საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისთვის მივიდნენ ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე ნიკა გრიგოლია და ვახო ბიჭიკაშვილი
რისთვის მივიდნენ ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე ნიკა გრიგოლია და ვახო ბიჭიკაშვილი

18 თე­ბერ­ვალს ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მის გა­მო­ჩე­ნას იქ შეკ­რე­ბი­ლი აუ­დი­ტო­რია აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბით შეხ­ვდა. გა­კეთ­და კო­მენ­ტა­რე­ბიც, რომ ის პო­ლიტ­პა­ტი­მა­რია და რომ სა­სა­მარ­თლოს მისი ბრა­ლე­უ­ლო­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ აქვს. იქ შეკ­რე­ბილ ადა­მი­ა­ნებს შო­რის იუ­მო­რის­ტე­ბი ნიკა გრი­გო­ლია და ვახო ბი­ჭი­კაშ­ვი­ლიც ვნა­ხე. გრი­გო­ლი­ა­სა და ახა­ლა­ი­ას მე­გობ­რო­ბის ამ­ბავ­ზე ად­რეც გი­ამ­ბობ­დით. ნიკა თა­ვად ადას­ტუ­რებ­და ამას "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე და ამ ურ­თი­ერ­თო­ბას თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ივენ­თე­ბით ხსნი­და. იმა­ვეს ამ­ბობს დღეს ვახო ბი­ჭი­კაშ­ვი­ლიც.

- ვახო, ახა­ლა­ი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გნა­ხე. ეს იყო მხარ­და­ჭე­რა შენი მხრი­დან?

- ჩვენ ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს. რო­გორც იცით, ჩვე­ნი გუნ­დი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. შე­სა­ბა­მი­სად, მა­ინ­ტე­რე­სებს, რა და­ნა­შა­უ­ლი აქვს ამ ადა­მი­ანს, ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად მხარ­და­ჭე­რაც არის.

- იქ შეკ­რე­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მსგავ­სად შენც მი­იჩ­ნევ, რომ ბაჩო ახა­ლა­ია პო­ლიტ­პა­ტი­მა­რია?

- ამ­გვარ პო­ლი­ტი­კურ შე­კი­თხვებს ნუ და­მის­ვამთ. არა­ფერს არ ვთვლი. ეს იყო მხო­ლოდ ინ­ტე­რე­სი.

- სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­და­ი­დო. შემ­დეგ პრო­ცეს­ზეც აპი­რებ მის­ვლას?

- თუ დრო მექ­ნე­ბა და მო­ვა­ხერ­ხებ, რა­ტო­მაც არა.

- ვახო, "ფე­ის­ბუ­ქის" შენი გვერ­დის გა­უქ­მე­ბა რას უკავ­შირ­დე­ბა?

- რა ვიცი, ვის­ვე­ნებ, არ შე­იძ­ლე­ბა?! უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მწერ­და, ზოგს ვი­მა­ტებ­დი, ზოგს - ვერა. მერე ვი­ღა­ცებს სწყინ­დათ. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, რომ და­ვის­ვე­ნო და გა­ვა­უქ­მე. ტე­ლე­ვი­ზო­რიც გა­მოვ­რთე, თუ ძა­ლი­ან გა­ინ­ტე­რე­სებთ. ვის­ვე­ნებ. მხო­ლოდ ინ­დურ რა­დი­ოს ვუს­მენ.

- ინ­დუ­რი ენა შე­ის­წავ­ლე?

- ვცდი­ლობ. დუ­ბა­ი­შიც ვი­ყა­ვი და­სას­ვე­ნებ­ლად. სით­ბოს მო­თხოვ­ნი­ლე­ბა გა­მიჩ­ნდა.ინ­დო­ეთ­საც ვეს­ტუმ­რე­ბი. ვნა­ხოთ, კი­დევ რის სა­შუ­ა­ლე­ბას მომ­ცემს სამ­სა­ხუ­რი.

- ნიკა, შენ­მა გა­მო­ჩე­ნამ ახა­ლა­ი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მა­ო­ცა. ეს მხარ­და­ჭე­რა იყო, თუ მხო­ლოდ ინ­ტე­რე­სი?

ნიკა გრი­გო­ლია:

- ინ­ტე­რე­სიც იყო და მხარ­და­ჭე­რაც. არა, მხარ­და­ჭე­რა უფრო იყო, ვიდ­რე ინ­ტე­რე­სი.

- ე.ი. იქ შეკ­რე­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მსგავ­სად, შენც ფიქ­რობ, რომ ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ია პო­ლიტ­პა­ტი­მა­რია?

- არა, რას ნიშ­ნავს პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი, ისიც კი არ ვიცი. დე­დას გე­ფი­ცე­ბით, მარ­თლა არ ვიცი. ამ­დე­ნად ვერ გე­ტყვით, არის თუ არა ბაჩო პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი.

- რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და შე­ნი მხარ­და­ჭე­რა?

- მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და მისი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი. იქ ძა­ლი­ან ბევ­რი ნაც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი ვნა­ხე, მო­ვი­კი­თხეთ ერ­თმა­ნე­თი.

- გა­და­ი­დო პრო­ცე­სი, შენი ინ­ტე­რე­სი შემ­დეგ პრო­ცე­სამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა?

- დრო თუ მექ­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვალ. ბევ­რი საქ­მე მაქვს და თუ სხვა უფრო აუ­ცი­ლე­ბე­ლი საქ­მე არ გა­მო­მიჩ­ნდა, ხელს არა­ფე­რი შე­მიშ­ლის.

- აქვე გკი­თხავ შენს აუ­ცი­ლე­ბელ საქ­მე­ებ­ზე, რო­გორც ვიცი, რჩე­ბი "რუს­თა­ვი 2"-ში, რას აკე­თებ?

- ამას ჯერ ვერ გე­ტყვით. ახალ პრო­ექ­ტზე კონ­კრე­ტულ გუნდთან ერ­თად ვმუ­შა­ობ და როცა მზად გვექ­ნე­ბა, ყვე­ლა გა­ი­გებთ.

DJბუკე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რისთვის მივიდნენ ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე ნიკა გრიგოლია და ვახო ბიჭიკაშვილი

რისთვის მივიდნენ ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე ნიკა გრიგოლია და ვახო ბიჭიკაშვილი

18 თებერვალს ბაჩანა ახალაიას სასამართლო პროცესზე მის გამოჩენას იქ შეკრებილი აუდიტორია აპლოდისმენტებით შეხვდა. გაკეთდა კომენტარებიც, რომ ის პოლიტპატიმარია და რომ სასამართლოს მისი ბრალეულობის მტკიცებულებები არ აქვს. იქ შეკრებილ ადამიანებს შორის იუმორისტები ნიკა გრიგოლია და ვახო ბიჭიკაშვილიც ვნახე. გრიგოლიასა და ახალაიას მეგობრობის ამბავზე ადრეც გიამბობდით. ნიკა თავად ადასტურებდა ამას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე და ამ ურთიერთობას თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ივენთებით ხსნიდა. იმავეს ამბობს დღეს ვახო ბიჭიკაშვილიც.

- ვახო, ახალაიას სასამართლო პროცესზე გნახე. ეს იყო მხარდაჭერა შენი მხრიდან?

- ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. როგორც იცით, ჩვენი გუნდი თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონცერტებში მონაწილეობდა. შესაბამისად, მაინტერესებს, რა დანაშაული აქვს ამ ადამიანს, ეს გარკვეულწილად მხარდაჭერაც არის.

- იქ შეკრებილი საზოგადოების მსგავსად შენც მიიჩნევ, რომ ბაჩო ახალაია პოლიტპატიმარია?

- ამგვარ პოლიტიკურ შეკითხვებს ნუ დამისვამთ. არაფერს არ ვთვლი. ეს იყო მხოლოდ ინტერესი.

- სასამართლო პროცესი გადაიდო. შემდეგ პროცესზეც აპირებ მისვლას?

- თუ დრო მექნება და მოვახერხებ, რატომაც არა.

- ვახო, "ფეისბუქის" შენი გვერდის გაუქმება რას უკავშირდება?

- რა ვიცი, ვისვენებ, არ შეიძლება?! უამრავი ადამიანი მწერდა, ზოგს ვიმატებდი, ზოგს - ვერა. მერე ვიღაცებს სწყინდათ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ დავისვენო და გავაუქმე. ტელევიზორიც გამოვრთე, თუ ძალიან გაინტერესებთ. ვისვენებ. მხოლოდ ინდურ რადიოს ვუსმენ.

- ინდური ენა შეისწავლე?

- ვცდილობ. დუბაიშიც ვიყავი დასასვენებლად. სითბოს მოთხოვნილება გამიჩნდა.ინდოეთსაც ვესტუმრები. ვნახოთ, კიდევ რის საშუალებას მომცემს სამსახური.

- ნიკა, შენმა გამოჩენამ ახალაიას სასამართლო პროცესზე გამაოცა. ეს მხარდაჭერა იყო, თუ მხოლოდ ინტერესი?

ნიკა გრიგოლია:

- ინტერესიც იყო და მხარდაჭერაც. არა, მხარდაჭერა უფრო იყო, ვიდრე ინტერესი.

- ე.ი. იქ შეკრებილი საზოგადოების მსგავსად, შენც ფიქრობ, რომ ბაჩანა ახალაია პოლიტპატიმარია?

- არა, რას ნიშნავს პოლიტპატიმარი, ისიც კი არ ვიცი. დედას გეფიცებით, მართლა არ ვიცი. ამდენად ვერ გეტყვით, არის თუ არა ბაჩო პოლიტპატიმარი.

- რაში გამოიხატებოდა შე­ნი მხარდაჭერა?

- მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა მისი სასამართლო პროცესი. იქ ძალიან ბევრი ნაცნობი ადამიანი ვნახე, მოვიკითხეთ ერთმანეთი.

- გადაიდო პროცესი, შენი ინტერესი შემდეგ პროცესამდე გაგრძელდება?

- დრო თუ მექნება, აუცილებლად მივალ. ბევრი საქმე მაქვს და თუ სხვა უფრო აუცილებელი საქმე არ გამომიჩნდა, ხელს არაფერი შემიშლის.

- აქვე გკითხავ შენს აუცილებელ საქმეებზე, როგორც ვიცი, რჩები "რუსთავი 2"-ში, რას აკეთებ?

- ამას ჯერ ვერ გეტყვით. ახალ პროექტზე კონკრეტულ გუნდთან ერთად ვმუშაობ და როცა მზად გვექნება, ყველა გაიგებთ.

DJბუკე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება