პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე ბედნიერი იმ მომენტში ვიყავი, როდესაც გოგიჩამ დამირეკა და მითხრა, გამოვედიო"
"ყველაზე ბედნიერი იმ მომენტში ვიყავი, როდესაც გოგიჩამ დამირეკა და მითხრა, გამოვედიო"

ირი­ნა ბა­თი­აშ­ვი­ლი ბევ­რი ჩემი რეს­პონ­დენ­ტის­გან, პირ­ველ რიგ­ში, იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ ცა­ცი­აა და მშობ­ლებს და ბე­ბია ბა­ბუ­ებს სა­ხე­ლე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებს. ზე­პი­რად იცის სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რია. ეს ალ­ბათ არ­ცაა გა­საკ­ვი­რი. მარ­თა­ლია, მის და­ბა­დე­ბამ­დე, მაგ­რამ ბევ­რი რამ, რაც ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში მოხ­და, მის სახ­ლში მრგვალ მა­გი­დას­თან გა­და­წყვე­ტი­ლა. სი­გი­ჟემ­დე უყ­ვარს მამა და ძა­ლი­ან უნდა, მისი სამი წლის შვი­ლი ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლის მსგავ­სი ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ი­ზარ­დოს.

წარ­სუ­ლი, რომ­ლი­თაც ირი­ნა ძა­ლი­ან ამა­ყობს

- მინ­და, ჩემი ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რი­ის მო­ყო­ლა და­ვი­წყო ჩემი დიდი ბა­ბუ­ით, ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლით. ბა­ბუა ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ბი­ო­ლო­გი იყო. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ო­დის დროს ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის მას­შტა­ბით იბეჭ­დე­ბო­და მისი ნაშ­რო­მე­ბი. გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინ კი აღი­ა­რეს, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო ენ­ტო­მო­ლო­გი. თხუთ­მე­ტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტის პრო­რექ­ტო­რი იყო. მისი ბი­უს­ტი დღე­საც დგას ამ ინ­სტი­ტუ­ტში. ჩემი დიდი ბა­ბუ­ის ის­ტო­რია ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა. შემ­დეგ ფო­ტო­ზე დიდ ბა­ბუ­ას­თან ერ­თად არის ბე­ბი­ა­ჩე­მი ირი­ნა კუ­ჭუ­ხი­ძე, რო­მე­ლიც კი­ნოკ­რი­ტი­კო­სია. გა­რეგ­ნუ­ლად მას მამ­სგავ­სე­ბენ. ბე­ბი­ა­ჩე­მი არის ემი­რი­ტუ­სი. ეს ნიშ­ნავს, რომ მას მი­ა­ნი­ჭეს მუდ­მი­ვი პრო­ფე­სო­რის წო­დე­ბა. ემი­რი­ტუ­სის წო­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ცო­ტას აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. ბე­ბია ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია. მას ყვე­ლა­ფერს ვუყ­ვე­ბი. ფო­ტო­ზე არის გიგა ბა­თი­აშ­ვი­ლი, ბა­ბუ­ა­ჩე­მის ძმა და მა­მა­ჩე­მის მამა, დიმა ბა­თი­აშ­ვი­ლი. გიგა ცნო­ბი­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რია. დიმა ბა­თი­აშ­ვი­ლი რე­ჟი­სო­რია, მისი ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი ფილ­მი "არა­სე­რი­ო­ზუ­ლი კა­ცია". დიმა ზუს­ტად იმ პე­რი­ოდ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, რო­დე­საც მამა და­ჭე­რი­ლი იყო. დიმა პირ­ვე­ლი იყო, ვი­საც ჩემს და­წე­რილ ლექ­სებს ვუ­კი­თხავ­დი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა რე­ჟი­სო­რო­ბა მინ­დო­და. დი­მას­თან ერ­თად ბევრ ფილ­მს ვუ­ყუ­რებ­დი, მაგ­რამ მერე გა­დავ­წყვი­ტე, რომ იუ­რი­დი­ულ­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. დიმა ისე­თი ადა­მი­ა­ნი იყო, თა­ვის თავ­ზე ლა­პა­რა­კი არას­დროს არ უყ­ვარ­და. მე აღ­მო­ვა­ჩი­ნე პრო­დი­უ­სერ ტო­ნი­ნო გუ­ე­რას ინ­ტერ­ვიუ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მო­ვი­და, მერე იტა­ლი­ურ ჟურ­ნალს მის­ცა ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც თქვა, ქარ­თუ­ლი კინო ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის არ იქ­ნე­ბო­და, რომ არ ყო­ფი­ლი­ყო "არა­სე­რი­ო­ზუ­ლი კა­ციო". სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რო­ბი­სას შეს­თა­ვა­ზა დი­მას, წა­სუ­ლი­ყო იტა­ლი­ა­ში. დი­მას უპა­სუ­ხია, მო­ქე­ი­ფე კაცი ვარ, თბი­ლი­სის გა­რე­შე არ შე­მიძ­ლია და ვერ წა­მო­ვა­ლო. მას­თან და მის მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვიზ­რდე­ბო­დი. ხში­რად მით­ქვამს, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვო­ბა მქონ­და, ასეთ ადა­მი­ა­ნებს რომ ვხვდე­ბო­დი-მეთ­ქი. მათ­გან იმ­დე­ნი რამ ვის­წავ­ლე, რაც და­მეხ­მა­რე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ღირ­სე­უ­ლად გა­მევ­ლო. ფო­ტო­ზე არის მა­მა­ჩე­მიც ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლი.

- ინ­ტერ­ვი­უს და­წყე­ბამ­დე მი­თხა­რით, რომ ბა­ბუ­ამ, დიმა ბა­თი­აშ­ვილ­მა, ფილ­მის სცე­ნა­რი და­ტო­ვა, რომ­ლის რე­ჟი­სო­რი უნ­დო­და, შენ ყო­ფი­ლი­ყა­ვი.

- სცე­ნარს "ძია მიტო" ჰქვია. სულ მე­უბ­ნე­ბო­და, მე თუ ვერ შევ­ძე­ლი, ფილ­მი შენ გა­და­ი­ღეო. ამ­ბობ­და, ვიცი, ჩემი შვი­ლის და­ჭე­რას ვერ გა­და­ვი­ტა­ნო და მარ­თლაც ასე მოხ­და. ბა­ბუ­ას მა­მას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე გული გა­უს­კდა და წა­მებ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი ხართ, არ ფიქ­რობთ, რომ ეს ფილ­მი გა­და­ი­ღოთ?

- აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ვი­ღებ ამ სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით ფილ­მს. მე ალ­ბათ უფრო თა­ნა­რე­ჟი­სო­რი ვიქ­ნე­ბი. სულ ვფიქ­რობ, ქარ­თულ კი­ნო­ში დღეს ვი­ნაა ისე­თი რე­ჟი­სო­რი, ვინც შეძ­ლებს, დი­მას თვა­ლით და­ი­ნა­ხოს ყვე­ლა­ფე­რი.

- შემ­დე­გი ფოტო ის­ტო­რი­უ­ლია. ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ბი­ჭე­ბი ბევ­რს მოს­წონ­და. ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვილს, სა­ნამ დე­დათ­ქვენს გა­იც­ნობ­და, ოჯა­ხი ჰქონ­და...

- მამა პირ­ველ მე­უღ­ლეს დიდი ხნის გა­შო­რე­ბუ­ლი იყო, დედა რომ გა­იც­ნო. ძა­ლი­ან ბევრ ქალ­ბა­ტონს შევ­ხვედ­რი­ვარ, ვი­საც უთ­ქვამს, ირაკ­ლი ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რი რომ იყო, ისე მოგ­ვწონ­და, ვგიჟ­დე­ბო­დი­თო. მაგ­რამ მე ვიცი მა­მი­სა და დე­დის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც დღე­საც გრძელ­დე­ბა. უკვე ძა­ლი­ან ბევ­რი წე­ლია, ერ­თად არი­ან და გიჟ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთ­ზე. ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე სი­ცო­ცხლე ვერ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ. თან მამა ძა­ლი­ან მო­სიყ­ვა­რუ­ლე და თბი­ლია მა­ი­ას­თვის. რო­დე­საც ირაკ­ლი წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი ცი­ხე­ში იყო, მივ­ხვდი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ცოლს ქმა­რი უყ­ვარ­დეს და გვერ­დში და­უდ­გეს. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში დედა სულ იმა­ზე ფიქ­რობ­და, რო­გორ და­ეხ­სნა ირაკ­ლი ცი­ხი­დან.

- შემ­დეგ ფო­ტო­ზე ძა­ლი­ან პა­ტა­რა, რამ­დე­ნი­მე თვის იქ­ნე­ბით.

- ამ სუ­რათ­ზე ძა­ლი­ან მამ­სგავ­სე­ბენ მა­მი­კოს. სულ ვამ­ბობ, რომ მამა არა­ნორ­მა­ლუ­რად მიყ­ვარს. ის ჩემ­თვის ყვე­ლაფ­რის მა­გა­ლი­თია, ღირ­სე­ბის, ვაჟ­კა­ცო­ბის და მა­მო­ბის. სულ ვე­უბ­ნე­ბი, შენ ჩემ­თვის ჰა­ე­რი ხარ, რი­თიც მე ვსუნ­თქავ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი ლა­მა­ზი დედა, რო­მე­ლიც, პირ­ველ რიგ­ში, ჩემი მე­გო­ბა­რი და მე­სა­ი­დუმ­ლეა. დედა ფსი­ქო­ლო­გია, კერ­ძოდ, პი­არფსი­ქო­ლო­გია. პრო­ფე­სია მას ყვე­ლას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. ხში­რად ვთხოვ ხოლ­მე რჩე­ვას, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩაც­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მომ­დევ­ნო ფო­ტო­ზე დედა და მამა ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან.

- რო­მელ წელს და­ი­ბა­დეთ?

- 1990 წელს ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი. ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ქარ-ცე­ცხლი გა­დავ­ლი­ლი იყო. ჩვენს სახ­ლში არის მრგვა­ლი მა­გი­და, სა­დაც ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის გმი­რე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. ზუს­ტად ამ მა­გი­დას­თან გა­ერ­თი­ან­და ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა. აქ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­და­წყვე­ტი­ლა. გული მწყდე­ბა, რომ ახა­ლი თა­ო­ბი­დან ბევ­რმა არც იცის, რა მოხ­და 9 აპ­რილს. მა­შინ რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ის სუ­ლის­კვე­თე­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის წყურ­ვი­ლი, ახლა კაც­მა არ იცის, ვიქ­ნე­ბო­დით თუ არა და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი. 9 აპ­რილს მო­მი­ტინ­გე­ე­ბის დაშ­ლა რომ და­ი­წყეს, მამა ქა­ლებ­ში გა­დახ­ტა, რომ მათ დახ­მა­რე­ბო­და და თავ­ში იმ­დე­ნი "დუ­ბინ­კა" მოხ­ვდა, რომ გა­ი­თი­შა. მორ­გში წა­ი­ღეს. ერ­თმა ექიმ­მა ირაკ­ლი იცნო. უნა­ხავს, რომ პულ­სი ოდ­ნავ უცემ­და. მორ­გი­დან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ირაკ­ლის ლიკ­ვი­და­ცია უნ­დო­დათ. ბრძა­ნე­ბა იყო, რომ ლი­დე­რე­ბის ლიკ­ვი­და­ცია უნდა მო­ეხ­დი­ნათ. ირაკ­ლიმ თა­ვი­სი სის­ხლით მო­ა­წე­რა ხელი სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას... ორი წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მამა აფხა­ზე­თის ომში იბ­რძო­და.Mმამა იმ დროს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ირაკ­ლი იყო პირ­ვე­ლი მი­ნის­ტრი, რო­მელ­მაც და­შა­ლა "კგბ" და სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტრო შექ­მნა. ჩემი პირ­ვე­ლი ფო­ტო­მეხ­სი­ე­რე­ბა ის იყო, რომ ირაკ­ლის­თვის შო­კო­ლა­დებს ვაგ­რო­ვებ­დი, იმ იმე­დით, რომ მამა ომი­დან დაბ­რუნ­დე­ბო­და. მომ­დევ­ნო ფოტო სწო­რედ ამ ასაკ­ში მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი.

- უც­ნა­უ­რი ბედი აქვს ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვილს. 9 აპ­რილს მორ­გში აღ­მოჩ­ნდა, ორი წლის წინ 26 მა­ისს კი რამ­დე­ნი­მე დღით გა­უ­ჩი­ნარ­და და ბევ­რი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია.

- ბე­ბი­ა­ჩე­მი მო­მიყ­ვა, რომ 9 აპ­რილს ირაკ­ლის და­ჭე­რა უნ­დო­დათ და რუს­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა იური როსტმა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა ხელ­ში აიყ­ვა­ნეს ირაკ­ლი და ისე წა­იყ­ვა­ნეს ისეთ ად­გი­ლას, სა­დაც ვერ იპო­ვიდ­ნენ. ირაკ­ლი გონ­ზე რომ მო­ვი­და, ვერ გა­ა­ჩე­რეს, გა­რეთ გა­ვი­და და იყ­ვი­რა, და­მი­ჭი­რეთ, აქ ვარო და და­ი­ჭი­რეს. მე­ო­რე დღეს თბი­ლის­ში კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი მო­იხ­სნა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ი­შა­ლა. უფ­ლის მად­ლია, ასე რომ გა­დარ­ჩე­ბი. 26 მა­ისს რამ­დე­ნი­მე ბიჭი მო­ვი­და ჩვენ­თან და გვი­თხრა, სპეც­რაზ­მი ამ­ბობ­და, ბა­თი­აშ­ვი­ლი ად­გილ­ზე­ვე უნდა მოვ­კლა­თო. ამ­ბო­ბენ, 26 მა­ისს ირაკ­ლი სა­ხუ­რა­ვი­დან სა­ხუ­რავ­ზე რო­გორ გა­და­ვი­დაო. არ ვიცი, ეს ვის უნდა გა­უკ­ვირ­დეს. კო­დო­რი რომ ჩვე­ნი იყო, ირაკ­ლის ამა­ში დიდი წვი­ლი­ლი მი­უ­ძღვის. ფე­ხით აქვს შე­მოვ­ლი­ლი ზამ­თარ­შიც და ზა­ფხულ­შიც ის ხე­ო­ბა. აფხა­ზეთ­ში მებ­რძო­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის აღა­რა­ფე­რი არაა სა­ხუ­რა­ვი­დან სა­ხუ­რავ­ზე გა­დას­ვლა.

- იმა­საც ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რე­ბენ, რომ მან სა­ხუ­რავ­ზე რამ­დე­ნი­მე დღე გა­ა­ტა­რა.

- უკ­ვირთ, რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ირაკ­ლიმ გა­დარ­ჩე­ნა. ირაკ­ლი მარ­ტო თვი­თონ კი არ გა­და­ვი­და, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნიც გა­და­იყ­ვა­ნა სა­ხუ­რა­ვი­დან სა­ხუ­რავ­ზე, ვი­საც არ შე­ე­შინ­და. 26 მა­ისს ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი. ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვდი­ო­და, ჩვენ გვყავს მა­მათ­ქვე­ნი და ბი­ძათ­ქვე­ნი და ვა­წა­მებ­თო. ზოგი იმა­საც ამ­ბობ­და, მკვდრე­ბი არი­ა­ნო. მე­გო­ნა, რომ მე მომ­კლეს. ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი.

რო­დის ატყუ­ებ­და დიმა ბა­თი­აშ­ვილს

- თქვენს ბავ­შვო­ბას და­ვუბ­რუნ­დეთ. ბა­ბუ­ას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ზე რამ­დე­ნი წლის იქ­ნე­ბით?

- დახ­ლო­ე­ბით ოთხი წლის. მე და დიმა ძა­ლი­ან ვე­წყო­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. დი­მამ მას­წავ­ლა ჭად­რა­კის თა­მა­ში. სულ ვა­ტყუ­ებ­დი და ისე ვუ­გებ­დი. ისიც ვი­თომ ტყუვ­დე­ბო­და. მივ­ყავ­დი თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ან რო­მე­ლი­მე ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ზე, პირ­ვე­ლად დი­მას­თან ერ­თად ვუ­ყუ­რე ფე­დე­რი­კო ფე­ლი­ნის "გზას" და ეს არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა.

- მომ­დევ­ნო ფო­ტო­ზე სკო­ლის მოს­წავ­ლე უნდა იყოთ.

- სუ­რა­თი 53-ე სკო­ლის დი­რექ­ტორ­თან, ლა­მა­რა მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან ერ­თად მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ქალ­ბა­ტო­ნი ლა­მა­რა ცოტა ხნის წინ გარ­და­იც­ვლა და ამის გამო გული ძა­ლი­ან მტკი­ვა. ფო­ტო­ზე და­ახ­ლო­ე­ბით ცა­მე­ტი წლის ვიქ­ნე­ბი. ეს­პა­ნეთ­ში ძა­ლი­ან ლა­მაზ ქა­ლაქ გრა­ნა­და­ში ვი­ყა­ვით კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჩა­სუ­ლე­ბი. მთლი­ა­ნი კავ­კა­სია მხო­ლოდ მე წარ­ვად­გი­ნე და იმ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ვი­მარ­ჯვე. ჩემი თემა იყო, წყა­ლი, წყლის მე­ნე­ჯმენ­ტი და რე­სურ­სე­ბი. გა­გიჟ­დნენ, რომ ნა­ხეს სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­ხე­ლა წყლის რე­სურ­სი გვაქვს. მა­შინ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და სე­რი­ო­ზუ­ლი დას­კვნე­ბი მქონ­და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი. მე­ო­რე­დაც წა­ვე­დი კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, მა­შინ თემა გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მქონ­და.

"მე­ო­რე ნა­ხევ­რის პოვ­ნა ლა­ტა­რი­ა­სა­ვი­თაა"

- შემ­დეგ ფო­ტო­ზე მი­ამ­ბეთ. რო­გორც წარ­წე­რი­დან ჩანს, სუ­რა­თი იური მე­ჩი­თო­ვის გა­და­ღე­ბუ­ლია.

- სუ­რა­თი სამი წლის წი­ნაა გა­და­ღე­ბუ­ლი ჩემი და ვა­ლერ­კას ქორ­წილ­ზე. ცნო­ბი­ლი ლიტ­ვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი იო­ზეს სტატ­კე­ვი­ჩუ­სი მის­წო­რებს კა­ბას. ის ჩემი სა­ქორ­წი­ნო კა­ბის დი­ზა­ი­ნე­რი იყო და ქორ­წილ­ში ჩა­მო­ვი­და. ათ­მეტ­რი­ა­ნი შლე­ი­ფი მქონ­და. რომ მოვ­დო­დი, რამ­დე­ნი­მე კაცს ეჭი­რა. ეს დღე ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს. დი­ლით მე­გობ­რე­ბის ზარ­მა გა­მაღ­ვი­ძა. წვიმს, მაგ­რამ შენ­თვის მა­ინც კარ­გი ამინ­დი­აო, მი­თხრეს. კარ­გად გა­ვერ­თეთ. მერე და­ი­ბა­და ჩვე­ნი სი­ცო­ცხლე, ვაკო. რო­მელ­ზეც ოჯახ­ში ყვე­ლას მზე და მთვა­რე ამოს­დის. შემ­დეგ ფო­ტო­ზე ვაკო ბა­ბუ­ებ­თან ერ­თა­დაა. ჩემი მა­მამ­თი­ლი, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი, ხა­შუ­რის დე­პუ­ტა­ტია. ფოტო ვა­კოს ნათ­ლო­ბა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. პატ­რი­არ­ქმა მო­ნათ­ლა. ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბი­ა­რო­ბა მქონ­და. რომ და­ი­ბა­და და გულ­ზე და­მაწ­ვი­ნეს, ვა­კომ დიდი ლურ­ჯი თვა­ლე­ბით შე­მომ­ხე­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თვა­ლე­ბის ფერი შე­ეც­ვა­ლა. ახლა მომ­წვა­ნო-თაფ­ლის­ფე­რი თვა­ლე­ბი აქვს. პა­ტა­რა ვა­კოს ორი­ვე ბა­ბუ­ას უფრო ამ­სგავ­სე­ბენ, ვიდ­რე მშობ­ლებს. თა­ვი­დან ჩემს ქმარს ჰგავ­და, მერე ნელ-ნელა ბა­ბუ­ებს და­ემ­სგავ­სა და ორი­ვე ძა­ლი­ან ამა­ყობს. სულ ასე­ირ­ნე­ბენ და ბა­ბუ­ე­ბის გა­თა­მა­მე­ბუ­ლი შვი­ლიშ­ვი­ლია. ვა­კოს კომ­პი­უ­ტე­რით თა­მა­ში უყ­ვარს, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში იქამ­დე მივ­დი­ვართ, რომ ამ­ბობს, წიგ­ნი წა­მი­კი­თხეო და მე ამით ბედ­ნი­ე­რი ვარ. ძა­ლი­ან მინ­და, ჩემს შვილს კი­თხვა უყ­ვარ­დეს.

- მო­მა­ვა­ლი მე­უღლე რო­გორ გა­ი­ცა­ნით?

- ერ­თმა­ნე­თი სამი წლის წინ მა­ის­ში ია­პო­ნურ რეს­ტო­რან­ში გა­ვი­ცა­ნით. გაც­ნო­ბი­დან ერთ თვე­ში ცო­ლო­ბა მთხო­ვა და ოთხ თვე­ში ცო­ლად გავ­ყე­ვი. თა­ვი­დან­ვე მო­მე­წო­ნა და შე­მიყ­ვარ­და. სი­ონ­ში ვი­ყა­ვით მე­გობ­რებ­თან ერ­თად, მა­შინ მთხო­ვა ცო­ლო­ბა და დავ­თან­ხმდი. მე­ო­რე დღეს და­ვი­წყე ქორ­წილ­ზე ფიქ­რი.

- არ ფიქ­რობთ, რომ რის­კზე წახ­ვე­დით, როცა ერთი თვის გაც­ნო­ბილ ადა­მი­ანს გაჰ­ყე­ვით ცო­ლად?

- ვფიქ­რობ, რომ მე­ო­რე ნა­ხევ­რის პოვ­ნა ლა­ტა­რი­ა­სა­ვი­თაა. შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან დიდი ხანი იც­ნობ­დე და ცო­ლად რომ გაჰ­ყვე­ბი, მიხ­ვდე, რომ ის ის არაა, ვი­საც გინ­და და­უ­კავ­ში­რო შენი სი­ცო­ცხლე. შე­იძ­ლე­ბა, ერთი კვი­რა იც­ნობ­დე და მიხ­ვდე, რომ იმ ადა­მი­ან­თან მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გა­ტა­რე­ბა გინ­და. შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით მოხ­დეს. მო­მა­ვალ­ზე წი­ნას­წარ ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს იტყვის. ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა. მომ­დევ­ნო ფოტო რამ­დე­ნი­მე თვის წინ გვაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი.

- მომ­დევ­ნო ფო­ტოს გა­და­ღე­ბის ის­ტო­რია რო­გო­რია?

- სუ­რა­თი ავ­ჭა­ლის კო­ლო­ნი­ას­თან მა­მა­ჩე­მის მხარ­დამ­ჭერ ახალ­გაზ­რდე­ბის აქ­ცი­ა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი, ამ პე­რი­ოდ­ში ჩემი მე­გობ­რე­ბი ძა­ლი­ან და­მიდ­გნენ გვერ­დში. ჩვენ გულ­წრფე­ლად ვიბ­რძო­დით უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

- ყვე­ლას გვახ­სოვს, რა მოხ­და შენს ერთ-ერთ და­ბა­დე­ბის დღე­ზე. ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ნახე?

- ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი იმ მო­მენ­ტში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც გო­გი­ჩამ და­მი­რე­კა და მი­თხრა, გა­მო­ვე­დიო. ამ პე­რი­ოდ­ში ლე­ვანს ტე­ლე­ფო­ნით ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დი. ლე­ვა­ნი ჩემ­თვის ძმა­სა­ვი­თაა. სულ ვამ­ბობ, ლე­ვა­ნი და ჯაბა ჯიშ­კა­რი­ა­ნი ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც მა­მა­ჩე­მის ცი­ხე­ში ყოფ­ნის დროს ძმე­ბი­ვით მედგნენ გვერ­დში. მათ რომ ჩემი დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დეთ, მეც ზუს­ტად ისე­ვე და­ვუდ­გე­ბი-მეთ­ქი გვერ­დით. თხუთ­მე­ტი წლი­დან ვმე­გობ­რობთ. პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის გამო და­ი­ჭი­რეს ლე­ვა­ნი. მა­შინ­დე­ლი მთავ­რო­ბა ვერ იტან­და ახალ­გაზ­რდულ მოძ­რა­ო­ბას. ლე­ვანს იმ აქ­ტი­უ­რო­ბის გამო ოთხი წელი მო­უ­წია ცი­ხე­ში ყოფ­ნამ. სა­მა­გი­ე­როდ, ახლა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგა.

- მომ­დევ­ნო ფო­ტო­ზეც გვი­ამ­ბეთ.

- მე და გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ებ­ზე ვიმ­ღე­რეთ "რა­ღაც ახა­ლი ხდე­ბა", რო­მე­ლიც მა­შინ ცი­ხე­ში მყოფ მა­მა­ჩემს და 7 ნო­ემ­ბერს ეძღვნე­ბო­და. სიმ­ღე­რა ირმა ინაშ­ვილ­მა და უც­ნობ­მა და­წე­რეს. ამ სიმ­ღე­რა­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით კლი­პიც გა­და­ვი­ღეთ. რო­მელ­შიც ნაჩ­ვე­ნე­ბია ის სუ­ლის­კვე­თე­ბა და ხალ­ხის ერ­თი­ა­ნო­ბა, რაც ნო­ემ­ბრის პე­რი­ოდ­ში იყო.

მერი კო­ბი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ყველაზე ბედნიერი იმ მომენტში ვიყავი, როდესაც გოგიჩამ დამირეკა და მითხრა, გამოვედიო"

"ყველაზე ბედნიერი იმ მომენტში ვიყავი, როდესაც გოგიჩამ დამირეკა და მითხრა, გამოვედიო"

ირინა ბათიაშვილი ბევრი ჩემი რესპონდენტისგან, პირველ რიგში, იმით განსხვავდება, რომ ცაციაა და მშობლებს და ბებია ბაბუებს სახელებით მოიხსენიებს. ზეპირად იცის საქართველოს უახლესი ისტორია. ეს ალბათ არცაა გასაკვირი. მართალია, მის დაბადებამდე, მაგრამ ბევრი რამ, რაც ბოლო დროს საქართველოს ისტორიაში მოხდა, მის სახლში მრგვალ მაგიდასთან გადაწყვეტილა. სიგიჟემდე უყვარს მამა და ძალიან უნდა, მისი სამი წლის შვილი ირაკლი ბათიაშვილის მსგავსი ღირსეული ადამიანი გაიზარდოს.

წარსული, რომლითაც ირინა ძალიან ამაყობს

- მინდა, ჩემი ცხოვრების ისტორიის მოყოლა დავიწყო ჩემი დიდი ბაბუით, ირაკლი ბათიაშვილით. ბაბუა ძალიან ძლიერი ბიოლოგი იყო. საბჭოთა კავშირის პერიოდის დროს ევროპისა და ამერიკის მასშტაბით იბეჭდებოდა მისი ნაშრომები. გარდაცვალების წინ კი აღიარეს, როგორც საუკეთესო ენტომოლოგი. თხუთმეტი წლის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პრორექტორი იყო. მისი ბიუსტი დღესაც დგას ამ ინსტიტუტში. ჩემი დიდი ბაბუის ისტორია ძალიან მეამაყება. შემდეგ ფოტოზე დიდ ბაბუასთან ერთად არის ბებიაჩემი ირინა კუჭუხიძე, რომელიც კინოკრიტიკოსია. გარეგნულად მას მამსგავსებენ. ბებიაჩემი არის ემირიტუსი. ეს ნიშნავს, რომ მას მიანიჭეს მუდმივი პროფესორის წოდება. ემირიტუსის წოდება საქართველოში ძალიან ცოტას აქვს მინიჭებული. ბებია ჩემი საუკეთესო მეგობარია. მას ყველაფერს ვუყვები. ფოტოზე არის გიგა ბათიაშვილი, ბაბუაჩემის ძმა და მამაჩემის მამა, დიმა ბათიაშვილი. გიგა ცნობილი არქიტექტორია. დიმა ბათიაშვილი რეჟისორია, მისი ყველასთვის საყვარელი ფილმი "არასერიოზული კაცია". დიმა ზუსტად იმ პერიოდში გარდაიცვალა, როდესაც მამა დაჭერილი იყო. დიმა პირველი იყო, ვისაც ჩემს დაწერილ ლექსებს ვუკითხავდი. მთელი ცხოვრება რეჟისორობა მინდოდა. დიმასთან ერთად ბევრ ფილმს ვუყურებდი, მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ იურიდიულზე ჩამებარებინა. დიმა ისეთი ადამიანი იყო, თავის თავზე ლაპარაკი არასდროს არ უყვარდა. მე აღმოვაჩინე პროდიუსერ ტონინო გუერას ინტერვიუ.

საქართველოში რომ ჩამოვიდა, მერე იტალიურ ჟურნალს მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა, ქართული კინო ისეთი მნიშვნელობის არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო "არასერიოზული კაციო". საქართველოში სტუმრობისას შესთავაზა დიმას, წასულიყო იტალიაში. დიმას უპასუხია, მოქეიფე კაცი ვარ, თბილისის გარეშე არ შემიძლია და ვერ წამოვალო. მასთან და მის მეგობრებთან ერთად ვიზრდებოდი. ხშირად მითქვამს, ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ასეთ ადამიანებს რომ ვხვდებოდი-მეთქი. მათგან იმდენი რამ ვისწავლე, რაც დამეხმარება მთელი ცხოვრება ღირსეულად გამევლო. ფოტოზე არის მამაჩემიც ირაკლი ბათიაშვილი.

- ინტერვიუს დაწყებამდე მითხარით, რომ ბაბუამ, დიმა ბათიაშვილმა, ფილმის სცენარი დატოვა, რომლის რეჟისორი უნდოდა, შენ ყოფილიყავი.

- სცენარს "ძია მიტო" ჰქვია. სულ მეუბნებოდა, მე თუ ვერ შევძელი, ფილმი შენ გადაიღეო. ამბობდა, ვიცი, ჩემი შვილის დაჭერას ვერ გადავიტანო და მართლაც ასე მოხდა. ბაბუას მამას გათავისუფლებამდე გული გაუსკდა და წამებში გარდაიცვალა.

- მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით იურისტი ხართ, არ ფიქრობთ, რომ ეს ფილმი გადაიღოთ?

- აუცილებლად გადავიღებ ამ სცენარის მიხედვით ფილმს. მე ალბათ უფრო თანარეჟისორი ვიქნები. სულ ვფიქრობ, ქართულ კინოში დღეს ვინაა ისეთი რეჟისორი, ვინც შეძლებს, დიმას თვალით დაინახოს ყველაფერი.

- შემდეგი ფოტო ისტორიულია. ეროვნული მოძრაობის ბიჭები ბევრს მოსწონდა. ირაკლი ბათიაშვილს, სანამ დედათქვენს გაიცნობდა, ოჯახი ჰქონდა...

- მამა პირველ მეუღლეს დიდი ხნის გაშორებული იყო, დედა რომ გაიცნო. ძალიან ბევრ ქალბატონს შევხვედრივარ, ვისაც უთქვამს, ირაკლი ეროვნული მოძრაობის ლიდერი რომ იყო, ისე მოგვწონდა, ვგიჟდებოდითო. მაგრამ მე ვიცი მამისა და დედის სიყვარულის ამბავი, რომელიც დღესაც გრძელდება. უკვე ძალიან ბევრი წელია, ერთად არიან და გიჟდებიან ერთმანეთზე. ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენიათ. თან მამა ძალიან მოსიყვარულე და თბილია მაიასთვის. როდესაც ირაკლი წელიწად-ნახევარი ციხეში იყო, მივხვდი, როგორ შეიძლება, ცოლს ქმარი უყვარდეს და გვერდში დაუდგეს. ამ პერიოდის განმავლობაში დედა სულ იმაზე ფიქრობდა, როგორ დაეხსნა ირაკლი ციხიდან.

- შემდეგ ფოტოზე ძალიან პატარა, რამდენიმე თვის იქნებით.

- ამ სურათზე ძალიან მამსგავსებენ მამიკოს. სულ ვამბობ, რომ მამა არანორმალურად მიყვარს. ის ჩემთვის ყველაფრის მაგალითია, ღირსების, ვაჟკაცობის და მამობის. სულ ვეუბნები, შენ ჩემთვის ჰაერი ხარ, რითიც მე ვსუნთქავ. ძალიან მიყვარს ჩემი ლამაზი დედა, რომელიც, პირველ რიგში, ჩემი მეგობარი და მესაიდუმლეა. დედა ფსიქოლოგია, კერძოდ, პიარფსიქოლოგია. პროფესია მას ყველასთან ურთიერთობაში ეხმარება. ხშირად ვთხოვ ხოლმე რჩევას, განსაკუთრებით ჩაცმასთან დაკავშირებით. მომდევნო ფოტოზე დედა და მამა ძალიან ახალგაზრდები არიან.

- რომელ წელს დაიბადეთ?

- 1990 წელს ვარ დაბადებული. ეროვნული მოძრაობის ქარ-ცეცხლი გადავლილი იყო. ჩვენს სახლში არის მრგვალი მაგიდა, სადაც ეროვნული მოძრაობის გმირები იკრიბებოდნენ. ზუსტად ამ მაგიდასთან გაერთიანდა ეროვნული მოძრაობა. აქ ძალიან ბევრი რამ გადაწყვეტილა. გული მწყდება, რომ ახალი თაობიდან ბევრმა არც იცის, რა მოხდა 9 აპრილს. მაშინ რომ არ ყოფილიყო ის სულისკვეთება და თავისუფლების წყურვილი, ახლა კაცმა არ იცის, ვიქნებოდით თუ არა დამოუკიდებლები. 9 აპრილს მომიტინგეების დაშლა რომ დაიწყეს, მამა ქალებში გადახტა, რომ მათ დახმარებოდა და თავში იმდენი "დუბინკა" მოხვდა, რომ გაითიშა. მორგში წაიღეს. ერთმა ექიმმა ირაკლი იცნო. უნახავს, რომ პულსი ოდნავ უცემდა. მორგიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ირაკლის ლიკვიდაცია უნდოდათ. ბრძანება იყო, რომ ლიდერების ლიკვიდაცია უნდა მოეხდინათ. ირაკლიმ თავისი სისხლით მოაწერა ხელი საქართველოს დამოუკიდებლობას... ორი წლის ვიყავი, როდესაც მამა აფხაზეთის ომში იბრძოდა.Mმამა იმ დროს საქართველოს საინფორმაციო ცენტრს ხელმძღვანელობდა. ირაკლი იყო პირველი მინისტრი, რომელმაც დაშალა "კგბ" და საქართველოს უშიშროების სამინისტრო შექმნა. ჩემი პირველი ფოტომეხსიერება ის იყო, რომ ირაკლისთვის შოკოლადებს ვაგროვებდი, იმ იმედით, რომ მამა ომიდან დაბრუნდებოდა. მომდევნო ფოტო სწორედ ამ ასაკში მაქვს გადაღებული.

- უცნაური ბედი აქვს ირაკლი ბათიაშვილს. 9 აპრილს მორგში აღმოჩნდა, ორი წლის წინ 26 მაისს კი რამდენიმე დღით გაუჩინარდა და ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

- ბებიაჩემი მომიყვა, რომ 9 აპრილს ირაკლის დაჭერა უნდოდათ და რუსმა ჟურნალისტმა იური როსტმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა ხელში აიყვანეს ირაკლი და ისე წაიყვანეს ისეთ ადგილას, სადაც ვერ იპოვიდნენ. ირაკლი გონზე რომ მოვიდა, ვერ გააჩერეს, გარეთ გავიდა და იყვირა, დამიჭირეთ, აქ ვარო და დაიჭირეს. მეორე დღეს თბილისში კომენდანტის საათი მოიხსნა და საბჭოთა კავშირი დაიშალა. უფლის მადლია, ასე რომ გადარჩები. 26 მაისს რამდენიმე ბიჭი მოვიდა ჩვენთან და გვითხრა, სპეცრაზმი ამბობდა, ბათიაშვილი ადგილზევე უნდა მოვკლათო. ამბობენ, 26 მაისს ირაკლი სახურავიდან სახურავზე როგორ გადავიდაო. არ ვიცი, ეს ვის უნდა გაუკვირდეს. კოდორი რომ ჩვენი იყო, ირაკლის ამაში დიდი წვილილი მიუძღვის. ფეხით აქვს შემოვლილი ზამთარშიც და ზაფხულშიც ის ხეობა. აფხაზეთში მებრძოლი ადამიანისთვის აღარაფერი არაა სახურავიდან სახურავზე გადასვლა.

- იმასაც ეჭვის თვალით უყურებენ, რომ მან სახურავზე რამდენიმე დღე გაატარა.

- უკვირთ, როგორ მოახერხა ირაკლიმ გადარჩენა. ირაკლი მარტო თვითონ კი არ გადავიდა, რამდენიმე ადამიანიც გადაიყვანა სახურავიდან სახურავზე, ვისაც არ შეეშინდა. 26 მაისს ძალიან ცუდად ვიყავი. ინფორმაცია მოგვდიოდა, ჩვენ გვყავს მამათქვენი და ბიძათქვენი და ვაწამებთო. ზოგი იმასაც ამბობდა, მკვდრები არიანო. მეგონა, რომ მე მომკლეს. ძალიან ცუდად ვიყავი.

როდის ატყუებდა დიმა ბათიაშვილს

- თქვენს ბავშვობას დავუბრუნდეთ. ბაბუასთან ერთად გადაღებულ ფოტოზე რამდენი წლის იქნებით?

- დახლოებით ოთხი წლის. მე და დიმა ძალიან ვეწყობოდით ერთმანეთს. დიმამ მასწავლა ჭადრაკის თამაში. სულ ვატყუებდი და ისე ვუგებდი. ისიც ვითომ ტყუვდებოდა. მივყავდი თეატრალურ ინსტიტუტში ან რომელიმე ფილმის გადაღებაზე, პირველად დიმასთან ერთად ვუყურე ფედერიკო ფელინის "გზას" და ეს არასოდეს დამავიწყდება.

- მომდევნო ფოტოზე სკოლის მოსწავლე უნდა იყოთ.

- სურათი 53-ე სკოლის დირექტორთან, ლამარა მარგველაშვილთან ერთად მაქვს გადაღებული. სამწუხაროდ, ქალბატონი ლამარა ცოტა ხნის წინ გარდაიცვლა და ამის გამო გული ძალიან მტკივა. ფოტოზე დაახლოებით ცამეტი წლის ვიქნები. ესპანეთში ძალიან ლამაზ ქალაქ გრანადაში ვიყავით კონფერენციაზე ჩასულები. მთლიანი კავკასია მხოლოდ მე წარვადგინე და იმ კონფერენციაზე გავიმარჯვე. ჩემი თემა იყო, წყალი, წყლის მენეჯმენტი და რესურსები. გაგიჟდნენ, რომ ნახეს საქართველოში რამხელა წყლის რესურსი გვაქვს. მაშინ პატარა ვიყავი და სერიოზული დასკვნები მქონდა ამ ყველაფერზე გაკეთებული. მეორედაც წავედი კონფერენციაზე, მაშინ თემა განათლებასთან დაკავშირებით მქონდა.

"მეორე ნახევრის პოვნა ლატარიასავითაა"

- შემდეგ ფოტოზე მიამბეთ. როგორც წარწერიდან ჩანს, სურათი იური მეჩითოვის გადაღებულია.

- სურათი სამი წლის წინაა გადაღებული ჩემი და ვალერკას ქორწილზე. ცნობილი ლიტველი დიზაინერი იოზეს სტატკევიჩუსი მისწორებს კაბას. ის ჩემი საქორწინო კაბის დიზაინერი იყო და ქორწილში ჩამოვიდა. ათმეტრიანი შლეიფი მქონდა. რომ მოვდოდი, რამდენიმე კაცს ეჭირა. ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს. დილით მეგობრების ზარმა გამაღვიძა. წვიმს, მაგრამ შენთვის მაინც კარგი ამინდიაო, მითხრეს. კარგად გავერთეთ. მერე დაიბადა ჩვენი სიცოცხლე, ვაკო. რომელზეც ოჯახში ყველას მზე და მთვარე ამოსდის. შემდეგ ფოტოზე ვაკო ბაბუებთან ერთადაა. ჩემი მამამთილი, ვალერი გელაშვილი, ხაშურის დეპუტატია. ფოტო ვაკოს ნათლობაზეა გადაღებული. პატრიარქმა მონათლა. ფიზიოლოგიური მშობიარობა მქონდა. რომ დაიბადა და გულზე დამაწვინეს, ვაკომ დიდი ლურჯი თვალებით შემომხედა. მოგვიანებით თვალების ფერი შეეცვალა. ახლა მომწვანო-თაფლისფერი თვალები აქვს. პატარა ვაკოს ორივე ბაბუას უფრო ამსგავსებენ, ვიდრე მშობლებს. თავიდან ჩემს ქმარს ჰგავდა, მერე ნელ-ნელა ბაბუებს დაემსგავსა და ორივე ძალიან ამაყობს. სულ ასეირნებენ და ბაბუების გათამამებული შვილიშვილია. ვაკოს კომპიუტერით თამაში უყვარს, მაგრამ საბოლოო ჯამში იქამდე მივდივართ, რომ ამბობს, წიგნი წამიკითხეო და მე ამით ბედნიერი ვარ. ძალიან მინდა, ჩემს შვილს კითხვა უყვარდეს.

- მომავალი მე­უღლე როგორ გაიცანით?

- ერთმანეთი სამი წლის წინ მაისში იაპონურ რესტორანში გავიცანით. გაცნობიდან ერთ თვეში ცოლობა მთხოვა და ოთხ თვეში ცოლად გავყევი. თავიდანვე მომეწონა და შემიყვარდა. სიონში ვიყავით მეგობრებთან ერთად, მაშინ მთხოვა ცოლობა და დავთანხმდი. მეორე დღეს დავიწყე ქორწილზე ფიქრი.

- არ ფიქრობთ, რომ რისკზე წახვედით, როცა ერთი თვის გაცნობილ ადამიანს გაჰყევით ცოლად?

- ვფიქრობ, რომ მეორე ნახევრის პოვნა ლატარიასავითაა. შეიძლება, ძალიან დიდი ხანი იცნობდე და ცოლად რომ გაჰყვები, მიხვდე, რომ ის ის არაა, ვისაც გინდა დაუკავშირო შენი სიცოცხლე. შეიძლება, ერთი კვირა იცნობდე და მიხვდე, რომ იმ ადამიანთან მთელი ცხოვრების გატარება გინდა. შეიძლება, ყველაფერი პირიქით მოხდეს. მომავალზე წინასწარ ვერავინ ვერაფერს იტყვის. ჩვენ შემთხვევაში ყველაფერი კარგადაა. მომდევნო ფოტო რამდენიმე თვის წინ გვაქვს გადაღებული.

- მომდევნო ფოტოს გადაღების ისტორია როგორია?

- სურათი ავჭალის კოლონიასთან მამაჩემის მხარდამჭერ ახალგაზრდების აქციაზეა გადაღებული, ამ პერიოდში ჩემი მეგობრები ძალიან დამიდგნენ გვერდში. ჩვენ გულწრფელად ვიბრძოდით უსამართლობის წინააღმდეგ.

- ყველას გვახსოვს, რა მოხდა შენს ერთ-ერთ დაბადების დღეზე. ლევან გოგიჩაიშვილი გათავისუფლების შემდეგ ნახე?

- ყველაზე ბედნიერი იმ მომენტში ვიყავი, როდესაც გოგიჩამ დამირეკა და მითხრა, გამოვედიო. ამ პერიოდში ლევანს ტელეფონით ვეკონტაქტებოდი. ლევანი ჩემთვის ძმასავითაა. სულ ვამბობ, ლევანი და ჯაბა ჯიშკარიანი ჩემი უახლოესი მეგობრები არიან, რომლებიც მამაჩემის ციხეში ყოფნის დროს ძმებივით მედგნენ გვერდში. მათ რომ ჩემი დახმარება დასჭირდეთ, მეც ზუსტად ისევე დავუდგები-მეთქი გვერდით. თხუთმეტი წლიდან ვმეგობრობთ. პოლიტიკური აქტიურობის გამო დაიჭირეს ლევანი. მაშინდელი მთავრობა ვერ იტანდა ახალგაზრდულ მოძრაობას. ლევანს იმ აქტიურობის გამო ოთხი წელი მოუწია ციხეში ყოფნამ. სამაგიეროდ, ახლა სამართლიანობა აღდგა.

- მომდევნო ფოტოზეც გვიამბეთ.

- მე და გია გაჩეჩილაძემ ნოემბრის აქციებზე ვიმღერეთ "რაღაც ახალი ხდება", რომელიც მაშინ ციხეში მყოფ მამაჩემს და 7 ნოემბერს ეძღვნებოდა. სიმღერა ირმა ინაშვილმა და უცნობმა დაწერეს. ამ სიმღერაზე მოგვიანებით კლიპიც გადავიღეთ. რომელშიც ნაჩვენებია ის სულისკვეთება და ხალხის ერთიანობა, რაც ნოემბრის პერიოდში იყო.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"