საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ბერძენიშვილი პრეზიდენტის არჩევის წესზე რეფერენდუმის ჩატარებას მხარს უჭერს
ლევან ბერძენიშვილი პრეზიდენტის არჩევის წესზე რეფერენდუმის ჩატარებას მხარს უჭერს

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის წეს­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბას მხარს უჭერს.

ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა სა­ი­ნი­ცი­ა­ტო­ვო ჯგუ­ფის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე ცეს­კო-ს მიერ სა­რ­ე­ფე­რენ­დუ­მო სა­კი­თხის: "თა­ნახ­მა ხართ თუ არა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი აირ­ჩი­ოს პარ­ლა­მენ­ტმა?" რე­გის­ტრა­ცი­ა­ში გა­ტა­რე­ბა.

"ამ სა­კი­თხებ­ზე კო­ა­ლი­ცი­ა­ში ჯერ ერ­თობ­ლი­ვი მო­საზ­რე­ბა არ შეგ­ვი­მუ­შა­ვე­ბია. რაც შე­ე­ხე­ბა პი­რა­დად ჩემს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წევ­რე­ბი მარ­თლე­ბი არი­ან - ესაა შე­კი­თხვა, რო­მე­ლიც უნდა და­ვუს­ვათ ხალ­ხს. პი­რა­დად მე მი­მაჩ­ნია, რომ პრე­ზი­დენ­ტი უნდა აირ­ჩი­ოს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა, ან პარ­ლა­მენ­ტმა და აჭა­რის პარ­ლა­მენ­ტმა, ან ასეთ­მა ორ­გა­ნომ და არა ხალ­ხმა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე კარ­გია, ვკი­თხოთ ხალ­ხს. სა­პარ­ლა­მენ­ტო მო­დე­ლი­სას, რო­გორც წესი, პრე­ზი­დენ­ტი ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი არ არის ხოლ­მე, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი არ­სე­ბობს", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ კო­ა­ლი­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი ჯერ შე­თან­ხმე­ბუ­ლი არაა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი მო­მა­ვა­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი "ჩვე­უ­ლებ­რი­ვად" ჩა­ტარ­დეს.

"მე არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად - პრე­ზი­დენ­ტი ხალ­ხმა აირ­ჩი­ოს, მაგ­რამ თუ რე­ფე­რენ­დუმ­ზე ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გა­მო­ხა­ტავს თა­ვის ნე­ბას და სხვა წესს და­უ­ჭერს მხარს, შე­საძ­ლოა, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში გაჩ­ნდეს შე­სა­ბა­მი­სი ჩა­ნა­წე­რი", - აღ­ნიშ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რამ­დე­ნად და­ნიშ­ნავს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე რე­ფე­რენ­დუმს, დე­პუ­ტა­ტი ფიქ­რობს, რომ პრე­ზი­დენ­ტი რე­ფე­რენ­დუ­მის გა­მარ­თვა­ზე უარს იტყვის.

"ლო­გი­კუ­რია, რომ არ და­ნიშ­ნოს, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ლო­გი­კა­ში გარ­კვე­ვა სცდე­ბა ჩემს კომ­პე­ტენ­ცი­ას", - აღ­ნიშ­ნა დე­პუ­ტატ­მა.

ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ სა­რ­ე­ფე­რენ­დუ­მო სა­კი­თხი - "თა­ნახ­მა ხართ თუ არა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი აირ­ჩი­ოს პარ­ლა­მენ­ტმა?" რე­გის­ტრა­ცი­ა­ში გა­ა­ტა­რა.

ცეს­კო-ს ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა ცეს­კო-მ გუ­შინ­დელ სხდო­მა­ზე გა­მოს­ცა.

ცეს­კო-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­რ­ე­ფე­რენ­დუ­მო სა­კი­თხი სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ­მა წა­რად­გი­ნა, რომ­ლის წევ­რე­ბიც იაგო წიკ­ლა­უ­რი, გელა მეს­ტი­აშ­ვი­ლი და იანა ხუ­ციშ­ვი­ლი არი­ან. ცეს­კო-ს გან­კარ­გუ­ლე­ბით, ამ შე­მად­გენ­ლო­ბით სა­რ­ე­ფე­რენ­დუ­მო სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი რე­გის­ტრა­ცი­ა­ში გა­ტარ­და.

სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის მი­ხედ­ვით, რე­ფე­რენ­დუმს ნიშ­ნავს პრე­ზი­დენ­ტი. იმი­სათ­ვის, რომ პრე­ზი­დენ­ტმა რე­ფე­რენ­დუ­მის და­ნიშ­ვნას ხელი მო­ა­წე­როს, სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ­მა ცეს­კო-ს მი­ნი­მუმ 200 000 ამომ­რჩევ­ლის ხელ­მო­წე­რა უნდა წა­რუდ­გი­ნოს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლევან ბერძენიშვილი პრეზიდენტის არჩევის წესზე რეფერენდუმის ჩატარებას მხარს უჭერს

ლევან ბერძენიშვილი პრეზიდენტის არჩევის წესზე რეფერენდუმის ჩატარებას მხარს უჭერს

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, უმრავლესობის წევრი, ლევან ბერძენიშვილი პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას მხარს უჭერს.

ბერძენიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში დადებითად შეაფასა საინიციატოვო ჯგუფის მიმართვის საფუძველზე ცესკო-ს მიერ სარეფერენდუმო საკითხის: "თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩიოს პარლამენტმა?" რეგისტრაციაში გატარება.

"ამ საკითხებზე კოალიციაში ჯერ ერთობლივი მოსაზრება არ შეგვიმუშავებია. რაც შეეხება პირადად ჩემს დამოკიდებულებას, საინიციატივო ჯგუფის წევრები მართლები არიან - ესაა შეკითხვა, რომელიც უნდა დავუსვათ ხალხს. პირადად მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს საქართველოს პარლამენტმა, ან პარლამენტმა და აჭარის პარლამენტმა, ან ასეთმა ორგანომ და არა ხალხმა, მაგრამ ყველაზე კარგია, ვკითხოთ ხალხს. საპარლამენტო მოდელისას, როგორც წესი, პრეზიდენტი ხალხის მიერ არჩეული არ არის ხოლმე, თუმცა, რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობს", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე განმარტებით, იქედან გამომდინარე, რომ კოალიციაში აღნიშნული საკითხი ჯერ შეთანხმებული არაა, არ არის გამორიცხული მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები "ჩვეულებრივად" ჩატარდეს.

"მე არ გამოვრიცხავ, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდეს ჩვეულებრივად - პრეზიდენტი ხალხმა აირჩიოს, მაგრამ თუ რეფერენდუმზე ქართველი ხალხი გამოხატავს თავის ნებას და სხვა წესს დაუჭერს მხარს, შესაძლოა, კონსტიტუციაში გაჩნდეს შესაბამისი ჩანაწერი", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება იმას, რამდენად დანიშნავს მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმს, დეპუტატი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი რეფერენდუმის გამართვაზე უარს იტყვის.

"ლოგიკურია, რომ არ დანიშნოს, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის ლოგიკაში გარკვევა სცდება ჩემს კომპეტენციას", - აღნიშნა დეპუტატმა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სარეფერენდუმო საკითხი - "თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩიოს პარლამენტმა?" რეგისტრაციაში გაატარა.

ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შესაბამისი განკარგულება ცესკო-მ გუშინდელ სხდომაზე გამოსცა.

ცესკო-ს ინფორმაციით, სარეფერენდუმო საკითხი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რომლის წევრებიც იაგო წიკლაური, გელა მესტიაშვილი და იანა ხუციშვილი არიან. ცესკო-ს განკარგულებით, ამ შემადგენლობით სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარდა.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, რეფერენდუმს ნიშნავს პრეზიდენტი. იმისათვის, რომ პრეზიდენტმა რეფერენდუმის დანიშვნას ხელი მოაწეროს, საინიციატივო ჯგუფმა ცესკო-ს მინიმუმ 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა წარუდგინოს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა