მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართულმა და ოსურმა მხარეებმა შესაძლოა, პატიმრები გაცვალონ
ქართულმა და ოსურმა მხარეებმა შესაძლოა, პატიმრები გაცვალონ

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის, ქარ­თულ ცი­ხე­ში მყო­ფი მა­რეკ დუ­და­ე­ვი­სა და სხვა ეთ­ნი­კუ­რად ოსი პა­ტიმ­რე­ბი ცხინ­ვალ­ში მყოფ ქარ­თველ პა­ტიმ­რებ­ზე გა­იც­ვა­ლოს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა, უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის #7 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­აც­ნო, სა­დაც მა­რეკ დუ­და­ე­ვი მო­ი­ნა­ხუ­ლა.

რო­გორც უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ომ­ბუდსმე­ნი, ასე­ვე, იწყებს მა­რეკ დუ­და­ე­ვის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის შეს­წავ­ლას, სა­დაც ბევ­რი დარ­ღვე­ვე­ბია.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით ცნო­ბი­ლია, რომ ერთ-ერთი მოწ­მე, რო­მე­ლიც სწორ ჩვე­ნე­ბას აძ­ლევ­და, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი­დან გა­ი­ტა­ცეს.

დუ­და­ევს, უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 23 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მის­ჯი­ლი და უკვე 9 წე­ლია, ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბა. მას ამი­ნის­ტი­ის მუხ­ლე­ბი შე­ე­ხო, რის შე­დე­გა­დაც 4 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა აქვს დარ­ჩე­ნი­ლი.

ამას­თან, რო­გორც ნა­ნუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მა­რეკ დუ­და­ე­ვი ასა­ჩივ­რებს ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბას. იგი C ჰე­პა­ტი­ტის რთუ­ლი ფორ­მით, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე და­ა­ვა­დე­ბით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და მო­ი­თხოვს, გა­მოკ­ვლე­ლე­ბი ჩა­უ­ტარ­დეს.

ამას­თან, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლია, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბა ცხინ­ვალ­ში პა­ტიმ­რო­ბა­ში და ომ­ბუდსმე­ნის ოფი­სი ამ მხრი­ვაც და­ი­წყებს მოკ­ვლე­ვას.

უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჯერ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე გაც­ვლის შე­სა­ხებ არ მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე იყო და­წყე­ბუ­ლი, მათ შო­რის 2008 წლის ომის შემ­დეგ, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქი და ევ­რო­კო­მი­სა­რი თო­მას ჰა­მერ­ბერ­გი.

მა­რეკ დუ­და­ე­ვი ქარ­თველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 2004 წლის მარ­ტში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. 2005 წელს სა­სა­მარ­თლომ მას 23 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ქართულმა და ოსურმა მხარეებმა შესაძლოა, პატიმრები გაცვალონ

ქართულმა და ოსურმა მხარეებმა შესაძლოა, პატიმრები გაცვალონ

საქართველოს სახალხო დამცველი ინიციატივით გამოდის, ქართულ ციხეში მყოფი მარეკ დუდაევისა და სხვა ეთნიკურად ოსი პატიმრები ცხინვალში მყოფ ქართველ პატიმრებზე გაიცვალოს. აღნიშნული ინიციატივა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გააცნო, სადაც მარეკ დუდაევი მოინახულა.

როგორც უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, ომბუდსმენი, ასევე, იწყებს მარეკ დუდაევის სისხლის სამართლის საქმის შესწავლას, სადაც ბევრი დარღვევებია.

მისივე ინფორმაციით ცნობილია, რომ ერთ-ერთი მოწმე, რომელიც სწორ ჩვენებას აძლევდა, სასამართლო პროცესიდან გაიტაცეს.

დუდაევს, უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, 23 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი და უკვე 9 წელია, ციხეში იმყოფება. მას ამინისტიის მუხლები შეეხო, რის შედეგადაც 4 წლიანი პატიმრობა აქვს დარჩენილი.

ამასთან, როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, მარეკ დუდაევი ასაჩივრებს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. იგი C ჰეპატიტის რთული ფორმით, ასევე რამდენიმე დაავადებით არის დაავადებული და მოითხოვს, გამოკვლელები ჩაუტარდეს.

ამასთან, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ რა რაოდენობის საქართველოს მოქალაქე იმყოფება ცხინვალში პატიმრობაში და ომბუდსმენის ოფისი ამ მხრივაც დაიწყებს მოკვლევას.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებები ჯერ ინიციატივაზე გაცვლის შესახებ არ მიმდინარეობს, თუმცა მოლაპარაკებები რამდენჯერმე იყო დაწყებული, მათ შორის 2008 წლის ომის შემდეგ, რომელშიც ჩართული იყო საქართველოს პატრიარქი და ევროკომისარი თომას ჰამერბერგი.

მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცველებმა 2004 წლის მარტში რამდენიმე ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 2005 წელს სასამართლომ მას 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?