მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ულტიმატუმებით საუბარი ქვეყნისთვის მომგებიანი არ იქნება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ულტიმატუმებით საუბარი ქვეყნისთვის მომგებიანი არ იქნება

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან ულ­ტი­მა­ტუ­მე­ბით სა­უ­ბა­რი ქვეყ­ნის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა, - ეს გან­ცხა­დე­ბა კა­ხე­თის რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა, ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა გა­ზეთ "პრა­იმ ტა­ი­მის" პრესკლუბ­ში გა­ა­კე­თა, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტი­სად­მი პრე­მი­ე­რის ღია მი­მარ­თვას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო წე­რი­ლის ად­რე­სა­ტის პო­ზი­ცია იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ცხა­დია, რომ მიდ­გო­მა არას­წო­რია.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბით, პრე­ზი­დენ­ტმა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში პარ­ტი­ის და­მარ­ცხე­ბა პირ­ვე­ლი­ვე დღეს აღი­ა­რა, ასე­ვე, შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არ ჩა­ე­რია მთავ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში და ახალ უმ­რავ­ლე­სო­ბას ამ მხრივ სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მის­ცა, რაც ადას­ტუ­რებს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის ჩიხ­ში შეყ­ვა­ნა არ სურს.

"გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია ჩვენს მი­მართ გა­მოთ­ქმუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი, თით­ქოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად უშ­ლის ხელს უმ­რავ­ლე­სო­ბას და მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, საქ­მე გვაქვს იმ რე­ა­ლო­ბას­თან, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბებს ვერ ას­რუ­ლებს და ცდი­ლობს, სი­სუს­ტე ოპო­ნენ­ტებს გა­და­აბ­რა­ლოს", - აცხა­დებს ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი.

ამას­თან, რო­გორც კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი აცხა­დებს, პრობ­ლე­მას ვერ ხე­დავს სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა უმ­ცი­რე­სო­ბის წი­ნა­და­დე­ბე­ბი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის სამი მე­ო­თხე­დის პრინ­ცი­პით მი­ღე­ბას­თან და სა­გა­რეო კურ­სის უც­ვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

ზურაბ ჭიაბერაშვილი - ულტიმატუმებით საუბარი ქვეყნისთვის მომგებიანი არ იქნება

ზურაბ ჭიაბერაშვილი - ულტიმატუმებით საუბარი ქვეყნისთვის მომგებიანი არ იქნება

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ულტიმატუმებით საუბარი ქვეყნისთვის მომგებიანი არ იქნება, - ეს განცხადება კახეთის რეგიონის გუბერნატორმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გაზეთ "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში გააკეთა, სადაც პრეზიდენტისადმი პრემიერის ღია მიმართვას გამოეხმაურა.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო წერილის ადრესატის პოზიცია იქნება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ცხადია, რომ მიდგომა არასწორია.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებში პარტიის დამარცხება პირველივე დღეს აღიარა, ასევე, შესაძლებლობის მიუხედავად, არ ჩაერია მთავრობის ჩამოყალიბების პროცესში და ახალ უმრავლესობას ამ მხრივ სრული თავისუფლება მისცა, რაც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური პროცესის ჩიხში შეყვანა არ სურს.

"გაუმართლებელია ჩვენს მიმართ გამოთქმული ბრალდებები, თითქოს "ნაციონალური მოძრაობა" მიზანმიმართულად უშლის ხელს უმრავლესობას და მუშაობის საშუალებას არ აძლევს. სინამდვილეში კი, საქმე გვაქვს იმ რეალობასთან, რომ "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო დაპირებებს ვერ ასრულებს და ცდილობს, სისუსტე ოპონენტებს გადააბრალოს", - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ამასთან, როგორც კახეთის გუბერნატორი აცხადებს, პრობლემას ვერ ხედავს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესში იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება უმცირესობის წინადადებები, გადაწყვეტილებების სამი მეოთხედის პრინციპით მიღებასთან და საგარეო კურსის უცვლელობასთან დაკავშირებით.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა