პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახეთის კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
კახეთის კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის კა­ხე­თის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, მო­სა­მარ­თლე ლა­ბა­ზა დუ­იშ­ვილ­მა, 10 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს და მის ყო­ფილ უფ­როსს ზუ­რაბ ლა­ლი­აშ­ვილს, რო­მე­ლიც მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბა, ბიზ­ნეს­მე­ნი ალექ­სან­დრე მე­გუთ­ნიშ­ვი­ლი ცე­მა­ში, უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბა­ში, წა­მე­ბა­სა და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძის გი­რა­ო­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე მე­გუთ­ნიშ­ვი­ლი აპ­რო­ტეს­ტებს. მისი თქმით, და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძის 10 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გაშ­ვე­ბა მა­შინ, როცა მას ლორ­თქი­ფა­ნი­ძის გამო 130 000 აშშ დო­ლა­რის ზა­რა­ლი მი­ად­გა, და­ცინ­ვაა.

"შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი ვარ, მას­ხა­რად ამიგ­დეს, მარ­ტო 98 000 აშშ დო­ლა­რი ქე­შად მაქვს ლორ­თქი­ფა­ნი­ძის­თვის მი­ტა­ნი­ლი. ნა­ხე­ვა­რი თე­ლა­ვი და­ტე­რო­რე­ბუ­ლი ჰყავს. რი­გე­ბი იდგა კუდ­ში იმ ხალ­ხის, ეგე­ნი რომ იბა­რებ­დნენ და ატე­რო­რებ­დნენ. სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლებ­საც კი ეგე­ნი ნიშ­ნავ­დნენ და ათა­ვი­სუფ­ლებ­დნენ. რა პო­ლი­ცია, რის პო­ლი­ცია, უგ­ვირ­გვი­ნო მეფე იყო ეგ. ცი­ხე­ში ლორ­თქი­ფა­ნი­ძე შე­მო­დი­ო­და, მან­ქა­ნე­ბის ყიდ­ვა­ზე ეგ მი­თან­ხმდე­ბო­და და აცე­მი­ნებ­და ჩემს თავს, 8 პრა­დო იყი­დეო. თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დი, რომ ასე იქ­ნე­ბო­და. მო­სა­მარ­თლე ლა­ბა­ზა დუ­იშ­ვი­ლი ოდით­გან­ვე ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­ე­ბის ყურ­მოჭ­რი­ლი მო­ნაა. სა­სა­მარ­თლომ საქ­მის მა­სა­ლე­ბიც კი არ გა­მაც­ნო, იმის მი­უ­ხე­და­ვად რომ წე­რი­ლო­ბით მივ­მარ­თე," - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე მე­გუთ­ნიშ­ვილ­მა.

სრუ­ლი ვერ­სია

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კახეთის კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

კახეთის კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ლორთქიფანიძე, მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა, 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა. დავით ლორთქიფანიძეს და მის ყოფილ უფროსს ზურაბ ლალიაშვილს, რომელიც მიმალვაში იმყოფება, ბიზნესმენი ალექსანდრე მეგუთნიშვილი ცემაში, უკანონოდ დაკავებაში, წამებასა და დიდი რაოდენობით ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს.

დავით ლორთქიფანიძის გირაოთი გათავისუფლებას დაზარალებული ალექსანდრე მეგუთნიშვილი აპროტესტებს. მისი თქმით, დავით ლორთქიფანიძის 10 000 ლარიანი გირაოთი გაშვება მაშინ, როცა მას ლორთქიფანიძის გამო 130 000 აშშ დოლარის ზარალი მიადგა, დაცინვაა.

"შეურაცხყოფილი ვარ, მასხარად ამიგდეს, მარტო 98 000 აშშ დოლარი ქეშად მაქვს ლორთქიფანიძისთვის მიტანილი. ნახევარი თელავი დატერორებული ჰყავს. რიგები იდგა კუდში იმ ხალხის, ეგენი რომ იბარებდნენ და ატერორებდნენ. სოფლის რწმუნებულებსაც კი ეგენი ნიშნავდნენ და ათავისუფლებდნენ. რა პოლიცია, რის პოლიცია, უგვირგვინო მეფე იყო ეგ. ციხეში ლორთქიფანიძე შემოდიოდა, მანქანების ყიდვაზე ეგ მითანხმდებოდა და აცემინებდა ჩემს თავს, 8 პრადო იყიდეო. თავიდანვე ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. მოსამართლე ლაბაზა დუიშვილი ოდითგანვე ლორთქიფანიძეების ყურმოჭრილი მონაა. სასამართლომ საქმის მასალებიც კი არ გამაცნო, იმის მიუხედავად რომ წერილობით მივმართე," - განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა