პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული გამანადგურებლის გაუმჯობესებაზე აშშ 7 მილიარდს დახარჯავს
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული გამანადგურებლის გაუმჯობესებაზე აშშ 7 მილიარდს დახარჯავს

აშშ-ს თავ­დაც­ვის უწყე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აუხ­ლო­ე­სი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მწყობ­რში არ­სე­ბუ­ლი F-22 Raptor-ის ტი­პის გა­მა­ნად­გუ­რებ­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა მოხ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი კონ­ტრაქ­ტი სამ­ხედ­რო­ებ­სა და კომ­პა­ნია Lockheed Martin-ს შო­რის უკვე გა­ფორმ­და. მის­მა ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 6,9 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. პირ­ველ ეტაპ­ზე გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა Increment 3.1, მე­ო­რე­ზე კი - Increment 3.2 ვა­რი­ან­ტამ­დე მოხ­დე­ბა. კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, ყვე­ლა სა­მუ­შაო 2030 წლის­თვის უნდა დას­რულ­დეს.

მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის ფარ­გლებ­ში თვითმფრი­ნა­ვებ­ზე ახა­ლი რა­და­რი და­ყენ­დე­ბა და ელექტრო­ნუ­ლი სის­ტე­მე­ბი გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. გარ­და ამი­სა, ამი­ე­რი­დან F-22 Raptor-ის არ­სე­ნალ­ში რვა SDB-ის ტი­პის 113 კგ-იანი ბომ­ბი შევა. გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი თვითმფრი­ნა­ვის ნა­ვი­გა­ცი­ის, ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლი­სა და კავ­ში­რის სის­ტე­მე­ბის სრულ­ყო­ფაა.

შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში აშშ-მა 187 ერ­თე­უ­ლი F-22 მი­ი­ღო. 2011 წლის თე­ბერ­ვალ­ში პრე­სა­ში პირ­ვე­ლი ცნო­ბე­ბი გაჩ­ნდა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ უახ­ლო­ე­სი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა Raptor-ის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ა­ზე სამ­ხედ­რო­ე­ბი 16 მი­ლი­არ­დამ­დე დო­ლარს და­ხარ­ჯა­ვენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ თვითმფრი­ნა­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე და­ხარ­ჯუ­ლი მი­ლი­არ­დე­ბის გა­რე­შეც, F-22 დღე­ის­თვის მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლია. 2009 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ერთი თვითმფრი­ნა­ვის დამ­ზა­დე­ბა აშშ-ს სამ­ხედ­რო ბი­უ­ჯეტს 150 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი უჯ­დე­ბო­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, თა­ვად Raptor-ის შექ­მნის პროგ­რა­მის (კვლე­ვი­თი პრო­ცე­სე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე) ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 66,7 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რი შე­ად­გინ­და.

დღე­ვან­დე­ლი დღის მდგო­მა­რე­ო­ბით, აშშ-ის სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში 184 Raptor-ია (სამი თვითმფრი­ნა­ვი სხვა­დას­ხვა ავა­რი­ებ­ში და­ზი­ან­და). 1997 წელს კონ­გრე­სის მიერ მი­ღე­ბუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბით, თვითმფრი­ნავ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­სა­ნა­ხად, F-22 -ის ექ­სპორტზე გა­ტა­ნა აკ­რძა­ლუ­ლია.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ lenta.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული გამანადგურებლის გაუმჯობესებაზე აშშ 7 მილიარდს დახარჯავს

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული გამანადგურებლის გაუმჯობესებაზე აშშ 7 მილიარდს დახარჯავს

აშშ-ს თავდაცვის უწყების გადაწყვეტილებით, აუხლოესი წლების განმავლობაში მწყობრში არსებული F-22 Raptor-ის ტიპის გამანადგურებლის გაუმჯობესება მოხდება. შესაბამისი კონტრაქტი სამხედროებსა და კომპანია Lockheed Martin-ს შორის უკვე გაფორმდა. მისმა ღირებულებამ 6,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. პირველ ეტაპზე გაუმჯობესება Increment 3.1, მეორეზე კი - Increment 3.2 ვარიანტამდე მოხდება. კონტრაქტის პირობების თანახმად, ყველა სამუშაო 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს.

მოდერნიზაციის ფარგლებში თვითმფრინავებზე ახალი რადარი დაყენდება და ელექტრონული სისტემები გაუმჯობესდება. გარდა ამისა, ამიერიდან F-22 Raptor-ის არსენალში რვა SDB-ის ტიპის 113 კგ-იანი ბომბი შევა. გაუმჯობესების მთავარი მიზანი თვითმფრინავის ნავიგაციის, ინფორმაციის გაცვლისა და კავშირის სისტემების სრულყოფაა.

შეიარაღებაში აშშ-მა 187 ერთეული F-22 მიიღო. 2011 წლის თებერვალში პრესაში პირველი ცნობები გაჩნდა იმის თაობაზე, რომ უახლოესი ათწლეულის განმავლობაში ყველა Raptor-ის მოდერნიზაციაზე სამხედროები 16 მილიარდამდე დოლარს დახარჯავენ.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თვითმფრინავის გაუმჯობესებაზე დახარჯული მილიარდების გარეშეც, F-22 დღეისთვის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული გამანადგურებელია. 2009 წლის მონაცემებით, ერთი თვითმფრინავის დამზადება აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტს 150 მილიონი დოლარი უჯდებოდა. ოფიციალური მონაცემებით, თავად Raptor-ის შექმნის პროგრამის (კვლევითი პროცესების ღირებულების გარეშე) ღირებულებამ 66,7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინდა.

დღევანდელი დღის მდგომარეობით, აშშ-ის სამხედრო ავიაციის განკარგულებაში 184 Raptor-ია (სამი თვითმფრინავი სხვადასხვა ავარიებში დაზიანდა). 1997 წელს კონგრესის მიერ მიღებული დადგენილებით, თვითმფრინავში გამოყენებული საიდუმლო მასალებისა და ტექნოლოგიების შესანახად, F-22 -ის ექსპორტზე გატანა აკრძალულია.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე