მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ, როგორც ჩანს, მართვის უფრო მომჭირნე მოდელზე გადადის"
"აშშ, როგორც ჩანს, მართვის უფრო მომჭირნე მოდელზე გადადის"

სა­ქარ­თვე­ლო-ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სხვა აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში არ­ჩილ გე­გე­ში­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ბა­ტო­ნო არ­ჩილ, კმა­ყო­ფი­ლი ხართ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი დო­ნით, რას მი­იჩ­ნევთ მის სუსტ წერ­ტი­ლად?

- მას შემ­დეგ, რაც 1992 წელს სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა დამ­ყარ­და, ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა სულ უფრო მჭიდ­რო და ინ­ტენ­სი­უ­რი ხდე­ბა. ამ თვალ­საზ­რი­სით, ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლა იყო 2009 წელს სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი "სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის ქარ­ტია", რის შე­დე­გა­დაც ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ინ­სტი­ტუ­ცი­ურ ჩარ­ჩო­ში მო­ექ­ცა. მის ფარ­გლებ­ში მო­ხა­ზუ­ლია კონ­ტუ­რე­ბი, რა ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც უნდა გაღ­რმავ­დეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა; უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ქარ­ტი­ა­ში ასა­ხუ­ლი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა კონ­კრე­ტულ პრო­ექ­ტე­ბად, პროგ­რა­მე­ბად უნდა იქ­ცეს. სუს­ტი წერ­ტი­ლი არა, მაგ­რამ ერ­თგვა­რი სირ­თუ­ლე, რაც ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შემ­დგომ გაღ­რმა­ვე­ბას შე­იძ­ლე­ბა ახ­ლდეს, არის ის არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ფონი, რო­მე­ლიც შე­იქ­მნა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, როცა ყო­ფი­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი და დღე­ვან­დე­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, მე­დი­ის ნა­წი­ლი­სა და ოპო­ნენ­ტე­ბის მიერ წარ­მო­ჩე­ნი­ლი იყო, რო­გორც პო­ტენ­ცი­უ­რად ან­ტი­და­სავ­ლუ­რი და უფრო პრო­რუ­სუ­ლი. ეს ჯერ კი­დევ შე­ი­ნიშ­ნე­ბა ვა­შინგტო­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტებ­ლიშ­მენ­ტის ზო­გი­ერთ სეგ­მენ­ტში და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უფრო აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო, ეს სტე­რე­ო­ტი­პი რომ გა­ქარ­წყლდეს; სა­ჭი­როა მკა­ფი­ოდ იქ­ნას გან­მარ­ტე­ბუ­ლი ქვეყ­ნის სა­გა­რეო კურ­სის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი და, შე­დე­გად, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ ვა­შინგტონ­ში დამ­კვიდ­რდეს სან­დო პარტნი­ო­რის, სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რის იმი­ჯი.

- ამე­რი­კელ კონ­გრეს­მენ­თა ერ­თმა ჯგუფ­მა სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან ჯონ კე­რის მი­მარ­თა წე­რი­ლით, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­ზეა ლა­პა­რა­კი.

- ხსე­ნე­ბუ­ლი წე­რი­ლი კი­დევ ერთი დას­ტუ­რია იმი­სა, რა­ზეც ზე­მოთ ვი­სა­უბ­რეთ. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჯერ კი­დევ გა­ნი­ხი­ლე­ბა "მოს­კოვ­თან კავ­ში­რე­ბის" მქო­ნედ, რაც წე­რი­ლის ავ­ტო­რე­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­ფა­სე­ბის ობი­ექ­ტუ­რო­ბა­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს. ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის ამ­გვა­რი გან­ცდა სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბია და ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში სა­ელ­ჩო უნდა ეცა­დოს, გა­ავ­რცე­ლოს ჭეშ­მა­რი­ტად ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დე­გაც და­ი­ქი­რა­ვა აშშ-ში ლო­ბის­ტუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი, მათ შო­რის "ითა­კა გრუ­პი". რო­გორ აფა­სებთ ამ მოვ­ლე­ნას?

- ლო­ბის­ტუ­რი კომ­პა­ნი­ის და­ქი­რა­ვე­ბის უფ­ლე­ბა პრე­ზი­დენტს აქვს, ოღონდ ეს არ უნდა მოხ­დეს სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. რო­გორც გა­ირ­კვა, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში მმარ­თვე­ლი ძალა, პრე­ზი­დენ­ტის თან­ხმო­ბით, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­სარ­გებ­ლოდ იყე­ნებ­და სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრებს. თვი­თონ ის ფაქ­ტი, რომ პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი თავს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რად გა­ნი­ხი­ლავს, გვაძ­ლევს ვა­რა­უ­დის სა­ფუძ­ველს, რომ მის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ლო­ბის­ტუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი ამ­ჯე­რა­დაც "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პო­ზი­ცი­ი­დან ნა­კარ­ნა­ხე­ვი გზავ­ნი­ლე­ბის გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვეყ­ნის ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც გა­ა­ფორ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი ლო­ბის­ტურ კომ­პა­ნი­ებ­თან.

- ჯერ ად­რეა ამ ლო­ბის­ტუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბა. ეს საკ­მა­ოდ გა­მოც­დი­ლი და მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის კომ­პა­ნი­ე­ბია. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ლო­ბის­ტურ კომ­პა­ნი­ას ზურგს უნდა უმაგ­რებ­დეს ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ჯან­სა­ღი პრო­ცე­სე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბი, წარ­მა­ტე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში წარ­მო­ე­ბულ რე­ფორ­მებ­ში. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი უკვე გა­და­იდ­გა, რაც ლო­ბის­ტურ კომ­პა­ნი­ებს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელს შე­უ­წყობს.

- რით ახ­სნით ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, 24 პრო­ცენ­ტით შე­უმ­ცი­როს დახ­მა­რე­ბა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნებს, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დახ­მა­რე­ბა ყვე­ლა სფე­რო­ში მცირ­დე­ბა, გარ­და სამ­ხედ­რო­სი.

- ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ჯერ კი­დევ არ არის აღ­მო­ფხვრი­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც 2008 წელს და­ი­წყო; ამი­ტომ, რო­გორც ჩანს, ქვე­ყა­ნა მარ­თვის უფრო მომ­ჭირ­ნე მო­დელ­ზე გა­და­დის, მათ შო­რის სა­გა­რეო დახ­მა­რე­ბის კუ­თხით. დახ­მა­რე­ბის მო­ცუ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბა ეხე­ბა არა მხო­ლოდ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ას, არა­მედ სხვა რე­გი­ო­ნებ­სა და ქვეყ­ნებს. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო რჩე­ბა ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე ამე­რი­კუ­ლი სამ­თავ­რო­ბო დახ­მა­რე­ბის მი­ხედ­ვით ერთ-ერთ მო­წი­ნა­ვე სა­ხელ­მწი­ფოდ... ხოლო ის ფაქ­ტო­რი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ დახ­მა­რე­ბა ყვე­ლა სფე­რო­ში მცირ­დე­ბა, გარ­და სამ­ხედ­რო­სი, კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რა დიდი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან, რო­გორც სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას.

- პარ­ლა­მენ­ტში ელ­ჩო­ბის კან­დი­და­ტე­ბის დამ­ტკი­ცე­ბი­სას გი­სურ­ვეს, "იყოთ თქვე­ნი ქვეყ­ნის და არა რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ელჩი", სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მაია ფან­ჯი­კი­ძეც ხში­რად ამ­ბობს ამ ფრა­ზას. რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის ეს გზავ­ნი­ლი, შე­ფა­სე­ბა?

- სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი ამა თუ იმ სა­ხელ­მწი­ფო­ში მთე­ლი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და არა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ან მხო­ლოდ მისი მხარ­დამ­ჭე­რი ელექ­ტო­რა­ტის. სამ­წუ­ხა­როდ, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ამ უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრინ­ცი­პის დაც­ვა ვერ მო­ხერ­ხდა. ამ­ჯე­რად ჩვე­ნი პო­ზი­ცია სხვაგ­ვა­რია: ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გარ­დაქ­მნე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ეს დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუს­ზე, მისი მუ­შა­ო­ბის სტილ­ზეც უნდა აი­სა­ხოს. სა­ელ­ჩო­ებ­მა საქ­მი­ა­ნო­ბა მთე­ლი ქვეყ­ნის, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა წარ­მარ­თონ.

- რამ ითა­მა­შა გა­დამ­წყვე­ტი როლი იმა­ში, რომ ელ­ჩად წარ­გად­გი­ნეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ისე­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო­ში, რო­გო­რიც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბია?

- სხვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი მი­ჭირს. თუმ­ცა, დიპ­ლო­მა­ტი­ის ის­ტო­რი­ა­ში ხში­რია მსგავ­სი შემ­თხვე­ვა, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც. მარ­თა­ლია, უცხო­ეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­სი­ებ­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ მაქვს, მაგ­რამ მაქვს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბის ოცწ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა რო­გორც სამ­თავ­რო­ბო, ისე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში. მა­გა­ლი­თად, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი სა­ხელ­მწი­ფო კან­ცე­ლა­რი­ის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ანა­ლი­ზის ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრე­ზი­დენტ შე­ვარ­დნა­ძის მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი და ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის მა­ღა­ლი რან­გის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე უცხო­ეთ­შიც. ვტრი­ა­ლებ­დი სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის შექ­მნის და წარ­მარ­თვის "სამ­ზა­რე­უ­ლო­ში" და ბევრ სხვა კო­ლე­გას­თან ერ­თად მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წვლი­ლი შემ­ქონ­და იმ კურ­სის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, რა­საც და­სავ­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნი ჰქვია. ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­სათ­ვის ამ მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტაპ­ზე წარ­მო­ვად­გენ­დე ქვე­ყა­ნას სა­ხელ­მწი­ფო­ში, რო­მე­ლიც დიდ­წი­ლად გან­სა­ზღვრავს მსოფ­ლი­ოს პო­ლი­ტი­კურ ამინდს და, ამას­თა­ნა­ვე, ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რეა.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"აშშ, როგორც ჩანს, მართვის უფრო მომჭირნე მოდელზე გადადის"

"აშშ, როგორც ჩანს, მართვის უფრო მომჭირნე მოდელზე გადადის"

საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობასა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სხვა აქტუალურ საკითხებზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე გვესაუბრება.

- ბატონო არჩილ, კმაყოფილი ხართ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ამჟამინდელი დონით, რას მიიჩნევთ მის სუსტ წერტილად?

- მას შემდეგ, რაც 1992 წელს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა სულ უფრო მჭიდრო და ინტენსიური ხდება. ამ თვალსაზრისით, ახალ ეტაპზე გადასვლა იყო 2009 წელს სახელმწიფოებს შორის გაფორმებული "სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია", რის შედეგადაც ორმხრივი ურთიერთობა ინსტიტუციურ ჩარჩოში მოექცა. მის ფარგლებში მოხაზულია კონტურები, რა ძირითადი მიმართულებითაც უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა; უახლოეს მომავალში ქარტიაში ასახული ყველა მიმართულება კონკრეტულ პროექტებად, პროგრამებად უნდა იქცეს. სუსტი წერტილი არა, მაგრამ ერთგვარი სირთულე, რაც ამ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას შეიძლება ახლდეს, არის ის არასახარბიელო ფონი, რომელიც შეიქმნა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, როცა ყოფილი ოპოზიციური და დღევანდელი სახელისუფლებო პოლიტიკური ძალა, მედიის ნაწილისა და ოპონენტების მიერ წარმოჩენილი იყო, როგორც პოტენციურად ანტიდასავლური და უფრო პრორუსული. ეს ჯერ კიდევ შეინიშნება ვაშინგტონის პოლიტიკური ისტებლიშმენტის ზოგიერთ სეგმენტში და ამ მიმართულებით უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო, ეს სტერეოტიპი რომ გაქარწყლდეს; საჭიროა მკაფიოდ იქნას განმარტებული ქვეყნის საგარეო კურსის პრიორიტეტები და, შედეგად, ახალი ხელისუფლების მიმართ ვაშინგტონში დამკვიდრდეს სანდო პარტნიორის, სტრატეგიული მოკავშირის იმიჯი.

- ამერიკელ კონგრესმენთა ერთმა ჯგუფმა სახელმწიფო მდივან ჯონ კერის მიმართა წერილით, რომელშიც საქართველოში პოლიტიკურ კრიზისზეა ლაპარაკი.

- ხსენებული წერილი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ახალი ხელისუფლება ჯერ კიდევ განიხილება "მოსკოვთან კავშირების" მქონედ, რაც წერილის ავტორების მხრიდან საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასების ობიექტურობაზე გავლენას ახდენს. ჩვენი მეგობრების ამგვარი განცდა სრულიად გასაგებია და ასეთ ვითარებაში საელჩო უნდა ეცადოს, გაავრცელოს ჭეშმარიტად ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

- მიხეილ სააკაშვილმა ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც დაიქირავა აშშ-ში ლობისტური კომპანიები, მათ შორის "ითაკა გრუპი". როგორ აფასებთ ამ მოვლენას?

- ლობისტური კომპანიის დაქირავების უფლება პრეზიდენტს აქვს, ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს სახელმწიფო სახსრების გამოყენებით. როგორც გაირკვა, წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი ძალა, პრეზიდენტის თანხმობით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ იყენებდა საბიუჯეტო სახსრებს. თვითონ ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი თავს ოპოზიციონერად განიხილავს, გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ მის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიები ამჯერადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოზიციიდან ნაკარნახევი გზავნილების გამავრცელებლები იქნებიან.

- გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამაც გააფორმა ხელშეკრულებები ლობისტურ კომპანიებთან.

- ჯერ ადრეა ამ ლობისტური კომპანიების საქმიანობის შეფასება. ეს საკმაოდ გამოცდილი და მაღალი რეპუტაციის კომპანიებია. ნებისმიერ შემთხვევაში ლობისტურ კომპანიას ზურგს უნდა უმაგრებდეს ქვეყანაში განვითარებული ჯანსაღი პროცესები, კონკრეტული შედეგები, წარმატებები სხვადასხვა სფეროში წარმოებულ რეფორმებში. ამ მიმართულებით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, რაც ლობისტურ კომპანიებს საქმიანობაში ხელს შეუწყობს.

- რით ახსნით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, 24 პროცენტით შეუმციროს დახმარება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს. აღსანიშნავია, რომ დახმარება ყველა სფეროში მცირდება, გარდა სამხედროსი.

- ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი ეკონომიკური კრიზისის შედეგები, რომელიც 2008 წელს დაიწყო; ამიტომ, როგორც ჩანს, ქვეყანა მართვის უფრო მომჭირნე მოდელზე გადადის, მათ შორის საგარეო დახმარების კუთხით. დახმარების მოცულობის შემცირება ეხება არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიას, არამედ სხვა რეგიონებსა და ქვეყნებს. თუმცა, საქართველო რჩება ერთ სულ მოსახლეზე ამერიკული სამთავრობო დახმარების მიხედვით ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფოდ... ხოლო ის ფაქტორი, რომ საქართველოს მიმართ დახმარება ყველა სფეროში მცირდება, გარდა სამხედროსი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა დიდი ყურადღება ეთმობა საქართველოსთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას.

- პარლამენტში ელჩობის კანდიდატების დამტკიცებისას გისურვეს, "იყოთ თქვენი ქვეყნის და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ელჩი", საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც ხშირად ამბობს ამ ფრაზას. რას ნიშნავს თქვენთვის ეს გზავნილი, შეფასება?

- საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამა თუ იმ სახელმწიფოში მთელი ქვეყნის წარმომადგენელია და არა მმართველი პარტიის ან მხოლოდ მისი მხარდამჭერი ელექტორატის. სამწუხაროდ, წინასაარჩევნო პერიოდში ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პრინციპის დაცვა ვერ მოხერხდა. ამჯერად ჩვენი პოზიცია სხვაგვარია: ქვეყანაში დემოკრატიული გარდაქმნები მიმდინარეობს და ეს დიპლომატიურ კორპუსზე, მისი მუშაობის სტილზეც უნდა აისახოს. საელჩოებმა საქმიანობა მთელი ქვეყნის, სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით უნდა წარმართონ.

- რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ ელჩად წარგადგინეს საქართველოსთვის ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფოში, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია?

- სხვების გადაწყვეტილებაზე საუბარი მიჭირს. თუმცა, დიპლომატიის ისტორიაში ხშირია მსგავსი შემთხვევა, მათ შორის საქართველოშიც. მართალია, უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში მუშაობის გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ მაქვს საგარეო პოლიტიკის სფეროში მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებში. მაგალითად, წლების განმავლობაში ვიყავი სახელმწიფო კანცელარიის საგარეო პოლიტიკის ანალიზის ჯგუფის ხელმძღვანელი, პრეზიდენტ შევარდნაძის მთავარი მრჩეველი და ურთიერთობა მქონდა დიპლომატიური კორპუსის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოეთშიც. ვტრიალებდი საქართველოს საგარეო პოლიტიკის შექმნის და წარმართვის "სამზარეულოში" და ბევრ სხვა კოლეგასთან ერთად მოკრძალებული წვლილი შემქონდა იმ კურსის ჩამოყალიბებაში, რასაც დასავლური არჩევანი ჰქვია. ჩემთვის დიდი პატივია, ქართული სახელმწიფოსათვის ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე წარმოვადგენდე ქვეყანას სახელმწიფოში, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს მსოფლიოს პოლიტიკურ ამინდს და, ამასთანავე, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა