­ვი­დან­ვე დიდი მხარ­და­ჭე­რა მქონ­და. ჩვე­ნი გრძნო­ბა სპონ­ტა­ნუ­რად გაჩ­ნდა და, ჩემ­და მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და.

- ამ­ბო­ბენ, რომ საქმრო გყავ­და, მაგ­რამ გი­ორ­გის მე­გობ­რებ­მა გა­ი­ძუ­ლეს, გი­ორ­გის გაჰ­ყო­ლო­დი ცო­ლად...

- (იცი­ნის) პირ­ვე­ლად მეს­მის ასე­თი რამ. აბ­სურ­დია!

- გი­ორ­გიმ­დე საქმრო არ გყო­ლია?

- არ­სე­ბობ­და ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­ზეც ვფიქ­რობ­დი, თუმ­ცა ასე­თი ეტა­პი ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ველ­თვის მქონ­და. რაც მე და გი­ორ­გის გვა­კავ­ში­რებს, სულ სხვა რა­მეა და არა­ვის­თან ურ­თი­ერ­თო­ბას არ შე­ვა­და­რებ. გი­ორ­გი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, ვაჟ­კა­ცია. იმ ადა­მი­ან­მა, რო­მელ­ზეც ახლა მკი­თხეთ, იმ­დე­ნი სუ­ლე­ლუ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვა, რომ სა­ლა­პა­რა­კო­დაც არ ღირს.

- რო­მე­ლი­მე ვირ­ტუ­ა­ლურ პერ­სო­ნაჟ­თან თუ იმე­გობ­რებ­დი?

- დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მე­გობ­რებ­დი ავ­გუსტ რაშ­თან. ეს არის კი­ნოგ­მი­რი, უნი­ჭი­ე­რე­სი მუ­სი­კო­სი ავ­გუს­ტი. ასე­ვე ვი­მე­გობ­რებ­დი ვა­სი­კო კეჟე­რა­ძეს­თან. არ ვიცი, მას მო­უნ­დე­ბო­და თუ არა ჩემ­თან მე­გობ­რო­ბა, მაგ­რამ სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვიც­ნობ­დი (იღი­მის). ისე, რა სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, მარ­თლაც რომ არ­სე­ბობ­დეს კაცი, ვა­სი­კო კეჟე­რა­ძე, რო­მელ­საც ძლი­ერ უყ­ვარს ლი­ტე­რა­ტუ­რა. ასე­ვე მა­ინ­ტე­რე­სებს, მე რომ შევ­ხვდე­ბო­დი, რო­გო­რი რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­და, რას მე­ტყო­და, მეც მი­მიჩ­ნევ­და თუ არა კარ­ცერ-ლუქ­სის კან­დი­და­ტად (იცი­ნის)...

- წარ­მო­იდ­გი­ნე, ჩა­ი­ა­რე გა­ზე­თე­ბის ჯი­ხურ­თან და ხე­დავ, რომ ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე შენი შიშ­ვე­ლი ფო­ტოა. რო­გო­რი რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა?

- აუფ... ის­ტე­რი­უ­ლი ტი­რი­ლი ამი­ტყდე­ბა, მაგ­რამ მერე რას მო­ვი­მოქ­მე­დებ, არ ვიცი. ალ­ბათ, ოჯა­ხის წევ­რებს მივ­მარ­თავ... ისი­ნი და­მამ­შვი­დე­ბენ, მეც დავ­წყნარ­დე­ბი, მაგ­რამ მა­ინც ვი­ნერ­ვი­უ­ლებ და ბო­ლოს და­ვამ­ტკი­ცებ, რომ ეს ფო­ტო­შო­პია. ან ამას რა მტკი­ცე­ბა უნდა? - ვინც მიც­ნობს, ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ ჟურ­ნა­ლის­თვის არ გავ­შიშ­ვლდე­ბი.

- რას აჩუ­ქებ­დი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს?

- უი­მე­ეე, რა უნდა ვა­ჩუ­ქო?

ფსი­ქო­ლო­გის დას­კვნა

მა­რი­ამ ღონ­ღა­ძე, ფსი­ქო­ლო­გი: - გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, მშვი­დი და ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნია. საკ­მა­ოდ გულ­წრფე­ლია და ამი­ტო­მაც იმ­სა­ხუ­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­წო­ნე­ბას. არ არის ამ­პარ­ტა­ვა­ნი და არ უყ­ვარს ტყუ­ი­ლი.

ინ­ტერ­ვიუ: "რა სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და, მარ­თლაც რომ არ­სე­ბობ­დეს ვა­სი­კო კეჟე­რა­ძე"

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

სალიტა ჩუბინიძე - "რაც მე და გიორგის გვაკავშირებს, სულ სხვა რამეა და არავისთან ურთიერთობას არ შევადარებ"

სალიტა ჩუბინიძე - "რაც მე და გიორგის გვაკავშირებს, სულ სხვა რამეა და არავისთან ურთიერთობას არ შევადარებ"

უმორისტი, სატელევიზიო პროექტ "ჩვენი შოუს" მონაწილე სალიტა ჩუბინიძე ცოტა ხნის წინ ასევე იუმორისტ, მიხეილ სააკაშვილის პაროდისტ გიორგი აფციაურს გაჰყვა ცოლად. მართალია, სალიტა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში აღარ მუშაობს, მაგრამ საზოგადოებაში მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს. სალიტა დღეს "ფსიქოს" სტუმარია:

- ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის მე-4 კურსზე. მოსწავლეობისას დირექტორმა სკოლის მხიარულთა და საზრიანთა გუნდის კაპიტნად დამნიშნა და საკმაო წარმატებასაც მივაღწიეთ. როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე, მივხვდი, რომ რაღაც მაკლდა და იმასაც მივხვდი, რომ ეს "რაღაც" სცენა იყო. იმ პერიოდში წავიკითხე განცხადება, სადაც მხიარულთა და საზრიანთა კლუბისთვის ეძებდნენ ახალგაზრდებს. კა-ვე-ენის რამდენიმე წარმოდგენაზე გამოვედი, წამყვანი ჩემი მომავალი მეუღლე გიორგი აფციაური იყო. მალევე ტელეკომპანია "რუსთავი2"-დან შემომთავაზეს, რომ "ჩვენს შოუში" გადავსულიყავი, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი.

- ძალიან მალე მოიპოვე პოპულარობა...

- უცებ მოხდა ეს ყველაფერი. არადა, თავდაპირველად ვიფიქრე, მეორეხარისხოვან როლებს მომცემდნენ, მაგრამ ჩემს გამოჩენას იმხელა გამოხმაურება მოჰყვა მაყურებლის მხრიდან, რომ გამიკვირდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი.

- რომ არა ხელოვნებათმცოდნე და იუმორისტი, ვინ იქნებოდა პროფესიით სალიტა ჩუბინიძე?

- მაინც ხელოვნებაში ვიტრიალებდი, სცენაზე ვიდგებოდი.

- წეღან აღნიშნე, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წარმოდგენები გიორგის მიჰყავდაო... შეხვედრისთანავე მოეწონე?

- გიორგისგან თავიდანვე დიდი მხარდაჭერა მქონდა. ჩვენი გრძნობა სპონტანურად გაჩნდა და, ჩემდა მოულოდნელად, სიყვარულში გადაიზარდა.

- ამბობენ, რომ საქმრო გყავდა, მაგრამ გიორგის მეგობრებმა გაიძულეს, გიორგის გაჰყოლოდი ცოლად...

- (იცინის) პირველად მესმის ასეთი რამ. აბსურდია!

- გიორგიმდე საქმრო არ გყოლია?

- არსებობდა ადამიანი, რომელზეც ვფიქრობდი, თუმცა ასეთი ეტაპი ცხოვრებაში ყოველთვის მქონდა. რაც მე და გიორგის გვაკავშირებს, სულ სხვა რამეა და არავისთან ურთიერთობას არ შევადარებ. გიორგი განსაკუთრებული ადამიანია, ვაჟკაცია. იმ ადამიანმა, რომელზეც ახლა მკითხეთ, იმდენი სულელური შეცდომა დაუშვა, რომ სალაპარაკოდაც არ ღირს.

- რომელიმე ვირტუალურ პერსონაჟთან თუ იმეგობრებდი?

- დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი ავგუსტ რაშთან. ეს არის კინოგმირი, უნიჭიერესი მუსიკოსი ავგუსტი. ასევე ვიმეგობრებდი ვასიკო კეჟერაძესთან. არ ვიცი, მას მოუნდებოდა თუ არა ჩემთან მეგობრობა, მაგრამ სიამოვნებით გავიცნობდი (იღიმის). ისე, რა საინტერესო იქნება, მართლაც რომ არსებობდეს კაცი, ვასიკო კეჟერაძე, რომელსაც ძლიერ უყვარს ლიტერატურა. ასევე მაინტერესებს, მე რომ შევხვდებოდი, როგორი რეაქცია ექნებოდა, რას მეტყოდა, მეც მიმიჩნევდა თუ არა კარცერ-ლუქსის კანდიდატად (იცინის)...

- წარმოიდგინე, ჩაიარე გაზეთების ჯიხურთან და ხედავ, რომ ერთ-ერთი პოპულარული ჟურნალის გარეკანზე შენი შიშველი ფოტოა. როგორი რეაქცია გექნება?

- აუფ... ისტერიული ტირილი ამიტყდება, მაგრამ მერე რას მოვიმოქმედებ, არ ვიცი. ალბათ, ოჯახის წევრებს მივმართავ... ისინი დამამშვიდებენ, მეც დავწყნარდები, მაგრამ მაინც ვინერვიულებ და ბოლოს დავამტკიცებ, რომ ეს ფოტოშოპია. ან ამას რა მტკიცება უნდა? - ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ ჟურნალისთვის არ გავშიშვლდები.

- რას აჩუქებდი საქართველოს პრეზიდენტს?

- უიმეეე, რა უნდა ვაჩუქო?

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - გაწონასწორებული, მშვიდი და ერთგული ადამიანია. საკმაოდ გულწრფელია და ამიტომაც იმსახურებს საზოგადოების მოწონებას. არ არის ამპარტავანი და არ უყვარს ტყუილი.

ინტერვიუ: "რა საინტერესო იქნებოდა, მართლაც რომ არსებობდეს ვასიკო კეჟერაძე"

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"