კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ითამაშებს თუ არა "ჩემი ცოლის დაქალებში" დიმა ტატიშვილი
ითამაშებს თუ არა "ჩემი ცოლის დაქალებში" დიმა ტატიშვილი

"შუა ქა­ლა­ქის" ახალ სე­რი­ებ­ში ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რაა მსა­ხი­ო­ბე­ბი დიმა ტა­ტიშ­ვი­ლი და ქეთი გე­გე­ში­ძე გა­მოჩ­ნდნენ. წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს, ამ­ბო­ბენ, რომ ერთ-ერთი მალე გა­მოჩ­ნდე­ბა "შუა ქა­ლაქ­ში". ამ ეტაპ­ზე კი მხო­ლოდ შვი­ლო­ბი­ლი, თუ­თი­ყუ­ში "რე­ზი­კო" ჩანს.

ქეთი ცნო­ბი­ლი რა­დი­ო­წამ­ყვა­ნის მე­დეა გე­გე­ში­ძის ქა­ლიშ­ვი­ლია. 32 წე­ლია მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელ­მა ის გა­იც­ნო სე­რი­ა­ლი­დან "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან", რო­მელ­შიც ექიმს, ქალ­ბა­ტონ თა­მარს ასა­ხი­ე­რებ­და. დიმა ტა­ტიშ­ვი­ლი კი გა­სულ სე­ზონ­ზე "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" დემ­ნას როლს თა­მა­შობ­და. მსა­ხი­ო­ბებს გა­და­სა­ღებ პა­ვი­ლი­ონ­ში ვეს­ტუმ­რეთ.

- მსა­ხი­ო­ბებს მა­ინ­ცდა­მა­ინც არ სი­ა­მოვ­ნებთ, როცა მა­ყუ­რე­ბე­ლი სე­რი­ა­ლი­დან იც­ნობს. თქვენ შემ­თხვე­ვა­ში რა ხდე­ბა?

დიმა:

- სე­რი­ალს გა­აჩ­ნია, ვი­ღა­ცამ ჰიუ ლორი თუ "ექი­მი ჰა­უ­სი­დან" გა­იც­ნო, ცუ­დია? თუ კარ­გი სე­რი­ა­ლია, რა­ტო­მაც არა. სე­რი­ა­ლიც, ფილ­მიც და სპექ­ტაკ­ლიც ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის ნა­წი­ლია. ხალ­ხმა ცუ­დად შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ა­ლი­და­ნაც გა­გიც­ნოს, ფილ­მი­და­ნაც და სცე­ნი­და­ნაც.

ქეთი:

- მეც და­ახ­ლო­ე­ბით ამ აზ­რზე ვარ. სე­რი­ალ­ში "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" რომ ვი­თა­მა­შე, ზა­ფხულ­ში რომ ვის­ვე­ნებ­დი, ვი­ღა­ცე­ბი მცნობ­დნენ, მაგ­რამ არა­სო­დეს მცნობ­დნენ, როცა სპექ­ტაკ­ლის მერე ქუ­ჩა­ში გა­მოვ­დი­ო­დი. ამას მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი. ჯერ ერთი, სცე­ნი­დან მეტი დის­ტან­ცია გაქვს მა­ყუ­რე­ბელ­თან, თან მა­კი­ა­ჟი გაქვს, სა­კუ­თარ თავს არ ჰგავ­ხარ. მახ­სოვს, ერთხელ ბი­ან­კას ვთა­მა­შობ­დი "ოტე­ლო­ში", სპექ­ტაკ­ლის მერე გა­მო­ვიც­ვა­ლე და სახ­ლში წას­ვლას ვა­პი­რებ­დი. ამ დროს მეს­მის, ერთი ქალი ეუბ­ნე­ბა მე­ო­რეს, შე­ხე­დე, ეს ის არის, სპექ­ტაკლში რომ თა­მა­შობ­დაო. ის რო­გორ არის, ის ლა­მა­ზი იყო და ეს რას ჰგავ­სო, - უპა­სუ­ხა მე­ო­რემ. ამა­ზე არც გავ­ბრა­ზე­ბულ­ვარ, ბევ­რი ვი­ცი­ნე...

- ქეთი, თქვენ მა­ნამ­დეც თა­მა­შობ­დით ამ სე­რი­ალ­ში...

- ჰო, ერთ სე­რი­ა­ში ვი­ყა­ვი ირაკ­ლი ჩხე­ი­ძის დედა. მა­შინ ისე ვი­ნერ­ვი­უ­ლე, თავი და­მა­ნე­ბეთ, აქ აღარ მო­ვალ-მეთ­ქი, ვთქვი. ძა­ლი­ან სა­ნერ­ვი­უ­ლოა ეს სე­რი­ა­ლი.

- რა­ტომ?

- ზო­გა­დად ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ ხოლ­მე პრე­მი­ე­რის დრო­საც, რო­მე­ლიც მი­ნი­მუმ ორ­თვი­ა­ნი რე­პე­ტი­ცი­ე­ბის შემ­დეგ იმარ­თე­ბა. აქ ორ­დღი­ა­ნი რე­პე­ტი­ცია გვაქვს. ტექ­სტიც ორ დღე­ში უნდა და­ი­მახ­სოვ­რო და მა­ყუ­რე­ბე­ლიც გყავს. მინ­და გი­თხრათ, რომ უკვე ყო­ველ ოთხშა­ბათს მაქვს პრე­მი­ე­რა, ოთხი კილო და­ვი­კე­ლი.

- ეს კარ­გია თუ ცუდი?

- თუ ასე გა­ვაგ­რძე­ლებ, არა მგო­ნია, რამე დარ­ჩეს ჩემ­გან (იცი­ნის).

- დიმა, თქვენც იკ­ლებთ წო­ნა­ში?

- არა, მე სტა­ბი­ლუ­რი წონა მაქვს (იღი­მის). ვე­თან­ხმე­ბი ქე­თის იმა­ში, რომ სხვა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ისეთ სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სა­დაც მა­ყუ­რე­ბე­ლიც გყავს. ვცდი­ლობთ, არა­ფე­რი შეგ­ვე­შა­ლოს და დუბ­ლი არ დაგ­ვჭირ­დეს. მა­ყუ­რებ­ლებს ვცემთ პა­ტივს.

- რო­გორ და­გა­წყვი­ლეს სე­რი­ალ­ში?

- კას­ტინ­გის შე­დე­გად დაგ­ვამ­ტკი­ცეს ორი­ვე, უბ­რა­ლოდ, ჯერ მე გა­მოვ­ჩნდი და შემ­დეგ ჩემი ცოლი, მა­რი­ნა. ეს არის ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კარ­გი ოჯა­ხი, ოღონდ, ისე­ვე, რო­გორც ამ სე­რი­ა­ლის ყვე­ლა გმირს, ჩვენც ჩვე­ნი ოფო­ფე­ბი გვყავს.

ქეთი:

- მე რა ოფო­ფე­ბი მყავს?

დიმა:

- შენ თვი­თონ ოფო­ფი მყავ­ხარ (იცი­ნი­ან)... მა­რი­ნას გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ახა­სი­ა­თებს ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. ამით არის შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის. ეს წა­ი­ღე, ის გა­ა­კე­თე, მში­ე­რი არ იყო, ძი­ლის დრო გაქვს. ჩემს გმირს, გიას, შე­იძ­ლე­ბა კუ­ჭზე არა­ფე­რიც არ სჭირს, მაგ­რამ მა­რი­ნა მი­იჩ­ნევს, რომ სჭირს და თვით­ნე­ბუ­რად უნიშ­ნავს დი­ე­ტას. ჩი­ხირ­თმას აჭ­მევს უხორ­ცოდ, ქო­ლეს­ტე­რი­ნი აქვს ხორცსო, და­ი­ჩე­მა.

ქეთი:

- სხვა­თა შო­რის, მე­გობ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, სად მო­გი­ძებ­ნეს ასე­თი როლი, რო­გორ გგავ­სო. მარ­თლა ასე­თი შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი ვარ ყვე­ლას მი­მართ, ოჯა­ხის წევ­რე­ბის, მე­გობ­რე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის. მზრუნ­ვე­ლო­ბი­თი ტონი მა­ხა­სი­ა­თებს.

- დიმა, ცხოვ­რე­ბა­შიც ასე­თი მზრუნ­ვე­ლი მე­უღ­ლე შეგ­ხვდათ?

- არა, ასე­თი მზრუნ­ვე­ლი რომ იყოს, გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და იდი­ლი­უ­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა.

- ქეთი, შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც ასე­თი­ვე ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ხართ?

- ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი მყავს, 27 წლის და ვა­ღი­ა­რებ, რომ ბევ­რს ვა­შა­ვებ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით. შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი ვარ. ყო­ველ­დღე მსაყ­ვე­დუ­რობს ამის გამო. შვი­ლიშ­ვი­ლიც მყავს, 6 წლის, მას­თან და­კავ­ში­რე­ბით უა­რე­სი მჭირს.

დიმა:

- ეჰ, სა­წყა­ლი ბავ­შვი...

- თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი თუ უყუ­რე­ბენ სე­რი­ალს, შე­ნიშ­ვნე­ბი თუ აქვთ?

- ვუ­ყუ­რებთ, ოღონდ ოჯახ­ში ასეთ რა­მე­ებ­ზე არ ვლა­პა­რა­კობთ. შე­იძ­ლე­ბა, რამ­დე­ნი­მე ფრა­ზა უცხო­ურ ფილ­მებ­ზე ვთქვათ, სამ­სა­ხუ­რი სამ­სა­ხურ­შიც მე­ყო­ფა.

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­შიც" მო­ნა­წი­ლე­ობთ. ორ კონ­კუ­რენტ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა უხერ­ხუ­ლო­ბას არ გიქ­მნით?

- არა­ვი­თა­რი დის­კომ­ფორ­ტი. არც კი ვიცი, სე­რი­ა­ლის მე­სა­მე სე­ზონ­ში ვიქ­ნე­ბი თუ არა. დემ­ნა და თინა ისე და­ა­შო­რეს ერ­თმა­ნეთს, რომ დემ­ნას გმი­რი ფილმში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" არ არის. შე­იძ­ლე­ბა, არც მე­სა­მე სე­ზონ­ში იყოს, თუ იქ­ნე­ბა, ეს დის­კომ­ფორ­ტს ნამ­დვი­ლად არ შე­მიქ­მნის, ნაკ­ლე­ბად ვიქ­ნე­ბი სახ­ლში.

- ე.ი. ოჯახს ექ­ნე­ბა დის­კომ­ფორ­ტი?

- სუ­ლაც არა. იმათ ურ­ჩევ­ნი­ათ, იშ­ვი­ა­თად ვიყო შინ.

- რა­ტომ, ასე­თი შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი ხართ ოჯახ­ში?

- ცუდი ხა­სი­ა­თი გაქ­ვსო, მე­უბ­ნე­ბი­ან. მარ­ტო ეგე­ნი მე­უბ­ნე­ბი­ან. ვის­თან ერ­თა­დაც ვმუ­შა­ობ, ისი­ნი არ მე­უბ­ნე­ბი­ან ამას და რაღა სახ­ლში ვარ ცუდი?

ქეთი:

- რას ამ­ბობთ, ში­ნა­გა­ნად მშვი­დი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, იმავდრო­უ­ლად კარ­გი პარტნი­ო­რი, ფან­ტას­ტი­კუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბა აქვს. თა­ვი­სას კი არა, მგო­ნი ჩემს ტექ­სტებ­საც იმახ­სოვ­რებს.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ითამაშებს თუ არა "ჩემი ცოლის დაქალებში" დიმა ტატიშვილი

ითამაშებს თუ არა "ჩემი ცოლის დაქალებში" დიმა ტატიშვილი

"შუა ქალაქის" ახალ სერიებში ბოლო რამდენიმე კვირაა მსახიობები დიმა ტატიშვილი და ქეთი გეგეშიძე გამოჩნდნენ. წყვილს ორი შვილი ჰყავს, ამბობენ, რომ ერთ-ერთი მალე გამოჩნდება "შუა ქალაქში". ამ ეტაპზე კი მხოლოდ შვილობილი, თუთიყუში "რეზიკო" ჩანს.

ქეთი ცნობილი რადიოწამყვანის მედეა გეგეშიძის ქალიშვილია. 32 წელია მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. ტელემაყურებელმა ის გაიცნო სერიალიდან "გოგონა გარეუბნიდან", რომელშიც ექიმს, ქალბატონ თამარს ასახიერებდა. დიმა ტატიშვილი კი გასულ სეზონზე "ჩემი ცოლის დაქალებში" დემნას როლს თამაშობდა. მსახიობებს გადასაღებ პავილიონში ვესტუმრეთ.

- მსახიობებს მაინცდამაინც არ სიამოვნებთ, როცა მაყურებელი სერიალიდან იცნობს. თქვენ შემთხვევაში რა ხდება?

დიმა:

- სერიალს გააჩნია, ვიღაცამ ჰიუ ლორი თუ "ექიმი ჰაუსიდან" გაიცნო, ცუდია? თუ კარგი სერიალია, რატომაც არა. სერიალიც, ფილმიც და სპექტაკლიც ჩვენი პროფესიის ნაწილია. ხალხმა ცუდად შეიძლება სერიალიდანაც გაგიცნოს, ფილმიდანაც და სცენიდანაც.

ქეთი:

- მეც დაახლოებით ამ აზრზე ვარ. სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" რომ ვითამაშე, ზაფხულში რომ ვისვენებდი, ვიღაცები მცნობდნენ, მაგრამ არასოდეს მცნობდნენ, როცა სპექტაკლის მერე ქუჩაში გამოვდიოდი. ამას მიჩვეული ვიყავი. ჯერ ერთი, სცენიდან მეტი დისტანცია გაქვს მაყურებელთან, თან მაკიაჟი გაქვს, საკუთარ თავს არ ჰგავხარ. მახსოვს, ერთხელ ბიანკას ვთამაშობდი "ოტელოში", სპექტაკლის მერე გამოვიცვალე და სახლში წასვლას ვაპირებდი. ამ დროს მესმის, ერთი ქალი ეუბნება მეორეს, შეხედე, ეს ის არის, სპექტაკლში რომ თამაშობდაო. ის როგორ არის, ის ლამაზი იყო და ეს რას ჰგავსო, - უპასუხა მეორემ. ამაზე არც გავბრაზებულვარ, ბევრი ვიცინე...

- ქეთი, თქვენ მანამდეც თამაშობდით ამ სერიალში...

- ჰო, ერთ სერიაში ვიყავი ირაკლი ჩხეიძის დედა. მაშინ ისე ვინერვიულე, თავი დამანებეთ, აქ აღარ მოვალ-მეთქი, ვთქვი. ძალიან სანერვიულოა ეს სერიალი.

- რატომ?

- ზოგადად ძალიან ვნერვიულობ ხოლმე პრემიერის დროსაც, რომელიც მინიმუმ ორთვიანი რეპეტიციების შემდეგ იმართება. აქ ორდღიანი რეპეტიცია გვაქვს. ტექსტიც ორ დღეში უნდა დაიმახსოვრო და მაყურებელიც გყავს. მინდა გითხრათ, რომ უკვე ყოველ ოთხშაბათს მაქვს პრემიერა, ოთხი კილო დავიკელი.

- ეს კარგია თუ ცუდი?

- თუ ასე გავაგრძელებ, არა მგონია, რამე დარჩეს ჩემგან (იცინის).

- დიმა, თქვენც იკლებთ წონაში?

- არა, მე სტაბილური წონა მაქვს (იღიმის). ვეთანხმები ქეთის იმაში, რომ სხვა პასუხისმგებლობაა ისეთ სერიალში მონაწილეობა, სადაც მაყურებელიც გყავს. ვცდილობთ, არაფერი შეგვეშალოს და დუბლი არ დაგვჭირდეს. მაყურებლებს ვცემთ პატივს.

- როგორ დაგაწყვილეს სერიალში?

- კასტინგის შედეგად დაგვამტკიცეს ორივე, უბრალოდ, ჯერ მე გამოვჩნდი და შემდეგ ჩემი ცოლი, მარინა. ეს არის ერთი ჩვეულებრივი კარგი ოჯახი, ოღონდ, ისევე, როგორც ამ სერიალის ყველა გმირს, ჩვენც ჩვენი ოფოფები გვყავს.

ქეთი:

- მე რა ოფოფები მყავს?

დიმა:

- შენ თვითონ ოფოფი მყავხარ (იცინიან)... მარინას გადაჭარბებული ყურადღება ახასიათებს ადამიანების მიმართ. ამით არის შემაწუხებელი ოჯახის წევრებისთვის. ეს წაიღე, ის გააკეთე, მშიერი არ იყო, ძილის დრო გაქვს. ჩემს გმირს, გიას, შეიძლება კუჭზე არაფერიც არ სჭირს, მაგრამ მარინა მიიჩნევს, რომ სჭირს და თვითნებურად უნიშნავს დიეტას. ჩიხირთმას აჭმევს უხორცოდ, ქოლესტერინი აქვს ხორცსო, დაიჩემა.

ქეთი:

- სხვათა შორის, მეგობრები მეუბნებიან, სად მოგიძებნეს ასეთი როლი, როგორ გგავსო. მართლა ასეთი შემაწუხებელი ვარ ყველას მიმართ, ოჯახის წევრების, მეგობრების, ახლობლების. მზრუნველობითი ტონი მახასიათებს.

- დიმა, ცხოვრებაშიც ასეთი მზრუნველი მეუღლე შეგხვდათ?

- არა, ასეთი მზრუნველი რომ იყოს, გაგვიჭირდებოდა იდილიური თანაცხოვრება.

- ქეთი, შვილთან ურთიერთობაშიც ასეთივე ყურადღებიანი ხართ?

- ერთი ქალიშვილი მყავს, 27 წლის და ვაღიარებ, რომ ბევრს ვაშავებ ასეთი დამოკიდებულებით. შემაწუხებელი ვარ. ყოველდღე მსაყვედურობს ამის გამო. შვილიშვილიც მყავს, 6 წლის, მასთან დაკავშირებით უარესი მჭირს.

დიმა:

- ეჰ, საწყალი ბავშვი...

- თქვენი ოჯახის წევრები თუ უყურებენ სერიალს, შენიშვნები თუ აქვთ?

- ვუყურებთ, ოღონდ ოჯახში ასეთ რამეებზე არ ვლაპარაკობთ. შეიძლება, რამდენიმე ფრაზა უცხოურ ფილმებზე ვთქვათ, სამსახური სამსახურშიც მეყოფა.

- "ჩემი ცოლის დაქალებშიც" მონაწილეობთ. ორ კონკურენტ ტელევიზიაში მუშაობა უხერხულობას არ გიქმნით?

- არავითარი დისკომფორტი. არც კი ვიცი, სერიალის მესამე სეზონში ვიქნები თუ არა. დემნა და თინა ისე დააშორეს ერთმანეთს, რომ დემნას გმირი ფილმში "ჩემი ცოლის დაქალები" არ არის. შეიძლება, არც მესამე სეზონში იყოს, თუ იქნება, ეს დისკომფორტს ნამდვილად არ შემიქმნის, ნაკლებად ვიქნები სახლში.

- ე.ი. ოჯახს ექნება დისკომფორტი?

- სულაც არა. იმათ ურჩევნიათ, იშვიათად ვიყო შინ.

- რატომ, ასეთი შემაწუხებელი ხართ ოჯახში?

- ცუდი ხასიათი გაქვსო, მეუბნებიან. მარტო ეგენი მეუბნებიან. ვისთან ერთადაც ვმუშაობ, ისინი არ მეუბნებიან ამას და რაღა სახლში ვარ ცუდი?

ქეთი:

- რას ამბობთ, შინაგანად მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია, იმავდროულად კარგი პარტნიორი, ფანტასტიკური მეხსიერება აქვს. თავისას კი არა, მგონი ჩემს ტექსტებსაც იმახსოვრებს.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება