პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟერარ დეპარდიემ კადიროვთან სტუმრობისას "ლეზგინკა" იცეკვა
ჟერარ დეპარდიემ კადიროვთან სტუმრობისას "ლეზგინკა" იცეკვა

ჩეჩ­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რამ­ზან კა­დი­როვ­მა ფრანგ მსა­ხი­ობ ჟერ­არ დე­პარ­დი­ეს, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო, ჩეჩ­ნე­თის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სი და 5-ოთა­ხი­ა­ნი ბი­ნის სა­ბუ­თე­ბი გა­დას­ცა.

ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კამ დე­პარ­დი­ეს "ცხე­ლი" დახ­ვედ­რა მო­უ­წყო. სა­ზე­ი­მო სა­ღა­მო­ზე, რო­მე­ლიც ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის ხელ­მძღვა­ნელ­მა რამ­ზან კა­დი­როვ­მა დე­პარ­დი­ეს პა­ტივ­სა­ცე­მად გა­მარ­თა, მსა­ხი­ობ­მა კარ­გად მო­ილ­ხი­ნა. დე­პარ­დი­ემ "ლეზ­გინ­კა" რეს­პუბ­ლი­კის პირ­ველ პირ­თან და მშვე­ნი­ერ ჩე­ჩენ ქალ­ბა­ტო­ნებ­თან ერ­თად იცეკ­ვა.

რამ­ზან კა­დი­რო­ვი, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, უცხო­ელ მომ­ღერ­ლებ­თან თუ მსა­ხი­ო­ბებ­თან მე­გობ­რო­ბი­თაც არის გან­თქმუ­ლი. მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბი მას ბო­ლოს 2011 წელს, და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გროზ­ნო­ში ეს­ტუმრნენ.

კა­დი­რო­ვის და­ბა­დე­ბის დღეს ცნო­ბი­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე ვა­ნე­სა მეი აფორ­მებ­და, ცე­რე­მო­ნი­ას კი ბელ­გი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი ჟან-კლოდ ვან დამი, ინ­გლი­სე­ლი მომ­ღე­რა­ლი სილი და ამე­რი­კე­ლი "ოს­კა­რო­სა­ნი" მსა­ხი­ო­ბი ჰი­ლა­რი სვონ­კი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

შე­გახ­სე­ნებთ, მსა­ხი­ობ­მა საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარი საფ­რან­გე­თის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ფრან­სუა ოლან­დის გამო თქვა. დე­პარ­დი­ემ ოლან­დის სა­გა­და­სა­ხა­დო რე­ფორ­მე­ბის გამო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა და სა­ცხოვ­რებ­ლის და ფრან­გუ­ლი პას­პორ­ტის ჩა­ბა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ჟერარ დეპარდიემ კადიროვთან სტუმრობისას "ლეზგინკა" იცეკვა

ჟერარ დეპარდიემ კადიროვთან სტუმრობისას "ლეზგინკა" იცეკვა

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა ფრანგ მსახიობ ჟერარ დეპარდიეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, ჩეჩნეთის საპატიო მოქალაქის სტატუსი და 5-ოთახიანი ბინის საბუთები გადასცა.

ჩეჩნეთის რესპუბლიკამ დეპარდიეს "ცხელი" დახვედრა მოუწყო. საზეიმო საღამოზე, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა დეპარდიეს პატივსაცემად გამართა, მსახიობმა კარგად მოილხინა. დეპარდიემ "ლეზგინკა" რესპუბლიკის პირველ პირთან და მშვენიერ ჩეჩენ ქალბატონებთან ერთად იცეკვა.

რამზან კადიროვი, რომელიც სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა, უცხოელ მომღერლებთან თუ მსახიობებთან მეგობრობითაც არის განთქმული. მსოფლიო ვარსკვლავები მას ბოლოს 2011 წელს, დაბადების დღის აღსანიშნავად გროზნოში ესტუმრნენ.

კადიროვის დაბადების დღეს ცნობილი მევიოლინე ვანესა მეი აფორმებდა, ცერემონიას კი ბელგიელი მსახიობი ჟან-კლოდ ვან დამი, ინგლისელი მომღერალი სილი და ამერიკელი "ოსკაროსანი" მსახიობი ჰილარი სვონკი ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, მსახიობმა საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის გამო თქვა. დეპარდიემ ოლანდის საგადასახადო რეფორმების გამო უკმაყოფილება გამოთქვა და საცხოვრებლის და ფრანგული პასპორტის ჩაბარება გადაწყვიტა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

რუსთაველის თეატრი რუსეთში, ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას - "ძალიან სასიამოვნოა, რომ მოსკოველ მაყურებელს შეგვიძლია ვუჩვენოთ ჩვენი სპექტაკლი"

ჯამი ჰერცი, მია ვასიკოვსკა, დები ოლსნებეი... - ვინ არიან მსოფლიოს უმდიდრესი ქალი მსახიობები

ჟან კლოდ ვანდამის ვაჟმა ცოლად აზერბაიჯანელი გოგონა მოიყვანა - აზერბაიჯანულ-ჰოლივუდური ქორწილის დეტალები