პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტმა აეროპორტში დაცვის სამსახურის დახვედრას "მთავრობის მიერ დადგმული საცირკო წარმოდგენა" უწოდა
პრეზიდენტმა აეროპორტში დაცვის სამსახურის დახვედრას "მთავრობის მიერ დადგმული საცირკო წარმოდგენა" უწოდა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი აე­რო­პორ­ტში მის­თვის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის დახ­ვედ­რას "მთავ­რო­ბის მიერ დად­გმულ სა­ცირ­კო წარ­მოდ­გე­ნას" უწო­დებს, - ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ აე­რო­პორ­ტში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, იმ­დე­ნი მან­ქა­ნა, რამ­დე­ნიც დღეს აე­რო­პორ­ტში და­ახ­ვედ­რეს, არა­თუ სა­კუ­თარ­ში, არა­მედ უცხო ქვეყ­ნე­ბის პრე­ზი­დენ­ტე­ბის ეს­კორ­ტშიც არ უნა­ხავს. პრე­ზი­დენ­ტმა მთავ­რო­ბას ურ­ჩია, დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ში ჩა­სას­ხმე­ლი ბენ­ზი­ნის ფული გა­ჭირ­ვე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­ახ­მა­როს.

"მთე­ლი ეს თვე­ე­ბი ის­ტე­რი­უ­ლად ეძე­ბენ ჩვენს მიერ თით­ქოს­და მო­პა­რულ მი­ლი­ო­ნებს, მაგ­რამ რაც არ არის, ვერ იპო­ვი. შავ ოთახ­ში შავი კატა არ არის და მე­ცო­დე­ბა ის ხალ­ხი, ვინც ეს და­ი­ჯე­რა. დღეს მე­ო­რე საყ­ვა­რე­ლი გა­ტა­ცე­ბა აქვთ - სა­ში­ნე­ლი წინა მთავ­რო­ბის მიერ რე­ზი­დენ­ცი­ებ­ზე, ჭამა-სმა­სა და დაც­ვა­ზე და­ხარ­ჯუ­ლი ფული. აღ­მო­ა­ჩი­ნეს ამე­რი­კა, რომ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ლი­დე­რებს დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დაჰ­ყვე­ბათ. და­ი­წყეს ჩვე­ნი დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ტე­რო­რი, აღ­ძრეს საქ­მე­ე­ბი. ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, მი­ე­ტა­ნათ ინ­ფორ­მა­ცია ჩემი გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტებ­სა და ჩემი სა­უბ­რის ში­ნა­არსზე. ვუ­თხა­რი, რომ არ მინ­და დაც­ვა, გა­და­ვად­გილ­დე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მან­ქა­ნით და მე­ო­რედ აღარ ამო­ი­ღოთ ხმა, რამ­დენ ფულს ხარ­ჯავს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის კორ­ტეჟებ­ზე. მო­იყ­ვა­ნეს უფრო მეტი მან­ქა­ნა, ვიდ­რე ცხოვ­რე­ბა­ში მი­ნა­ხავს არა მხო­ლოდ ჩემს ეს­კორ­ტში, არა­მედ სხვა ქვეყ­ნებ­ში. კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვა­ცხა­დებ და მინ­და ვუ­თხრა პრე­მი­ერს, რო­მელ­საც აქე­დან რა­ღა­ცის მო­წყო­ბა უნდა - ეს არის ხალ­ხის რე­სურ­სე­ბის ტყუ­ი­ლი ყრა გა­ურ­კვე­ვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცირ­კე­ბის­თვის. რა არის ეს 30 მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც აქ არის?! რა­ტომ უნდა დამ­ყვე­ბოდ­ნენ, რა პო­ლი­ტი­კურ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი.?!", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რო­გორც მო­ქა­ლა­ქეს, უფ­ლე­ბა აქვს, უკან არა­ვინ დაყ­ვე­ბო­დეს. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, პირ­ველ რიგ­ში დაც­ვა სწო­რედ ასე­თი ხალ­ხის­გან სჭირ­დე­ბა. "ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, ეს მან­ქა­ნე­ბი წა­იყ­ვა­ნონ "გა­რაჟ­ში". მათი ბენ­ზი­ნის ფული გა­და­უ­ნა­წი­ლონ იმ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს, ვი­საც ჰპირ­დე­ბოდ­ნენ ორ­ჯერ შემ­ცი­რე­ბულ ბენ­ზი­ნის ფასს, გა­ზის ფასს და ყვე­ლა­ფერ­ში მო­ა­ტყუ­ეს. მე ვივ­ლი ეკო­ნო­მი­უ­რი ელექტრო­მო­ბი­ლით, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ცო­ტას წვავს და არის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ბა­ლანსზე. სა­ვა­ლა­ლოა ასე­თი შო­უ­ე­ბის დად­გმა. მე არა­ვის ვა­ვალ­დე­ბუ­ლებ, რომ მე, რო­გორც პი­როვ­ნე­ბას, პა­ტი­ვი მცეს, ეს არის ინ­სტი­ტუ­ტე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა, ყვე­ლამ მი­ხე­დოს თა­ვის საქ­მეს. ცირ­კის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში თავს ნუ იყე­ნე­ბენ და საქ­მეს მი­ხე­დონ", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, სჯობ­და მთავ­რო­ბას "აე­რო­პორ­ტში კო­მე­დი­ის დად­გმის ნაც­ვლად" ხალ­ხის­თვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მის გა­კე­თე­ბა­ზე ეფიქ­რა. "ამა­ზე ბევ­რი აქვს ნა­ფიქ­რი მთავ­რო­ბის მთელ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას. ხალ­ხო, მი­ხე­დეთ საქ­მეს, და­მი­ვი­წყეთ და გა­და­დეთ გვერ­დზე ჩემი თე­მე­ბი. ღმერ­თო და­მი­ცა­ვი ასე­თი დაც­ვის­გან და მტრე­ბის­გან თავს თვი­თონ და­ვი­ცავ. ეს დაც­ვის მეტი ყვე­ლა­ფე­რია. და­უ­ნიშ­ნეს მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა პრე­ზი­დენტს, რომ იცოდ­ნენ სად გა­და­ვად­გილ­დე­ბი, რას ვლა­პა­რა­კობ, ვის ვხვდე­ბი. ამას ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც ვე­ტყვი. მე ვარ ჩემი მან­ქა­ნით, სხვა ყვე­ლა­ფე­რი არის იძუ­ლე­ბი­თი, ძალ­და­ტა­ნე­ბი­თი და სა­სა­ცი­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აე­რო­პორ­ტში ელექტრო­მო­ბი­ლის სა­ჭეს­თან თა­ვად დაჯ­და და რე­ზი­დენ­ცი­ის­კენ გა­ე­მარ­თა, დაც­ვის ეს­კორ­ტი კი პრე­ზი­დენ­ტის მგზავ­რო­ბი­სას მიმ­დე­ბა­რე პე­რი­მეტრს აკონ­ტრო­ლებ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პრეზიდენტმა აეროპორტში დაცვის სამსახურის დახვედრას "მთავრობის მიერ დადგმული საცირკო წარმოდგენა" უწოდა

პრეზიდენტმა აეროპორტში დაცვის სამსახურის დახვედრას "მთავრობის მიერ დადგმული საცირკო წარმოდგენა" უწოდა

საქართველოს პრეზიდენტი აეროპორტში მისთვის დაცვის სამსახურის დახვედრას "მთავრობის მიერ დადგმულ საცირკო წარმოდგენას" უწოდებს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანიდან დაბრუნების შემდეგ აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, იმდენი მანქანა, რამდენიც დღეს აეროპორტში დაახვედრეს, არათუ საკუთარში, არამედ უცხო ქვეყნების პრეზიდენტების ესკორტშიც არ უნახავს. პრეზიდენტმა მთავრობას ურჩია, დაცვის სამსახურის ავტომანქანებში ჩასასხმელი ბენზინის ფული გაჭირვებულ მოქალაქეებს მოახმაროს.

"მთელი ეს თვეები ისტერიულად ეძებენ ჩვენს მიერ თითქოსდა მოპარულ მილიონებს, მაგრამ რაც არ არის, ვერ იპოვი. შავ ოთახში შავი კატა არ არის და მეცოდება ის ხალხი, ვინც ეს დაიჯერა. დღეს მეორე საყვარელი გატაცება აქვთ - საშინელი წინა მთავრობის მიერ რეზიდენციებზე, ჭამა-სმასა და დაცვაზე დახარჯული ფული. აღმოაჩინეს ამერიკა, რომ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს დაცვის თანამშრომლები დაჰყვებათ. დაიწყეს ჩვენი დაცვის თანამშრომლების ტერორი, აღძრეს საქმეები. ეუბნებოდნენ, მიეტანათ ინფორმაცია ჩემი გადაადგილების მარშრუტებსა და ჩემი საუბრის შინაარსზე. ვუთხარი, რომ არ მინდა დაცვა, გადავადგილდები ჩვეულებრივი მანქანით და მეორედ აღარ ამოიღოთ ხმა, რამდენ ფულს ხარჯავს სახელმწიფო დაცვის კორტეჟებზე. მოიყვანეს უფრო მეტი მანქანა, ვიდრე ცხოვრებაში მინახავს არა მხოლოდ ჩემს ესკორტში, არამედ სხვა ქვეყნებში. კატეგორიულად ვაცხადებ და მინდა ვუთხრა პრემიერს, რომელსაც აქედან რაღაცის მოწყობა უნდა - ეს არის ხალხის რესურსების ტყუილი ყრა გაურკვეველი პოლიტიკური ცირკებისთვის. რა არის ეს 30 მანქანა, რომელიც აქ არის?! რატომ უნდა დამყვებოდნენ, რა პოლიტიკურ მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი.?!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, როგორც მოქალაქეს, უფლება აქვს, უკან არავინ დაყვებოდეს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პირველ რიგში დაცვა სწორედ ასეთი ხალხისგან სჭირდება. "ძალიან მარტივია, ეს მანქანები წაიყვანონ "გარაჟში". მათი ბენზინის ფული გადაუნაწილონ იმ გაჭირვებულებს, ვისაც ჰპირდებოდნენ ორჯერ შემცირებულ ბენზინის ფასს, გაზის ფასს და ყველაფერში მოატყუეს. მე ვივლი ეკონომიური ელექტრომობილით, რომელიც ძალიან ცოტას წვავს და არის ადმინისტრაციის ბალანსზე. სავალალოა ასეთი შოუების დადგმა. მე არავის ვავალდებულებ, რომ მე, როგორც პიროვნებას, პატივი მცეს, ეს არის ინსტიტუტების პატივისცემა, ყველამ მიხედოს თავის საქმეს. ცირკის მდგომარეობაში თავს ნუ იყენებენ და საქმეს მიხედონ", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, სჯობდა მთავრობას "აეროპორტში კომედიის დადგმის ნაცვლად" ხალხისთვის სასარგებლო საქმის გაკეთებაზე ეფიქრა. "ამაზე ბევრი აქვს ნაფიქრი მთავრობის მთელ ხელმძღვანელობას. ხალხო, მიხედეთ საქმეს, დამივიწყეთ და გადადეთ გვერდზე ჩემი თემები. ღმერთო დამიცავი ასეთი დაცვისგან და მტრებისგან თავს თვითონ დავიცავ. ეს დაცვის მეტი ყველაფერია. დაუნიშნეს მეთვალყურეობა პრეზიდენტს, რომ იცოდნენ სად გადავადგილდები, რას ვლაპარაკობ, ვის ვხვდები. ამას ტელევიზიითაც ვეტყვი. მე ვარ ჩემი მანქანით, სხვა ყველაფერი არის იძულებითი, ძალდატანებითი და სასაცილო მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მთავრობას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი აეროპორტში ელექტრომობილის საჭესთან თავად დაჯდა და რეზიდენციისკენ გაემართა, დაცვის ესკორტი კი პრეზიდენტის მგზავრობისას მიმდებარე პერიმეტრს აკონტროლებდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა