ჯეკ ნიკოლსონმა ჯენიფერ ლოურენსს უთხრა, რომ ყოფილ საყვარელს აგონებს

ჯეკ ნიკოლსონმა ჯენიფერ ლოურენსს უთხრა, რომ ყოფილ საყვარელს აგონებს

ჰოლივუდის ცოცხალი ლეგენდა 75 წლის ჯეკ ნიკოლსონი ასაკს არ ნებდება.

"ოსკარის" რიგით 85-ე დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონიის დასრულების შემდეგ ვარსკვლავები წვეულებაზე შეიკრიბნენ და ჟურნალისტებს საკუთარი ემოციები გაუზიარეს. 22 წლის ჯენიფერ ლოურენსს მსახიობისთვის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო - "საუკეთესო მსახიობი ქალის" წოდება მიანიჭეს და შესაბამისად, ჟურნალისტებისთვის ბევრი რამ დაუგროვდა სათქმელი.

ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, ჯენიფერთან ნიკოლსონი მივიდა, ჟურნალისტს შეკითხვა უცერემონიოდ შეაწყვეტინა და გოგონას ფლირტაობა დაუწყო. ვარსკვლავმა ახალგაზრდა კოლეგას უთხრა, რომ მისი განსახიერებული როლი ძალიან მოეწონა.

"კარგი ნამუშევარია, მომეწონა ფილმი. თქვენ ჩემს ყოფილ საყვარელს მაგონებთ", - უთხრა ნიკოლსონმა ჯენიფერს.

აღმოჩნდა, რომ ჯეკი ლოურენსის კერპია და საყვარელი მსახიობის კომპლიმენტებმა გოგონა დააბნია. "თქვენი ყველა ფილმი მომწონს", - განაცხადა ჯენიფერმა.

მომზადებულია accessatlanta.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება