სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ჟიჟილაშვილი თავს იმართლებს
ნინო ჟიჟილაშვილი თავს იმართლებს

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვი­ლი გუ­შინ გა­და­ცე­მა "პო­ლიტ­მეტრში" სოსო რო­ბა­ქი­ძის ჩარ­თვის დროს მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუ­ქით" თავს იმარ­თლებს.

"კი ბა­ტო­ნო, კი­დევ ერთხელ! ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვი­ლის პო­ლიტ­მეტ­რი/ Politmetre with Nino Zhizhilashvili მოკ­ლე გან­მარ­ტე­ბა Nino Revishvili -ს და იმ მა­ყუ­რე­ბელს ვი­საც ამ თე­მა­ზე კი­თხვა გა­უჩ­ნდა: სწო­რედ ეთი­კუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ გა­და­ცე­მის სტუმ­რის ვი­ნა­ო­ბა ჩვენ წი­ნას­წარ შე­ვა­ტყო­ბი­ნეთ ბუტა რო­ბა­ქი­ძის მშობ­ლებს და ორი­ვეს ვუ­თხა­რით, რომ სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში მათ­თვის ჩვე­ნი ეთე­რი ღია იყო. "პო­ლიტ­მეტ­რის" მსვლე­ლო­ბი­სას სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერპრეს­ნი­უს­ზე" გავ­რცელ­და ცნო­ბა, სა­დაც პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან გა­მო­სუ­ლი ბ-ნი სოსო რო­ბა­ქი­ძე ამ­ბობ­და, რომ გა­მო­ძი­ე­ბას ხელთ აქვს ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი, ამი­ტომ პრო­დი­უ­სე­რი მას კი­დევ ერთხელ და­უ­კავ­შირ­და იმის­თვის, რომ ჩვენ­თვის ეთ­ქვა ეს სი­ახ­ლე, თუმ­ცა ბ-მა სო­სომ არ მო­ინ­დო­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - თქვა, რომ არ იცო­და, რა ხდე­ბო­და ეთერ­ში/ვერ უყუ­რებ­და. ბო­ლოს­კენ კი ის პრო­დი­უ­სერს თა­ვად და­უ­კავ­შირ­და და მო­ი­თხო­ვა ეთე­რი. პრო­დი­უ­სერ­მა იყოყ­მა­ნა, ვი­ნა­ი­დან ამ დრო­ის­თვის გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ბა უკვე ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი ქ-ნ იას, თუმ­ცა კი­დევ ერთი ზა­რის შემ­დეგ, და­თან­ხმდა, ვი­ნა­ი­დან ის ამ­ბობ­და, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ ჰქონ­და სათ­ქმე­ლი. ამი­ტომ წარ­ვად­გი­ნეთ ისე, რო­გორც წარ­ვად­გი­ნეთ. არ­სე­ბობს შე­მო­მა­ვა­ლი ზა­რე­ბი, რაც ადას­ტუ­რებს ვინ რო­დის რე­კავ­და, თუმ­ცა ვფი­ქობთ, რომ ბ-ნ სო­სოს იმ­დე­ნად რთუ­ლი პე­რი­ო­დი აქვს, ჩვე­ნი მხრი­დან ამ თე­მა­ზე მას­თან ეთერ­ში ან ეთერს გა­რეთ დის­კუ­სია - თუ ვინ და­რე­კა, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი და უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბო­და. თუმ­ცა უპა­სუ­ხო­ბამ გა­ა­ჩი­ნა კი­თხვე­ბი, რა­საც იმე­დია, ამ გან­მარ­ტე­ბით ვუ­პა­სუ­ხეთ. დიდი მად­ლო­ბა, რომ გვი­ყუ­რებთ და აქ­ტი­უ­რობთ (თუნ­დაც ნე­გა­ტი­უ­რად!)", - წერს ჟი­ჟი­ლაშ­ვი­ლი.

გუ­შინ "პო­ლიტ­მეტ­რის" პირ­და­პირ ეთერ­ში, რო­დე­საც სტუ­დი­ა­ში სტუმ­რად დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა იმ­ყო­ფე­ბო­და, ბუტა რო­ბა­ქი­ძის მა­მამ სოსო რო­ბა­ქი­ძემ და­რე­კა. სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩარ­თვამ­დე ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სოსო რო­ბა­ქი­ძე გა­და­ცე­მა­ში ჩარ­თვას და­ჟი­ნე­ბით ითხოვ­და, ვი­ნა­ი­დან მას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და. ჩარ­თვის და­სა­წყის­ში კი სოსო რო­ბა­ქი­ძემ ტელე-წამ­ყვანს შე­უს­წო­რა, რომ თა­ვად კი არ ითხოვ­და ეთერ­ში ჩარ­თვას, მას ამ თხოვ­ნით გა­და­ცე­მის პრო­დუ­სე­რი და­უ­კავ­შირ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ნინო ჟიჟილაშვილი თავს იმართლებს

ნინო ჟიჟილაშვილი თავს იმართლებს

ტელეწამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი გუშინ გადაცემა "პოლიტმეტრში" სოსო რობაქიძის ჩართვის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით "ფეისბუქით" თავს იმართლებს.

"კი ბატონო, კიდევ ერთხელ! ნინო ჟიჟილაშვილის პოლიტმეტრი/ Politmetre with Nino Zhizhilashvili მოკლე განმარტება Nino Revishvili -ს და იმ მაყურებელს ვისაც ამ თემაზე კითხვა გაუჩნდა: სწორედ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ამ გადაცემის სტუმრის ვინაობა ჩვენ წინასწარ შევატყობინეთ ბუტა რობაქიძის მშობლებს და ორივეს ვუთხარით, რომ სურვილის შემთხვევაში მათთვის ჩვენი ეთერი ღია იყო. "პოლიტმეტრის" მსვლელობისას სააგენტო "ინტერპრესნიუსზე" გავრცელდა ცნობა, სადაც პროკურატურიდან გამოსული ბ-ნი სოსო რობაქიძე ამბობდა, რომ გამოძიებას ხელთ აქვს ახალი დეტალები, ამიტომ პროდიუსერი მას კიდევ ერთხელ დაუკავშირდა იმისთვის, რომ ჩვენთვის ეთქვა ეს სიახლე, თუმცა ბ-მა სოსომ არ მოინდომა მონაწილეობა - თქვა, რომ არ იცოდა, რა ხდებოდა ეთერში/ვერ უყურებდა. ბოლოსკენ კი ის პროდიუსერს თავად დაუკავშირდა და მოითხოვა ეთერი. პროდიუსერმა იყოყმანა, ვინაიდან ამ დროისთვის გადაცემაში მონაწილება უკვე ჰქონდა მიღებული ქ-ნ იას, თუმცა კიდევ ერთი ზარის შემდეგ, დათანხმდა, ვინაიდან ის ამბობდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ ჰქონდა სათქმელი. ამიტომ წარვადგინეთ ისე, როგორც წარვადგინეთ. არსებობს შემომავალი ზარები, რაც ადასტურებს ვინ როდის რეკავდა, თუმცა ვფიქობთ, რომ ბ-ნ სოსოს იმდენად რთული პერიოდი აქვს, ჩვენი მხრიდან ამ თემაზე მასთან ეთერში ან ეთერს გარეთ დისკუსია - თუ ვინ დარეკა, არაადეკვატური და უხერხული იქნებოდა. თუმცა უპასუხობამ გააჩინა კითხვები, რასაც იმედია, ამ განმარტებით ვუპასუხეთ. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ და აქტიურობთ (თუნდაც ნეგატიურად!)", - წერს ჟიჟილაშვილი.

გუშინ "პოლიტმეტრის" პირდაპირ ეთერში, როდესაც სტუდიაში სტუმრად დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა იმყოფებოდა, ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ დარეკა. სატელეფონო ჩართვამდე ნინო ჟიჟილაშვილმა განაცხადა, რომ სოსო რობაქიძე გადაცემაში ჩართვას დაჟინებით ითხოვდა, ვინაიდან მას მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა. ჩართვის დასაწყისში კი სოსო რობაქიძემ ტელე-წამყვანს შეუსწორა, რომ თავად კი არ ითხოვდა ეთერში ჩართვას, მას ამ თხოვნით გადაცემის პროდუსერი დაუკავშირდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს