16 წლის პატარძალმა იმხელა კაბა შეუკვეთა, რომ საბოლოოდ ჯვრის დასაწერად ეკლესიაში ძლივს შევიდა.
კარლი ო'ბრაიენის მშობლება 25 000 ფუნტი გადაიხადეს ქალიშვილის საქორწინო სამოსისთვის, რომელიც ქსოვილის 30 ფენისგან შედგებოდა. კაბა 3000 ძვირფასი ქვით იყო მორთული, ჰქონდა 18 მეტრიანი შლეიფი და 160 კგ-ს იწონიდა. ასეთივე კაბა მოზარდმა მისი კერპის - ბრიტანელი მოდელის, ჯორდანის ქორწილში იხილა.
პატარძალს კაბის ჩასაცმელად 9 საათი დასჭირდა. სამოსის სიგანე 2.5 მეტრს აღწევდა. ამის გამო ეკლესიასთან მისული გოგონა, ტაძრის კარებში გაიჭედა. შესვლასა და საკურთხეველთან მისვლაში 16 წლის პატარძალს 20 სტუმრის დახმარება დასჭირდა.
საკურთხეველთან მისულმა კარლიმ შვებით ამოისუნთქა და თავდაჯერებული თანხმობა განაცხადა მის 17 წლის საქმროსთან ჭირსა და ლხინში თანაცხოვრებაზე.
ცერემონიის შემდეგ მეუღლემ გოგონა ეკლესიიდან 14 მეგობრის დახმარებით, ხელში აყვანილი გაიყვანა. როგორც კარლის და აცხადებს, გოგონას დაღლილობისგან თავად სიარული არ შეეძლო.
"მას სურდა ჯორდანზე დიდი და კარგი ქორწილი ჰქონოდა და მიიღო კიდეც", - განაცხადა კარლის დამ კრისტალმა.
მომზადებულია metro.co.uk-ის მიხედვით.