უმცირესობის წვერი გოგა ხაჩიძე "ქართული ოცნების" წვერებს თავდასხმაში ადანაშაულებს. ხაჩიძის თქმით, უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან მისი მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით საკითხის წამოჭრას უკავშირდება.
"მას შემდეგ, რაც ქ-ნი თეა წულუკიანის უმაღლესი იურიდიული განათლების საკითხი, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენე, "ოცნების" მთელმა აქტივმა მკვდარი და ცოცხალი ამომიტრიალა. ახლაც აგრძელებენ... :)
არადა რისთვის?... -მხოლოდ იმისთვის, რომ აბსოლუტურად კორექტულად დავსვი სრულიად ლეგიტიმური შეკითხვა... რომ გითხრათ, რომ სხვა მოლოდინი მქონდა, მოგატყუებთ.
არ ვიჩქარებ, ჯერ კარგად გაირკვეს ეს საკითხი...
თუმცა, თავში უკვე მიტრიალებს ქართული ფილმის "უდიპლომო სასიძო" ბოლო ფრაზის ინტერპრეტირებული ვერსია: "ასე შევრჩი ბიძინას, უდიპლომო იურისტი - იუსტიციის მინისტრად" :), - წერს გოგა ხაჩიძე და იქვე იუსტიციის მინისტრის სიტყვებს იხსენებს. - პრეზიდენტი იმიტომ მებრძვის, რომ მხოლოდ მე ვარ უფლებამოსილი პირადად მას ბრალი წავუყენოო... გახსოვთ ეგ განცხადება?".
იუსტიციის მინისტრის განათლებით გოგა ხაჩიძე რამდენიმე დღის წინ დაინტერესდა და "ფეისბუქით" განცხადება გაავრცელა, რომელშიც იურისტებსა და ჟურნალისტებს საკითხში გარკვევას თხოვდა. ხაჩიძის ვარაუდით, თეა წულუკიანს უმაღლესი იურიდიული განათლება არა აქვს და თანამდებობას უკანონოდ იკავებს.
იხილეთ ასევე: "თეა წულუკიანს თანამდებობის შესაბამისი უმაღლესი განათლება არ აქვს?"