პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახმეტის გამგებელმა საკრებულოს თავმჯდომარის შვილი დაასაქმა
ახმეტის გამგებელმა საკრებულოს თავმჯდომარის შვილი დაასაქმა

ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის ტუ­რიზ­მის, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლად, ახ­მე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­ჯდო­მა­რის, ზა­ქა­რია ქინ­ქლა­ძის შვი­ლი, ნა­თია ქინ­ქლა­ძე და­ი­ნიშ­ნა. რო­გორც "ჰე­რეთ­მა" გა­არ­კვია, ნა­თია ქინ­ქლა­ძე ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის, ტუ­რიზ­მის ფა­კულ­ტე­ტის მე­ო­თხე კურ­სის სტუ­დენ­ტია.

ახ­მე­ტის გამ­გებ­ლის, ბექა ბა­ი­და­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, ნა­თია ქინ­ქლა­ძე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რია და ამ მხრივ, მას შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბაც აქვს. "ყვე­ლა, ვინც ახ­მე­ტა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ინიშ­ნე­ბა, მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლია და ისი­ნი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში კონ­კურსს გა­ივ­ლი­ან", - აღ­ნიშ­ნა ბე­ქა­ურ­მა.

"რა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით მოხ­და ჩემი შვი­ლის და­ნიშ­ვნა ვერ გე­ტყვით, მე არა­ფერ­ში ჩავ­რე­ულ­ვარ. ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რით და­ნიშ­ვნა და კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბა იქ­ნე­ბო­და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მას ჩემს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ორ­გა­ნო­ში და­ვა­საქ­მებ­დი. მე საკ­რე­ბუ­ლო­ში ვმუ­შა­ობ, ხოლო ტუ­რიზ­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი გამ­გე­ო­ბას ეკუთ­ვნის. ეს კა­ნონ­დარ­ღვე­ვად ვერ ჩა­ით­ვლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­ჯდო­მა­რემ ზა­ქა­რია ქინ­ქლა­ძემ.

სრუ­ლი ვერ­სია

რა­დიო "ჰე­რე­თი"

ახმეტის გამგებელმა საკრებულოს თავმჯდომარის შვილი დაასაქმა

ახმეტის გამგებელმა საკრებულოს თავმჯდომარის შვილი დაასაქმა

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის, საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად, ახმეტის საკრებულოს თავჯდომარის, ზაქარია ქინქლაძის შვილი, ნათია ქინქლაძე დაინიშნა. როგორც "ჰერეთმა" გაარკვია, ნათია ქინქლაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტურიზმის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია.

ახმეტის გამგებლის, ბექა ბაიდაურის განმარტებით, ნათია ქინქლაძე კვალიფიციური კადრია და ამ მხრივ, მას შესაბამისი გამოცდილებაც აქვს. "ყველა, ვინც ახმეტაში თანამდებობაზე ინიშნება, მოვალეობის შემსრულებელია და ისინი უახლოეს პერიოდში კონკურსს გაივლიან", - აღნიშნა ბექაურმა.

"რა კვალიფიკაციით მოხდა ჩემი შვილის დანიშვნა ვერ გეტყვით, მე არაფერში ჩავრეულვარ. ნათესაური კავშირით დანიშვნა და  კანონსაწინააღმდეგო ქმედება იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მას ჩემს დაქვემდებარებაში არსებულ ორგანოში დავასაქმებდი. მე საკრებულოში ვმუშაობ, ხოლო ტურიზმის საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური გამგეობას ეკუთვნის. ეს კანონდარღვევად ვერ ჩაითვლება", - განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ ზაქარია ქინქლაძემ.

სრული ვერსია

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა