სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წმინდა წერილით ღმერთი გვესაუბრება"
"წმინდა წერილით ღმერთი გვესაუბრება"

პატ­რი­არ­ქმა გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, რომ ბიბ­ლია სა­პა­ტიმ­რო­ებ­შიც მოხ­ვდეს და ამ წმინ­და წე­რილს პა­ტიმ­რე­ბიც ეზი­ა­რონ. "პა­ლიტ­რა­მე­დია" პატ­რი­არ­ქის ინი­ცი­ა­ტი­ვას სა­აღ­დგო­მოდ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ას­რუ­ლებს და პა­ტიმ­რებს ცი­ხე­ებ­ში ბიბ­ლი­ას გა­უგ­ზავ­ნის

ჩვენს მრა­ვა­ლი გან­საც­დე­ლით აღ­სავ­სე დრო­ში ვის არ უფიქ­რია ხსნი­სა და შვე­ბის ძი­ე­ბა­ზე, ამი­ტო­მაც ყვე­ლა ოჯახ­ში უნდა იყოს ბიბ­ლია, ვკი­თხუ­ლობ­დეთ მას, ვიდ­რე ვცო­ცხლობთ...

"არის შემ­თხვე­ვა, როცა შინ აქვთ ბიბ­ლია, მაგ­რამ არ კი­თხუ­ლო­ბენ... ამი­ტომ მთა­ვა­რია, და­ვა­ფიქ­როთ, კი­თხვა მო­ვან­დო­მოთ ადა­მი­ა­ნებს"

მას მერე, რაც გა­მომ­ცემ­ლო­ბამ პრო­ექ­ტის გაგ­რძე­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა და პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე წა­რად­გი­ნა "50 + 1 + 49 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ", ყვე­ლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ელო­და ბიბ­ლი­ას... დიდი სი­ხა­რუ­ლით შევ­ხვდით ჩვენც - მე­დი­ა­სახ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მა­ღალ­პო­ლიგ­რა­ფი­ულ დო­ნე­ზე, სა­პატ­რი­არ­ქოს და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ტექ­სტით გა­მო­ცე­მულ და­ბა­დე­ბას... შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­გა­მომ­ცემ­ლო სახ­ლმა "პა­ლიტ­რამ" ბიბ­ლი­ის გა­მო­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვი­ტა, რჩე­ვა პატ­რი­არ­ქის­თვის ეკი­თხა. მისი კურ­თხე­ვით, ბიბ­ლია უნდა და­ბეჭ­დი­ლი­ყო, მაგ­რამ არა და­ნომ­რი­ლი... კურ­თხე­ვა შეს­რულ­და...

სა­სიგ­ნა­ლო ეგ­ზემპლა­რე­ბის გა­მო­ცე­მის­თა­ნა­ვე მე­დი­ა­სახ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სა­პატ­რი­არ­ქოს ვეწ­ვი­ეთ. თან რამ­დე­ნი­მე ახ­ლად­გა­მო­ცე­მუ­ლი ბიბ­ლი­აც მი­ვარ­თვით უწ­მინ­დესს. სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქთან სტუმ­რო­ბა დიდი პა­ტი­ვია, თა­ნაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა, მო­უს­მი­ნო ჩვე­ნი ერის მწყემსმთა­ვარს, მისი თი­თო­ე­უ­ლი სი­ტყვა კი­დევ ერთხელ მი­ი­ღო სიბ­რძნედ და სწავ­ლე­ბად, მი­ი­ტა­ნო მკი­თხვე­ლამ­დე და ამით სწო­რი ორი­ენ­ტი­რის და­სახ­ვა­ში და­ეხ­მა­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

სა­უბ­რის თემა წიგ­ნებ­სა და კი­თხვას უკავ­შირ­დე­ბო­და. პატ­რი­არ­ქმა ბრძა­ნა: "უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, წიგ­ნის­კენ მო­ვაბ­რუ­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა. არის შემ­თხვე­ვა, როცა შინ აქვთ ბიბ­ლია, მაგ­რამ არ კი­თხუ­ლო­ბენ... ამი­ტომ მთა­ვა­რია, და­ვა­ფიქ­როთ, კი­თხვა მო­ვან­დო­მოთ ადა­მი­ა­ნებს".

უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა სიყ­ვა­რუ­ლით გა­იხ­სე­ნა ბავ­შვო­ბა და პირ­ვე­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც თა­ვად შე­ი­ძი­ნა:

"ადრე ასე იყო - ყუ­ლა­ბა­ში ყრიდ­ნენ ხურ­დას.…მეც მქონ­და სა­ლა­რო, ძაღ­ლის ფორ­მა ჰქონ­და. გა­სა­ტე­ხი იყო. გავ­ტე­ხე და ავი­ღე ფული... მა­შინ ვლა­დი­კავ­კაზ­ში ვცხოვ­რობ­დით... პირ­ველ კლას­ში ვი­ყა­ვი, შე­იძ­ლე­ბა არც ვსწავ­ლობ­დი... ავი­ღებ­დი მე­ლანს და თი­თებს გა­ვი­თხუპ­ნი­დი, ვი­თომ წერა-კი­თხვა ვი­ცო­დი. ახ­ლოს იყო წიგ­ნის მა­ღა­ზია, შე­ვე­დი და ჩემ­თვის უცხო სამ­ყა­რო ვნა­ხე. რო­მე­ლი გინ­დაო, - მკი­თხეს. ვუ­ყუ­რებ­დი ლა­მაზ ყდებს, ერთი ცოტა მო­ლურ­ჯო იყო და - ის-მეთ­ქი. ზედ ეწე­რა "ვოლ­გა-ვოლ­გა". ეს იყო პირ­ვე­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც ვი­ყი­დე".

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"წმინდა წერილით ღმერთი გვესაუბრება"

"წმინდა წერილით ღმერთი გვესაუბრება"

პატრიარქმა გამოთქვა სურვილი, რომ ბიბლია საპატიმროებშიც მოხვდეს და ამ წმინდა წერილს პატიმრებიც ეზიარონ. "პალიტრამედია" პატრიარქის ინიციატივას სააღდგომოდ აუცილებლად შეასრულებს და პატიმრებს ციხეებში ბიბლიას გაუგზავნის

ჩვენს მრავალი განსაცდელით აღსავსე დროში ვის არ უფიქრია ხსნისა და შვების ძიებაზე, ამიტომაც ყველა ოჯახში უნდა იყოს ბიბლია, ვკითხულობდეთ მას, ვიდრე ვცოცხლობთ...

"არის შემთხვევა, როცა შინ აქვთ ბიბლია, მაგრამ არ კითხულობენ... ამიტომ მთავარია, დავაფიქროთ, კითხვა მოვანდომოთ ადამიანებს"

მას მერე, რაც გამომცემლობამ პროექტის გაგრძელება გადაწყვიტა და პრეზენტაციაზე წარადგინა "50 + 1 + 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", ყველა განსაკუთრებულად ელოდა ბიბლიას... დიდი სიხარულით შევხვდით ჩვენც - მედიასახლის თანამშრომლები მაღალპოლიგრაფიულ დონეზე, საპატრიარქოს დამუშავებული ტექსტით გამოცემულ დაბადებას... შეგახსენებთ, რომ საგამომცემლო სახლმა "პალიტრამ" ბიბლიის გამოცემასთან დაკავშირებით გადაწყვიტა, რჩევა პატრიარქისთვის ეკითხა. მისი კურთხევით, ბიბლია უნდა დაბეჭდილიყო, მაგრამ არა დანომრილი... კურთხევა შესრულდა...

სასიგნალო ეგზემპლარების გამოცემისთანავე მედიასახლის თანამშრომლები საპატრიარქოს ვეწვიეთ. თან რამდენიმე ახლადგამოცემული ბიბლიაც მივართვით უწმინდესს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან სტუმრობა დიდი პატივია, თანაც არაჩვეულებრივი საშუალებაა, მოუსმინო ჩვენი ერის მწყემსმთავარს, მისი თითოეული სიტყვა კიდევ ერთხელ მიიღო სიბრძნედ და სწავლებად, მიიტანო მკითხველამდე და ამით სწორი ორიენტირის დასახვაში დაეხმარო საზოგადოებას.

საუბრის თემა წიგნებსა და კითხვას უკავშირდებოდა. პატრიარქმა ბრძანა: "უდიდესი მნიშვნელობა აქვს, წიგნისკენ მოვაბრუნოთ საზოგადოება. არის შემთხვევა, როცა შინ აქვთ ბიბლია, მაგრამ არ კითხულობენ... ამიტომ მთავარია, დავაფიქროთ, კითხვა მოვანდომოთ ადამიანებს".

უწმინდესმა და უნეტარესმა სიყვარულით გაიხსენა ბავშვობა და პირველი წიგნი, რომელიც თავად შეიძინა:

"ადრე ასე იყო - ყულაბაში ყრიდნენ ხურდას.…მეც მქონდა სალარო, ძაღლის ფორმა ჰქონდა. გასატეხი იყო. გავტეხე და ავიღე ფული... მაშინ ვლადიკავკაზში ვცხოვრობდით... პირველ კლასში ვიყავი, შეიძლება არც ვსწავლობდი... ავიღებდი მელანს და თითებს გავითხუპნიდი, ვითომ წერა-კითხვა ვიცოდი. ახლოს იყო წიგნის მაღაზია, შევედი და ჩემთვის უცხო სამყარო ვნახე. რომელი გინდაო, - მკითხეს. ვუყურებდი ლამაზ ყდებს, ერთი ცოტა მოლურჯო იყო და - ის-მეთქი. ზედ ეწერა "ვოლგა-ვოლგა". ეს იყო პირველი წიგნი, რომელიც ვიყიდე".

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს