სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უდიპლომო მოსამართლეების საქმეზე პროკურატურამ დოკუმენტების ამოღება დაიწყო
უდიპლომო მოსამართლეების საქმეზე პროკურატურამ დოკუმენტების ამოღება დაიწყო

მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა. საქ­მე უკავ­შირ­დე­ბა ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძი­სა და მაია გი­გა­უ­რის მო­სა­მარ­თლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე უკა­ნო­ნოდ და­ნიშ­ვნას. რო­გორც "გუ­რია ნი­უს­მა" გა­არ­კვია, ამ მო­სა­მარ­თლე­ებს უმაღ­ლე­სი იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნი­ათ.

ად­ვო­კა­ტი ალექ­სან­დრე ალა­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ ფაქტს დიდი ხა­ნია სწავ­ლობს, აცხა­დებს, რომ ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მო­სა­მარ­თლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ინიშ­ნე­ბი­ან იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის არმ­ქო­ნე პი­რე­ბი და მომ­ხდა­რის გამო, უნდა დად­გეს რო­გორც უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის, ასე­ვე მო­სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც, რად­გან ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ახორ­ცი­ე­ლებ­და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას და იღებ­და სო­ლი­დურ ხელ­ფასს, რო­მე­ლიც მას არ ეკუთ­ვნო­და.

"ამ ეტაპ­ზე გა­მო­ძი­ე­ბით უკვე დად­გე­ნი­ლია, რომ მო­სა­მარ­თლე­ებს - ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძე­სა და მაია გი­გა­ურს დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვთ სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის მე­ო­რა­დი სწავ­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა, რაც არ აძ­ლევს პირს იუ­რის­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას. სა­ხე­ზეა კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა, რა­ზეც სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო­დან შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია ამო­ი­ღო", - აცხა­დებს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ხა­თუ­ნა პა­ი­ჭა­ძე.

სრუ­ლი ვერ­სია

"გუ­რია ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

უდიპლომო მოსამართლეების საქმეზე პროკურატურამ დოკუმენტების ამოღება დაიწყო

უდიპლომო მოსამართლეების საქმეზე პროკურატურამ დოკუმენტების ამოღება დაიწყო

მთავარ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საქმე უკავშირდება ბესარიონ ალავიძისა და მაია გიგაურის მოსამართლის თანამდებობაზე უკანონოდ დანიშვნას. როგორც "გურია ნიუსმა" გაარკვია, ამ მოსამართლეებს უმაღლესი იურიდიული განათლება არ გააჩნიათ.

ადვოკატი ალექსანდრე ალადაშვილი, რომელიც ამ ფაქტს დიდი ხანია სწავლობს, აცხადებს, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მოსამართლის თანამდებობაზე ინიშნებიან იურიდიული განათლების არმქონე პირები და მომხდარის გამო, უნდა დადგეს როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ასევე მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც, რადგან ის წლების განმავლობაში უკანონოდ ახორციელებდა მართლმსაჯულებას და იღებდა სოლიდურ ხელფასს, რომელიც მას არ ეკუთვნოდა.

"ამ ეტაპზე გამოძიებით უკვე დადგენილია, რომ მოსამართლეებს - ბესარიონ ალავიძესა და მაია გიგაურს დამთავრებული აქვთ სამართალმცოდნეობის მეორადი სწავლების განყოფილება, რაც არ აძლევს პირს იურისტის კვალიფიკაციას. სახეზეა კონსტიტუციის დარღვევა, რაზეც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პროკურატურამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან შესაბამისი დოკუმენტაცია ამოიღო", - აცხადებს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა პაიჭაძე.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა