Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სბერბანკი" ქართული ბანკებით დაინტერესებას კატეგორიულად უარყოფს
"სბერბანკი" ქართული ბანკებით დაინტერესებას კატეგორიულად უარყოფს

რუ­სუ­ლი "სბერ­ბან­კი" კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს რამ­დე­ნი­მე დღის წინ ქარ­თუ­ლი "ლი­ბერ­თი ბან­კი" შე­ი­ძი­ნა. "სბერ­ბან­კის" პრეს­სამ­სა­ხურ­მა, კერ­ძოდ კი, მის­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა ანას­ტა­სია ვახ­ლა­მო­ვამ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" შე­სა­ბა­მის წე­რი­ლო­ბით კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი გას­ცა, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია - "სბერ­ბან­კი" არ აწარ­მო­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ქარ­თუ­ლი "ლი­ბერ­თი ბან­კის" შე­ძე­ნის შე­სა­ხებ. "სბერ­ბანკს" გან­სა­ზღვრუ­ლი აქვს პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი სსრკ-ს ყო­ფილ რე­გი­ონ­ში - ეს გახ­ლავთ უკ­რა­ი­ნა, ბე­ლო­რუ­სი და ყა­ზა­ხე­თი. შე­სა­ბა­მი­სად, "სბერ­ბანკს" არა აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბან­კის შე­ძე­ნის გეგ­მე­ბი".

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გუ­შინ, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე ქარ­თუ­ლი ბან­კე­ბის რუ­სუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მიერ შე­ძე­ნის გახ­ში­რე­ბულ ფაქ­ტებ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ტენ­დენ­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს დიდი ქო­ნე­ბა რუ­სე­თის სა­კუთ­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა.

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი - "ლი­ბერ­თი ბან­კი" იყი­და რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო ბან­კმა - "სბერ­ბან­კმა". ახლა რუ­სე­თის ერთ-ერთი დიდი ბან­კი "ალფა ბან­კი", რო­მე­ლიც მჭიდ­როდ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კრემლთან, ყი­დუ­ლობს "თი­ბი­სი" ბანკს, "ქარ­თუ" ისე­დაც რუ­სუ­ლი ბან­კია, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­დის ასე­ვე დიდი რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო "გა­ზპ­რომ­ბან­კიც", რო­მელ­საც უნდა რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლი ბან­კის ყიდ­ვა. მინ­და გვეს­მო­დეს ეს რა არის. ჩვე­ნი ქო­ნე­ბის 60-70 % არის ჩა­დე­ბუ­ლი ამ ბან­კებ­ში კრე­დი­ტე­ბით, იპო­თე­კით და ა.შ. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აცხა­დებს, რომ ეკო­ნო­მი­კის ზრდა მოხ­დე­ბა ლა­რით, თუ ვერ მოხ­დე­ბა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ბევ­რი ვი­ღაც კრე­დიტს ვერ გა­და­იხ­დის და ბან­კე­ბი ამ ქო­ნე­ბას წა­ი­ღე­ბენ. ბან­კის მიერ ქო­ნე­ბის წა­ღე­ბა თა­ვის­თა­ვად ძა­ლი­ან ცუ­დია, მაგ­რამ ადრე ეს ქო­ნე­ბა ქარ­თულ ბან­კებს მიჰ­ქონ­და და მა­ინც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლის ქვეშ რჩე­ბო­და. ახლა ყვე­ლა­ფე­რი აღ­მოჩ­ნდე­ბა რუ­სე­თის ხელ­ში", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, რომ­ლის გან­მარ­ტე­ბი­თაც, ეს ინ­ფორ­მა­ცია ეროვ­ნუ­ლი ბან­კის­გან მი­ი­ღო.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი "თი­ბი­სი ბან­კმა" და "ლი­ბერ­თი ბან­კმა" გუ­შინ­ვე უარ­ყვეს.

ამას­თან, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" პა­სუხს "ალფა-ბან­კის­გა­ნაც" ელო­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"სბერბანკი" ქართული ბანკებით დაინტერესებას კატეგორიულად უარყოფს

"სბერბანკი" ქართული ბანკებით დაინტერესებას კატეგორიულად უარყოფს

რუსული "სბერბანკი" კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს რამდენიმე დღის წინ ქართული "ლიბერთი ბანკი" შეიძინა. "სბერბანკის" პრესსამსახურმა, კერძოდ კი, მისმა თანამშრომელმა ანასტასია ვახლამოვამ "ინტერპრესნიუსის" შესაბამის წერილობით კითხვაზე პასუხი გასცა, რომელშიც ნათქვამია - "სბერბანკი” არ აწარმოებს მოლაპარაკებებს ქართული "ლიბერთი ბანკის" შეძენის შესახებ. "სბერბანკს" განსაზღვრული აქვს პრიორიტეტები სსრკ-ს ყოფილ რეგიონში - ეს გახლავთ უკრაინა, ბელორუსი და ყაზახეთი. შესაბამისად, "სბერბანკს" არა აქვს საქართველოში ბანკის შეძენის გეგმები".

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ქართული ბანკების რუსული ფინანსური ინსტიტუტების მიერ შეძენის გახშირებულ ფაქტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში საქართველოს დიდი ქონება რუსეთის საკუთრებაში აღმოჩნდება.

"რამდენიმე დღის წინ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი - "ლიბერთი ბანკი" იყიდა რუსეთის სახელმწიფო ბანკმა - "სბერბანკმა". ახლა რუსეთის ერთ-ერთი დიდი ბანკი "ალფა ბანკი", რომელიც მჭიდროდ დაკავშირებულია კრემლთან, ყიდულობს "თიბისი" ბანკს, "ქართუ" ისედაც რუსული ბანკია, საქართველოში შემოდის ასევე დიდი რუსული სახელმწიფო "გაზპრომბანკიც", რომელსაც უნდა რამდენიმე ქართული ბანკის ყიდვა. მინდა გვესმოდეს ეს რა არის. ჩვენი ქონების 60-70 % არის ჩადებული ამ ბანკებში კრედიტებით, იპოთეკით და ა.შ. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ეკონომიკის ზრდა მოხდება ლარით, თუ ვერ მოხდება, დიდი ალბათობით, ბევრი ვიღაც კრედიტს ვერ გადაიხდის და ბანკები ამ ქონებას წაიღებენ. ბანკის მიერ ქონების წაღება თავისთავად ძალიან ცუდია, მაგრამ ადრე ეს ქონება ქართულ ბანკებს მიჰქონდა და მაინც საქართველოს კონტროლის ქვეშ რჩებოდა. ახლა ყველაფერი აღმოჩნდება რუსეთის ხელში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის განმარტებითაც, ეს ინფორმაცია ეროვნული ბანკისგან მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციები "თიბისი ბანკმა" და "ლიბერთი ბანკმა" გუშინვე უარყვეს.

ამასთან, "ინტერპრესნიუსი" პასუხს "ალფა-ბანკისგანაც" ელოდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ