მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი პოლიტიკოსების უცნობი და ნაცნობი ქორწილის ფოტოები
ცნობილი პოლიტიკოსების უცნობი და ნაცნობი ქორწილის ფოტოები

"ქორ­წი­ლია ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტში" - არა, რე­ა­ლუ­რად ქორ­წი­ლი უფრო ადრე იყო და თა­ნაც, არა­ერ­თი... უბ­რა­ლოდ, ამ­ჯე­რად გა­დავ­წყვი­ტეთ, ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტის ბი­ნა­დარ­თა ქორ­წი­ლის ფო­ტო­ე­ბის­თვის გა­დაგ­ვევ­ლო თვა­ლი.

მარ­თა­ლია, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მო­ჯა­დო­ე­ბულ შე­ნო­ბას იშ­ვი­ა­თად სტუმ­რობს, მაგ­რამ ალ­ბათ ბევ­რს აღარ ახ­სოვს ის დრო, რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფო­ტო­ე­ბი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში სა­ერ­თოდ არ იძებ­ნე­ბო­და. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ახა­ლი გა­მო­ჩე­ნი­ლი იყო პო­ლი­ტი­კა­ში, რო­დე­საც ერთ-ერ­თმა მსა­ხი­ობ­მა ინ­ტერ­ვი­უს დროს მი­თხრა, შვი­ლიშ­ვილს ვთხოვ­დი, კომ­პი­უ­ტერ­ში იმ კა­ცის ფოტო ეპო­ვა, რო­მელ­მაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შიმ­ში­ლით სიკ­ვდილს გა­და­მარ­ჩი­ნა და ვერ პო­უ­ლობ­დაო. რო­დე­საც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ნა­წი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხუმ­რობ­და, რომ იმის­თვის წა­ვიდ­ნენ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ, ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობ­და თუ არა ადა­მი­ა­ნი-მე­ცე­ნა­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი.

დღეს ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე სავ­სეა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფო­ტო­ე­ბით. ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად პრე­სა ისე არ გა­მო­დის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ფოტო მი­ნი­მუმ სამი-ოთხი გა­მო­ცე­მის გა­რე­კან­ზე მა­ინც არ იყოს გა­მო­ტა­ნი­ლი. ივა­ნიშ­ვი­ლი იცი­ნის, გაბ­რა­ზე­ბუ­ლია, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, ბერა და მა­მა­მი­სი, ივა­ნიშ­ვი­ლი ქვე­და საც­ვლით... მოკ­ლედ, არ­ჩე­ვა­ნი დი­დია, მაგ­რამ დღემ­დე ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი რჩე­ბა მისი ცხოვ­რე­ბი­დან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი. მა­გა­ლი­თად, სად გა­იც­ნო და რო­გორ გან­ვი­თარ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი. რა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი გა­და­ლა­ხა წყვილ­მა, ან რო­გორ შე­აყ­ვა­რა თავი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მე­ო­რე ნა­ხე­ვარს. ჯერ კი­დევ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლამ­დე სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ივა­ნიშ­ვი­ლის ახალ­გაზ­რდო­ბის უც­ნო­ბი ფო­ტო­ე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა. ივა­ნიშ­ვი­ლი ჯინსში, გრძე­ლი თმით, პა­ტა­რა ბე­რას­თან ერ­თად, მშობ­ლებ­თან ერ­თად, მაგ­რამ არა­სო­დეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა სკო­ლის მოს­წავ­ლე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ფოტო. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მის კლა­სე­ლებს ინ­ტერ­ვი­უს მი­ცე­მა აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ და შე­სა­ბა­მი­სად, მისი ბავ­შვო­ბის­დრო­ინ­დე­ლი ფო­ტო­ე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით მე­დი­ამ ხელ­ში ვერ ჩა­იგ­დო.

თუმ­ცა ამ კუ­თხით სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა გა­სულ კვი­რას გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ორი ფოტო. ერ­თზე, რო­მე­ლიც ბე­რამ "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ივა­ნიშ­ვი­ლი-ხვე­დე­ლი­ძის ახალ­გაზ­რდა წყვი­ლი ბუ­ნე­ბა­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, ხოლო მე­ო­რე ფო­ტო­ზე, რომ­ლის ნამ­დვი­ლო­ბაც ჯერ­ჯე­რო­ბით და­უ­ზუს­ტე­ბე­ლია, მათი ქორ­წი­ლია აღ­ბეჭ­დი­ლი. თუ ეს ფოტო ნამ­დვი­ლია, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ქორ­წილ­ში თეთ­რი კოს­ტი­უ­მი­თა და თეთ­რი ფეხ­საც­მლით ყო­ფი­ლა შე­მო­სი­ლი, თეთრ კა­ბა­ში ჩაც­მუ­ლი ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძე კი სა­ფირ­მო "ჩოლ­კის" გა­რე­შე პირ­ვე­ლად ვი­ხი­ლეთ.

ლურ­ჯი კაბა ეცვა სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში ვიცე-სპი­კერ მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძეს. პარ­ლა­მენ­ტარ­მა ქალ­ბა­ტონ­მა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მა­ლე­ვე მე­ო­რედ შექ­მნა ოჯა­ხი და სა­კუ­თა­რი ბედი ბავ­შვო­ბის სიყ­ვა­რულს ზაზა გო­გი­ჩა­იშ­ვილს და­უ­კავ­ში­რა. მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს.

პარ­ლა­მენ­ტარ­მა ზუ­რაბ აბა­ში­ძემ 2011 წლის ნო­ემ­ბერ­ში ჯვა­რი პრო­ფე­სი­ით ექიმ თე­ო­ნა ბე­ნაშ­ვილ­ზე და­ი­წე­რა. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი სა­ერ­თო სა­მე­გობ­რო წრე­ში გა­იც­ნო და მი­უ­ხე­და­ვად თერ­თმეტ­წ­ლი­ა­ნი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბი­სა, ზუ­რაბ­მა საყ­ვა­რე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის გული ად­ვი­ლად მო­ი­გო. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ყო­ველ­ღა­მე მე­სი­ჯობ­დნენ, ზურა თე­ო­ნას ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბი­თაც ანე­ბივ­რებ­და.

ბო­ლოს კი ურ­თი­ერ­თო­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი სახე მის­ცეს, პო­ლი­ტი­კო­სი აბა­ში­ძე სა­ცო­ლის მა­მას სახ­ლში ტრა­დი­ცი­ე­ბის დაც­ვით ეს­ტუმ­რა და შვი­ლის ხელი სთხო­ვა. ზუ­რას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი შვი­ლი ჰყავს - 7 წლის ბიჭი და 5 წლის გო­გო­ნა. მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ანი მუ­სე­ლი­ა­ნი, მე­ო­რე­დაა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. თე­ო­ნა ბე­ნაშ­ვი­ლის­თვი­საც ზუ­რაბ აბა­ში­ძეს­თან ქორ­წი­ნე­ბა მე­ო­რეა. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან მას 8 წლის ვაჟი ჰყავს. თე­ო­ნა ამ­ჟა­მად ორ­სუ­ლა­დაა და წყვი­ლი პირ­ველ სა­ერ­თო ბავ­შვს ელო­დე­ბა.

გიგა ბო­კე­რი­ამ და თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა ჯვა­რი რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ი­წე­რეს. რო­გორც ფო­ტო­ზე ჩანს, ბო­კე­რი­ას ერთ-ერთი მეჯ­ვა­რე ქა­ლა­ქის მერი გიგი უგუ­ლა­ვა გახ­ლდათ. ბო­კე­რია-ჩერ­გო­ლე­იშ­ვილს წყვილს შე­უღ­ლე­ბამ­დე უკვე ჰქონ­დათ ოჯა­ხე­ბი. გი­გას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე "პირ­ვე­ლი არ­ხის" ჟურ­ნა­ლის­ტი გახ­ლდათ, რო­მელ­თა­ნაც ერთი ვაჟი ჰყავს - ლე­ვან ბო­კე­რია, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს. ერთი შვი­ლი ჰყავს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ასე­ვე თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, ვინ­მე კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი, მეტ­სა­ხე­ლად "კო­კო­შა" ყო­ფი­ლა. ბო­კე­რია-ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი - კესო ბო­კე­რია ჰყავს.

სკან­და­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა რამ­დე­ნი­მე წლის წინ უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის ქორ­წი­ნე­ბა, რად­გან პო­ლი­ტი­კო­სი მე­უღ­ლე­ზე 30 წლით, ხოლო სი­დედრზე რამ­დე­ნი­მე წლით უფ­რო­სი გახ­ლდათ. ფარ­მა­ცევ­ტი სოფო ფარ­ცხა­ლა­ძე ერთ-ერთ აფ­თი­აქ­ში წამ­ლის სა­ყიდ­ლად შე­სულ­მა გა­იც­ნო. სო­ფომ იმ­დე­ნად მო­ხიბ­ლა პო­ლი­ტი­კო­სი, რომ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ფარ­მა­ცევ­ტის ტე­ლე­ფონ­ზე ზარი გა­ის­მა და ყვე­ლა­ფე­რი შეხ­ვედ­რე­ბით გაგ­რძელ­და. წყვილ­მა ორ თვე­ში იქორ­წი­ნა და დღეს უკვე ორ შვილს ზრდი­ან.

ქეთი მე­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ცნობილი პოლიტიკოსების უცნობი და ნაცნობი ქორწილის ფოტოები

ცნობილი პოლიტიკოსების უცნობი და ნაცნობი ქორწილის ფოტოები

"ქორწილია ქუთაისის პარლამენტში" - არა, რეალურად ქორწილი უფრო ადრე იყო და თანაც, არაერთი... უბრალოდ, ამჯერად გადავწყვიტეთ, ქუთაისის პარლამენტის ბინადართა ქორწილის ფოტოებისთვის გადაგვევლო თვალი.

მართალია, პრემიერ-მინისტრი მოჯადოებულ შენობას იშვიათად სტუმრობს, მაგრამ ალბათ ბევრს აღარ ახსოვს ის დრო, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ფოტოები ინტერნეტსივრცეში საერთოდ არ იძებნებოდა. ბიძინა ივანიშვილი ახალი გამოჩენილი იყო პოლიტიკაში, როდესაც ერთ-ერთმა მსახიობმა ინტერვიუს დროს მითხრა, შვილიშვილს ვთხოვდი, კომპიუტერში იმ კაცის ფოტო ეპოვა, რომელმაც წლების განმავლობაში შიმშილით სიკვდილს გადამარჩინა და ვერ პოულობდაო. როდესაც პრემიერ-მინისტრმა პირველი საჯარო პრესკონფერენცია გამართა, ჟურნალისტების ნაწილი სოციალურ ქსელში ხუმრობდა, რომ იმისთვის წავიდნენ პრესკონფერენციაზე, დარწმუნებულიყვნენ, ნამდვილად არსებობდა თუ არა ადამიანი-მეცენატი ბიძინა ივანიშვილი.

დღეს ინტერნეტსივრცე სავსეა ბიძინა ივანიშვილის ფოტოებით. ყოველკვირეულად პრესა ისე არ გამოდის, პრემიერ-მინისტრის ფოტო მინიმუმ სამი-ოთხი გამოცემის გარეკანზე მაინც არ იყოს გამოტანილი. ივანიშვილი იცინის, გაბრაზებულია, მეუღლესთან ერთად, ბერა და მამამისი, ივანიშვილი ქვედა საცვლით... მოკლედ, არჩევანი დიდია, მაგრამ დღემდე ბურუსით მოცული რჩება მისი ცხოვრებიდან ბევრი საინტერესო დეტალი. მაგალითად, სად გაიცნო და როგორ განვითარდა ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სიყვარულის ამბავი. რა წინააღმდეგობები გადალახა წყვილმა, ან როგორ შეაყვარა თავი პრემიერ-მინისტრმა მეორე ნახევარს. ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე სოციალურ ქსელებში ივანიშვილის ახალგაზრდობის უცნობი ფოტოები გამოქვეყნდა. ივანიშვილი ჯინსში, გრძელი თმით, პატარა ბერასთან ერთად, მშობლებთან ერთად, მაგრამ არასოდეს გამოქვეყნებულა სკოლის მოსწავლე პრემიერ-მინისტრის ფოტო. როგორც ამბობენ, მის კლასელებს ინტერვიუს მიცემა აკრძალული აქვთ და შესაბამისად, მისი ბავშვობისდროინდელი ფოტოები ჯერჯერობით მედიამ ხელში ვერ ჩაიგდო.

თუმცა ამ კუთხით საინტერესო აღმოჩნდა გასულ კვირას გამოქვეყნებული ორი ფოტო. ერთზე, რომელიც ბერამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, ივანიშვილი-ხვედელიძის ახალგაზრდა წყვილი ბუნებაშია გადაღებული, ხოლო მეორე ფოტოზე, რომლის ნამდვილობაც ჯერჯერობით დაუზუსტებელია, მათი ქორწილია აღბეჭდილი. თუ ეს ფოტო ნამდვილია, პრემიერ-მინისტრი ქორწილში თეთრი კოსტიუმითა და თეთრი ფეხსაცმლით ყოფილა შემოსილი, თეთრ კაბაში ჩაცმული ეკატერინე ხვედელიძე კი საფირმო "ჩოლკის" გარეშე პირველად ვიხილეთ.

ლურჯი კაბა ეცვა საკუთარ ქორ­წილში ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს. პარლამენტარმა ქალბატონმა არჩევნების შემდეგ მალევე მეორედ შექმნა ოჯახი და საკუთარი ბედი ბავშვობის სიყვარულს ზაზა გოგიჩაიშვილს დაუკავშირა. მანანა კობახიძეს პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს.

პარლამენტარმა ზურაბ აბაშიძემ 2011 წლის ნოემბერში ჯვარი პროფესი­ით ექიმ თეონა ბენაშვილზე დაიწერა. წყვილმა ერთმანეთი საერთო სამეგობრო წრეში გაიცნო და მიუხედავად თერთმეტწლიანი ასაკობრივი სხვაობისა, ზურაბმა საყვარელი ქალბატონის გული ადვილად მოიგო. შეყვარებულები ყოველღამე მესიჯობდნენ, ზურა თეონას ძვირფასი საჩუქრებითაც ანებივრებდა.

ბოლოს კი ურთიერთობას სერიოზული სახე მისცეს, პოლიტიკოსი აბაშიძე საცოლის მამას სახლში ტრადიციების დაცვით ესტუმრა და შვილის ხელი სთხოვა. ზურას პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს - 7 წლის ბიჭი და 5 წლის გოგონა. მისი ყოფილი მეუღლე, ანი მუსელიანი, მეორედაა დაოჯახებული. თეონა ბენაშვილისთვისაც ზურაბ აბაშიძესთან ქორწინება მეორეა. პირველი ქორწინებიდან მას 8 წლის ვაჟი ჰყავს. თეონა ამჟამად ორსულადაა და წყვილი პირველ საერთო ბავშვს ელოდება.

გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა ჯვარი რამდენიმე წლის წინ დაიწერეს. როგორც ფოტოზე ჩანს, ბოკერიას ერთ-ერთი მეჯვარე ქალაქის მერი გიგი უგულავა გახლდათ. ბოკერია-ჩერგოლეიშვილს წყვილს შეუღლებამდე უკვე ჰქონდათ ოჯახები. გიგას პირველი მეუღლე "პირველი არხის" ჟურნალისტი გახლდათ, რომელთანაც ერთი ვაჟი ჰყავს - ლევან ბოკერია, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ერთი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან ასევე თამარ ჩერგოლეიშვილს. როგორც ამბობენ, მისი პირველი მეუღლე კრიმინალური ავტორიტეტი, ვინმე კოპალეიშვილი, მეტსახელად "კოკოშა" ყოფილა. ბოკერია-ჩერგოლეიშვილის წყვილს საერთო შვილი - კესო ბოკერია ჰყავს.

სკანდალური აღმოჩნდა რამდენიმე წლის წინ უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძის ქორწინება, რადგან პოლიტიკოსი მეუღლეზე 30 წლით, ხოლო სიდედრზე რამდენიმე წლით უფროსი გახლდათ. ფარმაცევტი სოფო ფარცხალაძე ერთ-ერთ აფთიაქში წამლის საყიდლად შესულმა გაიცნო. სოფომ იმდენად მოხიბლა პოლიტიკოსი, რომ რამდენიმე საათში ფარმაცევტის ტელეფონზე ზარი გაისმა და ყველაფერი შეხვედრებით გაგრძელდა. წყვილმა ორ თვეში იქორწინა და დღეს უკვე ორ შვილს ზრდიან.

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"