ჩინეთის ავტომაგისტრალებზე ყოველ წუთს შეხვდებით ბარგით გადატვირთულ მანქანებს, მაგრამ ეს ადგილობრივებისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ფოტოსურათები გაკვირვებულმა ტურისტებმა გადაიღეს.
მძღოლები სხვადასხვა ავტოტრანსპორტზე, დაშვებულ ლიმიტზე სამჯერ მძიმე ტვირთს ათავსებენ.
ბარგის "ცათამბჯენებს" შეხვდებით ველოსიპედებზე, მოტოციკლეტებსა და სატვირთო მანქანებზე. ტვირთიც მრავალფეროვანია - შეიძლება გაჩერებაზე უზარმაზარი მორებით გადატვირთული ველოსიპედი შეგხვდეთ.
ოფიციალური სტატისტიკით, ჩინეთში სატვირთო მანქანების 80% ტვირთითაა გადაჭედილი.
მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.