პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ანებივრებს კომპლიმენტებით ნატალია ბერეჟიანს
ვინ ანებივრებს კომპლიმენტებით ნატალია ბერეჟიანს

მსა­ხი­ო­ბი ნა­ტა­ლია ბე­რე­ჟი­ა­ნი მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წევ­რი გახ­და, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში კი მიწ­ვე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბის სტა­ტუ­სით თა­მა­შობს. გარ­და ამი­სა, მუ­შა­ობს "ღა­მის შოუს" სტუ­დი­ის გა­და­ცე­მა­ში "რომ გა­დახ­ვალ გა­ა­ჩე­რე". მი­უ­ხე­და­ვად წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რი­სა, მისი გმი­რი ცი­ცი­ნო სე­რი­ალ­ში "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" მა­ყუ­რებ­ლის­თვის და­უ­ვი­წყა­რი აღ­მოჩ­ნდა. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, გუ­რუ­ლი გე­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ის, რომ ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან სწრა­ფად აკე­თებს. სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში დე­დამ­თი­ლი ეხ­მა­რე­ბა, თუმ­ცა, როცა დრო აქვს, თა­ვა­დაც არ იშუ­რებს ძა­ლას და ენერ­გი­ას, რომ ოჯახს ასი­ა­მოვ­ნოს. ქმარ­ზე, შვილ­ზე, კა­რი­ე­რა­სა და თა­ვის მო­მა­ვალ­ზე ნა­ტა­ლია გვე­სა­უბ­რე­ბა.

დილა

- თუ დი­ლით სად­მე წა­სას­ვლე­ლი არ ვარ, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­ძი­ნებ 12 სა­ა­თამ­დე, და­ახ­ლო­ე­ბით 8 სა­ა­თი უნდა მე­ძი­ნოს, რომ კარ­გად გა­მო­ძი­ნე­ბულ­მა გა­ვიღ­ვი­ძო, თუ 6 ან 7 სა­ა­თი მძი­ნავს, ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვდგე­ბი, რად­გან ვიცი, ეს ჩემ­თვის საკ­მა­რი­სი არ არის. ჩემი დე­დამ­თი­ლი, ხა­თუ­ნა, ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ჩემს შვილს, რო­მე­ლიც ადრე დგე­ბა და სკო­ლა­ში წა­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბა, აცი­ლებს და ყვე­ლა­ნა­ი­რად ზრუ­ნავს მას­ზე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძილი მიყ­ვარს, თვა­ლის გა­ხე­ლის­თა­ნა­ვე ვდგე­ბი და მა­ლე­ვე ვფხიზ­ლდე­ბი, მო­წეს­რი­გე­ბის შემ­დეგ კი ყა­ვას მი­ვირ­თმევ.

გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვა

- სარ­კეს­თან დიდ­ხანს ტრი­ა­ლი არ მიყ­ვარს, ცოტა დრო მჭირ­დე­ბა მო­სა­წეს­რი­გებ­ლად, ერთ სა­ათ­ში ვას­წრებ ბა­ნა­ო­ბას, თმის გაშ­რო­ბა-და­ყე­ნე­ბას, ჩაც­მას და გას­ვლას. მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი არას­დროს გავ­დი­ვარ სახ­ლი­დან, თუმ­ცა ამა­ზე ბევრ დროს არ ვხარ­ჯავ. თუ სად­მე გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გი­ლას, მა­გა­ლი­თად ქორ­წილ­ში მივ­დი­ვარ, შე­იძ­ლე­ბა მეტი დრო და­ვუთ­მო მა­კი­აჟს. ყო­ველ­დღი­უ­რად არ ვი­ღე­ბე­ბი, ისე­დაც მი­წევს გრი­მის და ვი­ზა­ჟის გა­კე­თე­ბა და გან­ვიც­დი, რომ ამით კანი ზი­ან­დე­ბა, ამი­ტომ არა­სა­მუ­შაო დღე­ებ­ში ვცდი­ლობ, ამ მხრივ და­ვის­ვე­ნო, ყო­ველ­დღი­უ­რად შე­იძ­ლე­ბა მაქ­სი­მუმ ტუში წა­ვის­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა ვარ­ცხნი­ლო­ბას, უკვე დიდი ხა­ნია მოკ­ლედ ვა­ტა­რებ თმას, ამა­ზე ბევ­რად მოკ­ლე­დაც მქო­ნია, თხე­ლი თმა მაქვს, რომ ვიზ­რდი, ვე­რა­ფერს ვუ­ხერ­ხებ, გაშ­ლი­ლიც არ მიხ­დე­ბა. ისე, ჩემი აზ­რით, გაშ­ლი­ლი თმა ლა­მა­ზი მა­ში­ნაა, როცა სქე­ლი და ჯან­მრთე­ლია, მე კი და­ვარ­დნი­ლი და თხე­ლი თმა მაქვს, ამი­ტომ მოკ­ლე ვარ­ცხნი­ლო­ბა ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლია. როცა ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვარ, გან­წყო­ბას გა­რეგ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა მი­უმ­ჯო­ბე­სებს. როცა არ გაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, წახ­ვი­დე მა­ღა­ზი­ებ­ში და ბევ­რი რა­ღაც იყი­დო, მარ­ტი­ვი გა­და­წყვე­ტაა, წახ­ვი­დე სა­ლონ­ში და თმა შე­იჭ­რა, ამ­ბო­ბენ კი­დეც, ამ დროს თმას უარ­ყო­ფით ემო­ცი­ას ატა­ნო, არ ვიცი, მე რას ვა­ტან, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ცვლი­ლე­ბა ჩემ­ზე კარ­გად მოქ­მე­დებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ ვარ ის ტიპი, სა­ლონ­ში ჯდო­მა, ყა­ვის სმა და ჭო­რა­ო­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბას რომ ანი­ჭებ­დეს.

წონა და ვარ­ჯი­ში

რაც შე­ე­ხე­ბა წო­ნას, სულ მგო­ნია, რომ პუტ­კუ­ნა ვარ და ვცდი­ლობ, ცოტა და­ვიკ­ლო. მით უმე­ტეს, რომ ეკ­რან­სა და სცე­ნა­ზე იმა­ზე მეტი წო­ნის ჩან­ხარ, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რად ხარ, ამი­ტომ სულ წო­ნის კონ­ტრო­ლი მი­წევს. ამას­თან, ვი­მა­ტებ ძა­ლი­ან სწრა­ფად და სწრა­ფად­ვე ვხდე­ბი. სამი დღე გემ­რი­ე­ლად რომ მი­ვირ­თვა, შე­სამ­ჩნე­ვად მე­ტყო­ბა და თუ არ შევ­ჭამ, ესეც აი­სა­ხე­ბა ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­ზე. ძა­ლი­ან მინ­და ვარ­ჯი­ში, მაგ­რამ თავს ვერ ვა­ბამ. მან­ქა­ნა არ მყავს, ვცხოვ­რობ მცხე­თის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც ტრან­სპორ­ტი არ და­დის და ამის გამო ცოტა არ იყოს მე­ზა­რე­ბა. ამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბით ვა­წყდე­ბი მე­ო­რე პრობ­ლე­მა­საც, თუ და­ვი­წყებ ვარ­ჯიშს, უნდა ავი­ღო თა­ვი­სუ­ფა­ლი გრა­ფი­კის აბო­ნე­მენ­ტი, რად­გან წი­ნას­წარ არას­დროს ვიცი, რო­დის მექ­ნე­ბა გა­და­ღე­ბა, რე­პე­ტი­ცია ან რო­დის მი­ვალ სახ­ლში, ჩემ­თვის ყო­ველ­თვის უც­ნო­ბია მე­ო­რე დღის გან­რი­გი.

სა­მო­სი

ჩემი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი სა­მო­სი შარ­ვა­ლი და ზო­გა­დად ჯინ­სია. ქვე­და­ბო­ლო იშ­ვი­ა­თად მაც­ვია, მიყ­ვარს ფარ­თო, მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი სა­მო­სი, რო­მე­ლიც არ მა­წუ­ხებს, იშ­ვი­ა­თად ვიც­ვამ ქუს­ლი­ა­ნებ­საც, უფრო კე­დებს ან ბა­თინ­კებს ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას, მოკ­ლედ, თა­ვი­სუ­ფალ სტილ­ში ვიც­ვამ, მაგ­რამ მიყ­ვარს აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­მა­ჯუ­რე­ბი და ბეჭ­დე­ბი, ადრე ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ყელ­სა­ბა­მე­ბი, მაგ­რამ ახლა ვე­ღარ ვი­კე­თებ, რად­გან ყო­ველ­დღი­უ­რად ისე მაც­ვია, რომ ყელ­სა­ბა­მი ამო­ვარ­დნი­ლი იქ­ნე­ბა ჩემი სტი­ლი­დან. რაც შე­ხე­ბა სა­ყუ­რე­ებს, მომ­წონს, მაგ­რამ ოქ­როს გარ­და ყვე­ლა­ფე­რი ყურს მი­ღი­ზი­ა­ნებს, ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გარ­და, არ ვი­კე­თებ.

ნა­ტა­ლია - მე­ო­ჯა­ხე

- მშვე­ნი­ე­რი მე­ო­ჯა­ხე ვარ (იცი­ნის), უს­წრა­ფე­სად შე­მიძ­ლია და­ლა­გე­ბა, საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა, ეტყო­ბა, გუ­რუ­ლი გენი მეხ­მა­რე­ბა ამა­ში. ვერ ვი­ტან არე­უ­ლო­ბას, ამი­ტომ ყო­ველ­თვის სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ვა­ლა­გებ. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ დე­დამ­თილ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ, სა­დი­ლე­ბის გა­კე­თე­ბა მას აქვს აღე­ბუ­ლი სა­კუ­თარ თავ­ზე, ამ მხრივ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვარ, ხა­თუ­ნა ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ როცა სახ­ლში ვარ, ვცდი­ლობ, ის შრო­მა ავუ­ნა­ზღა­უ­რო, რა­საც ჩემი შვი­ლი­სა და ოჯა­ხის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის სწევს.

შვი­ლი

- და­თუ­ნა 7 წლი­საა, და­დის სკო­ლა­ში, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე, ახლა ფეხ­ბურთზე უნდა შეს­ვლა. მინ­და, სულ დატ­ვირ­თუ­ლი იყოს, რად­გან კომ­პი­უ­ტერ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყო­ველ­დღი­უ­რად მძი­მე ბრძო­ლა გვაქვს. მგო­ნი, ეს პრობ­ლე­მა დღე­ვან­დე­ლი თა­ო­ბის ყვე­ლა ბავ­შვსა და მშო­ბელს აქვს, ჭი­და­ო­ბა სჭირ­დე­ბა კომ­პი­უ­ტე­რის გა­მორ­თვა­ზე, და­კა­ვე­ბუ­ლი რომ იქ­ნე­ბა, ცოტა დრო დარ­ჩე­ბა კომ­პი­უ­ტე­რის­თვის და ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლი ვიქ­ნე­ბით. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან ცელ­ქი იყო, მაგ­რამ ახლა დამ­შვიდ­და, რაც მთა­ვა­რია, არ არის უზ­რდე­ლი და თავ­ხე­დი. ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან მხო­ლოდ ჩემი ეში­ნია, კომ­პი­უ­ტერ­თან და­კავ­ში­რე­ბით წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას მი­წევს ხოლ­მე, მაგ­რამ თუ წა­მოვ­დე­ქი, იცის, რომ მა­შინ­ვე უნდა გა­მორ­თოს. ...ჩემს ისეთ სპექ­ტაკ­ლებს ყო­ველ­თვის ეს­წრე­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვმა ნა­ხოს, გიზო ჟორ­და­ნი­ას "რე­ვი­ზორ­ზე" იყო, რო­მე­ლიც ორ სა­ათს გაგ­რძელ­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა, ბო­ლოს მი­თხრა, ისე მო­მე­წო­ნა, მთე­ლი სპექ­ტაკ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირი მქონ­და ღიაო. ცოტა ეჭ­ვი­ა­ნია, ვი­ღაც ბიჭ­მა სცე­ნა­ზე ფეხ­ზე რომ გა­კო­ცა და­ვი­ნა­ხეო, აღ­ნიშ­ნა ეს ფაქ­ტი, რად­გან იეჭ­ვი­ა­ნა, ალ­ბათ ნელ-ნელა ყვე­ლა­ფერს შე­ეჩ­ვე­ვა. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან მოვ­წონ­ვარ ქა­ლურ სა­მოს­ში, რო­დე­საც გა­და­ღე­ბი­დან ვბრუნ­დე­ბი და მაქვს მა­კი­ა­ჟი, აუ­ცი­ლებ­ლად აღ­ნიშ­ნავს, რა ლა­მა­ზად გაქვს თვა­ლე­ბიო, იმ იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვა­ში, როცა ქვე­და­ბო­ლო მაც­ვია, აუ­ცი­ლებ­ლად მე­უბ­ნე­ბა კომ­პლი­მენტს. მა­ღა­ზი­ა­ში ერ­თად რომ შევ­დი­ვართ, დარ­ბის და ტან­საც­მელს მირ­ჩევს, ძი­რი­თა­დად ბრჭყვი­ა­ლა რა­ღა­ცე­ბი მო­აქვს, რაც მე არ მომ­წონს. არ არ­სე­ბობს, სად­მე გა­მოპ­რან­ჭუ­ლი წა­ვი­დე და ეს და­თუ­ნას გა­მო­ე­პა­როს, აუ­ცი­ლებ­ლად მე­უბ­ნე­ბა კომ­პლი­მენტს.

რა­ტომ არ აქვს "ფე­ის­ბუ­ქი"

- მე და კომ­პი­უ­ტე­რი ძა­ლი­ან შო­რის ვართ ერ­თმა­ნე­თის­გან, არც "ფე­ის­ბუ­ქი" მაქვს, არა­და, სულ ისეთ გა­რე­მო­ში ვარ, სა­დაც ძი­რი­თა­დად ამა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. გუ­შინ მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ ჩემ­თან, ეჭი­რათ ტე­ლე­ფო­ნე­ბი და ამ­ბობ­დნენ, ამან ის მომ­წე­რა, იმან ასე­თი ფოტო დადო, სხვამ რა­ღაც და­ა­ლა­ი­ქაო. უცებ რა­ღაც ის­ტო­რი­ის მო­ყო­ლა და­ი­წყეს და ერ­თმენთს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, ნახე, რა აც­ვია იმ გო­გოს ახალ ფო­ტო­ებ­ზეო? შე­ვარ­დნენ ვი­ღა­ცის "ფე­ის­ბუქ­ში" და და­ი­წყეს და­ცინ­ვა, სწო­რედ მა­შინ ვთქვი, აი, რა კარ­გია, რომ "ფე­ის­ბუ­ქი" არ მაქვს-მეთ­ქი, ვე­რას­დროს ვე­რა­ვინ შე­მო­ვა ჩემს გვერ­დზე და ვე­რა­ვინ ნა­ხავს, რა მაც­ვია, სად ვი­ყა­ვი და რა ვჭა­მე. მე მი­მაჩ­ნია, რომ "ფე­ის­ბუ­ქი" უნდა გქონ­დეს სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად და არა იმის­თვის, რის­თვი­საც 90% აქვს. პი­რა­დად მე ინ­ფორ­მა­ცი­ას უფრო ტე­ლე­ვი­ზი­ით ვი­ღებ. რო­დე­საც მე­უბ­ნე­ბი­ან, სცე­ნარს გად­მო­გიგ­ზავ­ნი­თო და ვამ­ბობ, მე­ი­ლი არ მაქვს-მეთ­ქი, ალ­ბათ ფიქ­რო­ბენ, ცოტა ავად­მყო­ფი­აო (იცი­ნის) მერე ვრე­კავ ჩემს მე­უღ­ლეს­თან, ვთხოვ მომ­წე­როს მე­ი­ლის მი­სა­მარ­თი და იქ ვაგ­ზავ­ნი­ნებ ჩემ­თვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას, სა­ღა­მოს, სა­ნამ აკო არ მოვა სახ­ლში და არ გად­მო­მი­ტანს დეს­კტოპ­ზე, მა­ნამ­დე ვერ ვეც­ნო­ბი ვე­რა­ფერს. სხვა­თა შო­რის, ახლა უკვე მაქვს მე­ი­ლი, მაგ­რამ არც შეს­ვლა ვიცი და არც გა­მოს­ვლა, აკოს გა­რე­შე ჯერ ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად ვის­წავ­ლი.

მე­უღ­ლე

- ჩემი მე­უღ­ლე გახ­ლავთ 31 წლის აკო და­ვი­თუ­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად უმუ­შე­ვა­რია და ძი­ე­ბის პრო­ცეს­შია, იმე­დია, რა­მეს იპო­ვის. ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას და­დე­ბი­თად აფა­სებს, ალ­ბათ არ გიჟ­დე­ბა და არ უხა­რია, როცა თა­ვის ცოლს ანეკ­დოტ­გა­მოშ­ვე­ბით სხვა­დას­ხვა კაც­თან ლო­გინ­ში ხე­დავს, მაგ­რამ ამა­ზე მწვა­ვე რე­აქ­ცია არ აქვს და პრობ­ლე­მას არ მიქ­მნის. ქორ­წი­ნე­ბის პირ­ვე­ლი წელი ყვე­ლა წყვი­ლის­თვის რთუ­ლია, რად­გან, როცა ორი სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რე­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი იწყებს ერ­თად ცხოვ­რე­ბას, აუ­ცი­ლებ­ლად აწყდე­ბი­ან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, ჩვენ­თა­ნაც ასე იყო, თა­ვი­დან ჰქონ­და რა­ღა­ცებ­ზე გარ­თუ­ლე­ბა, როცა მე­კი­თხე­ბო­და, რო­დის მოხ­ვა­ლო და ვპა­სუ­ხობ­დი, არ ვიცი-მეთ­ქი, ბრაზ­დე­ბო­და, მაგ­რამ ხომ ვერ ჰკი­თხავ რე­ჟი­სორს, რო­დის გა­მიშ­ვებ სახ­ლშიო, შე­იძ­ლე­ბა ერთ დღე­საც გი­თხრას, თუ ძა­ლი­ან გინ­და, წადი და ნუ­ღარ მოხ­ვა­ლო. თა­ვი­დან ვერ ეგუ­ე­ბო­და ჩემს გრა­ფიკს, მაგ­რამ ახლა ამ ყვე­ლა­ფერს მი­ეჩ­ვია. თან იცის, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი საქ­მე, ბევ­რჯერ გვი­ლა­პა­რა­კია ამ თე­მა­ზე და იცის, რომ არც შვი­ლის და არც სხვა ადა­მი­ა­ნის გამო ჩემს საქ­მე­ზე უარს არ ვი­ტყვი. ამი­ტომ თვი­თო­ნაც ჭკვი­ა­ნუ­რად მი­უდ­გა ამ სა­კითხს. მე რომ აკოს გამო ჩემს პრო­ფე­სი­ა­ზე უარი მეთ­ქვა, ადრე თუ გვი­ან ერ­თმა­ნეთს დავ­შორ­დე­ბო­დით, რად­გან ამას არას­დროს ვა­პა­ტი­ებ­დი.

თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო

- არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სახ­ლში ყოფ­ნი­სას მშვიდ­დე­ბი­ან, მე ასე­თი არ ვარ, უფრო მა­წან­წა­ლა ვარ ბუ­ნე­ბით, ვიდ­რე "და­მა­სე­დი". მიყ­ვარს მე­გობ­რებ­თან ერ­თად დრო­ის გა­ტა­რე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის კა­ფე­ში ან კლუბ­ში წა­ვი­დეთ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად სახ­ლში ყოფ­ნაც ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს. სამი დღე თუ სახ­ლში ვარ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვი­დე გა­რეთ, თო­რემ თავს ცუ­დად ვგრძნობ.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ვინ ანებივრებს კომპლიმენტებით ნატალია ბერეჟიანს

ვინ ანებივრებს კომპლიმენტებით ნატალია ბერეჟიანს

მსახიობი ნატალია ბერეჟიანი მუსიკისა და დრამის თეატრის ოფიციალური წევრი გახდა, მარჯანიშვილის თეატრში კი მიწვეული მსახიობის სტატუსით თამაშობს. გარდა ამისა, მუშაობს "ღამის შოუს" სტუდიის გადაცემაში "რომ გადახვალ გააჩერე". მიუხედავად წარმატებული კარიერისა, მისი გმირი ციცინო სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" მაყურებლისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა. როგორც თავად ამბობს, გურული გენის დამსახურებაა ის, რომ ყველაფერს ძალიან სწრაფად აკეთებს. საოჯახო საქმეებში დედამთილი ეხმარება, თუმცა, როცა დრო აქვს, თავადაც არ იშურებს ძალას და ენერგიას, რომ ოჯახს ასიამოვნოს. ქმარზე, შვილზე, კარიერასა და თავის მომავალზე ნატალია გვესაუბრება.

დილა

- თუ დილით სადმე წასასვლელი არ ვარ, სიამოვნებით ვიძინებ 12 საათამდე, დაახლოებით 8 საათი უნდა მეძინოს, რომ კარგად გამოძინებულმა გავიღვიძო, თუ 6 ან 7 საათი მძინავს, ცუდ ხასიათზე ვდგები, რადგან ვიცი, ეს ჩემთვის საკმარისი არ არის. ჩემი დედამთილი, ხათუნა, ძალიან მეხმარება იმ თვალსაზრისით, რომ ჩემს შვილს, რომელიც ადრე დგება და სკოლაში წასასვლელად ემზადება, აცილებს და ყველანაირად ზრუნავს მასზე. მიუხედავად იმისა, რომ ძილი მიყვარს, თვალის გახელისთანავე ვდგები და მალევე ვფხიზლდები, მოწესრიგების შემდეგ კი ყავას მივირთმევ.

გარეგნობაზე ზრუნვა

- სარკესთან დიდხანს ტრიალი არ მიყვარს, ცოტა დრო მჭირდება მოსაწესრიგებლად, ერთ საათში ვასწრებ ბანაობას, თმის გაშრობა-დაყენებას, ჩაცმას და გასვლას. მოუწესრიგებელი არასდროს გავდივარ სახლიდან, თუმცა ამაზე ბევრ დროს არ ვხარჯავ. თუ სადმე განსაკუთრებულ ადგილას, მაგალითად ქორწილში მივდივარ, შეიძლება მეტი დრო დავუთმო მაკიაჟს. ყოველდღიურად არ ვიღებები, ისედაც მიწევს გრიმის და ვიზაჟის გაკეთება და განვიცდი, რომ ამით კანი ზიანდება, ამიტომ არასამუშაო დღეებში ვცდილობ, ამ მხრივ დავისვენო, ყოველდღიურად შეიძლება მაქსიმუმ ტუში წავისვა. რაც შეეხება ვარცხნილობას, უკვე დიდი ხანია მოკლედ ვატარებ თმას, ამაზე ბევრად მოკლედაც მქონია, თხელი თმა მაქვს, რომ ვიზრდი, ვერაფერს ვუხერხებ, გაშლილიც არ მიხდება. ისე, ჩემი აზრით, გაშლილი თმა ლამაზი მაშინაა, როცა სქელი და ჯანმრთელია, მე კი დავარდნილი და თხელი თმა მაქვს, ამიტომ მოკლე ვარცხნილობა ოპტიმალური გამოსავალია. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, განწყობას გარეგნული ცვლილება მიუმჯობესებს. როცა არ გაქვს საშუალება, წახვიდე მაღაზიებში და ბევრი რაღაც იყიდო, მარტივი გადაწყვეტაა, წახვიდე სალონში და თმა შეიჭრა, ამბობენ კიდეც, ამ დროს თმას უარყოფით ემოციას ატანო, არ ვიცი, მე რას ვატან, მაგრამ ფაქტია, რომ ცვლილება ჩემზე კარგად მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ის ტიპი, სალონში ჯდომა, ყავის სმა და ჭორაობა სიამოვნებას რომ ანიჭებდეს.

წონა და ვარჯიში

რაც შეეხება წონას, სულ მგონია, რომ პუტკუნა ვარ და ვცდილობ, ცოტა დავიკლო. მით უმეტეს, რომ ეკრანსა და სცენაზე იმაზე მეტი წონის ჩანხარ, ვიდრე რეალურად ხარ, ამიტომ სულ წონის კონტროლი მიწევს. ამასთან, ვიმატებ ძალიან სწრაფად და სწრაფადვე ვხდები. სამი დღე გემრიელად რომ მივირთვა, შესამჩნევად მეტყობა და თუ არ შევჭამ, ესეც აისახება ჩემს გარეგნობაზე. ძალიან მინდა ვარჯიში, მაგრამ თავს ვერ ვაბამ. მანქანა არ მყავს, ვცხოვრობ მცხეთის ქუჩაზე, სადაც ტრანსპორტი არ დადის და ამის გამო ცოტა არ იყოს მეზარება. ამ საკითხთან მიმართებით ვაწყდები მეორე პრობლემასაც, თუ დავიწყებ ვარჯიშს, უნდა ავიღო თავისუფალი გრაფიკის აბონემენტი, რადგან წინასწარ არასდროს ვიცი, როდის მექნება გადაღება, რეპეტიცია ან როდის მივალ სახლში, ჩემთვის ყოველთვის უცნობია მეორე დღის განრიგი.

სამოსი

ჩემი ყველაზე საყვარელი სამოსი შარვალი და ზოგადად ჯინსია. ქვედაბოლო იშვიათად მაცვია, მიყვარს ფართო, მოსახერხებელი სამოსი, რომელიც არ მაწუხებს, იშვიათად ვიცვამ ქუსლიანებსაც, უფრო კედებს ან ბათინკებს ვანიჭებ უპირატესობას, მოკლედ, თავისუფალ სტილში ვიცვამ, მაგრამ მიყვარს აქსესუარები, განსაკუთრებით სამაჯურები და ბეჭდები, ადრე ძალიან მიყვარდა ყელსაბამები, მაგრამ ახლა ვეღარ ვიკეთებ, რადგან ყოველდღიურად ისე მაცვია, რომ ყელსაბამი ამოვარდნილი იქნება ჩემი სტილიდან. რაც შეხება საყურეებს, მომწონს, მაგრამ ოქროს გარდა ყველაფერი ყურს მიღიზიანებს, ამიტომ განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, არ ვიკეთებ.

ნატალია - მეოჯახე

- მშვენიერი მეოჯახე ვარ (იცინის), უსწრაფესად შემიძლია დალაგება, საჭმლის მომზადება, ეტყობა, გურული გენი მეხმარება ამაში. ვერ ვიტან არეულობას, ამიტომ ყოველთვის საფუძვლიანად ვალაგებ. იქიდან გამომდინარე, რომ დედამთილთან ერთად ვცხოვრობ, სადილების გაკეთება მას აქვს აღებული საკუთარ თავზე, ამ მხრივ განებივრებული ვარ, ხათუნა ძალიან მეხმარება, მაგრამ როცა სახლში ვარ, ვცდილობ, ის შრომა ავუნაზღაურო, რასაც ჩემი შვილისა და ოჯახის კეთილდღეობისთვის სწევს.

შვილი

- დათუნა 7 წლისაა, დადის სკოლაში, ფორტეპიანოზე, ახლა ფეხბურთზე უნდა შესვლა. მინდა, სულ დატვირთული იყოს, რადგან კომპიუტერთან დაკავშირებით ყოველდღიურად მძიმე ბრძოლა გვაქვს. მგონი, ეს პრობლემა დღევანდელი თაობის ყველა ბავშვსა და მშობელს აქვს, ჭიდაობა სჭირდება კომპიუტერის გამორთვაზე, დაკავებული რომ იქნება, ცოტა დრო დარჩება კომპიუტერისთვის და ყველა კმაყოფილი ვიქნებით. სხვათა შორის, ძალიან ცელქი იყო, მაგრამ ახლა დამშვიდდა, რაც მთავარია, არ არის უზრდელი და თავხედი. ოჯახის წევრებიდან მხოლოდ ჩემი ეშინია, კომპიუტერთან დაკავშირებით წინააღმდეგობას მიწევს ხოლმე, მაგრამ თუ წამოვდექი, იცის, რომ მაშინვე უნდა გამორთოს. ...ჩემს ისეთ სპექტაკლებს ყოველთვის ესწრება, რომელიც შეიძლება ბავშვმა ნახოს, გიზო ჟორდანიას "რევიზორზე" იყო, რომელიც ორ საათს გაგრძელდა, მაგრამ ძალიან კმაყოფილი დარჩა, ბოლოს მითხრა, ისე მომეწონა, მთელი სპექტაკლის განმავლობაში პირი მქონდა ღიაო. ცოტა ეჭვიანია, ვიღაც ბიჭმა სცენაზე ფეხზე რომ გაკოცა დავინახეო, აღნიშნა ეს ფაქტი, რადგან იეჭვიანა, ალბათ ნელ-ნელა ყველაფერს შეეჩვევა. სხვათა შორის, ძალიან მოვწონვარ ქალურ სამოსში, როდესაც გადაღებიდან ვბრუნდები და მაქვს მაკიაჟი, აუცილებლად აღნიშნავს, რა ლამაზად გაქვს თვალებიო, იმ იშვიათ შემთხვევაში, როცა ქვედაბოლო მაცვია, აუცილებლად მეუბნება კომპლიმენტს. მაღაზიაში ერთად რომ შევდივართ, დარბის და ტანსაცმელს მირჩევს, ძირითადად ბრჭყვიალა რაღაცები მოაქვს, რაც მე არ მომწონს. არ არსებობს, სადმე გამოპრანჭული წავიდე და ეს დათუნას გამოეპაროს, აუცილებლად მეუბნება კომპლიმენტს.

რატომ არ აქვს "ფეისბუქი"

- მე და კომპიუტერი ძალიან შორის ვართ ერთმანეთისგან, არც "ფეისბუქი" მაქვს, არადა, სულ ისეთ გარემოში ვარ, სადაც ძირითადად ამაზე ლაპარაკობენ. გუშინ მეგობრები იყვნენ ჩემთან, ეჭირათ ტელეფონები და ამბობდნენ, ამან ის მომწერა, იმან ასეთი ფოტო დადო, სხვამ რაღაც დაალაიქაო. უცებ რაღაც ისტორიის მოყოლა დაიწყეს და ერთმენთს ეუბნებოდნენ, ნახე, რა აცვია იმ გოგოს ახალ ფოტოებზეო? შევარდნენ ვიღაცის "ფეისბუქში" და დაიწყეს დაცინვა, სწორედ მაშინ ვთქვი, აი, რა კარგია, რომ "ფეისბუქი" არ მაქვს-მეთქი, ვერასდროს ვერავინ შემოვა ჩემს გვერდზე და ვერავინ ნახავს, რა მაცვია, სად ვიყავი და რა ვჭამე. მე მიმაჩნია, რომ "ფეისბუქი" უნდა გქონდეს საჭირო ინფორმაციის მისაღებად და არა იმისთვის, რისთვისაც 90% აქვს. პირადად მე ინფორმაციას უფრო ტელევიზიით ვიღებ. როდესაც მეუბნებიან, სცენარს გადმოგიგზავნითო და ვამბობ, მეილი არ მაქვს-მეთქი, ალბათ ფიქრობენ, ცოტა ავადმყოფიაო (იცინის) მერე ვრეკავ ჩემს მეუღლესთან, ვთხოვ მომწეროს მეილის მისამართი და იქ ვაგზავნინებ ჩემთვის საჭირო ინფორმაციას, საღამოს, სანამ აკო არ მოვა სახლში და არ გადმომიტანს დესკტოპზე, მანამდე ვერ ვეცნობი ვერაფერს. სხვათა შორის, ახლა უკვე მაქვს მეილი, მაგრამ არც შესვლა ვიცი და არც გამოსვლა, აკოს გარეშე ჯერ ვერაფერს ვაკეთებ, მაგრამ აუცილებლად ვისწავლი.

მეუღლე

- ჩემი მეუღლე გახლავთ 31 წლის აკო დავითულიანი, რომელიც ამჟამად უმუშევარია და ძიების პროცესშია, იმედია, რამეს იპოვის. ჩემს საქმიანობას დადებითად აფასებს, ალბათ არ გიჟდება და არ უხარია, როცა თავის ცოლს ანეკდოტგამოშვებით სხვადასხვა კაცთან ლოგინში ხედავს, მაგრამ ამაზე მწვავე რეაქცია არ აქვს და პრობლემას არ მიქმნის. ქორწინების პირველი წელი ყველა წყვილისთვის რთულია, რადგან, როცა ორი სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანი იწყებს ერთად ცხოვრებას, აუცილებლად აწყდებიან წინააღმდეგობას, ჩვენთანაც ასე იყო, თავიდან ჰქონდა რაღაცებზე გართულება, როცა მეკითხებოდა, როდის მოხვალო და ვპასუხობდი, არ ვიცი-მეთქი, ბრაზდებოდა, მაგრამ ხომ ვერ ჰკითხავ რეჟისორს, როდის გამიშვებ სახლშიო, შეიძლება ერთ დღესაც გითხრას, თუ ძალიან გინდა, წადი და ნუღარ მოხვალო. თავიდან ვერ ეგუებოდა ჩემს გრაფიკს, მაგრამ ახლა ამ ყველაფერს მიეჩვია. თან იცის, რომ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ბევრჯერ გვილაპარაკია ამ თემაზე და იცის, რომ არც შვილის და არც სხვა ადამიანის გამო ჩემს საქმეზე უარს არ ვიტყვი. ამიტომ თვითონაც ჭკვიანურად მიუდგა ამ საკითხს. მე რომ აკოს გამო ჩემს პროფესიაზე უარი მეთქვა, ადრე თუ გვიან ერთმანეთს დავშორდებოდით, რადგან ამას არასდროს ვაპატიებდი.

თავისუფალი დრო

- არიან ადამიანები, რომლებიც სახლში ყოფნისას მშვიდდებიან, მე ასეთი არ ვარ, უფრო მაწანწალა ვარ ბუნებით, ვიდრე "დამასედი". მიყვარს მეგობრებთან ერთად დროის გატარება, აუცილებელი არ არის კაფეში ან კლუბში წავიდეთ, მეგობრებთან ერთად სახლში ყოფნაც ძალიან მსიამოვნებს. სამი დღე თუ სახლში ვარ, აუცილებლად უნდა გავიდე გარეთ, თორემ თავს ცუდად ვგრძნობ.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება