პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონსტანტინე კუბლაშვილი - იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს
კონსტანტინე კუბლაშვილი - იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს

სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის, კონ­სტან­ტი­ნე კუბ­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას ვე­რა­ვინ მო­ახ­დენს.

დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე კონ­სტან­ტი­ნე კუბ­ლაშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ორი მო­სა­მარ­თლის - მაია გი­გა­უ­რი­სა და ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძის პი­რა­დი საქ­მე­ე­ბის გა­მო­თხო­ვას. უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე აცხა­დებს, რომ საქ­მე­ე­ბის გა­მო­თხო­ვა­ზე თან­ხმო­ბა სა­სა­მარ­თლომ გას­ცა, საქ­მე კი, ამ ორი მო­სა­მა­რათ­ლის და­ნიშ­ვნის სა­კითხს ეხე­ბა.

რო­გორც კონ­სტან­ტი­ნე კუბ­ლაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, და­ნიშ­ვნა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭოს აქვს მი­ღე­ბუ­ლი, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო არის კო­ლე­გი­უ­რი ორ­გა­ნო და, კუბ­ლაშ­ვი­ლის თქმით, კო­ლე­გი­უ­რი ორ­გა­ნოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრა იუ­რი­დი­უ­ლი ნონ­სენ­სია.

"ამ ქმე­დე­ბით ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს მი­აღ­წევს, თუკი მათ სურთ საბ­ჭო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა, ვაძ­ლევ გა­რან­ტი­ას, რომ ეს მცდე­ლო­ბე­ბი უნა­ყო­ფო იქ­ნე­ბა. მე პი­რა­დად მაქვს ხმა მი­ცე­მუ­ლი ამ ორი მო­სა­მარ­თლის და­ნიშ­ვნა­ზე და ორი­ვე მათ­გა­ნი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა ჩვენს სის­ტე­მა­ში", - გა­ნა­ცხა­და კონ­სტან­ტი­ნე კუბ­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ორი­ვე მო­სა­მარ­თლის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტა­ცია კარ­გად არის შეს­წავ­ლი­ლი და ამის შემ­დეგ აქვს საბ­ჭოს და პი­რა­დად მას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

"თუ ვი­ნემს რა­მის შეც­ვლა სურს, ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბაა. ამა­საც ვერ აკე­თე­ბენ, რად­გან ამ სა­კი­თხებ­ზე უკვე იმ­სჯე­ლეს სა­ა­პე­ლა­ციო და უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ და მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მათი და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ", - გა­ნა­ცხა­და კუბ­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ამ მო­სა­მარ­თლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი შე­კი­თხვა არ არ­სე­ბობს.

უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ლა­ტის მო­სა­მარ­თლის, ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძი­სა და რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის, მაია გი­გა­უ­რის პი­რა­დი საქ­მე­ე­ბის გა­მო­თხო­ვის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბით იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭოს 22 თე­ბერ­ვალს მი­მარ­თა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კონსტანტინე კუბლაშვილი - იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს

კონსტანტინე კუბლაშვილი - იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე კონსტანტინე კუბლაშვილი გამოეხმაურა პროკურატურის მიერ ორი მოსამართლის - მაია გიგაურისა და ბესარიონ ალავიძის პირადი საქმეების გამოთხოვას. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქმეების გამოთხოვაზე თანხმობა სასამართლომ გასცა, საქმე კი, ამ ორი მოსამარათლის დანიშვნის საკითხს ეხება.

როგორც კონსტანტინე კუბლაშვილმა განმარტა, დანიშვნაზე გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს მიღებული, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის კოლეგიური ორგანო და, კუბლაშვილის თქმით, კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილებაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იურიდიული ნონსენსია.

"ამ ქმედებით ვერავინ ვერაფერს მიაღწევს, თუკი მათ სურთ საბჭოზე ზემოქმედება, ვაძლევ გარანტიას, რომ ეს მცდელობები უნაყოფო იქნება. მე პირადად მაქვს ხმა მიცემული ამ ორი მოსამართლის დანიშვნაზე და ორივე მათგანი ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენს სისტემაში", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, ორივე მოსამართლის დანიშვნის შესახებ დოკუმენტაცია კარგად არის შესწავლილი და ამის შემდეგ აქვს საბჭოს და პირადად მას გადაწყვეტილება მიღებული.

"თუ ვინემს რამის შეცვლა სურს, ერთადერთი გამოსავალი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაა. ამასაც ვერ აკეთებენ, რადგან ამ საკითხებზე უკვე იმსჯელეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლომ და მიიღო გადაწყვეტილება მათი დანიშვნის შესახებ", - განაცხადა კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე ამ მოსამართლეებთან დაკავშირებით არანაირი შეკითხვა არ არსებობს.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის მოსამართლის, ბესარიონ ალავიძისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მაია გიგაურის პირადი საქმეების გამოთხოვის შესახებ პროკურატურამ შუამდგომლობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 22 თებერვალს მიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ