პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უგულავას ლილოს ნაგავსაყრელის საქმეც ეყოფა" ანუ როგორ გაატანეს ნაგავს 12 მილიონი ლარი
"უგულავას ლილოს ნაგავსაყრელის საქმეც ეყოფა" ანუ როგორ გაატანეს ნაგავს 12 მილიონი ლარი

სო­ფელ დიდ ლი­ლოს­თან მდე­ბა­რე ნა­გავ­საყ­რე­ლის გამო წარ­მოქ­მნილ ეკო­ლო­გი­ურ, გა­რე­მოს­დაც­ვით და სხვა პრობ­ლე­მებ­ზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ნი­კო­ლოზ მჟა­ვა­ნა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ლი­ლოს ნა­გავ­საყ­რე­ლის ამოქ­მე­დე­ბა ეკო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით სა­ზი­ა­ნოა და არა­ერ­თი საფრ­თხის შემ­ქმნე­ლია. ჩვენ შევ­ხვდით ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებს და მა­თაც აღი­ა­რეს, რომ ნა­გავ­საყ­რე­ლი დარ­ღვე­ვე­ბით აშენ­და, 6-ის ნაც­ვლად ერთი სა­ლე­ქა­რი გა­კეთ­და, ანუ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი მო­თხოვ­ნე­ბი და­ირ­ღვა; ჩვე­ნი აქ­ტი­უ­რო­ბის შემ­დეგ პრო­ცეს­ში გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ჩა­ერ­თო და ინ­სპექ­ტი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რის შემ­დე­გაც გა­მო­ი­ტა­ნენ დას­კვნას დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ. ნა­გავ­საყ­რე­ლის ირ­გვლივ გა­უ­საძ­ლი­სი სუ­ნია. როცა ქარი და­უ­ბე­რავს, ნა­გავ­საყ­რელ­თან "პარ­კე­ბის წვი­მაა", მო­სახ­ლე­ო­ბა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­შია თუნ­დაც სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხის გამო. ამას­თა­ნა­ვე, ნა­გა­ვი, ფე­კა­ლი­ე­ბი ზემო სამ­გო­რის მა­გის­ტრა­ლურ არხში ჩა­ე­დი­ნე­ბა, ეს სი­ბინ­ძუ­რე შემ­დეგ ხვდე­ბა თბი­ლი­სის ზღვა­ში, რო­მე­ლიც, გარ­კვე­ულ პე­რი­ოდ­ში, როცა ჟინ­ვალ­ჰესს წყლის მო­წო­დე­ბის პრობ­ლე­მა ექ­მნე­ბა, დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის 20 პრო­ცენტს სას­მე­ლი წყლით აკ­მა­ყო­ფი­ლებს; ასე რომ, ცალ­კე იქა­ურ მო­სახ­ლე­ო­ბას ექ­მნე­ბა აუ­ტა­ნე­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი, ცალ­კე თბი­ლი­სის ზღვა ბინ­ძურ­დე­ბა. ახლა დღის წეს­რიგ­ში ამ ნა­გავ­საყ­რე­ლის გა­უქ­მე­ბაა და ის თორ­მე­ტი მი­ლი­ო­ნი ლარი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტი­დან მის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­ი­ხარ­ჯა, გა­დაყ­რი­ლი ფუ­ლია. ამა­ზე პა­სუ­ხი ქა­ლა­ქის მერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ უნდა აგოს და და­ნა­ხარ­ჯი აა­ნა­ზღა­უ­როს! ამას­თა­ნა­ვე, ამ ნა­გავ­საყ­რე­ლის კონ­სერ­ვა­ცი­ის­თვის და­მა­ტე­ბი­თი, საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხაა სა­ჭი­რო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ადრე მე­რი­ას ამ ნა­გავ­საყ­რე­ლის მშე­ნებ­ლო­ბა ნო­რი­ო­ში, ან­ტონ მარ­ტყო­ფე­ლის ლავ­რას­თან ჰქონ­და გან­ზრა­ხუ­ლი, რა­საც მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ჩვე­ნი, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა და მშე­ნებ­ლო­ბა სხვა­გან გა­და­ი­ტა­ნეს. როცა მო­სახ­ლე­ო­ბამ ნა­გავ­საყ­რე­ლის ლი­ლო­ში მშე­ნებ­ლო­ბაც გა­აპ­რო­ტეს­ტა, ის სპეც­რაზ­მით და­არ­ბი­ეს; სხვა ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტო­რებ­თან ერ­თად, აქ ადა­მი­ა­ნის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბაც ირ­ღვე­ვა - ხალ­ხს მი­წე­ბი წა­არ­თვეს, კომ­პენ­სა­ცია კი არ გა­და­უ­ხა­დეს, ასე­ვე იკ­ვე­თე­ბა რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის პი­რა­დი ინ­ტე­რე­სი. მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ამ საქ­მე­ზეც სას­წრა­ფოდ უნდა და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა, მხო­ლოდ ლი­ლოს ნა­გავ­საყ­რე­ლის საქ­მე ეყო­ფა გიგი უგუ­ლა­ვას! "თბილ­სერ­ვი­სი" შე­ზღუ­დუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბაა, მაგ­რამ მისი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, 100-პრო­ცენ­ტი­ა­ნი წი­ლის მფლო­ბე­ლი თბი­ლი­სის მე­რი­აა. როცა მო­სახ­ლე­ო­ბა მე­რი­ას სთხოვ­და, ნა­გავ­საყ­რე­ლი ცოტა მო­შო­რე­ბით გა­და­ი­ტა­ნე­თო, მე­რია პა­სუ­ხობ­და, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ხარ­ჯი ორი მი­ლი­ო­ნით გაგ­ვეზ­რდე­ბაო! ასე რომ, მე­რი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა, ქა­ლა­ქის თავ­კა­ცებ­მა თა­ნა­ქა­ლა­ქე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა 2 მი­ლი­ო­ნად შე­ა­ფა­სეს და ეძ­ვი­რათ, რა­ზეც პა­სუ­ხი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ე­თხო­ვოთ.

- აცხა­დებთ, რომ ლი­ლოს ნა­გავ­საყ­რე­ლი თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბას ემუქ­რე­ბა, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რას გუ­ლის­ხმობთ?

- ღია ნა­გავ­საყ­რე­ლი, ბუ­ნებ­რი­ვია, ფრინ­ვე­ლებს იზი­დავს, გა­დაფ­რე­ნი­სას ისი­ნი თვითმფრი­ნა­ვებს შე­ე­ჯა­ხე­ბი­ან და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი გარ­და­უ­ვა­ლია. საქ­მე ის არის, რომ ფრინ­ვე­ლი თვითმფრი­ნავ­თან შე­ჯა­ხე­ბი­სას, ხში­რად ხვდე­ბა ძრა­ვა­ში, რაც ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზი ხდე­ბა. იკა­ოს, სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ნორ­მე­ბის თა­ნახ­მად, ღია ნა­გავ­საყ­რე­ლი არ შე­იძ­ლე­ბა აე­რო­პორტთან 13 კი­ლო­მეტრზე ნაკ­ლებ მან­ძილ­ზე იყოს, ლი­ლოს ნა­გავ­საყ­რე­ლი კი თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტი­დან 7 კი­ლო­მეტრშია.

- ამ­ბობთ, რომ ამ საქ­მე­ში რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ინ­ტე­რე­სი იკ­ვე­თე­ბა, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რას გუ­ლის­ხმობთ?

- ლი­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ტე­რი­ტო­რი­ის სი­ახ­ლო­ვეს ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­სა და კახა ბენ­დუ­ქი­ძეს მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბის კომ­პლექ­სი, მე­ურ­ნე­ო­ბა აქვთ; მო­მა­ვალ­ში ამ ნაგ­ვის ნარ­ჩე­ნე­ბის­გან ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა იგეგ­მე­ბა, რო­მე­ლიც სწო­რედ ამ მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბის ფაბ­რი­კას მი­ე­წო­დე­ბა... მო­სახ­ლე­ო­ბა აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს პი­რე­ბი ლი­ლოს­თან ახ­ლომ­დე­ბა­რე მე­ურ­ნე­ო­ბას­თან არა­ერ­თხელ შე­უ­ნიშ­ნავთ, თუმ­ცა, შე­საძ­ლოა ისი­ნი ამ მე­ურ­ნე­ო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მფლო­ბე­ლე­ბი არც იყ­ვნენ. თუ ლი­ლოს ნა­გავ­საყ­რე­ლის ინ­სპექ­ტი­რე­ბა კონ­კრე­ტულ შე­დე­გებს არ გა­მო­ი­ღებს, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს გან­ვაგ­რძობთ. რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს, იქ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ფერ­ხდე­ბა, რად­გან უმ­რავ­ლე­სო­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ჰყავს.

- რო­გო­რი უნდა იყოს ნა­გავ­საყ­რე­ლი, რო­მე­ლიც ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა?

- ნა­გავ­საყ­რე­ლი ქა­ლა­ქი­დან, და­სახ­ლე­ბუ­ლი რა­ი­ო­ნე­ბი­დან მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­შო­რე­ბუ­ლი უნდა იყოს, და­ხუ­რუ­ლი ტი­პის. ასე­ვე, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტით, უნდა ხდე­ბო­დეს ნაგ­ვის და­ხა­რის­ხე­ბა. ამ­გვა­რი ნა­გავ­საყ­რე­ლის აშე­ნე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რი, და­ახ­ლო­ე­ბით 50 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე ჯდე­ბა, მაგ­რამ თუ მე­რია თან­ხებს უაზ­როდ არ გაფ­ლან­გავს, ამის გა­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. თბი­ლი­სე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა ნამ­დვი­ლად ღირს ამად! მით უმე­ტეს, რომ გა­რე­მოს­თვის ზი­ა­ნის გა­მო­სას­წო­რებ­ლად კი­დევ უფრო მეტი სახ­სრე­ბი იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო. თუ მო­სახ­ლე­ო­ბა არ გვე­ყო­ლე­ბა, ვის­თვის­ღა ვა­კე­თებთ ეკო­ნო­მი­ას?

ცნო­ბი­სათ­ვის

სტა­ტის­ტი­კით, ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი თვითმფრი­ნა­ვის ფრინ­ვე­ლებ­თან შე­ჯა­ხე­ბაა. ამ მი­ზე­ზით ბოლო ათწლე­ულ­ში მხო­ლოდ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში 19-მა თვითმფრი­ნავ­მა გა­ნი­ცა­და კა­ტას­ტრო­ფა. კვლე­ვე­ბით ასე­ვე და­დას­ტურ­და, რომ უბე­დურ შემ­თხვე­ვა­თა 45 პრო­ცენ­ტი ფრინ­ვე­ლე­ბის თვითმფრი­ნა­ვის ძრა­ვა­ში მოხ­ვედ­რით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. სტა­ტის­ტი­კით, ავა­რი­ე­ბის 32,5 პრო­ცენ­ტი დაშ­ვე­ბი­სას ხდე­ბა, აფ­რე­ნი­სას - 31 პრო­ცენ­ტი, 24 პრო­ცენ­ტი - ფრე­ნის მარ­შრუტ­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყვე­ლა­ზე ხში­რად თვითმფრი­ნა­ვებს მტრე­დე­ბი და თო­ლი­ე­ბი ეჯა­ხე­ბი­ან; სპე­ცი­ა­ლის­ტთა აზ­რით, ამ­გვა­რი შე­ჯა­ხე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი არის ის, რომ აფ­რე­ნი­სას თვითმფრი­ნავ­სა და ფრინ­ველს ერ­თნა­ი­რი აე­რო­დი­ნა­მი­კუ­რი პი­რო­ბე­ბი სჭირ­დე­ბათ - შემ­ხვედ­რი ქარი.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"უგულავას ლილოს ნაგავსაყრელის საქმეც ეყოფა" ანუ როგორ გაატანეს ნაგავს 12 მილიონი ლარი

"უგულავას ლილოს ნაგავსაყრელის საქმეც ეყოფა" ანუ როგორ გაატანეს ნაგავს 12 მილიონი ლარი

სოფელ დიდ ლილოსთან მდებარე ნაგავსაყრელის გამო წარმოქმნილ ეკოლოგიურ, გარემოსდაცვით და სხვა პრობლემებზე არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე გვესაუბრება:

- ლილოს ნაგავსაყრელის ამოქმედება ეკოლოგიური თვალსაზრისით საზიანოა და არაერთი საფრთხის შემქმნელია. ჩვენ შევხვდით ქალაქის საკრებულოს წევრებს და მათაც აღიარეს, რომ ნაგავსაყრელი დარღვევებით აშენდა, 6-ის ნაცვლად ერთი სალექარი გაკეთდა, ანუ გარემოსდაცვითი მოთხოვნები დაირღვა; ჩვენი აქტიურობის შემდეგ პროცესში გარემოს დაცვის სამინისტრო ჩაერთო და ინსპექტირება მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამოიტანენ დასკვნას დარღვევების შესახებ. ნაგავსაყრელის ირგვლივ გაუსაძლისი სუნია. როცა ქარი დაუბერავს, ნაგავსაყრელთან "პარკების წვიმაა", მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაშია, ამ ტერიტორიაზე ცხოვრება ჯანმრთელობისთვის საშიშია თუნდაც სხვადასხვა დაავადების გავრცელების საფრთხის გამო. ამასთანავე, ნაგავი, ფეკალიები ზემო სამგორის მაგისტრალურ არხში ჩაედინება, ეს სიბინძურე შემდეგ ხვდება თბილისის ზღვაში, რომელიც, გარკვეულ პერიოდში, როცა ჟინვალჰესს წყლის მოწოდების პრობლემა ექმნება, დედაქალაქის მოსახლეობის 20 პროცენტს სასმელი წყლით აკმაყოფილებს; ასე რომ, ცალკე იქაურ მოსახლეობას ექმნება აუტანელი საცხოვრებელი პირობები, ცალკე თბილისის ზღვა ბინძურდება. ახლა დღის წესრიგში ამ ნაგავსაყრელის გაუქმებაა და ის თორმეტი მილიონი ლარი, რომელიც თბილისის ბიუჯეტიდან მის მშენებლობაზე დაიხარჯა, გადაყრილი ფულია. ამაზე პასუხი ქალაქის მერმა გიგი უგულავამ უნდა აგოს და დანახარჯი აანაზღაუროს! ამასთანავე, ამ ნაგავსაყრელის კონსერვაციისთვის დამატებითი, საკმაოდ სოლიდური თანხაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ ადრე მერიას ამ ნაგავსაყრელის მშენებლობა ნორიოში, ანტონ მარტყოფელის ლავრასთან ჰქონდა განზრახული, რასაც მოსახლეობისა და ჩვენი, არასამთავრობო სექტორის პროტესტი მოჰყვა და მშენებლობა სხვაგან გადაიტანეს. როცა მოსახლეობამ ნაგავსაყრელის ლილოში მშენებლობაც გააპროტესტა, ის სპეცრაზმით დაარბიეს; სხვა ზემოაღნიშნულ ფაქტორებთან ერთად, აქ ადამიანის კერძო საკუთრების უფლებაც ირღვევა - ხალხს მიწები წაართვეს, კომპენსაცია კი არ გადაუხადეს, ასევე იკვეთება რამდენიმე მაღალჩინოსნის პირადი ინტერესი. მთავარმა პროკურატურამ ამ საქმეზეც სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება, მხოლოდ ლილოს ნაგავსაყრელის საქმე ეყოფა გიგი უგულავას! "თბილსერვისი" შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, მაგრამ მისი დამფუძნებელი, 100-პროცენტიანი წილის მფლობელი თბილისის მერიაა. როცა მოსახლეობა მერიას სთხოვდა, ნაგავსაყრელი ცოტა მოშორებით გადაიტანეთო, მერია პასუხობდა, ასეთ შემთხვევაში ხარჯი ორი მილიონით გაგვეზრდებაო! ასე რომ, მერიის მაღალჩინოსნებმა, ქალაქის თავკაცებმა თანაქალაქელების ჯანმრთელობა 2 მილიონად შეაფასეს და ეძვირათ, რაზეც პასუხი აუცილებლად უნდა მოეთხოვოთ.

- აცხადებთ, რომ ლილოს ნაგავსაყრელი თბილისის აეროპორტის უსაფრთხოებას ემუქრება, უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობთ?

- ღია ნაგავსაყრელი, ბუნებრივია, ფრინველებს იზიდავს, გადაფრენისას ისინი თვითმფრინავებს შეეჯახებიან და უბედური შემთხვევები გარდაუვალია. საქმე ის არის, რომ ფრინველი თვითმფრინავთან შეჯახებისას, ხშირად ხვდება ძრავაში, რაც ავიაკატასტროფის მიზეზი ხდება. იკაოს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისი ორგანიზაციის ნორმების თანახმად, ღია ნაგავსაყრელი არ შეიძლება აეროპორტთან 13 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე იყოს, ლილოს ნაგავსაყრელი კი თბილისის აეროპორტიდან 7 კილომეტრშია.

- ამბობთ, რომ ამ საქმეში რამდენიმე მაღალჩინოსნის ინტერესი იკვეთება, უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობთ?

- ლილოს მოსახლეობის ინფორმაციით, ამ ტერიტორიის სიახლოვეს ვანო მერაბიშვილსა და კახა ბენდუქიძეს მეფრინველეობის კომპლექსი, მეურნეობა აქვთ; მომავალში ამ ნაგვის ნარჩენებისგან ბუნებრივი აირის გამომუშავება იგეგმება, რომელიც სწორედ ამ მეფრინველეობის ფაბრიკას მიეწოდება... მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ეს პირები ლილოსთან ახლომდებარე მეურნეობასთან არაერთხელ შეუნიშნავთ, თუმცა, შესაძლოა ისინი ამ მეურნეობის ოფიციალური მფლობელები არც იყვნენ. თუ ლილოს ნაგავსაყრელის ინსპექტირება კონკრეტულ შედეგებს არ გამოიღებს, საპროტესტო აქციებს განვაგრძობთ. რაც შეეხება თბილისის საკრებულოს, იქ გადაწყვეტილების მიღება ფერხდება, რადგან უმრავლესობა "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს.

- როგორი უნდა იყოს ნაგავსაყრელი, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება?

- ნაგავსაყრელი ქალაქიდან, დასახლებული რაიონებიდან მაქსიმალურად მოშორებული უნდა იყოს, დახურული ტიპის. ასევე, ევროპული სტანდარტით, უნდა ხდებოდეს ნაგვის დახარისხება. ამგვარი ნაგავსაყრელის აშენება საკმაოდ ძვირი, დაახლოებით 50 მილიონ ლარამდე ჯდება, მაგრამ თუ მერია თანხებს უაზროდ არ გაფლანგავს, ამის გაკეთება შესაძლებელია. თბილისელების ჯანმრთელობა ნამდვილად ღირს ამად! მით უმეტეს, რომ გარემოსთვის ზიანის გამოსასწორებლად კიდევ უფრო მეტი სახსრები იქნება საჭირო. თუ მოსახლეობა არ გვეყოლება, ვისთვისღა ვაკეთებთ ეკონომიას?

ცნობისათვის

სტატისტიკით, ავიაკატასტროფების ერთ-ერთი მიზეზი თვითმფრინავის ფრინველებთან შეჯახებაა. ამ მიზეზით ბოლო ათწლეულში მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 19-მა თვითმფრინავმა განიცადა კატასტროფა. კვლევებით ასევე დადასტურდა, რომ უბედურ შემთხვევათა 45 პროცენტი ფრინველების თვითმფრინავის ძრავაში მოხვედრით არის გამოწვეული. სტატისტიკით, ავარიების 32,5 პროცენტი დაშვებისას ხდება, აფრენისას - 31 პროცენტი, 24 პროცენტი - ფრენის მარშრუტზე. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ხშირად თვითმფრინავებს მტრედები და თოლიები ეჯახებიან; სპეციალისტთა აზრით, ამგვარი შეჯახების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ აფრენისას თვითმფრინავსა და ფრინველს ერთნაირი აეროდინამიკური პირობები სჭირდებათ - შემხვედრი ქარი.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა