პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანული არქივის მასალები: იყო თუ არა სტალინის ვაჟი დეზერტირი და მოღალატე
გერმანული არქივის მასალები: იყო თუ არა სტალინის ვაჟი დეზერტირი და მოღალატე

გერ­მა­ნელ­მა მკვლე­ვა­რებ­მა სა­არ­ქი­ვო მო­ნა­ცე­მე­ბი იპო­ვეს, რომ­ლე­ბიც ახალ ფაქ­ტებს ამ­ხელს იო­სებ სტა­ლი­ნის უფ­რო­სი შვი­ლის, ია­კობ ჯუ­ღაშ­ვი­ლის ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან. მათი დას­კვნე­ბით, სტა­ლი­ნის ვაჟი დე­ზერ­ტი­რი იყო.

რო­გორც ვა­რა­უ­დო­ბენ, ია­კობ ჯუ­ღაშ­ვილ­მა 1943 წელს თავი მო­იკ­ლა ზაქ­სე­ნ­ჰა­უ­ზე­ნის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში, აღ­მო­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ა­ში - ეკ­ლი­ან მე­სერს გა­და­ევ­ლო, რო­მელ­შიც ელექტრო­ძაბ­ვა გა­დი­ო­და.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­დის თა­ნახ­მად, "ია­კო­ბი, წი­თე­ლი არ­მი­ის მე­თა­უ­რი, 1941 წელს მინ­სკთან ნა­ცის­ტებ­მა და­ა­ტყვე­ვეს". თუმ­ცა სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ჯუ­ღაშ­ვი­ლი არა მხო­ლოდ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ბარ­და გერ­მა­ნე­ლებს, არა­მედ საკ­მა­ოდ კრი­ტი­კუ­ლა­დაც იყო გან­წყო­ბი­ლი წი­თე­ლი არ­მი­ი­სად­მი და ან­ტი­სე­მი­ტიც ყო­ფი­ლა. ამის დას­ტუ­რად მოყ­ვა­ნი­ლია ამო­ნა­რი­დე­ბი ბრი­გა­დის კო­მის­რის ალექ­სეი რუ­მი­ან­ცე­ვის წე­რი­ლი­დან, რო­მე­ლიც წი­თე­ლი არ­მი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი­სად­მი იყო მი­მართ­ული. ასე­ვე მეც­ნი­ე­რებ­მა იპო­ვეს ჯუ­ღაშ­ვი­ლის და­კი­თხვის ოქმი, სა­დაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია მისი კრი­ტი­კუ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი წი­თელ არ­მი­ა­ზე, ის არა­კე­თილ­გო­ნი­ე­რებს უწო­დებს მე­თა­უ­რებს, მათ ქმე­დე­ბებს კი ბრიყ­ვულ­სა და იდი­ო­ტურს.

გერ­მა­ნელ მკვლევ­რებს თუ და­ვეყ­რდნო­ბით, აი, რას ამ­ბობ­და ია­კო­ბი ებ­რა­ე­ლებ­ზე: "მათ­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კო­მერ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბის და­დე­ბაა. ებ­რა­ე­ლებს არ სურთ მუ­შა­ო­ბა, რად­გან არ შე­უძ­ლი­ათ". თუმ­ცა სტა­ლი­ნის ვაჟი ებ­რა­ელ ქალ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი.

თუ სვეტ­ლა­ნა ალი­ლუ­ე­ვას მე­მუ­ა­რებს ვენ­დო­ბით, თვით "ხალ­ხის ბე­ლა­დიც" დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ია­კო­ბი გერ­მა­ნე­ლებს გან­გებ ჩა­ბარ­და. ოღონდ ეს მისი ცო­ლის, იუ­ლი­ას გავ­ლე­ნას ბრალ­დე­ბო­და, რო­მე­ლიც შე­დე­გად ცი­ხე­ში ჩას­ვეს, ჰკი­თხავ­დნენ და აწა­მებ­დნენ.

1943 წელს, სტა­ლინ­გრად­თან და­მან­გრე­ვე­ლი და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, ნა­ცის­ტურ­მა რე­ჟიმ­მა სტა­ლინს შეს­თა­ვა­ზა, ჯუ­ღაშ­ვი­ლი თა­ვის რამ­დე­ნი­მე ტყვე­ში გა­და­ეც­ვა­ლა. თუმ­ცა, რო­გორც სვეტ­ლა­ნა წერ­და თა­ვის მე­მუ­ა­რებ­ში, მა­მა­მის­მა ეს არ გა­ა­კე­თა.

ზუს­ტი ცნო­ბე­ბი ია­კობ ჯუ­ღაშ­ვი­ლის ბედ­ზე 1941 წლის 22 ივ­ნი­სის შემ­დეგ არ არ­სე­ბობს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, ბე­ლა­დის ვაჟ­მა 1930-იანი წლე­ბის შუ­ა­ლედ­ში გა­და­წყვი­ტა ოფიც­რო­ბა და მოს­კო­ვის სა­არ­ტი­ლე­რიო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ა­ბა­რა. ფრონტზე 1941 წლის 23 ივ­ნისს გაგ­ზავ­ნეს. მა­ლე­ვე ის ალ­ყა­ში მო­ექ­ცა და და­ი­კარ­გა. თვის ბო­ლოს გერ­მა­ნი­ამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­და სტა­ლი­ნის ვა­ჟის და­ტყვე­ვე­ბის ამ­ბა­ვი.

ჯუ­ღაშ­ვი­ლი 1943 წლის 14 აპ­რილს და­ი­ღუ­პა.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

???
0

და საფლავშ რომ დაასვენოთ, არა???? რომელი არ გამოიხსნიდით თქვენს მოღალატე შვილს, ვინც სტალინს ედრებით?

გერმანული არქივის მასალები: იყო თუ არა სტალინის ვაჟი დეზერტირი და მოღალატე

გერმანული არქივის მასალები: იყო თუ არა სტალინის ვაჟი დეზერტირი და მოღალატე

გერმანელმა მკვლევარებმა საარქივო მონაცემები იპოვეს, რომლებიც ახალ ფაქტებს ამხელს იოსებ სტალინის უფროსი შვილის, იაკობ ჯუღაშვილის ბიოგრაფიიდან. მათი დასკვნებით, სტალინის ვაჟი დეზერტირი იყო.

როგორც ვარაუდობენ, იაკობ ჯუღაშვილმა 1943 წელს თავი მოიკლა ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში, აღმოსავლეთ გერმანიაში - ეკლიან მესერს გადაევლო, რომელშიც ელექტროძაბვა გადიოდა.

ოფიციალური საბჭოთა პროპაგანდის თანახმად, "იაკობი, წითელი არმიის მეთაური, 1941 წელს მინსკთან ნაცისტებმა დაატყვევეს". თუმცა საარქივო მასალებში ნათქვამია, რომ ჯუღაშვილი არა მხოლოდ ნებაყოფლობით ჩაბარდა გერმანელებს, არამედ საკმაოდ კრიტიკულადაც იყო განწყობილი წითელი არმიისადმი და ანტისემიტიც ყოფილა. ამის დასტურად მოყვანილია ამონარიდები ბრიგადის კომისრის ალექსეი რუმიანცევის წე­რილიდან, რომელიც წითელი არმიის პოლიტიკური ხელმძღვა­ნელისადმი იყო მიმართ­ული. ასევე მეცნიერებმა იპოვეს ჯუღაშვილის და­კითხვის ოქმი, სადაც დადასტურებულია მისი კრიტიკული გამონათქვამები წითელ არმიაზე, ის არაკეთილგონიერებს უწოდებს მეთაურებს, მათ ქმედებებს კი ბრიყვულსა და იდიოტურს.

გერმანელ მკვლევრებს თუ დავეყრდნობით, აი, რას ამბობდა იაკობი ებრაელებზე: "მათთვის ყველაზე მთავარი კომერციული გა­რიგებების დადებაა. ებრაელებს არ სურთ მუშაობა, რადგან არ შეუძლიათ". თუმცა სტალინის ვაჟი ებრაელ ქალზე იყო დაქორწინებული.

თუ სვეტლანა ალილუევას მემუარებს ვენდობით, თვით "ხალხის ბელადიც" დარწმუნებული იყო, რომ იაკობი გერმანელებს განგებ ჩაბარდა. ოღონდ ეს მისი ცოლის, იულიას გავლენას ბრალდებოდა, რომელიც შედეგად ციხეში ჩასვეს, ჰკითხავდნენ და აწამებდნენ.

1943 წელს, სტალინგრადთან დამანგრეველი დამარცხების შემდეგ, ნაცისტურმა რეჟიმმა სტალინს შესთავაზა, ჯუღაშვილი თავის რამდენიმე ტყვეში გადაეცვალა. თუმცა, როგორც სვეტლანა წერდა თავის მემუარებში, მამამისმა ეს არ გააკეთა.

ზუსტი ცნობები იაკობ ჯუღაშვილის ბედზე 1941 წლის 22 ივნისის შემდეგ არ არსებობს. გავრცელებული ვერსიის მიხედვით, ბელადის ვაჟმა 1930-იანი წლების შუალედში გადაწყვიტა ოფიცრობა და მოსკოვის საარტილერიო აკადემიაში ჩააბარა. ფრონტზე 1941 წლის 23 ივნისს გაგზავნეს. მალევე ის ალყაში მოექცა და დაიკარგა. თვის ბოლოს გერმანიამ ოფიციალურად გამოაცხადა სტალინის ვაჟის დატყვევების ამბავი.

ჯუღაშვილი 1943 წლის 14 აპრილს დაიღუპა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)