მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახი კალაძე რაბათში ვანო მერაბიშვილის ვიზიტს ეხმაურება
კახი კალაძე რაბათში ვანო მერაბიშვილის ვიზიტს ეხმაურება

ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახა კა­ლა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერს ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც ახალ­ცი­ხე­ში მე­რა­ბიშ­ვი­ლის ვი­ზი­ტის დროს არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

"ახალ­ცი­ხე­ში ქვე­სად­გუ­რი "ახალ­ცი­ხე-500"-ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ ვეწ­ვი­ეთ რა­ბა­თის ის­ტო­რი­ულ უბანს. გვინ­დო­და სა­კუ­თა­რი თვა­ლით გვე­ნა­ხა ის მდგო­მა­რე­ო­ბა, რაც ცოტა ხნის წინ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სი­უ­ჟე­ტის სა­ხით გა­ვი­და, თუ რო­გო­რი და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლია რა­ბა­თის "რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი" უბა­ნი. სამ­წუ­ხა­როდ, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მიერ აგე­ბუ­ლი ფა­სა­დუ­რი აღმშე­ნებ­ლო­ბი­სა და ვი­თომ-ეკო­ნო­მი­კუ­რი "აღ­მავ­ლო­ბის" კი­დევ ერთი კლა­სი­კუ­რი სქე­მის მოწ­მე გავ­ხდით. ად­გილ­ზე მო­ვი­ძი­ეთ სა­ი­ჯა­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის სია, სა­დაც ჩა­მოთ­ვლი­ლია რა­ბა­თის უბან­ში კო­მერ­ცი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის მო­ი­ჯა­რე­ე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა. ყვე­ლა მათ­განს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლი აქვს ზუს­ტად ერთ დღეს, ერთი და იგი­ვე პე­რი­ო­დით და წი­ნას­წარ გა­დახ­დი­ლია ქირა 2013 წლის 15 მა­ი­სამ­დე.

აქვე შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ თუ რა "იაფი" ღირ­და იჯა­რა და თა­ვად გან­სა­ჯოთ, მო­ცე­მუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ერ­თსუ­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ახალ­ცი­ხე­ში ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი მი­თი­თე­ბი­სა და ზე­წო­ლის შე­დე­გად. დღე­ის­თვის ძა­ლით მიყ­ვა­ნი­ლი მო­ი­ჯა­რე­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი შე­წყვე­ტი­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი არა­მომ­გე­ბი­ა­ნო­ბის გამო კომ­პა­ნი­ე­ბის­ვე სურ­ვი­ლით.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სი სა­მუ­და­მოდ გან­თა­ვი­სუფ­ლდა წნე­ხი­სა და ტე­რო­რის­გან. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან მალე და­ი­წყე­ბა ნამ­დვი­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­მავ­ლო­ბა ნაც­ვლად იმ ფა­სა­დუ­რი "სარ­გებ­ლი­სა", რა­საც გვთა­ვა­ზობ­და ზო­გი­ერ­თი მო­მაკ­ვდა­ვი პარ­ტია. ამას იგ­რძნო­ბენ ახალ­ცი­ხე­ლე­ბიც და ყვე­ლა სხვა კუ­თხის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბიც", - წერს კა­ლა­ძე და იქვე რა­ბა­თის ის­ტო­რი­ულ უბან­ში სა­ი­ჯა­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს აქ­ვეყ­ნებს.

ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ახალ­ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტორ ივა­ნე წიკ­ლა­ურ­თან ერ­თად ციხე-ქა­ლა­ქი "რა­ბა­თი" და­ათ­ვა­ლი­ე­რა. დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის დროს გუ­ბერ­ნა­ტორ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში "რა­ბათ­ში" მოქ­მე­დი თით­ქმის ყვე­ლა ობი­ექ­ტი და­ი­ხუ­რა. ამის მი­ზე­ზად ივა­ნე წიკ­ლა­უ­რი ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მიერ გაზ­რდილ გა­და­სა­ხა­დებს ასა­ხე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

კახი კალაძე რაბათში ვანო მერაბიშვილის ვიზიტს ეხმაურება

კახი კალაძე რაბათში ვანო მერაბიშვილის ვიზიტს ეხმაურება

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "ფეისბუქზე" ვანო მერაბიშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერს ეხმაურება, რომელიც ახალციხეში მერაბიშვილის ვიზიტის დროს არის გადაღებული.

"ახალციხეში ქვესადგური "ახალციხე-500"-ის დათვალიერების შემდეგ ვეწვიეთ რაბათის ისტორიულ უბანს. გვინდოდა საკუთარი თვალით გვენახა ის მდგომარეობა, რაც ცოტა ხნის წინ სატელევიზიო სიუჟეტის სახით გავიდა, თუ როგორი დაცარიელებულია რაბათის "რეაბილიტირებული" უბანი. სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობის მიერ აგებული ფასადური აღმშენებლობისა და ვითომ-ეკონომიკური "აღმავლობის" კიდევ ერთი კლასიკური სქემის მოწმე გავხდით. ადგილზე მოვიძიეთ საიჯარო ხელშეკრულებების სია, სადაც ჩამოთვლილია რაბათის უბანში კომერციული ობიექტების მოიჯარეების დასახელება. ყველა მათგანს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ზუსტად ერთ დღეს, ერთი და იგივე პერიოდით და წინასწარ გადახდილია ქირა 2013 წლის 15 მაისამდე.

აქვე შეგიძლიათ იხილოთ თუ რა "იაფი" ღირდა იჯარა და თავად განსაჯოთ, მოცემული კომპანიების ერთსულოვანი გადაწყვეტილება ახალციხეში ბიზნესის გაფართოების შესახებ ეკონომიკური მოსაზრებებით იყო განპირობებული თუ პოლიტიკური მითითებისა და ზეწოლის შედეგად. დღეისთვის ძალით მიყვანილი მოიჯარეების ხელშეკრულებები შეწყვეტილია ეკონომიკური არამომგებიანობის გამო კომპანიებისვე სურვილით.

საქართველოში ბიზნესი სამუდამოდ განთავისუფლდა წნეხისა და ტერორისგან. ჩვენს ქვეყანაში ძალიან მალე დაიწყება ნამდვილი ეკონომიკური აღმავლობა ნაცვლად იმ ფასადური "სარგებლისა", რასაც გვთავაზობდა ზოგიერთი მომაკვდავი პარტია. ამას იგრძნობენ ახალციხელებიც და ყველა სხვა კუთხის მაცხოვრებლებიც", - წერს კალაძე და იქვე რაბათის ისტორიულ უბანში საიჯარო ხელშეკრულებების ჩამონათვალს აქვეყნებს.

ვანო მერაბიშვილი ახალციხეში იმყოფებოდა, სადაც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ ივანე წიკლაურთან ერთად ციხე-ქალაქი "რაბათი" დაათვალიერა. დათვალიერების დროს გუბერნატორმა აღნიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში "რაბათში" მოქმედი თითქმის ყველა ობიექტი დაიხურა. ამის მიზეზად ივანე წიკლაური ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გაზრდილ გადასახადებს ასახელებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს