პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცვლილებები შრომის კოდექსში
ცვლილებები შრომის კოდექსში

კა­ბა­ლუ­რი - ასე მო­ნათ­ლეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი შრო­მის კო­დექ­სი სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა. წე­რი­ლო­ბი­თი კონ­ტრაქ­ტე­ბის არარ­სე­ბო­ბა, ხელ­ქვე­ი­თე­ბის სა­მუ­შა­ო­დან და­თხოვ­ნის თით­ქმის შე­უ­ზღუ­და­ვი უფ­ლე­ბა, და­ქი­რა­ვე­ბულ­თა შრო­მის უსა­მარ­თლოდ გა­მო­ყე­ნე­ბა - ეს იმ ხარ­ვე­ზე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მე­ლიც ქარ­თულ შრო­მის კო­დექსს "ამ­შვე­ნებ­და". სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახა­ლი მთავ­რო­ბა გვპირ­დე­ბა, რომ ქვე­ყა­ნას გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შრო­მის კო­დექ­სი მალე ექ­ნე­ბა, რო­მელ­მაც ეს ხარ­ვე­ზე­ბი უნდა აღ­მო­ფხვრას. სწო­რედ ამ მტკივ­ნე­ულ სა­კი­თხზე გვე­სა­უბ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, ქალ­ბა­ტო­ნი გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძე:

- წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი შრო­მის კო­დექ­სი ყვე­ლა­ნა­ირ სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, დამ­საქ­მე­ბელს უსა­ზღვრო უფ­ლე­ბებს ანი­ჭებს, და­საქ­მე­ბულს კი თით­ქმის უუფ­ლე­ბოდ ტო­ვებს. რაც უნდა ამ­ტკი­ცონ, ასე­თი შრო­მის კო­დექ­სი ინ­ვეს­ტო­რე­ბის მო­ზიდ­ვას უწყობს ხელ­სო, სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი გაზ­რდი­ლა და არც უმუ­შევ­რო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლა, თა­ნაც ხში­რად გვაკ­რი­ტი­კებ­დნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რად­გან ის შორს არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს მო­თხოვ­ნე­ბი­სა­გან. შრო­მის კო­დექ­სის შეც­ვლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გა ხა­ნია დგას, მაგ­რამ მხო­ლოდ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ი­წყო სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა მის შე­საც­ვლე­ლად. დღე­ი­სათ­ვის ჩვენ ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს: პარ­ლა­მენ­ტმა და ჯან­დაც­ვის კო­მი­ტეტ­მა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით სას­წრა­ფოდ მი­ი­ღო რამ­დე­ნი­მე აუ­ცი­ლე­ბე­ლი ცვლი­ლე­ბა არ­სე­ბულ კა­ნონ­ში, რა­საც ჰქონ­და თა­ვი­სი მი­ზე­ზი: საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ ბოლო ხა­ნებ­ში ძა­ლი­ან გახ­შირ­და და­საქ­მე­ბულ­თა მა­სობ­რი­ვი და­თხოვ­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო დარ­გის მუ­შა­კე­ბი­სა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მო­დი­ოდ­ნენ ჩვენ­თან სა­ჩივ­რე­ბით და ჩვენც შე­ვი­ტა­ნეთ შრო­მის კო­დექსში ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის ძა­ლი­თაც დამ­საქ­მე­ბელს აღარ აქვს უფ­ლე­ბა, ყო­ველ­გვა­რი და­სა­ბუ­თე­ბი­სა და გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე და­ი­თხო­ვოს ადა­მი­ა­ნი სამ­სა­ხუ­რი­დან, მან ის 30 დღით ადრე უნდა გა­აფრ­თხი­ლოს. თუ ადრე მხო­ლოდ და­საქ­მე­ბუ­ლი იყო ვალ­დე­ბუ­ლი, წი­ნას­წარ ეთ­ქვა, სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ, ახლა უკვე დამ­საქ­მე­ბე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლია. ჩვე­ნი შეს­წო­რე­ბე­ბი მთავ­რო­ბას გა­და­ვე­ცით, რის შემ­დე­გაც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ მო­ამ­ზა­და სა­ხეც­ვლი­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ახა­ლი შრო­მის კო­დექ­სი, რო­მელ­შიც რა­ღა­ცე­ბი დარ­ჩე­ნი­ლია ძვე­ლი კო­დექ­სი­დან, მაგ­რამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კო­რექ­ტი­ვე­ბია შე­ტა­ნი­ლი.

- ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი რა არის გა­ნახ­ლე­ბულ კო­დექსში?

- ახა­ლი კო­დექ­სით ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ თა­ნა­ბარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩაგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა და­საქ­მე­ბუ­ლიც და დამ­საქ­მე­ბე­ლიც. მარ­თა­ლია, დამ­საქ­მე­ბელს ახა­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ეკის­რე­ბა, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, შრო­მის კო­დექსში შე­ტა­ნი­ლია ისე­თი მუხ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც დამ­საქ­მებ­ლის უფ­ლე­ბებ­საც იცავს: კო­დექ­სი მას აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას და­ა­სა­ბუ­თოს, რა­ტომ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ამა თუ იმ თა­ნამ­შრომ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან. დამ­საქ­მე­ბელს შე­უძ­ლია და­საქ­მე­ბუ­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც სა­წარ­მოს აქვს გა­რკვე­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, ან მისი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ ეს უნდა და­ა­სა­ბუ­თოს, მხო­ლოდ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლია და­საქ­მე­ბუ­ლის გაშ­ვე­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან. დამ­საქ­მე­ბელს ასე­ვე აქვს უფ­ლე­ბა, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს თა­ნამ­შრო­მე­ლი, თუ და­ამ­ტკი­ცებს, რომ მისი უნარ-ჩვე­ვე­ბი, ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­მუ­შა­ოს, რო­მელ­საც ის ას­რუ­ლებს. თუ კომ­პა­ნი­ა­ში მა­სობ­რი­ვი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაა და­გეგ­მი­ლი, მა­შინ მის­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა წი­ნას­წარ უნდა აც­ნო­ბოს ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა სა­მი­ნის­ტროს: თუკი სამ­სა­ხუ­რი­დან ათზე მეტ ადა­მი­ანს უშ­ვებს - 45 დღით ადრე, ხოლო 90 დღით ადრე უნდა აც­ნო­ბოს მა­შინ, თუ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ხალ­ხის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას აპი­რებს - კერ­ძოდ, 30-დან 300-მდე. ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ერ­თბა­შად უმუ­შე­ვა­რი რომ დარ­ჩე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, ამან შე­იძ­ლე­ბა და­ძა­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი შექ­მნას.

- ბევრ ადა­მი­ანს აინ­ტე­რე­სებს, ახა­ლი კო­დექ­სით რა იქ­ნე­ბა მიჩ­ნე­უ­ლი ზე­გა­ნაკ­ვე­თურ სა­მუ­შა­ოდ?

- წინა კო­დექსში მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ იყო, რა შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ ზე­გა­ნაკ­ვე­თურ სა­მუ­შა­ოდ, ახალ­ში კი ეს ნი­უ­ან­სი საკ­მა­ოდ კარ­გად არის გან­სა­ზღვრუ­ლი: თუ ადა­მი­ა­ნი კვი­რა­ში 48 სა­ათ­ზე მეტ­ხანს იმუ­შა­ვებს, მა­შინ მას თი­თო­ე­ულ სა­ათ­ზე ხელ­ფა­სის 1,25 პრო­ცენ­ტი უნდა გა­და­უ­ხა­დონ. ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რად უნდა ჩა­ით­ვა­ლოს უქმე დღე­ებ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოც, გარ­და ამი­სა, 16-დან 18 წლამ­დე არას­რულ­წლო­ვან­მა 36 სა­ათ­ზე მეტ­ხანს არ უნდა იმუ­შა­ოს, 14-დან 16 წლამ­დე კი - 24 სა­ათ­ზე მეტ­ხანს. უფრო მკაც­რად არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი შრო­მი­თი პი­რო­ბე­ბის დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბაც, რაც წინა კო­დექსში ასე მკაც­რად არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.­ ხალ კო­დექსში მკა­ფი­ოდ იქ­ნე­ბა გან­სა­ზღვრუ­ლი, რომ შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უნდა იყოს წე­რი­ლო­ბი­თი, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ერ­თთვი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­უ­ფორ­მონ ექიმს ან მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­მაც სკო­ლა­ში სულ მცი­რე, ერთი სე­მესტრის, ან ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა იმუ­შა­ოს. გამ­კაცრ­დე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ნა­ად­რე­ვი შე­წყვე­ტის პი­რო­ბე­ბიც: თუ და­საქ­მე­ბუ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია არ არის საკ­მა­რი­სი, ან ის სის­ტე­მა­ტუ­რად არ­ღვევს ში­ნა­გა­ნა­წესს, მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში შეძ­ლებს დამ­საქ­მე­ბე­ლი მის და­თხოვ­ნას, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი უნდა და­ა­სა­ბუ­თოს. რა თქმა უნდა, დამ­საქ­მებ­ლებს ეს არ მო­ე­წო­ნე­ბათ, მათ­თვის უკე­თე­სი იყო, როცა აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უ­ზღუ­და­ვე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ ეს უსა­მარ­თლო­ბა იყო. მო­მა­ვალ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი­სა და დამ­საქ­მებ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბას კა­ნო­ნი მო­ა­წეს­რი­გებს. და­საქ­მე­ბუ­ლი და­ცუ­ლი უნდა იყოს, მაგ­რამ არც დამ­საქ­მებ­ლის უფ­ლე­ბებს და­ვი­ვი­წყებთ.

- ქალ­ბა­ტო­ნო გუ­გუ­ლი, რა ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და შრო­მის კო­დექსში შვე­ბუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- შვე­ბუ­ლე­ბა ანა­ზღა­ურ­დე­ბა წე­ლი­წად­ში არა­ნაკ­ლებ 24 დღი­სა, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა მე­ტიც იყოს, თუ ამას ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს. და­საქ­მე­ბულს შე­უძ­ლია შვე­ბუ­ლე­ბის ნა­წილ-ნა­წილ გა­მო­ყე­ნე­ბა, გარ­და ამი­სა, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მა­ტე­ბით კი­დევ შე­უძ­ლია ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე 15-დღი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბა აი­ღოს. შვე­ბუ­ლე­ბა­ში არ ით­ვლე­ბა დრო­ე­ბი­თი შრო­მი­სუ­უ­ნა­რო­ბის ვადა - ავად­მყო­ფო­ბა, მშო­ბი­ა­რო­ბა და ა.შ... თა­ნაც, თუ ადრე დრო­ე­ბი­თი შრო­მი­სუ­უ­ნა­რო­ბის ვადა 30 დღე იყო, ახლა უკვე 60 კა­ლენ­და­რუ­ლი დღეა 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც წე­ლი­წად­ში 90 კა­ლენ­და­რუ­ლი დღეა. ასე რომ, და­საქ­მე­ბუ­ლი ამ მხრი­ვაც იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი. სა­მა­გი­ე­როდ, დამ­საქ­მე­ბელს შე­უძ­ლია წი­ნას­წარ და­ად­გი­ნოს, ვინ და რო­დის გა­დის შვე­ბუ­ლე­ბა­ში, რომ მის­მა სა­წარ­მომ ან კომ­პა­ნი­ამ ნორ­მა­ლუ­რად იმუ­შა­ოს. და­საქ­მე­ბუ­ლიც ვალ­დე­ბუ­ლია 2 კვი­რით ადრე გა­აფრ­თხი­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, თუ შვე­ბუ­ლე­ბა­ში გას­ვლას აპი­რებს. ასე რომ, ახა­ლი კო­დექ­სით ბა­ლან­სი და­ცუ­ლია - დამ­საქ­მე­ბელ­საც შე­უძ­ლია და­იც­ვას თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბი და და­საქ­მე­ბუ­ლიც ძვე­ლე­ბუ­რად მო­ნურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღარ იქ­ნე­ბა.

- და­სას­რულ, რო­დის მი­ი­ღებს პარ­ლა­მენ­ტი გა­ნახ­ლე­ბულ შრო­მის კო­დექსს?

- შე­ტა­ნილ ცვლი­ლე­ბებს ყუ­რა­დღე­ბით გან­ვი­ხი­ლავთ და სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ა­ზე უკვე მი­ვი­ღებთ. ასე რომ, ზა­ფხუ­ლის დად­გო­მამ­დე ჩვენს ქვე­ყა­ნას ახა­ლი შრო­მის კო­დექ­სი ექ­ნე­ბა.

* დამ­საქ­მე­ბელს აღარ აქვს უფ­ლე­ბა, ყო­ველ­გვა­რი და­სა­ბუ­თე­ბი­სა და გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე და­ი­თხო­ვოს ადა­მი­ა­ნი სამ­სა­ხუ­რი­დან, მან ის 30 დღით ადრე უნდა გა­აფრ­თხი­ლოს;

* კო­დექ­სი დამ­საქ­მე­ბელს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, და­ა­სა­ბუ­თოს, რა­ტომ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ამა თუ იმ თა­ნამ­შრომ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან. დამ­საქ­მე­ბელს შე­უძ­ლია და­საქ­მე­ბუ­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც სა­წარ­მოს აქვს გა­რკვე­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, ან მისი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა აუ­ცი­ლე­ბე­ლი;

* დამ­საქ­მე­ბელს ასე­ვე აქვს უფ­ლე­ბა, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს თა­ნამ­შრო­მე­ლი, თუ და­ამ­ტკი­ცებს, რომ მისი უნარ-ჩვე­ვე­ბი, ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­მუ­შა­ოს, რო­მელ­საც ის ას­რუ­ლებს;

* თუ ადა­მი­ა­ნი კვი­რა­ში 48 სა­ათ­ზე მეტ­ხანს იმუ­შა­ვებს, მა­შინ მას თი­თო­ე­ულ სა­ათ­ზე ხელ­ფა­სის 1,25 პრო­ცენ­ტი უნდა გა­და­უ­ხა­დონ. ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რად უნდა ჩა­ით­ვა­ლოს უქმე დღე­ებ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოც;

* 16-დან 18 წლამ­დე არას­რულ­წლო­ვან­მა 36 სა­ათ­ზე მეტ­ხანს არ უნდა იმუ­შა­ოს, 14-დან 16 წლამ­დე კი - 24 სა­ათ­ზე მეტ­ხანს;

* შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უნდა იყოს წე­რი­ლო­ბი­თი;

* არ შე­იძ­ლე­ბა ერ­თთვი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­უ­ფორ­მონ ექიმს ან მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­მაც სკო­ლა­ში სულ მცი­რე, ერთი სე­მესტრის, ან ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა იმუ­შა­ოს;

* შვე­ბუ­ლე­ბა ანა­ზღა­ურ­დე­ბა წე­ლი­წად­ში არა­ნაკ­ლებ 24 დღი­სა. გარ­და ამი­სა, და­საქ­მე­ბულს წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მა­ტე­ბით კი­დევ შე­უძ­ლია ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე 15-დღი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბა აი­ღოს;

* თუ ადრე დრო­ე­ბი­თი შრო­მი­სუ­უ­ნა­რო­ბის ვადა 30 დღე იყო, ახლა უკვე 60 კა­ლენ­და­რუ­ლი დღეა 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც წე­ლი­წად­ში 90 კა­ლენ­და­რუ­ლი დღეს შე­ად­გენს.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ცვლილებები შრომის კოდექსში

ცვლილებები შრომის კოდექსში

კაბალური - ასე მონათლეს საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი სპეციალისტებმა. წერილობითი კონტრაქტების არარსებობა, ხელქვეითების სამუშაოდან დათხოვნის თითქმის შეუზღუდავი უფლება, დაქირავებულთა შრომის უსამართლოდ გამოყენება - ეს იმ ხარვეზების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ქართულ შრომის კოდექსს "ამშვენებდა". საბედნიეროდ, ახალი მთავრობა გვპირდება, რომ ქვეყანას განახლებული შრომის კოდექსი მალე ექნება, რომელმაც ეს ხარვეზები უნდა აღმოფხვრას. სწორედ ამ მტკივნეულ საკითხზე გვესაუბრება საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ქალბატონი გუგული მაღრაძე:

- წინა ხელისუფლების მიერ მიღებული შრომის კოდექსი ყველანაირ საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება, დამსაქმებელს უსაზღვრო უფლებებს ანიჭებს, დასაქმებულს კი თითქმის უუფლებოდ ტოვებს. რაც უნდა ამტკიცონ, ასეთი შრომის კოდექსი ინვესტორების მოზიდვას უწყობს ხელსო, სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ საქართველოში არც ინვესტიციები გაზრდილა და არც უმუშევრობა შემცირებულა, თანაც ხშირად გვაკრიტიკებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რადგან ის შორს არის ცივილიზებული სამყაროს მოთხოვნებისაგან. შრომის კოდექსის შეცვლის აუცილებლობა საქართველოში კარგა ხანია დგას, მაგრამ მხოლოდ ამ ხელისუფლებამ დაიწყო სერიოზული მუშაობა მის შესაცვლელად. დღეისათვის ჩვენ ასეთი მდგომარეობა გვაქვს: პარლამენტმა და ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით სასწრაფოდ მიიღო რამდენიმე აუცილებელი ცვლილება არსებულ კანონში, რასაც ჰქონდა თავისი მიზეზი: საქმე ის გახლავთ, რომ ბოლო ხანებში ძალიან გახშირდა დასაქმებულთა მასობრივი დათხოვნა, განსაკუთრებით, სამედიცინო დარგის მუშაკებისა. ეს ადამიანები მოდიოდნენ ჩვენთან საჩივრებით და ჩვენც შევიტანეთ შრომის კოდექსში ცვლილებები, რომლის ძალითაც დამსაქმებელს აღარ აქვს უფლება, ყოველგვარი დასაბუთებისა და გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს ადამიანი სამსახურიდან, მან ის 30 დღით ადრე უნდა გააფრთხილოს. თუ ადრე მხოლოდ დასაქმებული იყო ვალდებული, წინასწარ ეთქვა, სამსახურიდან წასვლის შესახებ, ახლა უკვე დამსაქმებელიც ვალდებულია. ჩვენი შესწორებები მთავრობას გადავეცით, რის შემდეგაც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა სახეცვლილი, ფაქტობრივად, ახალი შრომის კოდექსი, რომელშიც რაღაცები დარჩენილია ძველი კოდექსიდან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კორექტივებია შეტანილი.

- ყველაზე მთავარი რა არის განახლებულ კოდექსში?

- ახალი კოდექსით ჩვენ შევეცადეთ თანაბარ მდგომარეობაში ჩაგვეყენებინა დასაქმებულიც და დამსაქმებელიც. მართალია, დამსაქმებელს ახალი ვალდებულებები ეკისრება, მაგრამ, მეორე მხრივ, შრომის კოდექსში შეტანილია ისეთი მუხლები, რომლებიც დამსაქმებლის უფლებებსაც იცავს: კოდექსი მას აძლევს საშუალებას დაასაბუთოს, რატომ არის აუცილებელი ამა თუ იმ თანამშრომლის გათავისუფლება სამსახურიდან. დამსაქმებელს შეუძლია დასაქმებული გაათავისუფლოს იმ შემ­თხვევაში, როდესაც საწარმოს აქვს გა­რკვეული ეკონომიკური პრობლემები, ან მისი რეორგანიზაციაა აუცილებელი, მაგრამ ეს უნდა დაასაბუთოს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეუძლია დასაქმებულის გაშვება სამსახურიდან. დამსაქმებელს ასევე აქვს უფლება, გაათავისუფლოს თანამშრომელი, თუ დაამტკიცებს, რომ მისი უნარ-ჩვევები, ცოდნა და გამოცდილება არ შეესაბამება სამუშაოს, რომელსაც ის ასრულებს. თუ კომპანიაში მასობრივი გათავისუფლებაა დაგეგმილი, მაშინ მისმა ხელმძღვანელმა წინასწარ უნდა აცნობოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს: თუკი სამსახურიდან ათზე მეტ ადამიანს უშვებს - 45 დღით ადრე, ხოლო 90 დღით ადრე უნდა აცნობოს მაშინ, თუ დიდი რაოდენობით ხალხის გათავისუფლებას აპირებს - კერძოდ, 30-დან 300-მდე. ამდენი ადამიანი ერთბაშად უმუშევარი რომ დარჩება, ბუნებრივია, ამან შეიძლება დაძაბული სოციალური ფონი შექმნას.

- ბევრ ადამიანს აინტერესებს, ახალი კოდექსით რა იქნება მიჩნეული ზეგანაკვეთურ სამუშაოდ?

- წინა კოდექსში მკაფიოდ ჩამოყა­ლიბებული არ იყო, რა შეიძლება მივიჩნიოთ ზეგანაკვეთურ სამუშაოდ, ახალში კი ეს ნიუანსი საკმაოდ კარგად არის განსაზღვრული: თუ ადამიანი კვირაში 48 საათზე მეტხანს იმუშავებს, მაშინ მას თითოეულ საათზე ხელფასის 1,25 პროცენტი უნდა გადაუხადონ. ზეგანაკვეთურად უნდა ჩაითვალოს უქმე დღეებში შესრულებული სამუშაოც, გარდა ამისა, 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანმა 36 საათზე მეტხანს არ უნდა იმუშაოს, 14-დან 16 წლამდე კი - 24 საათზე მეტხანს. უფრო მკაცრად არის ჩამოყალიბებული შრომითი პირობების დაცვის აუცილებლობაც, რაც წინა კოდექსში ასე მკაცრად არ იყო გათვალისწინებული.­ ხალ კოდექსში მკაფიოდ იქნება განსაზღვრული, რომ შრომითი ხელშეკრულება უნდა იყოს წერილობითი, რომ არ შეიძლება ერთთვიანი ხელშეკრულება გაუფორმონ ექიმს ან მასწავლებელს, რომელმაც სკოლაში სულ მცირე, ერთი სემესტრის, ან ერთი წლის განმავლობაში უნდა იმუშაოს. გამკაცრდება ხელშეკრულების ნაადრევი შეწყვეტის პირობებიც: თუ დასაქმებულის კვალიფიკაცია არ არის საკმარისი, ან ის სისტემატურად არღვევს შინაგანაწესს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს დამსაქმებელი მის დათხოვნას, მაგრამ ყველაფერი უნდა დაასაბუთოს. რა თქმა უნდა, დამსაქმებლებს ეს არ მოეწონებათ, მათთვის უკეთესი იყო, როცა აბსოლუტურად შეუზღუდავები იყვნენ, მაგრამ ეს უსამართლობა იყო. მომავალში დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობას კანონი მოაწესრიგებს. დასაქმებული დაცული უნდა იყოს, მაგრამ არც დამსაქმებლის უფლებებს დავივიწყებთ.

- ქალბატონო გუგული, რა ცვლილებები შევიდა შრომის კოდექსში შვებუ­ლებებთან დაკავშირებით?

- შვებულება ანაზღაურდება წელიწადში არანაკლებ 24 დღისა, თუმცა შეიძლება მეტიც იყოს, თუ ამას ხელშეკრულება ითვალისწინებს. დასაქმებულს შეუძლია შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება, გარდა ამისა, წლის განმავლობაში დამატებით კიდევ შეუძლია ანაზღაურების გარეშე 15-დღიანი შვებულება აიღოს. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის ვადა - ავადმყოფობა, მშობიარობა და ა.შ... თანაც, თუ ადრე დროებითი შრომისუუნარობის ვადა 30 დღე იყო, ახლა უკვე 60 კალენდარული დღეა 6 თვის განმავლობაში, რაც წელიწადში 90 კალენდარული დღეა. ასე რომ, დასაქმებული ამ მხრივაც იქნება დაცული. სამაგიეროდ, დამსაქმებელს შეუძლია წინასწარ დაადგინოს, ვინ და როდის გადის შვებულებაში, რომ მისმა საწარმომ ან კომპანიამ ნორმალურად იმუშაოს. დასაქმებულიც ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს ხელმძღვანელი, თუ შვებულებაში გასვლას აპირებს. ასე რომ, ახალი კოდექსით ბალანსი დაცულია - დამსაქმებელსაც შეუძლია დაიცვას თავისი უფლებები და დასაქმებულიც ძველებურად მონურ მდგომარეობაში აღარ იქნება.

- დასასრულ, როდის მიიღებს პარლამენტი განახლებულ შრომის კოდექსს?

- შეტანილ ცვლილებებს ყურადღებით განვიხილავთ და საგაზაფხულო სესიაზე უკვე მივიღებთ. ასე რომ, ზაფხულის დადგომამდე ჩვენს ქვეყანას ახალი შრომის კოდექსი ექნება.

* დამსაქმებელს აღარ აქვს უფლება, ყოველგვარი დასაბუთებისა და გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს ადამიანი სამსახურიდან, მან ის 30 დღით ადრე უნდა გააფრთხილოს;

* კოდექსი დამსაქმებელს აძლევს საშუალებას, დაასაბუთოს, რატომ არის აუცილებელი ამა თუ იმ თანამშრომლის გათავისუფლება სამსახურიდან. დამსაქმებელს შეუძლია დასაქმებული გაათავისუფლოს იმ შემ­თხვევაში, როდესაც საწარმოს აქვს გა­რკვეული ეკონომიკური პრობლემები, ან მისი რეორგანიზაციაა აუცილებელი;

* დამსაქმებელს ასევე აქვს უფლება, გაათავისუფლოს თანამშრომელი, თუ დაამტკიცებს, რომ მისი უნარ-ჩვევები, ცოდნა და გამოცდილება არ შეესაბამება სამუშაოს, რომელსაც ის ასრულებს;

* თუ ადამიანი კვირაში 48 საათზე მეტხანს იმუშავებს, მაშინ მას თითოეულ საათზე ხელფასის 1,25 პროცენტი უნდა გადაუხადონ. ზეგანაკვეთურად უნდა ჩაითვალოს უქმე დღეებში შესრულებული სამუშაოც;

* 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანმა 36 საათზე მეტხანს არ უნდა იმუშაოს, 14-დან 16 წლამდე კი - 24 საათზე მეტხანს;

* შრომითი ხელშეკრულება უნდა იყოს წერილობითი;

* არ შეიძლება ერთთვიანი ხელშეკრულება გაუფორმონ ექიმს ან მასწავლებელს, რომელმაც სკოლაში სულ მცირე, ერთი სემესტრის, ან ერთი წლის განმავლობაში უნდა იმუშაოს;

* შვებულება ანაზღაურდება წელიწადში არანაკლებ 24 დღისა. გარდა ამისა, დასაქმებულს წლის განმავლობაში დამატებით კიდევ შეუძლია ანაზღაურების გარეშე 15-დღიანი შვებულება აიღოს;

* თუ ადრე დროებითი შრომისუუნარობის ვადა 30 დღე იყო, ახლა უკვე 60 კალენდარული დღეა 6 თვის განმავლობაში, რაც წელიწადში 90 კალენდარული დღეს შეადგენს.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"