სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნება" ახალქალაქში საპროტესტო აქციებს აწყობს
"ოცნება" ახალქალაქში საპროტესტო აქციებს აწყობს

ახალ­ქა­ლაქ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მომ­ხრე­ებ­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რებს შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყო. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვის­ტებ­მა ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს შე­ნო­ბას­თან აქ­ცია გა­მარ­თეს და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წევ­რებს თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა, მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატს კი მან­და­ტის დათ­მო­ბა მოს­თხო­ვეს. მო­თხოვ­ნე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად "ოც­ნე­ბამ" "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" ერ­თკვი­რი­ა­ნი ვადა მის­ცა. სა­პა­სუ­ხოდ აქ­ცია ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­მარ­თეს და გა­ნა­ცხა­დეს, რომ არ და­უშ­ვე­ბენ სი­ტუ­ა­ცი­ის არე­ვას ჯა­ვა­ხეთ­ში. თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წევ­რე­ბის­თვის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის და­სა­ტო­ვებ­ლად მი­ცე­მუ­ლი ერ­თკვი­რი­ა­ნი ვადა გა­ვი­და, თუმ­ცა არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა და "ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვის­ტებ­საც არა­ნა­ი­რი "გა­დამ­წყვე­ტი ნა­ბი­ჯე­ბი" არ გა­და­უდ­გამთ.

აქ­ცი­ა­სა და ულ­ტი­მა­ტუ­მი­დან 10 დღის შემ­დეგ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვის­ტის მე­ლიქ რა­ი­სი­ა­ნის თქმით, ეს მი­ტინ­გი არა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია, არა­მედ შეკ­რე­ბილ­თა სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­ის და­სა­ფიქ­სი­რებ­ლად მო­წყო­ბი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო.

"არ ვიცი, სა­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­და­წყვი­ტეს, რომ ჩვენ მათ გა­დად­გო­მას მო­ვი­თხოვთ და გვი­პა­სუ­ხეს, რომ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, მო­თხოვ­ნა დე­პუ­ტა­ტე­ბის 1/3-მა უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს. ახლა ჩვენ ვამ­ზა­დებთ წე­რილს, სა­დაც ეწე­რე­ბა, რომ საკ­რე­ბუ­ლოს ჩვენ­თვის უა­რის თქმის უფ­ლე­ბა არ აქვს და პა­რა­ლე­ლუ­რად, ვამ­ზა­დებთ დო­კუ­მენტს, რიგ­გა­რე­შე სხდო­მის მოწ­ვე­ვის მო­თხოვ­ნის შე­სა­ხებ, რომ­ლის დღის წეს­რიგ­შიც ჩი­ნოს­ნე­ბის გა­დად­გო­მა იქ­ნე­ბა. ამ მო­თხოვ­ნას 11 დე­პუ­ტა­ტი აწერს ხელს", - ამ­ბობს მე­ლიქ რა­ი­სი­ა­ნი.

სრუ­ლი ვერ­სია

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება

"ოცნება" ახალქალაქში საპროტესტო აქციებს აწყობს

"ოცნება" ახალქალაქში საპროტესტო აქციებს აწყობს

ახალქალაქში "ქართული ოცნების" მომხრეებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს შორის პოლიტიკური დაპირისპირება დაიწყო. "ქართული ოცნების" აქტივისტებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან აქცია გამართეს და თვითმმართველობის წევრებს თანამდებობის დატოვება, მაჟორიტარ დეპუტატს კი მანდატის დათმობა მოსთხოვეს. მოთხოვნების შესასრულებლად "ოცნებამ" "ნაციონალებს" ერთკვირიანი ვადა მისცა. საპასუხოდ აქცია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამართეს და განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ სიტუაციის არევას ჯავახეთში. თვითმმართველობის წევრებისთვის თანამდებობების დასატოვებლად მიცემული ერთკვირიანი ვადა გავიდა, თუმცა არაფერი შეცვლილა და "ოცნების" აქტივისტებსაც არანაირი "გადამწყვეტი ნაბიჯები" არ გადაუდგამთ.

აქციასა და ულტიმატუმიდან 10 დღის შემდეგ, "ქართული ოცნების" აქტივისტის მელიქ რაისიანის თქმით, ეს მიტინგი არა საპროტესტო აქცია, არამედ შეკრებილთა სამოქალაქო პოზიციის დასაფიქსირებლად მოწყობილი ღონისძიება იყო.

"არ ვიცი, საიდან გამომდინარე გადაწყვიტეს, რომ ჩვენ მათ გადადგომას მოვითხოვთ და გვიპასუხეს, რომ კანონის მიხედვით, მოთხოვნა დეპუტატების 1/3-მა უნდა წარმოადგინოს. ახლა ჩვენ ვამზადებთ წერილს, სადაც ეწერება, რომ საკრებულოს ჩვენთვის უარის თქმის უფლება არ აქვს და პარალელურად, ვამზადებთ დოკუმენტს, რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნის შესახებ, რომლის დღის წესრიგშიც ჩინოსნების გადადგომა იქნება. ამ მოთხოვნას 11 დეპუტატი აწერს ხელს", - ამბობს მელიქ რაისიანი.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა