საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები მთავრობის კომპეტენციაში გადადის
საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები მთავრობის კომპეტენციაში გადადის

სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი მთავ­რო­ბა­სა და პრე­ზი­დენტს შო­რის გა­ი­მიჯ­ნე­ბა. სა­კი­თხე­ბი, რომ­ლებ­ზეც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დღეს პრე­ზი­დენ­ტი იღებს, მთავ­რო­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში გა­და­დის.

ცვლი­ლე­ბე­ბი "სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­დის, რო­მე­ლიც დე­პუ­ტატ­მა ირი­ნა იმერ­ლიშ­ვილ­მა მო­ამ­ზა­და. პარ­ლა­მენ­ტში გან­სა­ხილ­ვე­ლად წარ­დგე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი კი, იმ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტის ნა­წი­ლია, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რი პრე­ზი­დენ­ტის კონ­ტრო­ლი­დან გავა და მთავ­რო­ბას და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის­თვის მი­კუთ­ვნე­ბი­სა და სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის დაც­ვის საქ­მე­ში, სა­დღე­ი­სოდ პრე­ზი­დენტს შემ­დე­გი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი აქვს: - ამ­ტკი­ცებს "სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბი­სათ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­კუთ­ვნე­ბი­სა და დაც­ვის წესს", სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას მი­კუთ­ვნე­ბულ ცნო­ბა­თა ნუს­ხას, ასე­ვე იმ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა ნუს­ხას, რო­მელ­თაც სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბი­სათ­ვის კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­კუთ­ვნე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა აქვთ. დღეს პრე­ზი­დენ­ტი ამ­ტკი­ცებს იმ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა ნუს­ხას, რო­მელ­ნიც უფ­ლე­ბა­მო­სილ­ნი არი­ან გას­ცენ სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას­თან დაშ­ვე­ბის ნე­ბარ­თვა. პრე­ზი­დენ­ტი გან­სა­ზღვრავს სა­ხელ­მწი­ფო კან­ცე­ლა­რი­ის იმ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის დაც­ვას სა­ხელ­მწი­ფო კან­ცე­ლა­რი­ა­ში. პრე­ზი­დენ­ტი სა­კუ­თა­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში წყვეტს აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბე­ბის მი­კუთ­ვნე­ბი­სა და დაც­ვის სხვა სა­კი­თხებს. ის დღეს ასე­ვე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, პარ­ლა­მენ­ტის ნდო­ბის ჯგუ­ფის წი­ნა­და­დე­ბით სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის გრი­ფი მოხ­სნას, ნდო­ბის ჯგუ­ფის მიერ წარ­დგე­ნილ სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის ხა­რის­ხის მქო­ნე ინ­ფორ­მა­ცი­ას.

პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კი, ზე­მო­თჩა­მოთ­ვლი­ლი და კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი­დან პრე­ზი­დენტს რჩე­ბა შემ­დე­გი - და­ამ­ტკი­ცებს სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას მი­კუთ­ვნე­ბულ ცნო­ბა­თა ნუს­ხას, იმ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა ნუს­ხას, რო­მელ­თაც სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბი­სათ­ვის კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­კუთ­ვნე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა აქვთ და ასე­ვე იმ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა ნუს­ხას, რო­მელ­ნიც უფ­ლე­ბა­მო­სილ­ნი არი­ან სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას­თან დაშ­ვე­ბის ნე­ბარ­თვა გას­ცენ.

მთავ­რო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებ­ში კი გა­და­დის "სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­კუთ­ვნე­ბი­სა და დაც­ვის წე­სის" დამ­ტკი­ცე­ბა, ასე­ვე მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის იმ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის გან­სა­ზღვრა, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფო კან­ცე­ლა­რი­ა­ში სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის დაც­ვას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. ასე­ვე მთავ­რო­ბა გა­და­წყვეტს სა­კუ­თა­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბე­ბის მი­კუთ­ვნე­ბი­სა და დაც­ვის სხვა სა­კი­თხებს. ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ისიც, რომ მთავ­რო­ბა ხდე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პარ­ლა­მენ­ტის ნდო­ბის ჯგუ­ფის წი­ნა­და­დე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის გრი­ფი მოხ­სნას, ნდო­ბის ჯგუ­ფის მიერ წარ­დგე­ნილ სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის ხა­რის­ხის მქო­ნე ინ­ფორ­მა­ცი­ას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები მთავრობის კომპეტენციაში გადადის

საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები მთავრობის კომპეტენციაში გადადის

სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები მთავრობასა და პრეზიდენტს შორის გაიმიჯნება. საკითხები, რომლებზეც გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით დღეს პრეზიდენტი იღებს, მთავრობის კომპეტენციაში გადადის.

ცვლილებები "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონში შედის, რომელიც დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა მოამზადა. პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტი კი, იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ნაწილია, რომლის საფუძველზეც დაზვერვის სამსახური პრეზიდენტის კონტროლიდან გავა და მთავრობას დაექვემდებარება.

ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებისა და საიდუმლოების დაცვის საქმეში, სადღეისოდ პრეზიდენტს შემდეგი უფლებამოსილებები აქვს: - ამტკიცებს "სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესს", სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხას, ასევე იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომელთაც სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიკუთვნების უფლებამოსილება აქვთ. დღეს პრეზიდენტი ამტკიცებს იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომელნიც უფლებამოსილნი არიან გასცენ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვა. პრეზიდენტი განსაზღვრავს სახელმწიფო კანცელარიის იმ თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას სახელმწიფო კანცელარიაში. პრეზიდენტი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს აღნიშნული კანონის შესაბამისად სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ცნობების მიკუთვნებისა და დაცვის სხვა საკითხებს. ის დღეს ასევე უფლებამოსილია, პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი მოხსნას, ნდობის ჯგუფის მიერ წარდგენილ სახელმწიფო საიდუმლოების ხარისხის მქონე ინფორმაციას.

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის გათვალისწინებით კი, ზემოთჩამოთვლილი და კანონით დადგენილი უფლებამოსილებებიდან პრეზიდენტს რჩება შემდეგი - დაამტკიცებს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხას, იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომელთაც სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიკუთვნების უფლებამოსილება აქვთ და ასევე იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომელნიც უფლებამოსილნი არიან სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვა გასცენ.

მთავრობის უფლებამოსილებებში კი გადადის "სახელმწიფო საიდუმლოებისთვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესის" დამტკიცება, ასევე მთავრობის კანცელარიის იმ თანამდებობის პირთა უფლებამოსილებების განსაზღვრა, რომლებიც სახელმწიფო კანცელარიაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფენ. ასევე მთავრობა გადაწყვეტს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნული კანონის შესაბამისად სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ცნობების მიკუთვნებისა და დაცვის სხვა საკითხებს. ინიცირებული კანონპროექტით გათვალისწინებულია ისიც, რომ მთავრობა ხდება უფლებამოსილი პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით, სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი მოხსნას, ნდობის ჯგუფის მიერ წარდგენილ სახელმწიფო საიდუმლოების ხარისხის მქონე ინფორმაციას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა