პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავარი პროკურორი ვარაუდობს, რომ გიგი უგულავას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო უნდა იყოს
მთავარი პროკურორი ვარაუდობს, რომ გიგი უგულავას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო უნდა იყოს

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ გიგი უგუ­ლა­ვას მი­მართ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკა­ნო­ნო უნდა იყოს, - ამის შე­სა­ხებ კბი­ლაშ­ვილ­მა "პირ­ველ რა­დი­ოს­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ამა­ვე ეპი­ზოდ­ში პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს, რაც ლო­გი­კურ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას წარ­მო­შობს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში.

"სა­ნამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ვნა­ხავთ, მისი შე­ფა­სე­ბა არ არის მარ­თე­ბუ­ლი. ამი­ტომ, ვნა­ხავთ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და შემ­დგომ გა­ვა­კე­თებთ კო­მენ­ტარს მას­ზე. თუ ჩავ­თვლით, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკა­ნო­ნოა, გა­ვა­სა­ჩივ­რებთ და თუ ჩავ­თვლით, რომ არ არის უკა­ნო­ნო, არ გა­ვა­სა­ჩივ­რებთ. წი­ნას­წა­რი მო­საზ­რე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ჩვენ­ში იწ­ვევს ვა­რა­უდს, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკა­ნო­ნო უნდა იყოს, მით უფრო, რომ ამა­ვე ეპი­ზოდ­ში პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და სა­სა­მარ­თლომ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს. ეს რო­გორც მი­ნი­მუმ, ლო­გი­კურ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას წარ­მო­შობს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დღეს არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი (გიგი) უგუ­ლა­ვას მი­მართ გი­რა­ოს - მი­ლი­ო­ნი ლა­რის შე­ფარ­დე­ბის შე­სა­ხებ. დღეს­ვე, სა­სა­მარ­თლომ ზე­პი­რი მოს­მე­ნის გა­რე­შე გა­ნი­ხი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბის მხა­რეს ამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზეც უარი უთხრა.

"ტე­ლე­ი­მე­დის" საქ­მე­ში ბრალ­დე­ბულ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს კი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. "იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი თავს არი­დებს გა­მო­ძი­ე­ბას და სა­სა­მარ­თლოს და ამით ხელი ეშ­ლე­ბა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, სა­სა­მარ­თლოს მიერ ამ ნა­წილ­ში დაკ­მა­ყო­ფილ­და ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს შე­ე­ფარ­და პა­ტიმ­რო­ბა",-გან­მარ­ტეს სა­სა­მარ­თლო­ში.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა გა­ი­მარ­თე­ბა 2013 წლის 10 აპ­რილს 15.00 სა­ათ­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მთავარი პროკურორი ვარაუდობს, რომ გიგი უგულავას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო უნდა იყოს

მთავარი პროკურორი ვარაუდობს, რომ გიგი უგულავას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო უნდა იყოს

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ვარაუდობს, რომ გიგი უგულავას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო უნდა იყოს, - ამის შესახებ კბილაშვილმა "პირველ რადიოსთან" საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ამავე ეპიზოდში პატიმრობა შეეფარდა დავით კეზერაშვილს, რაც ლოგიკურ წინააღმდეგობას წარმოშობს სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

"სანამ გადაწყვეტილებას არ ვნახავთ, მისი შეფასება არ არის მართებული. ამიტომ, ვნახავთ ამ გადაწყვეტილებას და შემდგომ გავაკეთებთ კომენტარს მასზე. თუ ჩავთვლით, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, გავასაჩივრებთ და თუ ჩავთვლით, რომ არ არის უკანონო, არ გავასაჩივრებთ. წინასწარი მოსაზრება, რომელიც ჩვენ შეიძლება გვქონდეს წარდგენილი ბრალდების და დასაბუთებულობის თვალსაზრისით, ჩვენში იწვევს ვარაუდს, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონო უნდა იყოს, მით უფრო, რომ ამავე ეპიზოდში პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ დავით კეზერაშვილს. ეს როგორც მინიმუმ, ლოგიკურ წინააღმდეგობას წარმოშობს ამ გადაწყვეტილებაში", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი (გიგი) უგულავას მიმართ გირაოს - მილიონი ლარის შეფარდების შესახებ. დღესვე, სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. სასამართლომ ბრალდების მხარეს ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზეც უარი უთხრა.

"ტელეიმედის" საქმეში ბრალდებულ დავით კეზერაშვილს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. "იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული დავით კეზერაშვილი თავს არიდებს გამოძიებას და სასამართლოს და ამით ხელი ეშლება მართლმსაჯულების განხორციელებას, სასამართლოს მიერ ამ ნაწილში დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დავით კეზერაშვილს შეეფარდა პატიმრობა",-განმარტეს სასამართლოში.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2013 წლის 10 აპრილს 15.00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ