პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - პირველად გავიგე, რომ "ფეისბუქით" წერს პრემიერი პრეზიდენტს წერილს და ასევე "ფეისბუქით" ითხოვს პასუხს
მიხეილ სააკაშვილი - პირველად გავიგე, რომ "ფეისბუქით" წერს პრემიერი პრეზიდენტს წერილს და ასევე "ფეისბუქით" ითხოვს პასუხს

პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­გან მი­მარ­თვა "ფე­ის­ბუ­ქით" მი­ი­ღო. "ჩვენ ბევ­რი გვაქვს სა­ლა­პა­რა­კო მთავ­რო­ბას­თან. დღეს მე "ფე­ის­ბუ­ქით" მი­ვი­ღე წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­გან. პირ­ვე­ლად გა­ვი­გე, რომ რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში "ფე­ის­ბუ­ქით" წერს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი პრე­ზი­დენტს წე­რილს და თან ასე­ვე "ფე­ის­ბუ­ქით" ითხოვს პა­სუხს. კარ­გია, რომ ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ ეს არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გის ფორ­მა. მე მინ­და ვი­სა­უბ­რო მათ­თან ისეთ მა­გი­დას­თან, რო­გორ­ზეც თქვენ­თან ვზი­ვარ", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გუ­შინ სა­ღა­მოს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე.

ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტი ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მარ­თვის ში­ნა­არ­სობ­რივ მხა­რე­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა რო­მე­ლი­მე ძა­ლას, არა­მედ ხალ­ხს ეკუთ­ვნის და მისი მით­ვი­სე­ბის მცდე­ლო­ბა მიმ­თვი­სებ­ლის­თვის ცუ­დად მთავ­რდე­ბა.

"პრე­მი­ე­რი ამ წე­რილ­ში წერს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი ქვე­ყა­ნა­ში გა­და­წყვე­ტი­ლია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი მარ­თლაც გა­და­წყვე­ტი­ლია და ის შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­და­წყდა: ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკუთ­ვნის ქარ­თველ ხალ­ხს, ამი­ტომ ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა პრე­ზი­დენ­ტის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის მხრი­დან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­ით­ვი­სოს, რო­გორც წესი, არა­ფე­რი კარ­გის მომ­ტა­ნი არაა მიმ­თვი­სებ­ლი­სა და ქვეყ­ნის­თვის. მე მგო­ნი ეს გაკ­ვე­თი­ლე­ბი ყვე­ლა მთავ­რო­ბამ ის­წავ­ლა, მათ შო­რის ჩემ­მა მთავ­რო­ბამ. მე არ ვამ­ბობ, რომ შეც­დო­მე­ბი არ დაგ­ვიშ­ვია, მაგ­რამ არ მინ­და, რომ ამ მთავ­რო­ბამ გა­ი­მე­ო­როს იგი­ვე შეც­დო­მა", - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

მიხეილ სააკაშვილი - პირველად გავიგე, რომ "ფეისბუქით" წერს პრემიერი პრეზიდენტს წერილს და ასევე "ფეისბუქით" ითხოვს პასუხს

მიხეილ სააკაშვილი - პირველად გავიგე, რომ "ფეისბუქით" წერს პრემიერი პრეზიდენტს წერილს და ასევე "ფეისბუქით" ითხოვს პასუხს

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრისგან მიმართვა "ფეისბუქით" მიიღო. "ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო მთავრობასთან. დღეს მე "ფეისბუქით" მივიღე წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან. პირველად გავიგე, რომ რომელიმე ქვეყანაში "ფეისბუქით" წერს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს წერილს და თან ასევე "ფეისბუქით" ითხოვს პასუხს. კარგია, რომ ტექნიკური საშუალებები გამოიყენება, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური დიალოგის ფორმა. მე მინდა ვისაუბრო მათთან ისეთ მაგიდასთან, როგორზეც თქვენთან ვზივარ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ საღამოს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

ამასთან, პრეზიდენტი ივანიშვილის მიმართვის შინაარსობრივ მხარესაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება არა რომელიმე ძალას, არამედ ხალხს ეკუთვნის და მისი მითვისების მცდელობა მიმთვისებლისთვის ცუდად მთავრდება.

"პრემიერი ამ წერილში წერს, რომ ხელისუფლების საკითხი ქვეყანაში გადაწყვეტილია. ხელისუფლების საკითხი მართლაც გადაწყვეტილია და ის შემდეგნაირად გადაწყდა: ხელისუფლება საქართველოში ეკუთვნის ქართველ ხალხს, ამიტომ ნებისმიერი მცდელობა პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის თუ ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირის მხრიდან, ხელისუფლება მიითვისოს, როგორც წესი, არაფერი კარგის მომტანი არაა მიმთვისებლისა და ქვეყნისთვის. მე მგონი ეს გაკვეთილები ყველა მთავრობამ ისწავლა, მათ შორის ჩემმა მთავრობამ. მე არ ვამბობ, რომ შეცდომები არ დაგვიშვია, მაგრამ არ მინდა, რომ ამ მთავრობამ გაიმეოროს იგივე შეცდომა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა