პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"გვინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა­ზე უა­რის თქმის შე­სა­ხებ და გან­ვმარ­ტოთ, რომ "სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს უნდა გა­მო­ე­ყოს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი და გა­და­ვი­დეს პრე­ზი­დენ­ტის უშუ­ა­ლო დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში. მან უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი­სა და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის (მე­უღ­ლის, ორი შვი­ლი­სა და დე­დის), აგ­რეთ­ვე, პრე­ზი­დენ­ტის სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ზი­დენ­ცი­ე­ბი­სა და ობი­ექ­ტე­ბის დაც­ვა, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ამ კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი და შე­ას­რუ­ლოს ამა­ვე კა­ნო­ნით და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში რჩე­ბა: ეს­კორ­ტის ორი ეკი­პა­ჟი სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით, მათ შო­რის და­ჯავ­შნუ­ლი VIP მან­ქა­ნე­ბი, ოთხი ექი­მი რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი, კვე­ბის ოთხი ექი­მი, ოპე­რა­ტი­უ­ლი და ოპე­რა­ტი­ულ–ტექ­ნი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რი, სვლა–გე­ზის სამ­სა­ხუ­რი, ად­მი­ნის­ტრა­ცია და სხვა სამ­სა­ხუ­რე­ბი. პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ნიშ­ნავს და ათა­ვი­სუფ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი. პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი გა­ნი­სა­ზღვრა 350 კა­ცით და 7 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტით. სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი იტო­ვებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ეხ­მა­როს პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვის სამ­სა­ხურს, მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ზერ­ვე­ბით.

ასე­ვე, გვინ­და გაც­ნო­ბოთ, რომ არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს ის ფაქ­ტი, თით­ქოს პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვას ჩა­მო­ერ­თვა ია­რა­ღი და იმ­ყო­ფე­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბის გა­რე­შე. სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი ამ­ჟა­მად ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში ახორ­ცი­ე­ლებს პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას და სამ­სა­ხუ­რი იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვა, პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბამ­დე. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი უარს იტყვის სპე­ცი­ა­ლურ დაც­ვა­ზე, მისი დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად ეკის­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი კა­ნო­ნით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვით. ამ­ჟა­მათ, სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია, და­იც­ვას მისი უსაფრ­თხო­ე­ბა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში. ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ვალ­დე­ბუ­ლია ხელი შე­უ­წყოს სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა–მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, სახელმწიფო დაცვაზე უარის თქმის შესახებ და განვმარტოთ, რომ "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უნდა გამოეყოს საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური და გადავიდეს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში. მან უნდა უზრუნველყოს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების (მეუღლის, ორი შვილისა და დედის), აგრეთვე, პრეზიდენტის სარგებლობაში არსებული რეზიდენციებისა და ობიექტების დაცვა, განახორციელოს ამ კანონით მინიჭებული უფლებები და შეასრულოს ამავე კანონით დაკისრებული მოვალეობები. პრეზიდენტის განკარგულებაში რჩება: ესკორტის ორი ეკიპაჟი სრული შემადგენლობით, მათ შორის დაჯავშნული VIP მანქანები, ოთხი ექიმი რეანიმატოლოგი, კვების ოთხი ექიმი, ოპერატიული და ოპერატიულ–ტექნიკური სამსახური, სვლა–გეზის სამსახური, ადმინისტრაცია და სხვა სამსახურები. პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური განისაზღვრა 350 კაცით და 7 მილიონიანი ბიუჯეტით. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იტოვებს ვალდებულებას, საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს პრეზიდენტის დაცვის სამსახურს, მის დაქვემდებარებაში არსებული რეზერვებით.

ასევე, გვინდა გაცნობოთ, რომ არ შეესაბამება სინამდვილეს ის ფაქტი, თითქოს პრეზიდენტის დაცვას ჩამოერთვა იარაღი და იმყოფება შეიარაღების გარეშე. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ამჟამად ჩვეულ რეჟიმში ახორციელებს პრეზიდენტის დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფას და სამსახური იღებს ვალდებულებას განახორციელოს პრეზიდენტის დაცვა, პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის ჩამოყალიბებამდე. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პრეზიდენტი უარს იტყვის სპეციალურ დაცვაზე, მისი დაცვის ვალდებულება ავტომატურად ეკისრება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს.

საქართველოს პრეზიდენტი კანონით უზრუნველყოფილია სახელმწიფო დაცვით. ამჟამათ, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას მისი უსაფრთხოება ნებისმიერ შემთხვევაში. ასევე საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია ხელი შეუწყოს სახელმწიფო სტრუქტურებს კანონით გათვალისწინებული უფლება–მოვალეობების განხორციელებაში", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა