პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სუპერ უპასუხისმგებლოს უწოდებს
 პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სუპერ უპასუხისმგებლოს უწოდებს

პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა, რომ მას არ უნდა დაც­ვა და და­უც­ვე­ლი ივ­ლის, არის სუ­პერ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ის ფიქ­რობს, რომ ეს პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან ცხელ გულ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბაა და ის და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა, რაც სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ამო­ცა­ნაა.

"დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი გა­ი­ყო და თა­ვად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მის ოჯა­ხის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი და­ექ­ვემ­დე­ბა­რა უშუ­ა­ლოდ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას. შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბა არის იმა­ში, რომ უშუ­ა­ლოდ პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვას უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს 400 თუ 1800 კაცი. შექ­მნი­ლი იყო სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია, რო­მელ­შიც შე­სუ­ლი იყ­ვნენ რო­გორც დაც­ვის ექ­სპერ­ტე­ბი, ასე­ვე იუ­რის­ტე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი. ერ­თკვი­რი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ ვერ მოხ­და შე­თან­ხმე­ბა, რად­გან ის შე­თა­ვა­ზე­ბა, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბას ჰქონ­და, სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის იყო მი­უ­ღე­ბე­ლი. მან ჩათ­ვა­ლა, რომ 400 კაცი დაც­ვის­თვის არ იყო საკ­მა­რი­სი. თუ შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტი წავა იმა­ზე, რომ მას არ უნდა დაც­ვა და და­უც­ვე­ლი ივ­ლის, ამას ცოტა სხვა რამე და­ერ­ქმე­ვა. პრე­ზი­დენ­ტე­ბი აღარ ეკუთ­ვნი­ან სა­კუ­თარ თავს და დაც­ვა არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ამი­ტომ ამ ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბი არის სუ­პერ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ვფიქ­რობ, ეს ცხელ გულ­ზე ნათ­ქვა­მია და ის და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა, რაც ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ამო­ცა­ნაა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დაც­ვის სა­კი­თხი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს მიბ­მუ­ლი იყო ახა­ლი ელ­ჩე­ბის და­ნიშ­ვნა-გა­მოწ­ვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. "სა­კონ­სტი­ტუ­ციო თე­მა­ტი­კას­თან დაც­ვის სა­კი­თხი არც ერთ ეტაპ­ზე არ ყო­ფი­ლა გა­დაბ­მუ­ლი. სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის თემა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს იყო გა­დაბ­მუ­ლი უცხო­ეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩე­ბის გა­მოწ­ვე­ვა-და­ნიშ­ვნის თე­მა­ზე, რაც არ უნდა პა­რა­დოქ­სუ­ლად მო­გეჩ­ვე­ნოთ", - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ცნო­ბით, დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს არც ერთი ახა­ლი ელჩი არ არის და­ნიშ­ნუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ. მისი თქმით, არ არის და­ნიშ­ნუ­ლი ის ხალ­ხიც კი, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტმა პარ­ლა­მენ­ტში თა­ვი­სი ხელ­მო­წე­რით გა­აგ­ზავ­ნა და პარ­ლა­მენ­ტმა თან­ხმო­ბა გა­ნუ­ცხა­და.

იხი­ლეთ ვი­დეო: ეს სუ­პერ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა - და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სუპერ უპასუხისმგებლოს უწოდებს

 პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სუპერ უპასუხისმგებლოს უწოდებს

პრეზიდენტის განცხადება, რომ მას არ უნდა დაცვა და დაუცველი ივლის, არის სუპერ უპასუხისმგებლო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ის ფიქრობს, რომ ეს პრეზიდენტის მხრიდან ცხელ გულზე გაკეთებული განცხადებაა და ის დაცული იქნება, რაც სახელმწიფოებრივი ამოცანაა.

"დაცვის სამსახური გაიყო და თავად მიხეილ სააკაშვილისა და მის ოჯახის დაცვის სამსახური დაექვემდებარა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს და მის ადმინისტრაციას. შეუთანხმებლობა არის იმაში, რომ უშუალოდ პრეზიდენტის დაცვას უნდა ემსახურებოდეს 400 თუ 1800 კაცი. შექმნილი იყო სპეციალური კომისია, რომელშიც შესული იყვნენ როგორც დაცვის ექსპერტები, ასევე იურისტები და პოლიტიკოსები. ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ ვერ მოხდა შეთანხმება, რადგან ის შეთავაზება, რომელიც მთავრობას ჰქონდა, სააკაშვილისთვის იყო მიუღებელი. მან ჩათვალა, რომ 400 კაცი დაცვისთვის არ იყო საკმარისი. თუ შექმნილ ვითარებაში პრეზიდენტი წავა იმაზე, რომ მას არ უნდა დაცვა და დაუცველი ივლის, ამას ცოტა სხვა რამე დაერქმევა. პრეზიდენტები აღარ ეკუთვნიან საკუთარ თავს და დაცვა არის აუცილებელი. ამიტომ ამ ტიპის განცხადებები არის სუპერ უპასუხისმგებლობა. ვფიქრობ, ეს ცხელ გულზე ნათქვამია და ის დაცული იქნება, რაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, დაცვის საკითხი მოლაპარაკებების დროს მიბმული იყო ახალი ელჩების დანიშვნა-გამოწვევასთან დაკავშირებით. "საკონსტიტუციო თემატიკასთან დაცვის საკითხი არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა გადაბმული. სახელმწიფო დაცვის თემა მოლაპარაკებების დროს იყო გადაბმული უცხოეთში საქართველოს ელჩების გამოწვევა-დანიშვნის თემაზე, რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ცნობით, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს არც ერთი ახალი ელჩი არ არის დანიშნული პრეზიდენტის მიერ. მისი თქმით, არ არის დანიშნული ის ხალხიც კი, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტში თავისი ხელმოწერით გააგზავნა და პარლამენტმა თანხმობა განუცხადა.

იხილეთ ვიდეო: ეს სუპერ უპასუხისმგებლობაა - დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა