კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა - მილიონის გადახდას არ ვაპირებ, რადგან არ მაქვს
გიგი უგულავა - მილიონის გადახდას არ ვაპირებ, რადგან არ მაქვს

მი­ლი­ო­ნის გა­დახ­დას არ და ვერ ვა­პი­რებ, იმი­ტომ, რომ არ მაქვს, - ეს გან­ცხა­დე­ბა თბი­ლი­სის მერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე შეს­ვლამ­დე გა­ნა­ცხა­და. რო­გორც უგუ­ლა­ვა აცხა­დებს, აღ­მკვეთ

ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მის მი­მართ წა­ყე­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი აბ­სურ­დუ­ლია.

"რო­გო­რი აბ­სურ­დუ­ლიც არის ბრალ­დე­ბა, ისე­თი­ვე აბ­სურ­დუ­ლია მო­თხოვ­ნე­ბი აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მი­ლი­ო­ნის გა­დახ­დას იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო არ და ვერ ვა­პი­რებ, რომ არ მაქვს. ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში მე ერ­თა­დერთ ადა­მი­ანს ვიც­ნობ, ვი­საც შე­უძ­ლია ამის გა­დახ­და - კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რის სა­ხელ­სა და გვარს აღარ და­ვა­სა­ხე­ლებ", - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

რაც შე­ე­ხე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის მო­თხოვ­ნას, თბი­ლი­სის მერი აცხა­დებს, რომ ეს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე პო­ლი­ტი­კურ ხა­სი­ა­თი­საა.

"ივა­ნიშ­ვი­ლის მი­ზა­ნი უკვე გა­ცხა­დე­ბუ­ლია - ეს არის თბი­ლი­სის მე­რი­ის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა, რო­გორც კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის ერთ-ერთი გან­ყო­ფი­ლე­ბის. მი­ზა­ნი არის ის, რომ მის გეგ­მებ­ში არ შე­დის ჩვე­ნი, რო­გორც ოპო­ზი­ცი­ის არ­სე­ბო­ბა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სიც ამ კონ­ტექ­სტში შე­იძ­ლე­ბა იყოს გან­ხი­ლუ­ლი", -აცხა­დებს უგუ­ლა­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­თხოვ­ნას სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­უს­ვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ, უგუ­ლა­ვა აცხა­დებს, რომ მას შემ­დეგ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, რამ­დენ­ჯერ­მე იყო სა­ზღვარ­გა­რეთ და სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბას არ გეგ­მავს.

"გაქ­ცე­ვას აქამ­დეც არ­სად ვა­პი­რებ­დი და ამ სი­ა­მოვ­ნე­ბას არ მი­ვა­ნი­ჭებ ივა­ნიშ­ვილს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­გა­მო­ძო­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­ში ყო­ველ კვი­რას გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ, მინ­და ვთქვა, რომ ეს არის სა­კუ­თარ პო­ლი­ტი­კურ ია­რა­ღად ქცე­უ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის "გა­ბან­ძე­ბა", - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

ამას­თან, თბი­ლი­სის მერი ითხოვს, რომ მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ცე­სებ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი მე­დი­ის დას­წრე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ქა­ლა­ქის მე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით მი­ლი­ო­ნი ლა­რის გი­რა­ოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა. ასე­ვე, პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს უგუ­ლა­ვას­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის თხოვ­ნი­თაც მი­მარ­თა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გიგი უგუ­ლა­ვას პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

გიგი უგულავა - მილიონის გადახდას არ ვაპირებ, რადგან არ მაქვს

გიგი უგულავა - მილიონის გადახდას არ ვაპირებ, რადგან არ მაქვს

მილიონის გადახდას არ და ვერ ვაპირებ, იმიტომ, რომ არ მაქვს, - ეს განცხადება თბილისის მერმა გიგი უგულავამ სასამართლო პროცესზე შესვლამდე განაცხადა. როგორც უგულავა აცხადებს, აღმკვეთ

ღონისძიებასთან დაკავშირებით მის მიმართ წაყენებული მოთხოვნები აბსურდულია.

"როგორი აბსურდულიც არის ბრალდება, ისეთივე აბსურდულია მოთხოვნები აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. მილიონის გადახდას იმ მარტივი მიზეზის გამო არ და ვერ ვაპირებ, რომ არ მაქვს. ქართულ პოლიტიკაში მე ერთადერთ ადამიანს ვიცნობ, ვისაც შეუძლია ამის გადახდა - კოლმეურნეობის თავმჯდომარის სახელსა და გვარს აღარ დავასახელებ", - განაცხადა უგულავამ.

რაც შეეხება უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნას, თბილისის მერი აცხადებს, რომ ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ ხასიათისაა.

"ივანიშვილის მიზანი უკვე გაცხადებულია - ეს არის თბილისის მერიის ხელში ჩაგდება, როგორც კოლმეურნეობის ერთ-ერთი განყოფილების. მიზანი არის ის, რომ მის გეგმებში არ შედის ჩვენი, როგორც ოპოზიციის არსებობა, აქედან გამომდინარე, ეს სასამართლო პროცესიც ამ კონტექსტში შეიძლება იყოს განხილული", -აცხადებს უგულავა.

რაც შეეხება მოთხოვნას საქართველოდან გაუსვლელობის შესახებ, უგულავა აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, რამდენჯერმე იყო საზღვარგარეთ და საქართველოს დატოვებას არ გეგმავს.

"გაქცევას აქამდეც არსად ვაპირებდი და ამ სიამოვნებას არ მივანიჭებ ივანიშვილს. რაც შეეხება საგამოძოებო ორგანოებში ყოველ კვირას გამოცხადების შესახებ, მინდა ვთქვა, რომ ეს არის საკუთარ პოლიტიკურ იარაღად ქცეული პროკურატურის "გაბანძება", - განაცხადა უგულავამ.

ამასთან, თბილისის მერი ითხოვს, რომ მასთან დაკავშირებულ პროცესებზე მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი მედიის დასწრება.

პროკურატურამ ქალაქის მერის, გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაოს შუამდგომლობა დააყენა. ასევე, პროკურატურამ სასამართლოს უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების თხოვნითაც მიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა