სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავას სასამართლო პროცესის საინტერესო დეტალები
გიგი უგულავას სასამართლო პროცესის საინტერესო დეტალები

25 თე­ბერ­ვალს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გიგი უგუ­ლა­ვა­სა და და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის საქ­მე გა­ნი­ხი­ლა. დარ­ბაზ­მა ვერ და­ი­ტია დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი. "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცია თით­ქმის სრუ­ლად იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. სხდო­მას ასე­ვე ეს­წრე­ბო­და "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს დე­ლე­გა­ცია. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ნა­წილ­მა დარ­ბაზ­ში შეს­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხა, მაგ­რამ ისი­ნი სა­სა­მარ­თლოს ფო­ი­ე­ში თით­ქმის 5 სა­ა­თი მოთ­მი­ნე­ბით ელოდ­ნენ პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბას.

თბი­ლი­სის მერს დიდი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა-გაფ­ლან­გვა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­ში (ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა) ედე­ბა ბრა­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, გახ­სნი­ლია იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მა და უტყუ­ა­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ამის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­ნა­წი­ლე გი­ორ­გი უგუ­ლა­ვა იყო.

2008 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით, შპს "ტე­ლე­ი­მე­დის" სა­კონ­ტრო­ლო წი­ლის მფლო­ბე­ლი ჯო­ზეფ ქეი გახ­ლდათ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხე­ლით, მას თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი შეხ­ვდა და პირ­და­პი­რი მუ­ქა­რით და­ი­ყო­ლია, "ტე­ლე­ი­მე­დი" და­ეთ­მო.

გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას მი­თი­თე­ბით, ჯო­ზეფ ქეიმ თა­ვი­სი წილი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ, პა­ნა­მა­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ კომ­პა­ნია "ბორ­დეხ ლი­მი­ტედ"-ს გა­დას­ცა, ხოლო თან­ხის გა­დახ­და გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი სქე­მით: უგუ­ლა­ვა მო­ე­ლა­პა­რა­კა შპს "ახა­ლი რი­ყის" მე­სა­კუთ­რე­ებს, რომ მათ მიერ 2006 წელს 7 მლნ დო­ლა­რად შე­ძე­ნილ რი­ყის ტე­რი­ტო­რი­ას მე­რია ვი­თომ­და 17 მლნ დო­ლა­რად უკან გა­მო­ის­ყიდ­და, სა­ი­და­ნაც 10 მლნ დო­ლა­რი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო ჯო­ზეფ ქე­ის­თვის. ქა­ლა­ქის მე­რი­ამ 2008 წლის 29 დე­კემ­ბერს, თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით გა­მოს­ცა დად­გე­ნი­ლე­ბა და მე­რი­ის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი "ძვე­ლი ქა­ლა­ქის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი­დან" რი­ყის ტე­რი­ტო­რი­ის უკან გა­მოს­ყიდ­ვის მიზ­ნით, შპს "ახალ რი­ყეს" გა­და­უ­რი­ცხა 17 მლნ დო­ლა­რი. ამის შემ­დეგ შპს "ახა­ლი რი­ყეს" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­სა და ჯო­ზეფ ქეის კომ­პა­ნი­ას შო­რის გა­ფორმ­და ფიქ­ცი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და ქეის კომ­პა­ნი­ას ჩა­ე­რი­ცხა 8 მლნ 811.189 დო­ლა­რი ანუ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" მი­სა­კუთ­რე­ბუ­ლია სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბი­სა და შემ­დგო­მი გა­თეთ­რე­ბის გზით.

პრო­კუ­რა­ტუ­რას უკვე და­კი­თხუ­ლი ჰყავს მოწ­მე­ე­ბი, მათ შო­რის - ჯო­ზეფ ქეი.

ჯო­ზეფ ქეის ჩვე­ნე­ბი­დან:

"2008 წლის 15-16 დე­კემ­ბერს ვიმ­ყო­ფე­ბო­დი თბი­ლის­ში, ჩემს სახ­ლში. ღა­მის სა­ა­თებ­ში მო­ბი­ლურ­ზე და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი და­მი­კავ­შირ­და და მი­თხრა, მივ­სუ­ლი­ყა­ვი მას­თან ოფის­ში. ვუ­თხა­რი, რომ დაც­ვა და მძღო­ლი გაშ­ვე­ბუ­ლი მყავ­და და დრო მჭირ­დე­ბო­და. მი­თხრა, თვი­თონ გა­მო­მიგ­ზავ­ნი­და ვინ­მეს. და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 3-ის ნა­ხე­ვარ­ზე, მან­ქა­ნით მო­მა­კი­თხა უც­ნობ­მა პირ­მა და წა­მიყ­ვა­ნა კე­ზე­რაშ­ვი­ლის ოფის­ში, ვა­კე­ში, მო­საშ­ვი­ლის ქუ­ჩის და­სა­წყის­ში. ოფის­ში ჩემ­თვის უც­ნო­ბი 20-მდე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი დამ­ხვდა. მი­მა­ცი­ლეს კე­ზე­რაშ­ვი­ლის კა­ბი­ნე­ტამ­დე, სა­დაც ის მარ­ტო იყო. მი­სალ­მე­ბის შემ­დეგ მან კა­ტე­გო­რი­უ­ლი ტო­ნით მი­თხრა, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იყო და უნდა და­მეთ­მო "ტე­ლე­ი­მე­დი", აქვე და­ა­მა­ტა, რომ ინა გუ­და­ვა­ძე, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მე­უღ­ლე აპი­რებ­და ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლე­ბის შე­ტა­ნას სა­სა­მარ­თლო­ში და შე­ეც­დე­ბო­და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის წარ­თმე­ვას. ვუ­პა­სუ­ხე, რომ "ტე­ლე­ი­მედ­თან" და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბას მხო­ლოდ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ვა­წარ­მო­ებ­დი და ამ სა­კი­თხზე აუ­ცი­ლებ­ლად მჭირ­დე­ბო­და მას­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა. არ ვა­პი­რებ­დი "ტე­ლე­ი­მე­დის" დათ­მო­ბას, რად­გან პირ­ვე­ლად სხვაგ­ვა­რად ვი­ყა­ვით შე­თან­ხმე­ბულ­ნი.

კე­ზე­რაშ­ვი­ლი გა­ვი­და კა­ბი­ნე­ტი­დან, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში დაბ­რუნ­და, ტე­ლე­ფო­ნი მო­მა­წო­და და ხაზ­ზე იყო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. მან მი­თხრა, რომ ტე­ლე­ვი­ზია უნდა და­მეთ­მო: ჩათ­ვა­ლე, მე მაძ­ლევ "ტე­ლე­ი­მედს", გო­ნივ­რუ­ლად თუ მო­იქ­ცე­ვი, ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა ამის შემ­დგო­მაც გაგ­რძელ­დე­ბა, უბ­რა­ლოდ, ტე­ლე­ვი­ზია მე უნდა მომ­ცე და კე­ზე­რა რა­საც გე­ტყვის, და­უ­ჯე­რე, ჩათ­ვა­ლე, მე გე­უბ­ნე­ბიო, - და ტე­ლე­ფო­ნი გა­მი­თი­შა. ამ სა­უბ­რის შემ­დეგ კე­ზე­რაშ­ვილ­მა მი­თხრა, - ხომ ხე­დავ, ეს მარ­ტო ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვა არ არის; ტე­ლე­ვი­ზია აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დაგ­ვით­მო; თუ ჭკვი­ა­ნი ებ­რა­ე­ლი ხარ და გინ­და, ჩვენ­თან მე­გობ­რო­ბა გა­აგ­რძე­ლო, დათ­მე, თუ არ დათ­მობ, ამ ოთა­ხი­დან ვე­ღარ გახ­ვა­ლო. ისიც და­ა­მა­ტა, - ჩვენ შენ არ გწი­რავთ, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში რა ხარ­ჯე­ბიც გას­წიე, სრუ­ლად აგი­ნა­ზღა­ურ­დე­ბაო. სა­უბ­რი­სას მას ხელ­ში დიდი ზო­მის ხან­ჯა­ლი ეკა­ვა და ჩვე­ვი­სა­მებრ, ხელ­ში ატ­რი­ა­ლებ­და. მისი მუ­ქა­რა რე­ა­ლუ­რად აღ­ვიქ­ვი და ვუ­პა­სუ­ხე, არ მქონ­და არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა და იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, დავ­თან­ხმე­ბუ­ლი­ყა­ვი. ასე­ვე ვკი­თხე, თუ ვის­ზე უნდა გა­და­მე­ფორ­მე­ბი­ნა ტე­ლე­ვი­ზია. და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა და­მამ­შვი­და, ხარ­ჯებ­ზე არ მე­ნერ­ვი­უ­ლა; ყვე­ლა­ფერს და­ით­ვლიდ­ნენ და სრუ­ლად ამი­ნა­ზღა­უ­რებ­დნენ. რაც შე­ე­ხე­ბა "ტე­ლე­ი­მე­დის" გა­და­ფორ­მე­ბას, ამ დე­ტა­ლებ­ზე ყვე­ლა­ფერს გი­ორ­გი უგუ­ლა­ვა მე­ტყო­და.

მე­ო­რე დღეს­ვე შევ­ხვდი თბი­ლი­სის მერს მის სა­მუ­შაო ოთახ­ში. მხო­ლოდ ჩვენ ორნი ვი­ყა­ვით. მი­თხრა, რომ გა­და­ფორ­მე­ბის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა იუ­რი­დი­ულ დო­კუ­მენტს თვი­თონ გა­ამ­ზა­დებ­და და მხო­ლოდ დო­კუ­მენ­ტებ­ზე უნდა მო­მე­წე­რა ხელი. ასე­ვე გან­მი­ცხა­და, რომ სრულ­ყო­ფი­ლად და­ით­ვლიდ­ნენ იმ და­ნა­ხარჯს, რაც მქონ­და გა­წე­უ­ლი "ტე­ლე­ი­მედ­ში" და ამი­ნა­ზღა­უ­რებ­დნენ. ამის შემ­დგომ, პე­რი­ო­დუ­ლად მიგ­ზავ­ნიდ­ნენ სხვა­დას­ხვა იუ­რი­დი­ულ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, რო­მელ­საც ზედ­მე­ტი კი­თხვე­ბის გა­რე­შე ვა­წერ­დი ხელს. უგუ­ლა­ვას­გან ისიც ვი­ცო­დი, რომ ფორ­მა­ლუ­რად მი­ტო­ვებ­დნენ იქ 10%-ს. 2009 წლის იან­ვარ­ში, მას შემ­დეგ, რაც მო­ვა­წე­რე ხელი ყვე­ლა იუ­რი­დი­ულ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, შევ­ხვდი და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს და გიგი უგუ­ლა­ვას მის­სა­ვე კა­ბი­ნეტ­ში. ვუ­თხა­რი, რომ და­ხარ­ჯუ­ლი იყო და­ახ­ლო­ე­ბით 11 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი. უგუ­ლა­ვამ მი­თხრა, რომ ისი­ნი უფრო იყ­ვნენ ჩა­ხე­დუ­ლე­ბი და ჩემი და­ნა­ხარ­ჯე­ბი შე­ად­გენ­და და­ახ­ლო­ე­ბით 10 მი­ლი­ონს და ამას ამი­ნა­ზღა­უ­რებ­დნენ. იძუ­ლე­ბით დავ­თან­ხმდი მათ წი­ნა­და­დე­ბას. ისიც ვკი­თხე, სა­ი­დან წა­მო­ვი­დო­და ეს თან­ხა, მა­ინ­ტე­რე­სებ­და ფუ­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბა, რომ პრობ­ლე­მე­ბი არ მოჰ­ყო­ლო­და თან­ხის ჩა­რი­ცხვას. მი­პა­სუ­ხეს, რომ ეს ფული წა­მო­ვი­დო­და და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლის ფირ­მი­დან, რო­მელ­საც მათი თქმით, ჰქონ­და მათი ფული. ვი­ნა­ი­დან ვიც­ნობ­დი და­ვით ია­კო­ბაშ­ვილს და ვი­ცო­დი მისი ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ეჭვი აღარ შემ­პარ­ვია ფუ­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბა­ში და ჩემს ლონ­დო­ნის ოფი­სის მე­ნე­ჯერს და­ვა­ვა­ლე, მათ­თვის მი­ე­წო­დე­ბი­ნა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ღია კომ­პა­ნი­ის რეკ­ვი­ზი­ტე­ბი. მი­თი­თე­ბულ ან­გა­რიშ­ზე გად­მო­ი­რი­ცხა და­ახ­ლო­ე­ბით 8 მლნ 800.000 დო­ლა­რი. ამით უკ­მა­ყო­ფი­ლო ვი­ყა­ვი, ვი­ნა­ი­დან შე­თან­ხმე­ბულ­ზე გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი გად­მო­მი­რი­ცხეს. და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა მი­თხრა, არ მე­ნერ­ვი­უ­ლა და დარ­ჩე­ნილ თან­ხა­საც მომ­ცემ­დნენ, თუმ­ცა დღემ­დე არ აუ­ნა­ზღა­უ­რე­ბი­ათ".

თა­ვის ჩვე­ნე­ბა­ში ჯო­ზეფ ქეი ამ ფაქ­ტის გა­უმ­ჟღავ­ნებ­ლო­ბა­ზეც სა­უბ­რობს: "იუ­რი­დი­უ­ლად გა­ფორმ­და "ტე­ლე­ი­მე­დის" გას­ხვი­სე­ბა, მაგ­რამ ფაქ­ტის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა არ მომ­ხდა­რა და ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯა­ხი ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნაგ­რძობ­და ჩი­ვილს. უგუ­ლა­ვას მოვ­თხო­ვე, მომ­ხდა­რი­ყო ამის გა­შუ­ქე­ბა. იგი დამ­თან­ხმდა და სას­წრა­ფოდ გა­უ­კე­თა ორ­გა­ნი­ზე­ბა "ტე­ლე­ი­მე­დის" გას­ხვი­სე­ბის თე­მის გა­შუ­ქე­ბას. 2009 წლის 25 თე­ბერ­ვალს მან მო­იყ­ვა­ნა ვი­ღაც არა­ბი, სა­ხე­ლად მარ­კი, რო­მელ­თან ერ­თად ჩვენ მო­ვა­წყვეთ ერ­თობ­ლი­ვი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია, თით­ქოს "ტე­ლე­ი­მე­დი" შე­ის­ყი­და "რა­კი­ინ ჯორ­ჯი­ამ", რო­მე­ლიც იყო უმ­სხვი­ლე­სი არა­ბუ­ლი კომ­პა­ნია და ახორ­ცი­ე­ლებ­და დიდ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას მი­თი­თე­ბით, მე მო­ვახ­დი­ნე ამ პი­რის წარ­დგე­ნა, რო­გორც არა­ბი ინ­ვეს­ტო­რის".

რაც შე­ე­ხე­ბა უგუ­ლა­ვას­თვის წარ­დგე­ნილ მე­ო­რე ეპი­ზოდს: იგი ეხე­ბა სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" საქ­მი­ა­ნო­ბის და­ფი­ნან­სე­ბას. პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, უგუ­ლა­ვას და­ვა­ლე­ბით, "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტე­ბის­თვის ფუ­ლის და­რი­გე­ბის მიზ­ნით, შპს "თბილ­სერ­ვის ჯგუფ­ში" სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­იქ­მნა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა, სა­დაც ფიქ­ცი­უ­რად გა­ფორმ­და 764 აქ­ტი­ვის­ტი, ე.წ. პარ­ტი­უ­ლი კო­ორ­დი­ნა­ტო­რი. ამ სამ­სა­ხურ­ში მათ არც ერთი დღე არ უმუ­შა­ვი­ათ, მაგ­რამ დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ასიგ­ნე­ბე­ბი­დან ხელ­ფა­სის სა­ხით, 4 მლნ 130.728 ლარი და­ე­რი­ცხათ.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, უგუ­ლა­ვას­თვის გი­რა­ოს სა­ხით, მი­ლი­ო­ნი ლა­რის შე­ფარ­დე­ბა მო­ი­თხო­ვა. გა­ნა­ცხა­და, რომ მას მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში ედე­ბო­და ბრა­ლი, რაც 9-დან 12 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ბრალ­დე­ბის მხა­რემ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში 20 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენ­და მით­ვი­სე­ბუ­ლი თან­ხა, ამი­ტომ გი­რა­ოდ მი­ლი­ო­ნის მო­თხოვ­ნა ადეკ­ვა­ტუ­რი იყო. პრო­კუ­რა­ტუ­რა ასე­ვე ითხოვ­და, უგუ­ლა­ვას სა­ზღვარ­გა­რეთ გას­ვლის უფ­ლე­ბა შე­ჩე­რე­ბო­და და ასე­ვე, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში კვი­რა­ში ერთხელ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს, მის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა მო­ი­თხო­ვეს იმ მო­ტი­ვით, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა და თავს არი­დებს გა­მო­ძი­ე­ბას.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ და­ე­თან­ხმა ბრალ­დე­ბუ­ლი უგუ­ლა­ვა და მისი ად­ვო­კა­ტი გო­გი­ტა გა­ბა­ი­ძე. გა­ბა­ი­ძემ მო­ი­თხო­ვა, და­ე­სა­ბუ­თე­ბი­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რას, თუ რა­ტომ და­უ­წე­სეს ამ­ხე­ლა თან­ხა და რა გზე­ბით შე­ეძ­ლო ამის გა­დახ­და თბი­ლი­სის მერს. გა­ბა­ი­ძის მტკი­ცე­ბით, უგუ­ლა­ვას მი­ლი­ო­ნი არა აქვს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ითხოვს მის და­კა­ვე­ბას. ად­ვო­კატ­მა სთხო­ვა სა­სა­მარ­თლოს, აღ­მკვე­თის არც ერთი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ შე­ე­ფარ­დე­ბი­ნა დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის­თვის, თუმ­ცა ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით, წა­რად­გი­ნა ორი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა. "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი პი­რად თავ­დე­ბო­ბა­ში უდ­გე­ბოდ­ნენ გიგი უგუ­ლა­ვას, მათ არც თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს დე­ლე­გა­ცია ჩა­მორ­ჩა და სა­სა­მარ­თლოს, დე­პუ­ტა­ტე­ბის ხელ­მო­წე­რი­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბაც წა­რუდ­გი­ნეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა კი ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ უგუ­ლა­ვას თან­ხის გა­დახ­და არ გა­უ­ჭირ­დე­ბო­და, რად­გან ბოლო 5 წელი მასა და მისი ოჯა­ხის წევ­რებს მხო­ლოდ ხელ­ფა­სის სა­ხით, 800 ათა­სი ლარი აქვთ მი­ღე­ბუ­ლი. ამას შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გა ად­ვო­კა­ტი და თქვა, უგუ­ლა­ვას მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ოჯა­ხის გამო, ხელ­ფა­სი უკვე და­ხარ­ჯუ­ლი აქ­ვსო. მო­სა­მარ­თლემ პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან იმის გარ­კვე­ვა სცა­და, ირი­ცხე­ბო­და თუ არა რა­ი­მე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა უგუ­ლა­ვას სა­ხელ­ზე, რომ ამით მომ­ხდა­რი­ყო გი­რა­ოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. სამ­წუ­ხა­როდ, პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ კუ­თხით მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა: მან მხო­ლოდ იმის ცნო­ბა წა­რად­გი­ნა, რომ უგუ­ლა­ვას მა­მის სა­ხელ­ზე 400 კვმ ფარ­თო­ბის ბინა ირი­ცხე­ბა. თუმ­ცა ამას არ ერ­თვო­და აუ­დი­ტის დას­კვნა და არ იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი ამ ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა. რო­გორც ირ­კვე­ვა, დე­და­ქა­ლა­ქის მერს თა­ვის სა­ხელ­ზე არა­ნა­ი­რი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა არა აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს, მა­საც ად­ვო­კა­ტი გო­გი­ტა გა­ბა­ი­ძე იცავს. მან ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­უ­ლი ყო­ფი­ლი ჩი­ნოს­ნის და­სა­ცა­ვად თქვა, რომ კე­ზე­რაშ­ვი­ლიც არ აღი­ა­რებს ბრალს, და მო­ი­თხო­ვა, სა­სა­მარ­თლოს მის­თვის 5.000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­დე­ბი­ნა.

გიგი უგუ­ლა­ვამ კი პრო­ცეს­ზე თა­ვი­სი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რა:

- არც ერთ ეპი­ზოდ­ში არ ვთვლი თავს დამ­ნა­შა­ვედ. ხსე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა წარ­მო­ად­გენს თბი­ლი­სის ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­ზე დევ­ნის მცდე­ლო­ბას. როცა პრო­კუ­რა­ტუ­რა მი­ლი­ო­ნი­ან გი­რა­ოს ითხოვს, ეს წარ­მო­ად­გენს ჯეკპო­ტის მოხ­სნის სურ­ვილს. ამ­ხე­ლა თან­ხას იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზით ვერ გა­და­ვიხ­დი, რომ თან­ხა არ გა­მაჩ­ნია. თა­ვად ბრალ­დე­ბა აღი­ა­რებს, რომ ეს მით­ვი­სე­ბუ­ლი თან­ხე­ბი ჩემს მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ არის. ვთვლი, რომ ბრალ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია. პა­სუ­ხი ჩვენს კი­თხვებ­ზე არა აქვს. და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია ბრალ­დე­ბის პო­ზი­ცია მე­ო­რე ნა­წილ­შიც. მე მაქვს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მივ­ლი­ნე­ბე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ... ამ დღე­ებ­ში პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად, აზერ­ბა­ი­ჯან­ში უნდა წა­ვი­დე, ასე­ვე იგეგ­მე­ბა კონ­გრეს­ზე ჩემი გა­მოს­ვლა და ამის შე­ზღუდ­ვა მი­მაჩ­ნია არ­ჩე­უ­ლი მე­რის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვად. მე­სა­მე მო­თხოვ­ნა, რომ მე ყო­ველკ­ვი­რა გა­მოვ­ცხად­დე სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში, ცი­ნიზ­მის მწვერ­ვა­ლია. ეს არის ოპო­ნენ­ტის დამ­ცი­რე­ბი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის მცდე­ლო­ბა... არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დე­გაც ბევ­რჯერ მო­მი­წია სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლამ, მაგ­რამ იქ დარ­ჩე­ნა არ მიც­დია. ამ სი­ა­მოვ­ნე­ბას დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩემი წას­ვლით არ მი­ვა­ნი­ჭებ. ჩემს ინ­ტე­რეს­ში შე­დის, ყვე­ლა შე­კი­თხვას გავ­ცე პა­სუ­ხი. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა...

პრო­კუ­რორ­მა გა­აპ­რო­ტეს­ტა უგუ­ლა­ვას სი­ტყვა და მო­სა­მარ­თლეს მი­მარ­თა მო­წო­დე­ბით, მის­თვის შე­ნიშ­ვნა მი­ე­ცა, რად­გან პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­და, მაგ­რამ მო­სა­მარ­თლემ ბრალ­დე­ბულს სი­ტყვის დას­რუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა:

"აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბა და აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფორ­მე­ბი მი­უ­თი­თებს კონ­კრე­ტუ­ლად ივა­ნიშ­ვი­ლის სურ­ვილს, რომ ხელ­ში ჩა­იგ­დოს დე­და­ქა­ლა­ქის თვით­მმარ­თვე­ლო­ბა", - თქვა უგუ­ლა­ვამ.

ორ­სა­ა­თი­ა­ნი მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ მო­სა­მარ­თლე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­სა­ტა­ნად გა­ვი­და. დარ­ბაზ­ში ის მხო­ლოდ ორ­სა­ათ-ნა­ხევ­რის შემ­დეგ დაბ­რუნ­და. ლო­დი­ნით აშ­კა­რად და­ი­ღალ­ნენ ბრალ­დე­ბუ­ლი ქა­ლა­ქის მერი და მისი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბიც.

ამ დროს, ფო­ი­ე­ში "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტი ქა­ლე­ბი დახ­ვდნენ. მათ წრე­ში მო­იქ­ცი­ეს ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი და იმის გან­ხილ­ვას შე­უდ­გნენ, თუ სა­სა­მარ­თლო მერს გი­რა­ოდ მი­ლი­ონს შე­უ­ფარ­დებ­და, ეს თან­ხა რა გზით მო­ეგ­რო­ვე­ბი­ნათ.

- ჩი­ო­რა, შენ ძა­ლი­ან ყო­ჩა­ღი გოგო ხარ და ხომ დაგ­ვეხ­მა­რე­ბი ფუ­ლის მო­ძი­ე­ბა­ში? ჩვენ ასე­თი იდეა გვაქვს: ვა­პი­რებთ, გავ­ხსნათ ფონ­დი გი­გის სა­ხელ­ზე და ასე შე­ვაგ­რო­ვოთ ეს თან­ხა. მჯე­რა, უპ­რობ­ლე­მოდ შევ­ძლებთ ამას და გი­გის და­ვიხ­სნით, - გა­ან­დო აზრი ერთ-ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა და სხვე­ბიც და­ე­თან­ხმნენ.

ჩი­ო­რამ გა­ი­ღი­მა და უპა­სუ­ხა:

- მგო­ნი, ეს სა­ჭი­რო აღარ გახ­დე­ბა.

- ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იყო, აქ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. სას­წრა­ფო საქ­მე მქონ­და, მაგ­რამ მა­ინც მო­ვე­დი. დარ­ბაზ­ში ვე­ღარ შე­ვე­დით. აქ რომ ვდგა­ვართ, ესეც ხომ ბევრ რა­მეს ნიშ­ნავს, - თქვა მე­ო­რემ.

შუ­ახ­ნის ქალ­ბა­ტონ­მა კი და­ი­ჩივ­ლა:

- იმ დღეს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თან აქ­ცია რომ იყო, არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ, სულ ტაშს ვუკ­რავ­დი და მას მერე სა­შინ­ლად მტკი­ვა ბე­ჭე­ბი, ხე­ლებს ვე­ღარ ვა­მოძ­რა­ვებ, მაგ­რამ რას და­ვე­ძებ, - მთა­ვა­რია, ჩვენს გი­გის ეშ­ვე­ლოს.

- გოგო, ეს დღე­ე­ბი მე სულ რა­ი­ო­ნებ­ში ვრე­კავ და ჩვენს აქ­ტი­ვის­ტებს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ვე­სა­უბ­რე­ბი. ყვე­ლა­ნი მზად უნდა ვი­ყოთ, მიშა ერთს რო­დის და­ი­ქუ­ხებს, ვინ იცის, და ხომ იცით, სას­წრა­ფოდ უნდა შე­ვიკ­რი­ბოთ, ამი­ტომ ვრე­კავ რა­ი­ო­ნებ­ში, ხალ­ხი რომ არ მო­დუნ­დეს და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყოს.

- ისე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ ზუგ­დი­დე­ლებ­ზე, მი­შას რა გა­უ­კე­თეს?!. ვერ ვი­ტან მათ, - თქვა გაბ­რა­ზე­ბულ­მა აქ­ტი­ვის­ტმა.

ამ დი­ა­ლო­გით იყ­ვნენ გარ­თუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მო­ლო­დინ­ში მყო­ფი, უგუ­ლა­ვას გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი და ბო­ლოს დარ­ბა­ზის­კენ მი­მა­ვა­ლი თბი­ლი­სის მერი ერთ-ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა ასე­თი სი­ტყვე­ბით გა­ა­ცი­ლა:

- აბა, მაგ­რად, დე­დი­კო, არ ინერ­ვი­უ­ლო!

მერ­მა მას გა­უ­ღი­მა და დარ­ბა­ზის­კენ წა­ვი­და. მარ­თა­ლია, მო­სა­მარ­თლის ლო­დინ­ში ყვე­ლა და­ი­ღა­ლა, მაგ­რამ იმა­საც ამ­ბობ­დნენ, - აბა, მო­სა­მარ­თლე მალე რომ დაბ­რუნ­დეს, იმა­საც იტყვი­ან, წი­ნას­წარ ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­წე­რი­ლიო.

გა­მო­ცხა­დე­ბულ გან­ჩი­ნე­ბას კი ყვე­ლა ტა­შით შეხ­ვდა, რად­გან მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძემ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის არც ერთი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი (გიგი) უგუ­ლა­ვას მი­მართ და ის ყვე­ლა­ნა­ი­რი აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვა. სა­სა­მარ­თლომ, ზე­პი­რი მოს­მე­ნის გა­რე­შე, ასე­ვე გა­ნი­ხი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის კი­დევ ერთი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ბრალ­დე­ბუ­ლი უგუ­ლა­ვას­თვის მე­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე და არც ეს და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს, მას წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ თავს არი­დებს გა­მო­ძი­ე­ბას. თუმ­ცა, აქვე ჩნდე­ბა კი­თხვა: თუ არა­ნა­ირ გა­რი­გე­ბას ად­გი­ლი არ ჰქონ­და, ქა­ლა­ქის მერი სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლოა, წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და სარ­წმუ­ნო, მა­შინ სა­სა­მარ­თლოს და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის­თვის რა­ტომ­ღა უნდა შე­ე­ფარ­დე­ბი­ნა პა­ტიმ­რო­ბა? კე­ზე­რაშ­ვილს ცოტა ხნის წინ "ქარ­თუ ბან­კის" გა­კოტ­რე­ბის საქ­მე­ში წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი და მა­ში­ნაც პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 10 აპ­რილს, 3 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

პრო­ცე­სი­დან გა­მო­სუ­ლი თბი­ლი­სის მერი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ძალ­ზე კმა­ყო­ფი­ლი იყო. მისი თქმით, ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია გა­მოჩ­ნდე­ბა და ბევრ ფაქტს შე­ი­ტყობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა. "მაქვს გან­ცდა, რომ ღრუბ­ლე­ბი "იმე­დის" თავ­ზე გროვ­დე­ბა, იმი­ტომ, რომ გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, ბრა­ლის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჯო­ზეფ ქეი "იმე­დის" კა­ნო­ნი­ე­რი მე­სა­კუთ­რე გა­მო­დის", - თქვა უგუ­ლა­ვამ. ირ­წმუ­ნე­ბა, რომ იგი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სი­მარ­თლის დად­გე­ნით.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

გიგი უგულავას სასამართლო პროცესის საინტერესო დეტალები

გიგი უგულავას სასამართლო პროცესის საინტერესო დეტალები

25 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმე განიხილა. დარბაზმა ვერ დაიტია დედაქალაქის მერის გულშემატკივრები. "ნაცმოძრაობის" საპარლამენტო დელეგაცია თითქმის სრულად იყო წარმოდგენილი. სხდომას ასევე ესწრებოდა "ნაცმოძრაობის" თბილისის საკრებულოს დელეგაცია. გულშემატკივრების ნაწილმა დარბაზში შესვლა ვერ მოახერხა, მაგრამ ისინი სასამართლოს ფოიეში თითქმის 5 საათი მოთმინებით ელოდნენ პროცესის დასრულებას.

თბილისის მერს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვაში და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში (ფულის გათეთრება) ედება ბრალი.

პროკურატურის მტკიცებით, გახსნილია იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია "იმედის" ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი სქემა და უტყუარად დადასტურებულია, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე გიორგი უგულავა იყო.

2008 წლის მდგომარეობით, შპს "ტელეიმედის" საკონტროლო წილის მფლობელი ჯოზეფ ქეი გახლდათ. ხელისუფლების სახელით, მას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი შეხვდა და პირდაპირი მუქარით დაიყოლია, "ტელეიმედი" დაეთმო.

გიორგი უგულავას მითითებით, ჯოზეფ ქეიმ თავისი წილი დავით კეზერაშვილის დაქვემდებარებაში მყოფ, პანამაში რეგისტრირებულ კომპანია "ბორდეხ ლიმიტედ"-ს გადასცა, ხოლო თანხის გადახდა განხორციელდა შემდეგი სქემით: უგულავა მოელაპარაკა შპს "ახალი რიყის" მესაკუთრეებს, რომ მათ მიერ 2006 წელს 7 მლნ დოლარად შეძენილ რიყის ტერიტორიას მერია ვითომდა 17 მლნ დოლარად უკან გამოისყიდდა, საიდანაც 10 მლნ დოლარი გათვალისწინებული იყო ჯოზეფ ქეისთვის. ქალაქის მერიამ 2008 წლის 29 დეკემბერს, თბილისის მთავრობის სახელით გამოსცა დადგენილება და მერიის მიერ დაფუძნებული "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდიდან" რიყის ტერიტორიის უკან გამოსყიდვის მიზნით, შპს "ახალ რიყეს" გადაურიცხა 17 მლნ დოლარი. ამის შემდეგ შპს "ახალი რიყეს" ხელმძღვანელობასა და ჯოზეფ ქეის კომპანიას შორის გაფორმდა ფიქციური ხელშეკრულება და ქეის კომპანიას ჩაერიცხა 8 მლნ 811.189 დოლარი ანუ ტელეკომპანია "იმედი" მისაკუთრებულია საბიუჯეტო თანხების მითვისებისა და შემდგომი გათეთრების გზით.

პროკურატურას უკვე დაკითხული ჰყავს მოწმეები, მათ შორის - ჯოზეფ ქეი.

ჯოზეფ ქეის ჩვენებიდან:

"2008 წლის 15-16 დეკემბერს ვიმყოფებოდი თბილისში, ჩემს სახლში. ღამის საათებში მობილურზე დავით კეზერაშვილი დამიკავშირდა და მითხრა, მივსულიყავი მასთან ოფისში. ვუთხარი, რომ დაცვა და მძღოლი გაშვებული მყავდა და დრო მჭირდებოდა. მითხრა, თვითონ გამომიგზავნიდა ვინმეს. დაახლოებით ღამის 3-ის ნახევარზე, მანქანით მომაკითხა უცნობმა პირმა და წამიყვანა კეზერაშვილის ოფისში, ვაკეში, მოსაშვილის ქუჩის დასაწყისში. ოფისში ჩემთვის უცნობი 20-მდე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, სავარაუდოდ, დაცვის თანამშრომელი დამხვდა. მიმაცილეს კეზერაშვილის კაბინეტამდე, სადაც ის მარტო იყო. მისალმების შემდეგ მან კატეგორიული ტონით მითხრა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო და უნდა დამეთმო "ტელეიმედი", აქვე დაამატა, რომ ინა გუდავაძე, ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე აპირებდა ჩემ წინააღმდეგ სარჩელების შეტანას სასამართლოში და შეეცდებოდა ტელეკომპანიის წართმევას. ვუპასუხე, რომ "ტელეიმედთან" დაკავშირებულ საკითხებზე მოლაპარაკებას მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან ვაწარმოებდი და ამ საკითხზე აუცილებლად მჭირდებოდა მასთან დალაპარაკება. არ ვაპირებდი "ტელეიმედის" დათმობას, რადგან პირველად სხვაგვარად ვიყავით შეთანხმებულნი.

კეზერაშვილი გავიდა კაბინეტიდან, რამდენიმე წუთში დაბრუნდა, ტელეფონი მომაწოდა და ხაზზე იყო მიხეილ სააკაშვილი. მან მითხრა, რომ ტელევიზია უნდა დამეთმო: ჩათვალე, მე მაძლევ "ტელეიმედს", გონივრულად თუ მოიქცევი, ჩვენი მეგობრობა ამის შემდგომაც გაგრძელდება, უბრალოდ, ტელევიზია მე უნდა მომცე და კეზერა რასაც გეტყვის, დაუჯერე, ჩათვალე, მე გეუბნებიო, - და ტელეფონი გამითიშა. ამ საუბრის შემდეგ კეზერაშვილმა მითხრა, - ხომ ხედავ, ეს მარტო ჩემი ინიციატივა არ არის; ტელევიზია აუცილებლად უნდა დაგვითმო; თუ ჭკვიანი ებრაელი ხარ და გინდა, ჩვენთან მეგობრობა გააგრძელო, დათმე, თუ არ დათმობ, ამ ოთახიდან ვეღარ გახვალო. ისიც დაამატა, - ჩვენ შენ არ გწირავთ, ტელევიზიაში რა ხარჯებიც გასწიე, სრულად აგინაზღაურდებაო. საუბრისას მას ხელში დიდი ზომის ხანჯალი ეკავა და ჩვევისამებრ, ხელში ატრიალებდა. მისი მუქარა რეალურად აღვიქვი და ვუპასუხე, არ მქონდა არჩევანის საშუალება და იძულებული ვიყავი, დავთანხმებულიყავი. ასევე ვკითხე, თუ ვისზე უნდა გადამეფორმებინა ტელევიზია. დავით კეზერაშვილმა დამამშვიდა, ხარჯებზე არ მენერვიულა; ყველაფერს დაითვლიდნენ და სრულად ამინაზღაურებდნენ. რაც შეეხება "ტელეიმედის" გადაფორმებას, ამ დეტალებზე ყველაფერს გიორგი უგულავა მეტყოდა.

მეორე დღესვე შევხვდი თბილისის მერს მის სამუშაო ოთახში. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. მითხრა, რომ გადაფორმებისთვის საჭირო ყველა იურიდიულ დოკუმენტს თვითონ გაამზადებდა და მხოლოდ დოკუმენტებზე უნდა მომეწერა ხელი. ასევე განმიცხადა, რომ სრულყოფილად დაითვლიდნენ იმ დანახარჯს, რაც მქონდა გაწეული "ტელეიმედში" და ამინაზღაურებდნენ. ამის შემდგომ, პერიოდულად მიგზავნიდნენ სხვადასხვა იურიდიულ დოკუმენტაციას, რომელსაც ზედმეტი კითხვების გარეშე ვაწერდი ხელს. უგულავასგან ისიც ვიცოდი, რომ ფორმალურად მიტოვებდნენ იქ 10%-ს. 2009 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც მოვაწერე ხელი ყველა იურიდიულ დოკუმენტაციას, შევხვდი დავით კეზერაშვილს და გიგი უგულავას მისსავე კაბინეტში. ვუთხარი, რომ დახარჯული იყო დაახლოებით 11 მილიონი დოლარი. უგულავამ მითხრა, რომ ისინი უფრო იყვნენ ჩახედულები და ჩემი დანახარჯები შეადგენდა დაახლოებით 10 მილიონს და ამას ამინაზღაურებდნენ. იძულებით დავთანხმდი მათ წინადადებას. ისიც ვკითხე, საიდან წამოვიდოდა ეს თანხა, მაინტერესებდა ფულის წარმომავლობა, რომ პრობლემები არ მოჰყოლოდა თანხის ჩარიცხვას. მიპასუხეს, რომ ეს ფული წამოვიდოდა დავით იაკობაშვილის ფირმიდან, რომელსაც მათი თქმით, ჰქონდა მათი ფული. ვინაიდან ვიცნობდი დავით იაკობაშვილს და ვიცოდი მისი ფინანსური შესაძლებლობები, ეჭვი აღარ შემპარვია ფულის წარმომავლობაში და ჩემს ლონდონის ოფისის მენეჯერს დავავალე, მათთვის მიეწოდებინა დიდ ბრიტანეთში ღია კომპანიის რეკვიზიტები. მითითებულ ანგარიშზე გადმოირიცხა დაახლოებით 8 მლნ 800.000 დოლარი. ამით უკმაყოფილო ვიყავი, ვინაიდან შეთანხმებულზე გაცილებით ნაკლები გადმომირიცხეს. დავით კეზერაშვილმა მითხრა, არ მენერვიულა და დარჩენილ თანხასაც მომცემდნენ, თუმცა დღემდე არ აუნაზღაურებიათ".

თავის ჩვენებაში ჯოზეფ ქეი ამ ფაქტის გაუმჟღავნებლობაზეც საუბრობს: "იურიდიულად გაფორმდა "ტელეიმედის" გასხვისება, მაგრამ ფაქტის გასაჯაროება არ მომხდარა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ჩემ წინააღმდეგ განაგრძობდა ჩივილს. უგულავას მოვთხოვე, მომხდარიყო ამის გაშუქება. იგი დამთანხმდა და სასწრაფოდ გაუკეთა ორგანიზება "ტელეიმედის" გასხვისების თემის გაშუქებას. 2009 წლის 25 თებერვალს მან მოიყვანა ვიღაც არაბი, სახელად მარკი, რომელთან ერთად ჩვენ მოვაწყვეთ ერთობლივი პრესკონფერენცია, თითქოს "ტელეიმედი" შეისყიდა "რაკიინ ჯორჯიამ", რომელიც იყო უმსხვილესი არაბული კომპანია და ახორციელებდა დიდ ინვესტიციებს საქართველოში. გიორგი უგულავას მითითებით, მე მოვახდინე ამ პირის წარდგენა, როგორც არაბი ინვესტორის".

რაც შეეხება უგულავასთვის წარდგენილ მეორე ეპიზოდს: იგი ეხება საბიუჯეტო თანხების გამოყენებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის დაფინანსებას. პროკურატურის მტკიცებით, უგულავას დავალებით, "ნაცმოძრაობის" აქტივისტებისთვის ფულის დარიგების მიზნით, შპს "თბილსერვის ჯგუფში" სპეციალურად შეიქმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, სადაც ფიქციურად გაფორმდა 764 აქტივისტი, ე.წ. პარტიული კოორდინატორი. ამ სამსახურში მათ არც ერთი დღე არ უმუშავიათ, მაგრამ დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან ხელფასის სახით, 4 მლნ 130.728 ლარი დაერიცხათ.

პროკურატურამ სასამართლო პროცესზე, უგულავასთვის გირაოს სახით, მილიონი ლარის შეფარდება მოითხოვა. განაცხადა, რომ მას მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედებოდა ბრალი, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდების მხარემ ასევე აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში 20 მილიონ ლარს შეადგენდა მითვისებული თანხა, ამიტომ გირაოდ მილიონის მოთხოვნა ადეკვატური იყო. პროკურატურა ასევე ითხოვდა, უგულავას საზღვარგარეთ გასვლის უფლება შეჩერებოდა და ასევე, საგამოძიებო ორგანოში კვირაში ერთხელ გამოცხადებულიყო.

რაც შეეხება დავით კეზერაშვილს, მისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვეს იმ მოტივით, რომ ის საქართველოში არ იმყოფება და თავს არიდებს გამოძიებას.

პროკურატურის მოთხოვნებს კატეგორიულად არ დაეთანხმა ბრალდებული უგულავა და მისი ადვოკატი გოგიტა გაბაიძე. გაბაიძემ მოითხოვა, დაესაბუთებინა პროკურატურას, თუ რატომ დაუწესეს ამხელა თანხა და რა გზებით შეეძლო ამის გადახდა თბილისის მერს. გაბაიძის მტკიცებით, უგულავას მილიონი არა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა ითხოვს მის დაკავებას. ადვოკატმა სთხოვა სასამართლოს, აღმკვეთის არც ერთი ღონისძიება არ შეეფარდებინა დედაქალაქის მერისთვის, თუმცა ალტერნატივის სახით, წარადგინა ორი შუამდგომლობა. "ნაცმოძრაობის" წევრი პარლამენტარები პირად თავდებობაში უდგებოდნენ გიგი უგულავას, მათ არც თბილისის საკრებულოს დელეგაცია ჩამორჩა და სასამართლოს, დეპუტატების ხელმოწერილი შუამდგომლობაც წარუდგინეს.

პროკურატურა კი ირწმუნებოდა, რომ უგულავას თანხის გადახდა არ გაუჭირდებოდა, რადგან ბოლო 5 წელი მასა და მისი ოჯახის წევრებს მხოლოდ ხელფასის სახით, 800 ათასი ლარი აქვთ მიღებული. ამას შეეწინააღმდეგა ადვოკატი და თქვა, უგულავას მრავალრიცხოვანი ოჯახის გამო, ხელფასი უკვე დახარჯული აქვსო. მოსამართლემ პროკურატურისგან იმის გარკვევა სცადა, ირიცხებოდა თუ არა რაიმე უძრავი ქონება უგულავას სახელზე, რომ ამით მომხდარიყო გირაოს უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, პროკურატურა ამ კუთხით მოუმზადებელი აღმოჩნდა: მან მხოლოდ იმის ცნობა წარადგინა, რომ უგულავას მამის სახელზე 400 კვმ ფართობის ბინა ირიცხება. თუმცა ამას არ ერთვოდა აუდიტის დასკვნა და არ იყო შეფასებული ამ ქონების ღირებულება. როგორც ირკვევა, დედაქალაქის მერს თავის სახელზე არანაირი უძრავი ქონება არა აქვს გაფორმებული.

რაც შეეხება დავით კეზერაშვილს, მასაც ადვოკატი გოგიტა გაბაიძე იცავს. მან ქვეყნიდან გაქცეული ყოფილი ჩინოსნის დასაცავად თქვა, რომ კეზერაშვილიც არ აღიარებს ბრალს, და მოითხოვა, სასამართლოს მისთვის 5.000-ლარიანი გირაო შეეფარდებინა.

გიგი უგულავამ კი პროცესზე თავისი პოზიცია დააფიქსირა:

- არც ერთ ეპიზოდში არ ვთვლი თავს დამნაშავედ. ხსენებული ბრალდება წარმოადგენს თბილისის ადგილობრივ თვითმმართველობაზე დევნის მცდელობას. როცა პროკურატურა მილიონიან გირაოს ითხოვს, ეს წარმოადგენს ჯეკპოტის მოხსნის სურვილს. ამხელა თანხას იმ მარტივი მიზეზით ვერ გადავიხდი, რომ თანხა არ გამაჩნია. თავად ბრალდება აღიარებს, რომ ეს მითვისებული თანხები ჩემს მფლობელობაში არ არის. ვთვლი, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია. პასუხი ჩვენს კითხვებზე არა აქვს. დაუსაბუთებელია ბრალდების პოზიცია მეორე ნაწილშიც. მე მაქვს სამსახურებრივი მივლინებების აუცილებლობა საზღვარგარეთ... ამ დღეებში პრეზიდენტთან ერთად, აზერბაიჯანში უნდა წავიდე, ასევე იგეგმება კონგრესზე ჩემი გამოსვლა და ამის შეზღუდვა მიმაჩნია არჩეული მერის სამსახურებრივი უფლებების შეზღუდვად. მესამე მოთხოვნა, რომ მე ყოველკვირა გამოვცხადდე საგამოძიებო ორგანოში, ცინიზმის მწვერვალია. ეს არის ოპონენტის დამცირებისა და შეურაცხყოფის მცდელობა... არჩევნების შემდეგაც ბევრჯერ მომიწია საზღვარგარეთ წასვლამ, მაგრამ იქ დარჩენა არ მიცდია. ამ სიამოვნებას დღევანდელ ხელისუფლებას ჩემი წასვლით არ მივანიჭებ. ჩემს ინტერესში შედის, ყველა შეკითხვას გავცე პასუხი. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა...

პროკურორმა გააპროტესტა უგულავას სიტყვა და მოსამართლეს მიმართა მოწოდებით, მისთვის შენიშვნა მიეცა, რადგან პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა, მაგრამ მოსამართლემ ბრალდებულს სიტყვის დასრულების უფლება მისცა:

"აღნიშნული ბრალდება და აღმკვეთი ღონისძიების ფორმები მიუთითებს კონკრეტულად ივანიშვილის სურვილს, რომ ხელში ჩაიგდოს დედაქალაქის თვითმმართველობა", - თქვა უგულავამ.

ორსაათიანი მსჯელობის შემდეგ მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა. დარბაზში ის მხოლოდ ორსაათ-ნახევრის შემდეგ დაბრუნდა. ლოდინით აშკარად დაიღალნენ ბრალდებული ქალაქის მერი და მისი გულშემატკივრებიც.

ამ დროს, ფოიეში "ნაცმოძრაობის" აქტივისტი ქალები დახვდნენ. მათ წრეში მოიქციეს ჩიორა თაქთაქიშვილი და იმის განხილვას შეუდგნენ, თუ სასამართლო მერს გირაოდ მილიონს შეუფარდებდა, ეს თანხა რა გზით მოეგროვებინათ.

- ჩიორა, შენ ძალიან ყოჩაღი გოგო ხარ და ხომ დაგვეხმარები ფულის მოძიებაში? ჩვენ ასეთი იდეა გვაქვს: ვაპირებთ, გავხსნათ ფონდი გიგის სახელზე და ასე შევაგროვოთ ეს თანხა. მჯერა, უპრობლემოდ შევძლებთ ამას და გიგის დავიხსნით, - გაანდო აზრი ერთ-ერთმა ქალბატონმა და სხვებიც დაეთანხმნენ.

ჩიორამ გაიღიმა და უპასუხა:

- მგონი, ეს საჭირო აღარ გახდება.

- ჩვენი ვალდებულება იყო, აქ ვყოფილიყავით. სასწრაფო საქმე მქონდა, მაგრამ მაინც მოვედი. დარბაზში ვეღარ შევედით. აქ რომ ვდგავართ, ესეც ხომ ბევრ რამეს ნიშნავს, - თქვა მეორემ.

შუახნის ქალბატონმა კი დაიჩივლა:

- იმ დღეს ფინანსთა სამინისტროსთან აქცია რომ იყო, არ გავჩერებულვარ, სულ ტაშს ვუკრავდი და მას მერე საშინლად მტკივა ბეჭები, ხელებს ვეღარ ვამოძრავებ, მაგრამ რას დავეძებ, - მთავარია, ჩვენს გიგის ეშველოს.

- გოგო, ეს დღეები მე სულ რაიონებში ვრეკავ და ჩვენს აქტივისტებს ამ ყველაფერზე ვესაუბრები. ყველანი მზად უნდა ვიყოთ, მიშა ერთს როდის დაიქუხებს, ვინ იცის, და ხომ იცით, სასწრაფოდ უნდა შევიკრიბოთ, ამიტომ ვრეკავ რაიონებში, ხალხი რომ არ მოდუნდეს და მობილიზებული იყოს.

- ისე გაბრაზებული ვარ ზუგდიდელებზე, მიშას რა გაუკეთეს?!. ვერ ვიტან მათ, - თქვა გაბრაზებულმა აქტივისტმა.

ამ დიალოგით იყვნენ გართული გადაწყვეტილების მოლოდინში მყოფი, უგულავას გულშემატკივრები და ბოლოს დარბაზისკენ მიმავალი თბილისის მერი ერთ-ერთმა ქალბატონმა ასეთი სიტყვებით გააცილა:

- აბა, მაგრად, დედიკო, არ ინერვიულო!

მერმა მას გაუღიმა და დარბაზისკენ წავიდა. მართალია, მოსამართლის ლოდინში ყველა დაიღალა, მაგრამ იმასაც ამბობდნენ, - აბა, მოსამართლე მალე რომ დაბრუნდეს, იმასაც იტყვიან, წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილება დაწერილიო.

გამოცხადებულ განჩინებას კი ყველა ტაშით შეხვდა, რადგან მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი (გიგი) უგულავას მიმართ და ის ყველანაირი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა. სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე, ასევე განიხილა პროკურატურის კიდევ ერთი შუამდგომლობა ბრალდებული უგულავასთვის მერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე და არც ეს დააკმაყოფილა.

რაც შეეხება დავით კეზერაშვილს, მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს იმის გათვალისწინებით, რომ თავს არიდებს გამოძიებას. თუმცა, აქვე ჩნდება კითხვა: თუ არანაირ გარიგებას ადგილი არ ჰქონდა, ქალაქის მერი სრულიად უდანაშაულოა, წაყენებული ბრალი არ არის დადასტურებული და სარწმუნო, მაშინ სასამართლოს დავით კეზერაშვილისთვის რატომღა უნდა შეეფარდებინა პატიმრობა? კეზერაშვილს ცოტა ხნის წინ "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეში წაუყენეს ბრალი და მაშინაც პატიმრობა შეეფარდა.

წინასასამართლო სხდომა 10 აპრილს, 3 საათზე გაიმართება.

პროცესიდან გამოსული თბილისის მერი სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალზე კმაყოფილი იყო. მისი თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით უამრავი ინფორმაცია გამოჩნდება და ბევრ ფაქტს შეიტყობს საზოგადოება. "მაქვს განცდა, რომ ღრუბლები "იმედის" თავზე გროვდება, იმიტომ, რომ გამოძიების ვერსიით, ბრალის დადასტურების შემთხვევაში ჯოზეფ ქეი "იმედის" კანონიერი მესაკუთრე გამოდის", - თქვა უგულავამ. ირწმუნება, რომ იგი დაინტერესებულია სიმართლის დადგენით.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ