სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯაბა სამუშია - სამეთვალყურეო საბჭოებში დასაქმებულ "ნაციონალებს" ხელფასები გაუორმაგდათ
ჯაბა სამუშია - სამეთვალყურეო საბჭოებში დასაქმებულ "ნაციონალებს" ხელფასები გაუორმაგდათ

თბი­ლი­სის მე­რი­ის წი­ლობ­რი­ვი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შექ­მნილ სა­წარ­მო­ებ­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და­საქ­მე­ბულ წევ­რებს ხელ­ფა­სე­ბი გა­უ­ორ­მაგ­დათ, - ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე საკ­რე­ბუ­ლოს ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა წევ­რმა, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რმა, ჯაბა სა­მუ­ში­ამ გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ებ­ში "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბის და­საქ­მე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

მისი თქმით, და­სა­წყის­ში სა­უ­ბა­რი იყო 36 ადა­მი­ა­ნის და­საქ­მე­ბა­ზე, გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ზე ოთხი სა­წარ­მოს სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ებ­ში და თავ­და­პირ­ვე­ლად თითო ადა­მი­ანს და­ე­ნიშ­ნა 2 500 ლარი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, ეს თან­ხა გა­უ­ორ­მაგ­დათ. კერ­ძოდ, 5 000 ლარი აქვს ხელ­ფა­სი რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს, აკა­კი სე­ფერ­თე­ლა­ძეს, გი­ორ­გი ასა­ნი­ძეს, გიგა ნა­სა­რი­ძეს, ხა­თუ­ნა ოჩი­ა­ურს, გი­ორ­გი რო­ი­ნიშ­ვილს, ლაშა და­მე­ნი­ას, ზაალ გამ­ცემ­ლი­ძეს, რომ­ლე­ბიც თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ში არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი. ასე­ვე 5 000 ლარი აქვთ ყო­ველ­თვი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა ლაშა მა­ქა­ცა­რი­ას, მაკა მეტ­რე­ველს, ქე­თე­ვან მჭედ­ლი­ძეს, ირმა ნე­ბი­ე­რი­ძეს, კობა ხა­ბაზს, და­ვით ჯა­ნი­აშ­ვილს, გი­ორ­გი სულ­ხა­ნიშ­ვილს, მა­მუ­კა სა­ნებ­ლი­ძეს და ვლა­დი­მერ ვარ­ძე­ლაშ­ვილს, რომ­ლე­ბიც შპს "სი­ნათ­ლის ქა­ლა­ქის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ში მუ­შა­ო­ბენ. ასე­ვე, 5 000 ლარს იღე­ბენ ხელ­ფასს ეკა­ტე­რი­ნე ხერ­ხე­უ­ლი­ძე, ბად­რი ბა­სიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ქავ­თა­რა­ძე, გი­ორ­გი ხახ­მე­ლი­ძე, გი­ორ­გი ქავ­თა­რა­ძე, მა­მუ­კა გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, მა­მუ­კა ხერ­ხე­უ­ლი­ძე, ზაზა ცი­ციშ­ვი­ლი, და­ვით იო­ნიშ­ვი­ლი და ესე­ნი და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან შპს "თბი­ლი­სის" ჯგუ­ფის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ში.

ასე­ვე შპს "ჰერ­მე­სის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ში ამა­ვე თან­ხას, ხელ­ფა­სის სა­ხით, ასე­ვე 5 000 ლარს იღებს ცხრა და­საქ­მე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე.

ჯაბა სა­მუ­ში­ას თქმით, თი­თო­ე­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე ყო­ველ­თვი­უ­რად იხარ­ჯე­ბა 45 000 ლარი, ოთხი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის კი ყო­ველ­თვი­უ­რად 180 000 ლარი, ასე­ვე ოთხ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე წლი­უ­რად ბი­უ­ჯე­ტი­დან გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 2 160 000 ლარი.

ჯაბა სა­მუ­ში­ას თქმით, 36 ადა­მი­ა­ნის და­საქ­მე­ბა­ზე წე­ლი­წად­ში გა­მო­ყო­ფი­ლი 2 160 000 ლარი სა­შუ­ა­ლოდ 4 000 ოპე­რა­ცი­ის და­ფი­ნან­სე­ბა იქ­ნე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი თბი­ლი­სის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის.

"ჩვენ ვხე­დავთ, თუ რას ნიშ­ნავს უგუ­ლა­ვას­თვის და­საქ­მე­ბა. რო­გორც "თბილ­სერ­ვის ჯგუფ­თან" მი­მარ­თე­ბა­ში ყვე­ლა და­საქ­მე­ბულს ერთი ნიშ­ნით ირ­ჩევ­დნენ, ისი­ნი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი იყ­ვნენ. მათ ხალ­ხი შეჰ­ყავთ შეც­დო­მა­ში. ეს და­საქ­მე­ბა არ არის. უბე­დუ­რე­ბა ის არის, რომ ცხრა წელი ასეთ პარ­ტი­ულ პო­ლი­ტი­კას "ნა­ცე­ბი" და­საქ­მე­ბას უწო­დებ­დნენ", - აღ­ნიშ­ნა ჯაბა სა­მუ­ში­ამ "პირ­ვე­ლი რა­დი­ოს" ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

მი­სი­ვე თქმით, მათი სურ­ვი­ლია, რომ ეს თან­ხა სო­ცი­ა­ლურ და ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მებს მოხ­მარ­დეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ჯაბა სამუშია - სამეთვალყურეო საბჭოებში დასაქმებულ "ნაციონალებს" ხელფასები გაუორმაგდათ

ჯაბა სამუშია - სამეთვალყურეო საბჭოებში დასაქმებულ "ნაციონალებს" ხელფასები გაუორმაგდათ

თბილისის მერიის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში ჩამოყალიბებულ სამეთვალყურეო საბჭოებში "ნაციონალური მოძრაობის" დასაქმებულ წევრებს ხელფასები გაუორმაგდათ, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა, ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომელმაც დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სამეთვალყურეო საბჭოებში "ნაცმოძრაობის" წევრების დასაქმების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, დასაწყისში საუბარი იყო 36 ადამიანის დასაქმებაზე, გადანაწილებაზე ოთხი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოებში და თავდაპირველად თითო ადამიანს დაენიშნა 2 500 ლარი, მოგვიანებით კი, ეს თანხა გაუორმაგდათ. კერძოდ, 5 000 ლარი აქვს ხელფასი რუსუდან კერვალიშვილს, აკაკი სეფერთელაძეს, გიორგი ასანიძეს, გიგა ნასარიძეს, ხათუნა ოჩიაურს, გიორგი როინიშვილს, ლაშა დამენიას, ზაალ გამცემლიძეს, რომლებიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში არიან დასაქმებულები. ასევე 5 000 ლარი აქვთ ყოველთვიური ანაზღაურება ლაშა მაქაცარიას, მაკა მეტრეველს, ქეთევან მჭედლიძეს, ირმა ნებიერიძეს, კობა ხაბაზს, დავით ჯანიაშვილს, გიორგი სულხანიშვილს, მამუკა სანებლიძეს და ვლადიმერ ვარძელაშვილს, რომლებიც შპს "სინათლის ქალაქის" სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობენ. ასევე, 5 000 ლარს იღებენ ხელფასს ეკატერინე ხერხეულიძე, ბადრი ბასიშვილი, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი ხახმელიძე, გიორგი ქავთარაძე, მამუკა გაჩეჩილაძე, მამუკა ხერხეულიძე, ზაზა ციციშვილი, დავით იონიშვილი და ესენი დასაქმებულები არიან შპს "თბილისის" ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოში.

ასევე შპს "ჰერმესის" სამეთვალყურეო საბჭოში ამავე თანხას, ხელფასის სახით, ასევე 5 000 ლარს იღებს ცხრა დასაქმებული მოქალაქე.

ჯაბა სამუშიას თქმით, თითოეულ ორგანიზაციაზე ყოველთვიურად იხარჯება 45 000 ლარი, ოთხი ორგანიზაციისთვის კი ყოველთვიურად 180 000 ლარი, ასევე ოთხ ორგანიზაციაზე წლიურად ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია 2 160 000 ლარი.

ჯაბა სამუშიას თქმით, 36 ადამიანის დასაქმებაზე წელიწადში გამოყოფილი 2 160 000 ლარი საშუალოდ 4 000 ოპერაციის დაფინანსება იქნებოდა შესაძლებელი თბილისის მოქალაქეებისათვის.

"ჩვენ ვხედავთ, თუ რას ნიშნავს უგულავასთვის დასაქმება. როგორც "თბილსერვის ჯგუფთან" მიმართებაში ყველა დასაქმებულს ერთი ნიშნით ირჩევდნენ, ისინი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იყვნენ. მათ ხალხი შეჰყავთ შეცდომაში. ეს დასაქმება არ არის. უბედურება ის არის, რომ ცხრა წელი ასეთ პარტიულ პოლიტიკას "ნაცები" დასაქმებას უწოდებდნენ", - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ ”პირველი რადიოს” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, მათი სურვილია, რომ ეს თანხა სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს მოხმარდეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა