ეშტონ კატჩერის საყვარელი: "მილა ფრთხილად უნდა იყოს!"

ეშტონ კატჩერის საყვარელი: "მილა ფრთხილად უნდა იყოს!"

ცოტა ხნის წინ მასმედია მოიარა ცნობამ იმის შესახებ, რომ ეშტონ კატჩერი თავის შეყვარებულ მილა კუნისზე აპირებს დაქორწინებას. მსახიობი, რომელმაც ყოფილ ცოლ დემი მურთან განქორწინებაზე შეიტანა განცხადება, პროცესის დასრულების შემდეგ კვლავ აპირებს დაქორწინებას.

თუმცა, როგორც ამბობენ, 29 წლის უკრაინული წარმომავლობის მილა არ დალოდებია რომანტიკულ ხელის თხოვას 34 წლის ბოიფრენდისგან და თავად გამოიჩინა ინიციატივა. გოგონას არც ის აღელვებს, რამდენს წერენ და ჭორაობენ მისი მიჯნურის მრავალრიცხოვან რომანებზე, რომელთაც წინა ქორწინებისას არ იკლებდა.

სარა ლილი, რომელთან ურთიერთობის გამოც დაირღვა ეშტონისა და დემი მურის ქორწინება, კვლავ გამოჩნდა ასპარეზზე და მილა კუნისს საჯაროდ ურჩია, ყურით დაიჭიროს ეშტონი და არ მოეშვას:

- მილა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ეშტონთან. რაკი ერთხელ უღალატა მან ცოლს, მეორედაც გაბედავს მსგავსს. ასეთი ხასიათი აქვს.

გარდა ამისა, ლილმა დაწვ­რილებით ისაუბრა იმის შესახებ, როგორ ერთობოდა ეშტონთან. ყველაფერი 2011 წლის სექტემბერში მოხდა, დემი მურისა და კატჩერის ქორწინების მეექვსე წლისთავის აღნიშვნამდე ერთი დღით ადრე, სან-დიეგოს სასტუმროს ნომერში. სარამ თქვა, რომ მსახიობთან ორჯერ ჰქონდა სექსი და გარდა ამისა, ეშტონი მას ჯგუფურ სექსსაც სთავაზობდა.

- აბაზანაში შემიყვანა. არაფერი გვეცვა. მერე ჩემი მეგობარი მარტაც შემოგვიერთდა, - აღიარა გოგონამ და ისიც თქვა, რომ როცა კატჩერს ჰკითხა ოჯახური მდგომარეობის შესახებ, მან უპასუხა, თავისუფალი ვარო.

შემდეგ, გოგონას თქმით, საძინებელში გადაინაცვლეს და იქ გააგრძელეს "საქმიანობა". სარა ლილმა ოფიციალურად დემი მურსაც მოუხადა ბოდიში:

- ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო. ეს საშინელი სიტუაციაა. სულაც არ ვაპირებდი მათი ქორწინების დანგრევას.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება