Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უფ­რო რე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა, უგუ­ლა­ვას გი­რა­ოდ 10 მი­ლი­ონ ლარს თუ მოს­თხო­ვენ"
"უფ­რო რე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა, უგუ­ლა­ვას გი­რა­ოდ 10 მი­ლი­ონ ლარს თუ მოს­თხო­ვენ"

თბი­ლი­სის მერს, შე­საძ­ლო­ა, მდგო­მა­რე­ო­ბა და­უმ­ძიმ­დეს, თუ­კი პრო­კუ­რა­ტუ­რა იმ ეპი­ზო­დებს გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ­ლებ­ზეც მო­გითხ­რობთ. რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, უგუ­ლა­ვას­თვის გი­რა­ოს შე­სა­ფარ­დებ­ლად მი­ლი­ო­ნი ლა­რის მოთხ­ოვ­ნა შე­უ­სა­ბა­მო­ა­ო, სა­სა­ცი­ლო­ა. უგუ­ლა­ვას 10 მი­ლი­ო­ნი რომ მოთხ­ო­ვონ, ეს იქ­ნე­ბა რე­ა­ლუ­რი, რად­გან მი­სი ქო­ნე­ბა სხვა­დას­ხვა მა­ქი­ნა­ცი­ით ნა­ხე­ვარ მი­ლი­არ­დამ­დე უნ­და იყოს გაზ­რდი­ლი, - ამ­ბობს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ლე­ვან ჩი­ტა­ძე, რო­მელ­მაც ერ­თგვა­რი გა­მო­ძი­ე­ბა აწარ­მოვა "უ­ქო­ნე­ლი" და "ხალ­ხის მი­ერ არ­ჩე­უ­ლი" მე­რის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე.

- უგუ­ლა­ვა რაც ე.წ. არ­ჩე­უ­ლი მე­რი გახ­და, ამ­ბი­ცი­ე­ბი ისე გა­ე­ზარ­და, გა­დაწყ­ვი­ტა, სა­ა­კაშ­ვი­ლი­ვით მი­ლი­არ­დე­რი თუ არა, მი­ლი­ო­ნე­რი მა­ინც ყო­ფი­ლი­ყო. ის, რა­ზეც დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რა მას ედა­ვე­ბა, გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 15-20%-ი­ა. არა­ხა­ლი­ა, რომ "ი­მედს" გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძეს­თან ერ­თად, უგუ­ლა­ვა აკონ­ტრო­ლებ­და, ის გეგ­მავ­და "ი­მე­დის" სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კას და წყვეტ­და ფი­ნან­სურ სა­კითხ­ებს. რი­ყის ტე­რი­ტო­რი­ის გა­რი­გე­ბა­ში კი ერ­თ-ერ­თი მო­ნა­წი­ლე მხა­რე იყო "ჯი­ემ­სი ჯგუ­ფი", რომ­ლის მფლო­ბე­ლე­ბი არი­ან: ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რი­ა, ძმე­ბი ყა­რა­მა­ნაშ­ვი­ლე­ბი, შა­რან­გი­ე­ბი და ბუ­თა ელი­ა­ვა. მა­თი ბიზ­ნეს­-პარ­ტნი­ო­რი რუ­სე­თი­დან იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ძა თე­მურ ალა­სა­ნი­ა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში აკონ­ტრო­ლებ­დნენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერს, ხო­ლო წი­ლე­ბი და გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბი და­ყო­ფი­ლი იყო. სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კითხ­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმი­ტომ, რომ თუ­კი უგუ­ლა­ვამ 200-300 მი­ლი­ო­ნი იშო­ვა, სა­ა­კაშ­ვილს ამ ფი­ნან­სუ­რი გა­რი­გე­ბე­ბით და მა­ქი­ნა­ცი­ე­ბით მი­ლი­არ­დზე მე­ტი ექ­ნე­ბა ნა­შოვ­ნი.

- კონ­კრე­ტუ­ლად რა წი­ლებ­ზეა სა­უ­ბა­რი?

- გარ­და ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რი­ა­სი, უგუ­ლა­ვას ბიზ­ნეს­პარ­ტნი­ო­რე­ბად გა­ნი­ხი­ლე­ბა გი­გა ბო­კე­რია და კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძე. ასე­ვე შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო თბი­ლი­სის მას­შტა­ბით გა­სარ­თო­ბი პარ­კე­ბის ათ­ვი­სე­ბა­ზე, მათ­ შო­რის, ზო­ო­პარ­კი­სა და მუშ­ტა­ი­დის გას­ხვი­სე­ბა­ზე. მუშ­ტა­ი­დის პარ­კი იჯა­რით, 49-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბით გა­და­ე­ცა "ჯეო გოლდს", რომ­ლის 100%-ი­ა­ნი მფლო­ბე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­ლავთ ალ. ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე ფლობს "ნი­სა­ნის" ცენ­ტრს დიღ­მის ტრა­სა­ზე. იგი თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ნა­ცი­ო­ნა­ლი წევ­რი, გი­გი უგუ­ლა­ვას მე­გო­ბა­რი და ბიზ­ნეს­პარ­ტნი­ო­რი­ა. უგუ­ლა­ვა ორი­ვე კომ­პა­ნი­ი­დან - "ნი­სა­ნი­დან" და "ჯეო გოლ­დი­დან" - იღებ­და და იღებს წი­ლებს. უგუ­ლა­ვას წყა­ლო­ბით ბიზ­ნეს­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი მი­სი ძმა - ირაკ­ლიც, რომ­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­შიც იყო "ჯე­ო­ლენ­დი" და "ჯო­ი­ლენ­დი". "ჯო­ი­ლენ­დი" მას შემ­დეგ გა­აქ­ტი­ურ­და, რა­ც მე­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, თბი­ლის­მა გუ­და­უ­რი შე­მო­ი­ერ­თა. 2011 წელს უგუ­ლა­ვა გახ­და მე­ო­რე პი­რი, რო­მელ­მაც მი­ი­ღო სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ჩუ­ქე­ბის უფ­ლე­ბა. მა­ნამ­დე ამ უფ­ლე­ბით მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლი სარ­გებ­ლობ­და.

ოუტ­დო­ორ­.გე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ყვე­ლა­ზე დი­დი სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ა, რო­მე­ლიც ფლობ­და და ფლობს ყვე­ლა­ზე დიდ ბა­ნე­რებს, სა­რეკ­ლა­მო ფარ­თობს, სარ­გებ­ლობ­და ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბით არა მხო­ლოდ თბი­ლი­სის მას­შტა­ბით. ამ ბიზ­ნე­სის ერ­თ-ერ­თი მე­წი­ლე გახ­ლავთ გი­გი უგუ­ლა­ვა.­ ყვე­ლა კომ­პა­ნი­ას "ა­უთ­დო­ორ­.ჯი" ეხ­მა­რე­ბო­და რეკ­ლა­მე­ბის გან­თავ­სე­ბა­ში. ამ ბიზ­ნე­სი­დან უგუ­ლა­ვამ რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნის მო­გე­ბა მი­ი­ღო. ეს კომ­პა­ნია (მის შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად) მე­სა­კუთ­რეა ყვე­ლა­ზე დიდი მა­ტე­რი­ა­ლურ­-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზი­სა სა­რეკ­ლა­მო ბა­ზარ­ზე, რაც უგუ­ლა­ვას აქ­ტი­უ­რი ჩა­რე­ვის შე­დე­გი გახ­ლდათ. ხსე­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლის მე­წი­ლე უგუ­ლა­ვა­ა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია ოფ­შო­რულ რე­გი­ო­ნებ­ში და თან­ხე­ბიც იქ გა­ე­დი­ნე­ბა.

- თუმ­ცა მე­რის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ არის მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცი­ა...

- წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ეფექ­ტი­ა­ნად იყე­ნე­ბენ ოფ­შო­რულ რე­გი­ო­ნებს და კომ­პა­ნი­ებს, სა­დაც ისი­ნი მა­ლა­ვენ თან­ხებს, ამი­ტომ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა გი­გი უგუ­ლა­ვას დეკ­ლა­რა­ცია სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან შე­და­რე­ბით მწი­რად და იგი მარ­თლაც "გაღ­ლე­ტი­ლი­ა", თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად, ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ჩი­ნო­სა­ნია სა­ა­კაშ­ვი­ლის შემ­დეგ. ჩვენ მო­ვი­პო­ვეთ მი­სი ერ­თ-ერ­თი ან­გა­რი­ში, უგუ­ლა­ვას თან­ხე­ბი ილე­ქე­ბა ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბულ სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ედ­პრო­ჯექტს ინ­კ".-ში (1466215, სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ედ­პრო­ჯექტს ინკ. ADPROJECTS INC, ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლე­ბი (ბრიტ.). არ გა­მოვ­რიცხ­ავ, სხვა ან­გა­რი­შე­ბიც ჰქონ­დეს სხვა მი­სა­მარ­თზე და სხვის სა­ხელ­ზე. ამას­თა­ნა­ვე, უგუ­ლა­ვას აქვს წი­ლე­ბი ყვი­თე­ლი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის ბიზ­ნეს­ში. ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რი­ამ 100 მი­ლი­ო­ნი კრე­დი­ტი გა­მო­ი­ტა­ნა "ჯი­ემ­სი ჯგუ­ფის" ბა­ზა­ზე გა­რან­ტი­ის გა­რე­შე. შემ­დეგ ხე­ლოვ­ნუ­რად მო­ი­გო ტენ­დე­რი და პი­რო­ბე­ბის უხე­შად დარ­ღვე­ვით შე­ის­ყი­და სა­მარ­შრუ­ტო ხა­ზე­ბი. აქე­დან 40 მი­ლი­ო­ნი უგუ­ლა­ვამ, მა­ქა­ცა­რი­ამ და "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" გა­ურ­კვე­ველ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ი­ნა­წი­ლეს. ამ გა­რი­გე­ბი­დან უგუ­ლა­ვამ, და­ახ­ლო­ე­ბით, 20 მი­ლი­ო­ნი მო­გე­ბა მი­ი­ღო. იმე­დი­ა, პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ საქ­მე­საც გა­მო­ი­ძი­ებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია "სა­ხალ­ხო აფ­თი­ა­ქის" სა­კითხ­იც, რო­მე­ლიც, ჩე­მი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­ვის დრო­ზე, მა­ქა­ცა­რი­ა-­ყა­რა­მა­ნაშ­ვი­ლი-­შა­რან­გი­ე­ბის ბიზ­ნეს­კარ­ტე­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­ში იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მი­სი სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტი მა­ქა­ცა­რი­ას კუთ­ვნი­ლე­ბა გახ­და. მას­თან ერ­თად წი­ლი აქვს გი­გი უგუ­ლა­ვა­საც. მთაწ­მინ­დის პარ­კი, რომ­ლის გა­ნახ­ლე­ბა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა და­იწყ­ო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რამ­დე­ნი­მე გა­ურ­კვე­ველ­მა კომ­პა­ნი­ამ მი­ით­ვი­სა. მიმ­თვი­სე­ბელ­თა შო­რი­საა გი­გი უგუ­ლა­ვაც. რო­დე­საც პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა გა­დაწყ­ვი­ტა ებ­რძო­ლა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სათ­ვის, იგი გა­მო­აცხ­ა­დეს ქვეყ­ნის მტრად, აგენ­ტად, და­უწყ­ეს დევ­ნა, უგუ­ლა­ვა გახ­და მი­სი პი­რა­დი მტე­რი. ბიზ­ნეს­მე­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სა თუ მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ კი უგუ­ლა­ვა გახ­და თბი­ლის­ში ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი თით­ქმის ყვე­ლა ობი­ექ­ტისა და ბიზ­ნე­სის მე­წი­ლე ან პირ­და­პი­რი მფლო­ბე­ლი, რი­თაც მძიმ­დე­ბა უგუ­ლა­ვას პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

2009 წლის 26 მა­ისს უგუ­ლა­ვა პატ­რი­არ­ქთან შე­ვი­და, უყ­ვი­რო­და მას და უბ­რძა­ნებ­და, არ შეხ­ვედ­რო­და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს. ხალ­ხი სა­მე­ბა­ში რომ ავი­და, მერს პატ­რი­არ­ქთან ყვი­რი­ლით ხმის იო­გე­ბი ჰქონ­და დაწყ­ვე­ტი­ლი. 2009 წლის მოვ­ლე­ნებს უკავ­შირ­დე­ბა უგუ­ლა­ვას ზონ­დე­რუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბაც. პრო­კუ­რა­ტუ­რა ლა­პა­რა­კობს 700 და­საქ­მე­ბულ­ზე, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, არ აკონ­კრე­ტებს, რომ მათ შო­რის არ იყ­ვნენ მხო­ლოდ ნაც­კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი.

- აბა, ვინ იყ­ვნენ?

- ესე­ნი არი­ან კუდ­-ის ყო­ფი­ლი ჯა­ლა­თე­ბი, სპეც­რაზ­მე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­რი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ უგუ­ლა­ვამ ისი­ნი შე­ი­კედ­ლა და გა­ზარ­და შტა­ტე­ბი. ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის დღემ­დე უც­ნო­ბი­ა.

მთა­ვა­რი, რაც უნ­და გითხ­რათ, ეხე­ბა პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის კან­ცე­ლა­რი­ას. მას შემ­დეგ, რაც აშ­შ-ის ყო­ფი­ლი სა­ელ­ჩო ათო­ნე­ლის ქუ­ჩი­დან დი­ღომ­ში გა­და­ვი­და, მი­სი ძვე­ლი შე­ნო­ბა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია ერ­თ-ერ­თმა ფონ­დმა შე­ის­ყი­და და იმ ად­გი­ლას პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის გრან­დი­ო­ზუ­ლი კან­ცე­ლა­რი­ის მშე­ნებ­ლო­ბა გა­დაწყ­და. ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფლობ­დნენ შე­ნო­ბა-­ნა­გე­ბო­ბებს, სა­კუთ­რე­ბა ტე­რო­რით, იძუ­ლე­ბით, და­ში­ნე­ბით და მწი­რი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ და­ათ­მო­ბი­ნეს. ამა­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ: ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძე, ძმე­ბი ბე­ჟუ­აშ­ვი­ლე­ბი, მა­ქა­ცა­რია და მი­სი პარ­ტნი­ო­რე­ბი, აგ­რეთ­ვე უგუ­ლა­ვაც. ლა­პა­რა­კია არა ძველ, არა­მედ მო­მა­ვალ პრე­მი­ერ­ზე - სა­ა­კაშ­ვილ­ზე, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, პრე­მი­ე­რად აპი­რებ­და დაბ­რუ­ნე­ბას. უგუ­ლა­ვას "გმი­რუ­ლი" და­ვა­ლე­ბა მის­ცეს: თა­ვი­სი ჯი­ბი­დან სო­ლი­დუ­რი თან­ხა უნ­და გა­ე­ღო ამ მშე­ნებ­ლო­ბი­სათ­ვის და პი­რად კონ­ტროლ­ზე აეყ­ვა­ნა ეს სა­კითხ­ი. უგუ­ლა­ვას ამ მშე­ნებ­ლო­ბა­ში ნამ­დვი­ლად არ ჩა­უ­დია კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბით ნა­შოვ­ნი თან­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ოფ­შორ­ში გა­და­მა­ლა, არა­მედ მო­ახ­მა­რა რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტით ნა­შოვ­ნი სა­შე­ნი მა­სა­ლა და ფი­ნან­სე­ბი. ეს პრო­ექ­ტე­ბია - აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რის მშე­ნებ­ლო­ბა-­რე­კონ­სტრუქ­ცია და "ძვე­ლი თბი­ლი­სის ახა­ლი სი­ცოცხ­ლე". ალ­ბათ, სა­ა­კაშ­ვილ­მა დი­დი ხნით ად­რე იგ­რძნო, რომ მი­სი გაპ­რე­მი­ე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბო­და და ამი­ტო­მაც არის ეს მშე­ნებ­ლო­ბა დღემ­დე და­უს­რუ­ლე­ბე­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ საქ­მე­ში რა ღრმა­დაც უნ­და ჩა­ვი­დეს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უგუ­ლა­ვა და მი­სი მე­გობ­რე­ბი შეძ­ლე­ბენ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნის გა­და­მალ­ვას. ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რა დო­კუ­მენ­ტა­ცია შე­იქ­მნა, რა დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­ნად­გურ­და, სად რა კო­რუფ­ცი­უ­ლი ქსე­ლი და­ი­ფა­რა, ამის ბო­ლომ­დე გარ­კვე­ვა ძნე­ლი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, უგუ­ლა­ვას ეკო­ნო­მი­კურ და­ნა­შა­უ­ლებს კი­დევ რამ­დე­ნი­მე მუხ­ლიც და­ე­მა­ტოს.

P.S. 25 თე­ბერ­ვალს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის მი­მართ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძემ მი­ი­ღო. პრო­კუ­რა­ტუ­რა ქა­ლა­ქის მე­რის­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით მი­ლი­ო­ნი ლა­რის გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას და ქვეყ­ნი­დან გა­უს­ვლე­ლო­ბის პი­რო­ბას ითხ­ოვ­და.

გი­გი უგუ­ლა­ვა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194-ე და 182-ე მუხ­ლე­ბით არის ბრალ­დე­ბუ­ლი, რაც სხვი­სი ქო­ნე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მით­ვი­სე­ბა­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას გულ­ისხ­მობს. ამ საქ­მე­ებ­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 10 აპ­რი­ლს, 15.00 სა­ათ­ზე და­ი­ნიშ­ნა.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"უფ­რო რე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა, უგუ­ლა­ვას გი­რა­ოდ 10 მი­ლი­ონ ლარს თუ მოს­თხო­ვენ"

"უფ­რო რე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა, უგუ­ლა­ვას გი­რა­ოდ 10 მი­ლი­ონ ლარს თუ მოს­თხო­ვენ"

თბი­ლი­სის მერს, შე­საძ­ლო­ა, მდგო­მა­რე­ო­ბა და­უმ­ძიმ­დეს, თუ­კი პრო­კუ­რა­ტუ­რა იმ ეპი­ზო­დებს გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ­ლებ­ზეც მო­გითხ­რობთ. რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, უგუ­ლა­ვას­თვის გი­რა­ოს შე­სა­ფარ­დებ­ლად მი­ლი­ო­ნი ლა­რის მოთხ­ოვ­ნა შე­უ­სა­ბა­მო­ა­ო, სა­სა­ცი­ლო­ა. უგუ­ლა­ვას 10 მი­ლი­ო­ნი რომ მოთხ­ო­ვონ, ეს იქ­ნე­ბა რე­ა­ლუ­რი, რად­გან მი­სი ქო­ნე­ბა სხვა­დას­ხვა მა­ქი­ნა­ცი­ით ნა­ხე­ვარ მი­ლი­არ­დამ­დე უნ­და იყოს გაზ­რდი­ლი, - ამ­ბობს უფ­ლე­ბადამ­ცვე­ლი ლე­ვან ჩი­ტა­ძე, რო­მელ­მაც ერ­თგვა­რი გა­მო­ძი­ე­ბა აწარ­მოვა "უ­ქო­ნე­ლი" და "ხალ­ხის მი­ერ არ­ჩე­უ­ლი" მე­რის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე.

- უგუ­ლა­ვა რაც ე.წ. არ­ჩე­უ­ლი მე­რი გახ­და, ამ­ბი­ცი­ე­ბი ისე გა­ე­ზარ­და, გა­დაწყ­ვი­ტა, სა­ა­კაშ­ვი­ლი­ვით მი­ლი­არ­დე­რი თუ არა, მი­ლი­ო­ნე­რი მა­ინც ყო­ფი­ლი­ყო. ის, რა­ზეც დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რა მას ედა­ვე­ბა, გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 15-20%-ი­ა. არა­ხა­ლი­ა, რომ "ი­მედს" გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძეს­თან ერ­თად, უგუ­ლა­ვა აკონ­ტრო­ლებ­და, ის გეგ­მავ­და "ი­მე­დის" სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კას და წყვეტ­და ფი­ნან­სურ სა­კითხ­ებს. რი­ყის ტე­რი­ტო­რი­ის გა­რი­გე­ბა­ში კი ერ­თ-ერ­თი მო­ნა­წი­ლე მხა­რე იყო "ჯი­ემ­სი ჯგუ­ფი", რომ­ლის მფლო­ბე­ლე­ბი არი­ან: ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რი­ა, ძმე­ბი ყა­რა­მა­ნაშ­ვი­ლე­ბი, შა­რან­გი­ე­ბი და ბუ­თა ელი­ა­ვა. მა­თი ბიზ­ნეს­-პარ­ტნი­ო­რი რუ­სე­თი­დან იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ძა თე­მურ ალა­სა­ნი­ა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში აკონ­ტრო­ლებ­დნენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერს, ხო­ლო წი­ლე­ბი და გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბი და­ყო­ფი­ლი იყო. სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კითხ­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმი­ტომ, რომ თუ­კი უგუ­ლა­ვამ 200-300 მი­ლი­ო­ნი იშო­ვა, სა­ა­კაშ­ვილს ამ ფი­ნან­სუ­რი გა­რი­გე­ბე­ბით და მა­ქი­ნა­ცი­ე­ბით მი­ლი­არ­დზე მე­ტი ექ­ნე­ბა ნა­შოვ­ნი.

- კონ­კრე­ტუ­ლად რა წი­ლებ­ზეა სა­უ­ბა­რი?

- გარ­და ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რი­ა­სი, უგუ­ლა­ვას ბიზ­ნეს­პარ­ტნი­ო­რე­ბად გა­ნი­ხი­ლე­ბა გი­გა ბო­კე­რია და კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძე. ასე­ვე შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო თბი­ლი­სის მას­შტა­ბით გა­სარ­თო­ბი პარ­კე­ბის ათ­ვი­სე­ბა­ზე, მათ­ შო­რის, ზო­ო­პარ­კი­სა და მუშ­ტა­ი­დის გას­ხვი­სე­ბა­ზე. მუშ­ტა­ი­დის პარ­კი იჯა­რით, 49-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბით გა­და­ე­ცა "ჯეო გოლდს", რომ­ლის 100%-ი­ა­ნი მფლო­ბე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­ლავთ ალ. ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე ფლობს "ნი­სა­ნის" ცენტრს დიღ­მის ტრა­სა­ზე. იგი თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ნა­ცი­ო­ნა­ლი წევ­რი, გი­გი უგუ­ლა­ვას მე­გო­ბა­რი და ბიზ­ნეს­პარ­ტნი­ო­რი­ა. უგუ­ლა­ვა ორი­ვე კომ­პა­ნი­ი­დან - "ნი­სა­ნი­დან" და "ჯეო გოლ­დი­დან" - იღებ­და და იღებს წი­ლებს. უგუ­ლა­ვას წყა­ლო­ბით ბიზ­ნეს­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი მი­სი ძმა - ირაკ­ლიც, რომ­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­შიც იყო "ჯე­ო­ლენ­დი" და "ჯო­ი­ლენ­დი". "ჯო­ი­ლენ­დი" მას შემ­დეგ გა­აქ­ტი­ურ­და, რა­ც მე­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, თბი­ლის­მა გუ­და­უ­რი შე­მო­ი­ერ­თა. 2011 წელს უგუ­ლა­ვა გახ­და მე­ო­რე პი­რი, რო­მელ­მაც მი­ი­ღო სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ჩუ­ქე­ბის უფ­ლე­ბა. მა­ნამ­დე ამ უფ­ლე­ბით მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლი სარ­გებ­ლობ­და.

ოუტ­დო­ორ­.გე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ყვე­ლა­ზე დი­დი სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ა, რო­მე­ლიც ფლობ­და და ფლობს ყვე­ლა­ზე დიდ ბა­ნე­რებს, სა­რეკ­ლა­მო ფარ­თობს, სარ­გებ­ლობ­და ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბით არა მხო­ლოდ თბი­ლი­სის მას­შტა­ბით. ამ ბიზ­ნე­სის ერ­თ-ერ­თი მე­წი­ლე გახ­ლავთ გი­გი უგუ­ლა­ვა.­ ყვე­ლა კომ­პა­ნი­ას "ა­უთ­დო­ორ­.ჯი" ეხ­მა­რე­ბო­და რეკ­ლა­მე­ბის გან­თავ­სე­ბა­ში. ამ ბიზ­ნე­სი­დან უგუ­ლა­ვამ რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნის მო­გე­ბა მი­ი­ღო. ეს კომ­პა­ნია (მის შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად) მე­სა­კუთ­რეა ყვე­ლა­ზე დიდი მა­ტე­რი­ა­ლურ­-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზი­სა სა­რეკ­ლა­მო ბა­ზარ­ზე, რაც უგუ­ლა­ვას აქ­ტი­უ­რი ჩა­რე­ვის შე­დე­გი გახ­ლდათ. ხსე­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლის მე­წი­ლე უგუ­ლა­ვა­ა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია ოფ­შო­რულ რე­გი­ო­ნებ­ში და თან­ხე­ბიც იქ გა­ე­დი­ნე­ბა.

- თუმ­ცა მე­რის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ არის მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცი­ა...

- წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ეფექ­ტი­ა­ნად იყე­ნე­ბენ ოფ­შო­რულ რე­გი­ო­ნებს და კომ­პა­ნი­ებს, სა­დაც ისი­ნი მა­ლა­ვენ თან­ხებს, ამი­ტომ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა გი­გი უგუ­ლა­ვას დეკ­ლა­რა­ცია სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან შე­და­რე­ბით მწი­რად და იგი მარ­თლაც "გაღ­ლე­ტი­ლი­ა", თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად, ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ჩი­ნო­სა­ნია სა­ა­კაშ­ვი­ლის შემ­დეგ. ჩვენ მო­ვი­პო­ვეთ მი­სი ერ­თ-ერ­თი ან­გა­რი­ში, უგულავას თან­ხე­ბი ილე­ქე­ბა ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბულ სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ედ­პრო­ჯექტს ინ­კ".-ში (1466215, სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ედ­პრო­ჯექტს ინკ. ADPROJECTS INC, ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლე­ბი (ბრიტ.). არ გა­მოვ­რიცხ­ავ, სხვა ან­გა­რი­შე­ბიც ჰქონ­დეს სხვა მი­სა­მარ­თზე და სხვის სა­ხელ­ზე. ამას­თა­ნა­ვე, უგუ­ლა­ვას აქვს წი­ლე­ბი ყვი­თე­ლი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის ბიზ­ნეს­ში. ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რი­ამ 100 მი­ლი­ო­ნი კრე­დი­ტი გა­მო­ი­ტა­ნა "ჯი­ემ­სი ჯგუ­ფის" ბა­ზა­ზე გა­რან­ტი­ის გა­რე­შე. შემ­დეგ ხე­ლოვ­ნუ­რად მო­ი­გო ტენ­დე­რი და პი­რო­ბე­ბის უხე­შად დარ­ღვე­ვით შე­ის­ყი­და სა­მარ­შრუ­ტო ხა­ზე­ბი. აქე­დან 40 მი­ლი­ო­ნი უგუ­ლა­ვამ, მა­ქა­ცა­რი­ამ და "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" გა­ურ­კვე­ველ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ი­ნა­წი­ლეს. ამ გა­რი­გე­ბი­დან უგუ­ლა­ვამ, და­ახ­ლო­ე­ბით, 20 მი­ლი­ო­ნი მო­გე­ბა მი­ი­ღო. იმე­დი­ა, პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ საქ­მე­საც გა­მო­ი­ძი­ებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია "სა­ხალ­ხო აფ­თი­ა­ქის" სა­კითხ­იც, რო­მე­ლიც, ჩე­მი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­ვის დრო­ზე, მა­ქა­ცა­რი­ა-­ყა­რა­მა­ნაშ­ვი­ლი-­შა­რან­გი­ე­ბის ბიზ­ნეს­კარ­ტე­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­ში იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მი­სი სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტი მა­ქა­ცა­რი­ას კუთ­ვნი­ლე­ბა გახ­და. მას­თან ერ­თად წი­ლი აქვს გი­გი უგუ­ლა­ვასაც. მთაწ­მინ­დის პარ­კი, რომ­ლის გა­ნახ­ლე­ბა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა და­იწყ­ო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რამ­დე­ნი­მე გა­ურ­კვე­ველ­მა კომ­პა­ნი­ამ მი­ით­ვი­სა. მიმ­თვი­სე­ბელ­თა შო­რი­საა გი­გი უგუ­ლა­ვაც. რო­დე­საც პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა გა­დაწყ­ვი­ტა ებ­რძო­ლა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სათ­ვის, იგი გა­მო­აცხ­ა­დეს ქვეყ­ნის მტრად, აგენ­ტად, და­უწყ­ეს დევ­ნა, უგუ­ლა­ვა გახ­და მი­სი პი­რა­დი მტე­რი. ბიზ­ნეს­მე­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სა თუ მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ კი უგუ­ლა­ვა გახ­და თბი­ლის­ში ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი თით­ქმის ყვე­ლა ობი­ექ­ტისა და ბიზ­ნე­სის მე­წი­ლე ან პირ­და­პი­რი მფლო­ბე­ლი, რი­თაც მძიმ­დე­ბა უგუ­ლა­ვას პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

2009 წლის 26 მა­ისს უგუ­ლა­ვა პატ­რი­არ­ქთან შე­ვი­და, უყ­ვი­რო­და მას და უბ­რძა­ნებ­და, არ შეხ­ვედ­რო­და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს. ხალ­ხი სა­მე­ბა­ში რომ ავი­და, მერს პატ­რი­არ­ქთან ყვი­რი­ლით ხმის იო­გე­ბი ჰქონ­და დაწყ­ვე­ტი­ლი. 2009 წლის მოვ­ლე­ნებს უკავ­შირ­დე­ბა უგუ­ლა­ვას ზონ­დე­რუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბაც. პრო­კუ­რა­ტუ­რა ლა­პა­რა­კობს 700 და­საქ­მე­ბულ­ზე, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, არ აკონ­კრე­ტებს, რომ მათ შო­რის არ იყ­ვნენ მხო­ლოდ ნაც­კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი.

- აბა, ვინ იყ­ვნენ?

- ესე­ნი არი­ან კუდ­-ის ყო­ფი­ლი ჯა­ლა­თე­ბი, სპეც­რაზ­მე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­რი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ უგუ­ლა­ვამ ისი­ნი შე­ი­კედ­ლა და გა­ზარ­და შტა­ტე­ბი. ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის დღემ­დე უც­ნო­ბი­ა.

მთა­ვა­რი, რაც უნ­და გითხ­რათ, ეხე­ბა პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის კან­ცე­ლა­რი­ას. მას შემ­დეგ, რაც აშ­შ-ის ყო­ფი­ლი სა­ელ­ჩო ათო­ნე­ლის ქუ­ჩი­დან დი­ღომ­ში გა­და­ვი­და, მი­სი ძვე­ლი შე­ნო­ბა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია ერ­თ-ერ­თმა ფონ­დმა შე­ის­ყი­და და იმ ად­გი­ლას პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის გრან­დი­ო­ზუ­ლი კან­ცე­ლა­რი­ის მშე­ნებ­ლო­ბა გა­დაწყ­და. ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფლობ­დნენ შე­ნო­ბა-­ნა­გე­ბო­ბებს, სა­კუთ­რე­ბა ტე­რო­რით, იძუ­ლე­ბით, და­ში­ნე­ბით და მწი­რი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ და­ათ­მო­ბი­ნეს. ამა­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ: ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძე, ძმე­ბი ბე­ჟუ­აშ­ვი­ლე­ბი, მა­ქა­ცა­რია და მი­სი პარ­ტნი­ო­რე­ბი, აგ­რეთ­ვე უგუ­ლა­ვაც. ლა­პა­რა­კია არა ძველ, არა­მედ მო­მა­ვალ პრე­მი­ერ­ზე - სა­ა­კაშ­ვილ­ზე, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, პრე­მი­ე­რად აპი­რებ­და დაბ­რუ­ნე­ბას. უგუ­ლა­ვას "გმი­რუ­ლი" და­ვა­ლე­ბა მის­ცეს: თა­ვი­სი ჯი­ბი­დან სო­ლი­დუ­რი თან­ხა უნ­და გა­ე­ღო ამ მშე­ნებ­ლო­ბი­სათ­ვის და პი­რად კონ­ტროლ­ზე აეყ­ვა­ნა ეს სა­კითხ­ი. უგუ­ლა­ვას ამ მშე­ნებ­ლო­ბა­ში ნამ­დვი­ლად არ ჩა­უ­დია კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბით ნა­შოვ­ნი თან­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ოფ­შორ­ში გა­და­მა­ლა, არა­მედ მო­ახ­მა­რა რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტით ნა­შოვ­ნი სა­შე­ნი მა­სა­ლა და ფი­ნან­სე­ბი. ეს პრო­ექ­ტე­ბია - აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რის მშე­ნებ­ლო­ბა-­რე­კონ­სტრუქ­ცია და "ძვე­ლი თბი­ლი­სის ახა­ლი სი­ცოცხ­ლე". ალ­ბათ, სა­ა­კაშ­ვილ­მა დი­დი ხნით ად­რე იგ­რძნო, რომ მი­სი გაპ­რე­მი­ე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბო­და და ამი­ტო­მაც არის ეს მშე­ნებ­ლო­ბა დღემ­დე და­უს­რუ­ლე­ბე­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ საქ­მე­ში რა ღრმა­დაც უნ­და ჩა­ვი­დეს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უგუ­ლა­ვა და მი­სი მე­გობ­რე­ბი შეძ­ლე­ბენ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნის გა­და­მალ­ვას. ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რა დო­კუ­მენ­ტა­ცია შე­იქ­მნა, რა დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­ნად­გურ­და, სად რა კო­რუფ­ცი­უ­ლი ქსე­ლი და­ი­ფა­რა, ამის ბო­ლომ­დე გარ­კვე­ვა ძნე­ლი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, უგუ­ლა­ვას ეკო­ნო­მი­კურ და­ნა­შა­უ­ლებს კი­დევ რამ­დე­ნი­მე მუხ­ლიც და­ე­მა­ტოს.

P.S. 25 თე­ბერ­ვალს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის მი­მართ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძემ მი­ი­ღო. პრო­კუ­რა­ტუ­რა ქა­ლა­ქის მე­რის­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით მი­ლი­ო­ნი ლა­რის გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას და ქვეყ­ნი­დან გა­უს­ვლე­ლო­ბის პი­რო­ბას ითხ­ოვ­და.

გი­გი უგუ­ლა­ვა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194-ე და 182-ე მუხ­ლე­ბით არის ბრალ­დე­ბუ­ლი, რაც სხვისი ქო­ნე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მით­ვი­სე­ბა­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას გულ­ისხ­მობს. ამ საქ­მე­ებ­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 10 აპ­რი­ლს, 15.00 სა­ათ­ზე და­ი­ნიშ­ნა.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ